კინოექსპერტი გაბრიელე ბრუნენმეიერი კინოპროექტების მომზადების, წარდგენის/პიტჩინგის შესახებ ოთხდღიან ინტენსიურ ვორკშოპსა და ერთ საჯარო ლექციას ჩაატარებს.

 

ვორკშოპი

ვორკშოპი გამიზნულია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, ვისაც აქვს სრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი და სურს მოამზადოს პროექტის წარდგენა/პიტჩინგი პროდიუსერებისათვის, პოტენციური დამფინანსებლებისათვის, კინოფესტივალების შესაბამისი სექციებისათვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

სახელწოდება: კინოპროექტის შეფუთვა: განვითარებიდან პრეზენტაციამდე

დრო: 16-19 ივლისი, 11:00 - 16:00 სთ

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი # 3-5, ვაკის პარკთან), აუდიტორია # G 308.

რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: http://goo.gl/pn8Kc

სამუშაო ენა: ინგლისური, გერმანული, ქართული

საჯარო ლექცია

ლექცია განკუთვნილია ასევე კინოპროექტის წარდგენით დაინტერესებული პირებისათვის. დასწრება თავისუფალია.

სახელწოდება: როგორ წარვადგინოთ კინოპროექტი — პრეზენტირების ხელოვნება

დრო: 15 ივლისი, 18:00  სთ

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი (მისამართი:ზანდუკელის #16, მე-2 სართული)

 

გაბრიელე ბრუნენმეიერის შესახებ

კინოსცენარების განვითარების, კინოპაკეტების შედგენისა და პროექტის წარდგენის ექსპერტი და ევროკავშირის MEDIA პროგრამის საგანმანათლებლო ინიციატივის MAIA Workshops-ის საგანმანათლებლო ხელმძღვანელი გაბრიელე ბრუნენმეიერი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალთან და საგანმანათლებლო პროგრამასთან, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის და სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდული პროგრამა Talent Campus, ისტანბულის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების ვორკშოპი Meetings on the Bridge, რობერტ ბოშის კო-პროდუქციის პრიზი და სხვა.

 

გაბრიელე ასევე ხელმძღვანელობდა MEDIA  პროგრამის საინფორმაციო სამსახურს MEDIA Antenna Berlin-Brandenburg, იყო MEDIA ტრენინგების ინიციატივის Moonstone International-ის სამხატვრო მრჩეველი და კოტბუსის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც შექმნა სექცია East-West-Coproduction Market Connecting Cottbus. 2005 წლიდან ასევე მუშაობს პროექტებისა და სცენარის მრჩეველად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა დაფინანსების ფონდში Kuratorium Junger Deutscher Film.

 

პროექტი Reverse Brain Drain

ვორკშოპი ხორციელდება პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის „განვითარების, განათლებისა და კულტურის ფაბრიკა“ (Denkfabrik Kultur, Bildung und Entwicklung — Think Tank Culture, Education and Development) მხარდაჭერით და გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ხელოვნების სფეროში.

 

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საჯარო ლექციების და ვორკშოპების სერიები, რომლებსაც გერმანელი და გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანები ატარებენ, ქართველი სტუდენტების პროფესიულ განვითარების მიზნით.

ტეგები: Qwelly, iliauni, workshop, ბრუნენმეიერი, გაბრიელე, ილიაუნი, ლექცია, საჯარო

ნახვა: 177

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters