27 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის გამზ.32) შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოცემული პიესების და წერილების კრებულის „პოსტსაბჭოთა დარამატურგია“ პრეზენტაცია და კრებულში შესული პიესების „თეატრალიზებული კითხვები“

600 გვერდიანი გამოცემა  „პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგია -აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ანალიზს საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. კრებული იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ზრდის მის დანიშნულებას და რეალიზაციის არეალს.

კრებულში ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციების ანალიზი საკუთრივ დრამატურგიასთან ერთად.

ეს არის ოცწლიანი პერიოდის კომპლექსურად გააზრების პირველი მცდელობა  ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით. ამ უმნიშვნელოვანესი, აქტუალური და პრობლემატური საკითხის კვლევაში ქართველებთან ერთად ჩართული იყვნენ უცხოელი თეატრის კრიტიკოსები და დრამატურგები ლიტვიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებმაც წარმოადგინეს „ახალი დროის“ ავტორები და შეეცადნენ გაეანალიზებინათ თეატრსა და დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

გამოცემა კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, არამედ ქართველი და უცხოელი რეჟისორებისთვის,რომლებიც ხშირად უჩივიან თანამედროვე პიესების თარგმანების ნაკლებობას.

გამოცემა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თანამედროვე დრამატურგიისა და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობითი და კვლევითი ცენტრის, ილიაუნის თეატრის მხარდაჭერით.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიის კრებულში დაბეჭდილია ახალი თაობის ცნობილი დრამატურგების დიანა ბალიკოს, ნინა ბელენიცკაიას, ნედანეჟდანას, ისმაილ იმანოვის, ნათელა ოსმანლის, ვლადიმერ სნეგურჩენკოს, იულიუს კელერასის, ელჩინის,  კარინე ხოდოკიანის, ლაშა ბუღაძის, რეზოკლდიაშვილის, ნიკუშა ანთაძის და ოთარ ქათამაძის პიესები.

გამოცემის შემდეგ ილიაუნის თეატრში გაიმართება პიესების „თეატრალიზებული კითხვა“, რომელიც მოამზადეს ახალგაზრდა რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ, პაატა ციკოლიამ, ნინი ჩაკვეტაძემ, გიორგი ჩხაიძემ, გიორგი ლომთაძემ და სხვებმა. „თეატრალიზებულ კითხვებში“ ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები მონაწილეოებენ.

 

პროგრამა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში!

ტეგები: Qwelly, აფიშა, ილიაუნი

ნახვა: 224

მიმაგრებული ფაილები:

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters