ილიას უნივერსიტეტი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გიწვევთ 16 ოქტომბერს, 5 საათზე, აუდიტორიაში A 101 ევროპული ფონდის აღმასრულებელი დირექტორის იერჟი პომიანოვსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ დისკუსიაზე

"რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშავოს?" 

       დისკუსია  შეეხება დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს და ისეთ საკითხებს, როგორიცაა

  • კანონიერი წარმომადგენლობა: როგორ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები პირადი სიმპატიების, კოლექტიური ინტერესებისა და იდეოლოგიის   შეთავსებას?

  • როგორ დავიცვათ ბალანსი უმრავლესობის მმართველობასა და უმცირესობების უფლებებს შორის: დემოკრატიის პირობებში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, მაგრამ სად არის ამ ძალაუფლების საზღვარი ინდივიდის თუ უმცირესობის წარმომადგენლებთან მიმართებაში?

  • ინსტიტუტები და საერთო სიკეთე: დემოკრატიაში მნიშვნელოვანია პროცესი და კომპრომისი, როდესაც მიღებული შედეგი არავისთვისაა იდეალური, მაგრამ ყველასთვის მისაღებია. როგორ შენდება  სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც საერთო სიკეთეს ემსახურება.

       დისკუსიაში მონაწილეები ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ და განიხილავენ სიტუაციას საქართველოში. მოხდება საქართველოს გამოცდილების შედარება პოლონეთთან, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, კომუნისტური სისტემის რღვევის შემდეგ რადიკალური ტრანფორმაცია განიცადა და შეძლო სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.

       იერჟი პომიანოვსკი დემოკრატიის ევროპული ფონდის დირექტორია. ის იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამინისტრროს გენერალური დირექტორი დემოკრატიზაციის და განვითარების საკითხებში. სტუდენტობაში იყო  დემოკრატიული ოპოზიციის აქტიური  წევრი კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

       ოლივერ რაისნერს (მოდერატორი) აქვს გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ის იყო ჰუმბოლტის პროგრამის ცენტრალური აზიის/კავკასიის პროგრამის კოორდინატორი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის მენეჯერი საქარველოში; დღეს ის პროექტის მენეჯერია ევროკავშირის წარმომადგენლობაში და აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

       ვაჟა სალამაძე "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დამფუძნებელია. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის  26 წლიანი  გამოცდილება, საიდანაც 18 წელი მიუძღვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებასა და მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. ის ასწავლის პოლიტიკის ანალიზს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

       თამარ ცოფურაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. სადოქტორო დისერტაცია ბოჰუმში (გერმანია) დაიცვა. აქტიურ მონაწილეობას იღებს საჯარო დისკუსიებში დემოკრატიზაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში და ჩართულია სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში.

ტეგები: Democracy, Euro, Iliauni, Qwelly, დისკუსია, ევროკავშირი, ილიაუნი, სიახლე

ნახვა: 193

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters