22 მაისიდან საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ორგანიზებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ერთთვიანი ტრენინგი "მოლაპარაკების ხელოვნება: სტრატეგიები, ტაქტიკა და პროცესები" დაიწყება;

კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიურ საათს მოიცავს, რომელიც გადანაწილებულია 22 მაისიდან -14 ივნისის ჩათვლით პერიოდში ყოველ ხუთშაბათ (19:00 საათი) და ყოველ შაბათ დღეს (11:00 საათი);

პროგრამის მიზანია, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ პირებს მისცეს ცოდნა მოლაპარაკების სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესახებ და ჩამოაყალიბოს ისინი ეფექტურ მომლაპარაკებლებად, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმართვა მათიორგანიზაციების შიგნით; შეძლონ მათი ორგანიზაციების ინტერესების დაცვა სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონულსა და საერთაშორისო დონეზე.

სატრენინგო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • რა არის მოლაპარაკება და მისი ძირითადი ელემენტები;
  • მოლაპარაკების მომზადება;
  • მოლაპარაკების სტრატეგია და ტაქტიკა;
  • რთული და კომპლექსური მოლაპარაკების მართვა;
  • მოლაპარაკება მულტიკულტურულ გარემოში;
  • მოლაპარაკება საერთაშორისო გარემოში, მრავალმხრივი მოლაპარაკება.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსის მეთოდიკა ეფუძნება პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და განხილვას; პირადი გამოცდილების გაზიარებასა და ანალიზს; თეორიული მასალის მისადაგებასხსენებულ პრაქტიკულ კომპონენტებთან.

კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოლაპარაკების სწავლებისა და კვლევის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი (ESSEC IRENE), ტარიელ სიხარულიძე, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისოგამოცდილება აქვს: სხვადასხვა დროს ის კითხულობდა მოლაპარაკებათა კურსს საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში (Ecole de Guerre), საფრანგეთის ეროვნული ადმინისტრაციის უმაღლეს სკოლაში (Ecole Nationale d’Administraion), საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროში; ჩატარებული აქვს ტრენინგები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის საჯარო მოხელეებისათვის.

ტარიელ სიხარულიძე ამჟამად კითხულობს მოლაპარაკებათა კურსს საფრანგეთის ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ESSEC Business School Paris-Singapor) და ატარებს ლექციებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციაში.

რადგან აღნიშნული კურსი დიდწილად დაფინანსებულია USAID-ის მიერ EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში, მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელებისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 მაისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ნინო იმედაშვილი

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის კოორდინატორი

ტელ: + 995 599 48 70 47

ელ. ფოსტა: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

ტეგები: Iliauni, News, Qwelly, ილიაუნი, კურსი, მოლაპარაკება, სიახლე, სიახლეები, ტრენინგი

ნახვა: 233

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters