ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი გემის - ”წმ. ილიას” პირველი ექსპედიცია 19-22 ოქტომბერს ჩატარდა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ  საინჟინრო  და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტების პროფესორები, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და ეკოლოგიის ინსიტუტუტების მკვლევარები.
 
რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთიდან სარფამდე შავი ზღვის შელფის მძლავრი სონარით სკანირება ხდებოდა. სონარი წარმოადგენს ფსკერქვეშა პროფილირების და ფსკერის ზედაპირის სკანირების კომბინირებულ სისტემას.

მოქმედების პრინციპი შემდეგია: სონარი ასხივებს სხვადასხვა სიხშირის აკუსტიკურ ტალღებს, რომლებიც ერთის მხრივ აღწევენ ფსკერზე დალექილ ქანებში რამოდენიმე ათეულ მეტრამდე სიღრმეში, ხოლო მეორე  ნაწილი იშლება ფსკერის დაახლოებით 500 მეტრიან ზოლზე საიდანაც აირეკლება. არეკლილი ტალღების რეგისტრაცია და მიღებული სურათის ვიზუალიზაცია რეალურ დროში, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება. სონარი იძლევა როგორც ჰორიზონტული ზედაპირის რელიეფის გამოსახულებას, ასევე სიღრმისეულ ჭრილებს.

მდ. ნატანების შესართავის სიახლოვეს, მკვლევარებმა უცნაური ფორმის მქონე წარმონაქმნები შენიშნეს. კომპიუტერის მონიტორზე გამოჩნდა ბადისებრი სტრუქტურა, შედგენილი ოთხკუთხედი ფორმის ობიექტებით, რომელთა გვერდების სიგრძე საშუალოდ 10X10-ზე მეტრია. და, რადგან ბუნებაში მსგავსი ფორმები თითქმის არ გვხვდება, გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე უძველეს დასახლებასთან გვაქვს, რომელიც შავი ზღვის დონის აწევის შემდეგ ნაპირიდან დაახლოებით 1.5-2 კმ-ის დაშორებით 22-25 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. საკვლევი უბნის საერთო ფართი რამოდენიმე ჰექტარს მოიცავს. მკვლევარებმა ამ ადგილიდან დაახლოებით 10 კილომეტრით ჩრდილოეთით, მდ.  წყალწმინდას შესართავთან რამოდენიმე ცალკე მდგომ ოთხკუთხედის ფორმის ფორმაციასაც მიაგნეს, ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი „შენობის“გვერდების სიგრძე 12-13 მეტრია და იგი ნაპირიდან დაახლოებით 1.2 კმ-ში 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. აღნიშნავია, რომ ამ მოცულობის არტეფაქტი არა მარტო არ არის აღმოჩენილი შავი ზღვის ფსკერზე, არამედ, მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან იშვიათია.

მეორე დღეს აღნიშნული უბნები კიდევ ერთხელ გადამოწმდა სონარით და მყვინთავების მიერ. როგორც გამოირკვა, ობიექტები ქვიშის რამდენიმე მეტრის სიღრმის ფენით არიან დაფარულნი. ახლო მომავალში დაგეგმილია ობიექტების სხვა გეოფიზიკური მოწყობილებებით შესწავლა და არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა.   

უახლესი გამოკვლევები სულ უფრო ამკვიდრებს ვერსიას, რომ შავი ზღვა ოდესღაც მტკნარი ტბა იყო. ბოლო გამყინვარების დამთავრების შემდეგ, მყინვარების დნობის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონე აიწია. (აქ ანიმაციას ვეცდები) ხმელთაშუა ზღვამ, ისევე როგორც როგორც ოკეანეებმა განიცადა ტრანსგრესია და დაახლოებით 7.500 წლის წინათ ბოსფორის სრუტის გავლით, რომელიც მანამდე ბუნებრივი ჯებირის ფუნქციას ასრულებდა, შავ ზღვაში დაიწყო ჩადინება. ”ჯებირის” გარღვევას და ბოსფორის სრუტის წარმოქმნას, ერთი ვერსიით კატასტროფულ მიწისძვრასაც უკავშირებენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით შავ ზღვაში წყლის დონე კატასტროფული ტემპებით მატულობდა. თუმცა, დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ შავი ზღვის თანამედროვე სანაპირო ზოლის ფორმირება 30-35  წელი გრძელდებოდა.

ისტორიულ წარსულში მტკნარი ტბის სანაპირო მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ ამ ადგილებში ადამიანი აქტიურად უნდა დასახლებულიყო. ლოგიკურია, რომ ადრე ბრინჯაოს ხანაში აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქალაქის ტიპის დასახლებებიც გაჩენილიყო. ზღვის დონის აწევამ ტბის სანაპირო მოსახლეობის ხმელეთის სიღრმეში მიგრაცია გამოიწვია. ხოლო ზღვის დონის სტაბილიზაციის შემდეგ კვლავ მის ნაპირებზე დაიწყო დასახლება. საინტერესოა, რომ შავი ზღვის დონის მატების თარიღი ემთხვევა წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების თქმულებებს მსოფლიო წარღვნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო შელფი მწირადაა შესწავლილი.

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმე ძალიან საინტერესო და, შეიძლება ითქვას უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს. ფაქტიურად, წლევანდელი ექსპედიცია საქართველოში წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარებისაკენ გადადგმული პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

ტეგები: Expedition, First, St.Ilia, qwelly

ნახვა: 342

გამოხმაურებები!

მაგარია ჩემი უნი და ძალაა??? :) :) :) :) :) :) 

არ ნახეთ ხომ ჩემი ილიაუნის წარმატებები.... :(

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters