ა(ა)იპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი აცხადებს 

კონსტიტუციის დღეებს

22 ოქტომბერი - სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

  1. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტთა 6 კაციან გუნდს. გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 2 გოგონა, ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად დასაშვებია გუნდში იყოს 1 დოქტორანტი და 1 მაგისტრანტი;
  2. ოლიმპიადა ითვალისწინებს გუნდების მიერ:

    1. კონსტიტუციონალიზმის ცენტრის საშინაო დავალების შესრულებას და მის 15-წუთიან პრეზენტაციას;

    2. ერთმანეთთან დებატების გამართვას კითხვა - პასუხის რეჟიმში (სამ-სამი კითხვა);

    3. პასუხის გაცემას ჟიურის მიერ დასმულ 3 კითხვაზე (მოსაფიქრებლად 10 წუთი ყოველ კითხვაზე);

    4. ჟიურის მიერ დავალებული  ერთი კაზუსის ამოხსნას (წერილობითი პასუხის მოსამზადებლად 30 წუთი).

  3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) კონსტიტუციური სამართლის ცოდნა;

ბ) გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;

გ) დებატების წარმართვის უნარი;

დ) კაზუსის ამოხსნის უნარი;

ე) მოხსენების პრეზენტირების ხარისხი.

  1. ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.



25 ოქტომბერი - "რა, სად, როდის?"

       სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.


გამარჯვებული გუნდის წახალისება:

ა) დასაჩუქრდება საპრიზო ფონდით განსაზღვრული თანხით,

ბ) გუნდის წევრებს დაურიგდებათ დიპლომები

გ)  უზრუნველყოფილი იქნება მისი მონაწილეობა 2014 წლის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში;

დ) უზრუნველყოფილი იქნება გამარჯვებული გუნდის წევრების 2014 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.


ოლიმპიადაში მონაწილეთა საყურადღებოდ:

       განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს 2013 წლის 18 ოქტომბრამდე უმაღლესი სასწავლებლისა და მონაწილეთა სახელებისა და გვარების მითითებით,  ელექტრონული ფორმით - ngo.constcentre@gmail.com  ან მობრძანდეთ კონსტიტუციონალიზმის ცენტრში

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24, VI სართული (თბილქალაქპროექტის შენობა).




       ა(ა)იპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა დახელშეწყობის რეგიონალური ცენტრი ასევე გეგმავს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას:

17 ოქტომბერი - სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირთათვის საჯარო ლექცია კონსტიტუციურ სამართალში; (10 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენი facebook-ის გვერდზე და skype-ში ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასვას კითხვები და მიიღოს ონლაინ კონსულტაცია. მათგან აქტიური ადამიანებისთვის ჩატარდება საჯარო ლექცია);

18 ოქტომბერი - ფიზიკურად უნარშეზღუდულ პირებთან ლექციის ჩატარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, საქართველოს კონსტიტუციების დარიგება ქართულ-ინგლისურ ენებზე;

21 ოქტომბერი - საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეების მიერ კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილების ჩატარება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლებში;

ტეგები: Iliauni, News, Qwelly, ილიაუნი, კვლევა, კონკურსი, კონსტიტუცია, კონსტიტუციონალიზმი, სიახლე, შეჯიბრი, მეტი...ცენტრი

ნახვა: 214

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters