კონკურსი სტუდენტებს შორის საუკეთესო ესეის გამოსავლენად

მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად უმაღლესი სასწავლებლების საყურადღებოდ: კონკურსი სტუდენტებს შორის საუკეთესო ესეის გამოსავლენად დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მიმოხილვა და მიზანი
კონკურსი საუკეთესო ესეის გამოსავლენად ეწყობა მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად. დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ქვეყნის მასშტაბით ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, იმსჯელონ საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე. კონკურსის მიზანია, ჩართოს სტუდენტები ინტელექტუალურ დისკუსიაში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა უმაღლეს სასწავლებელს. მონაწილე უნივერსიტეტს ევალება სტუდენტების მიერ წარდგენილი ნაშრომების პირველადი შეფასება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი საკონკურსო წესების მიხედვით.  საუკეთესო ესეიები წარედგინება მსოფლიო ბანკის კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

გამოვლინდება ათი საუკეთესო ესეის ავტორი და მათი უმაღლესი სასწავლებელი. ნაშრომები გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის ვებ გვერდზე.  ხუთი  საუკეთესო ესეის ავტორი მიიღებს 1,000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.

ნაშრომის თემა: „საქართველო კიდევ ოცი წლის შემდეგ“

შერჩევის პროცესი
პირველი ეტაპი:

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი საკონკურსო ნაშრომი არაუგვიანეს 25 ნოემბრის 18.00 საათისა ელექტრონულ მისამართზე wbcontest@iliauni.edu.ge ან ჩააბარეთ ილიას სახელმწიფო კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. 3, ვაკის პარკთან).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი ზოგადი მოთხოვნები:

  • სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს ნაშრომი იმ უნივერსიტეტის მეშვეობით, სადაც სწავლობს (სტუდენტების მიერ მსოფლიო ბანკში წარდგენილი ესეიები არ განიხილება)
  • ნაშრომი შეიძლება დაიწეროს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე
  • ნაშრომი უნდა იყოს სტუდენტის მიერ შესრულებული
  • ნაშრომში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული წყაროები
  • ნაშრომი უნდა იყოს 3 დან 5 გვერდამდე (სიტყვების რაოდენობა: 900-დან 1500-მდე)
  • შესაძლებელია გრაფიკების, ცხრილებისა და სურათების გამოყენება ზემოთ აღნიშნული გვერდების რაოდენობის გათვალისწინებით
  • ესეიების  წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, PDF ფორმატში, ან ნაბეჭდი ასლის სახით
  • ესეი უნდა ეხმაურებოდეს გამოცხადებულ თემას: საქართველო კიდევ ოცი წლის შემდეგ

ყველა წარმოდგენილი ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა
  • ამ ხედვის განსახორციელებლად გასავლელი გზა
  • აზროვნების ლოგიკური ჯაჭვი
  • ესეიში გამოხატული მოსაზრებების ძლიერი დასაბუთება
  • ორიგინალური, შემოქმედებითი გადაწყვეტა

შენიშვნა: მივესალმებით სტუდენტების მიერ სტილის თუ მიდგომის თავისუფალ არჩევანს

მეორე ეტაპი:

Ø  მსოფლიო ბანკის კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყველიტებას ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით
Ø  გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდება ა.წ. 14 დეკემბერს მსოფლიო ბანკის პრეს რელიზში
Ø  გამარჯვებული ესეიები გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის ვებ გვერდზე

გამარჯვებული სტუდენტები და მათი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ჯილდოების გადასაცემად მოწვეულ იქნებიან მსოფლიო ბანკის მიერ ა.წ. 18 დეკემბერს გამართულ მიღებაზე.

 

სტუდენტის საინფორმაციო ბარათი

ტეგები: 20_წლის_იუბილე, Georgia, World_Bank, qwelly, ესეი

ნახვა: 367

გამოხმაურებები!

ილიაუნელებო! სულ უფრო ცოტა დრო გრჩებათ!!!

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters