(განცხადება დაინტერესებული სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის)
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით „ილიაუნიში“ იქმნება დებატების კლუბი, რომელიც გააერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. შეგიძლიათ მობრძანდეთ პრეზენტაციაზე 18 ოქტომბერს, 15 საათზე, 101 აუდიოტირაში
საპარლამენტო დებატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად საუნივერსიტეტო კლუბების ფორმით ვრცელდება და ხდება მისი პოპულარიზაცია. თავდაპირველად ანგლო-საქსურ ქვეყნებში გავრცელებული ეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს, დღეს ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ფუნქციონირებს. მისი ასეთი ფართო მასშტაბით გავრცელებასა და პოპულარობას ხელი შეუწყო საპარალმენტო დებატების თამაშის სახემ და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობამ, რასაც აღნიშნული თამაში იძლევა.
კლუბის მუშაობა მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლის დროსაც მისი წევრები შეისწავლიან ფორმალური დებატების განსხვავებული ფორმატის წესებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადსასხვა ტიპის სავარჯიშეობსა და როლურ თამაშებში და ითამაშებენ დებატებს. დებატების კლუბის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება სადემონსტრაციო და საჯარო დებატები, ასევე შიდა საუნივერსიტეტო და ღია ტურნირები, სადაც კლუბის წევრები პირველ რიგში მიიღებენ მონაწილეობას.
კლუბის წევრებს საშუალება მიეცემათ „ილიანუისა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ რეკომენდაციისა და მხარდაჭერის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო დებატების საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საგანათლებლო დებატების უმსხვილესლი საერთაშორისო ქსელის IDEA-ს ღონისძიებების ფარგლებში.
საპარლამენტო დებატების კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ერეტაპიანი კონკურსი, რომლის პირველი საფეხური გულისხმობს სპეციალური აპლიკაციის ფორმის შევსებას (ფორმა თანდართულია), ხოლო მეორე საფეხური - ზეპირ გასაუბრებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებისაგან შემდგარ სპეციალურ კომისიასთან.
დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ პრეზენტაციაზე:
ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 15 საათზე 101 აუდიტორიაში
აპლიკაციის მიღება იწარმოებს 19 ოქტომრის 18:00 საათამდე.
პრეზენტაცია გაიმართება 18 ოქტომბერს 15 საათზე.
ჩამოტვირთეთ >> აპლიკაცია
სააპლიკაციო ფორმა შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ჩვენ მეილზე - studentlife@iliauni.edu.ge
ტეგები: qwelly, studentlife, დებატები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•