ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

       კონსორციუმი წარმოდგენილია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტებით:

  • ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - კოორდინატორი
  • სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
  • ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
  • ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
  • ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
  • ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
  • დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
  • ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი

 

       პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

  • ბაკალავრი - 1000 ევრო
  • მაგისტრანტი - 1000 ევრო
  • დოქტორანტი - 1500 ევრო
  • პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

 

       კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

- საქართველოს მოქალაქეებს;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სარგებლობენ).

- საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;

- მკვლევრებს;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

       კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;

- პირველი და მეოთხე კურსის ბაკალავრებს.

 

      მნიშვნელოვანი თარიღები:

       ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღე 2013 წლის 11 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2);

       დანართების გაგზავნის ბოლო დღე 2013 წლის 18 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2).

       ან დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

  • მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობა, ოთახი H105
  • ტელეფონი: 995 322 14 13 88
  • ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge

ტეგები: Erasmus, Mundus, Qwelly, გაცვლით, ერაზმუსი, მუნუსი, პროგრამა

ნახვა: 468

გამოხმაურებები!

MID-ის მერეც იყო ბევრი, ვერ ვნახე ამ ჯგუფში (პ.ს. თუ არ დაგიდია ? :Xx ) მე ნიდერლანდებში მივდივარ , იმედია :(( :XX :DD 

Annie Sichinava არ დამიდია თორემ ამ გაზაფხულზეც იყო რამდენიმე გაცვლითი პროგრამა :( ჰოლანდია გელის? :))) 

Annie Sichinava_მ თქვა:

MID-ის მერეც იყო ბევრი, ვერ ვნახე ამ ჯგუფში (პ.ს. თუ არ დაგიდია ? :Xx ) მე ნიდერლანდებში მივდივარ , იმედია :(( :XX :DD 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters