ილიაუნის არჩევის უზრუნველყოფის სისტემას ჰქვია არგუსი!

       არგუსი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ლექსიკონში ამგვარად განიმარტება:

       1. ბერძნ. მით. გოლიათი, რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო (ზოგი თვალით რომ ეძინა, დანარჩენებით ფხიზლობდა);

       სხვა განმარტებები გვეუბნებან, რომ არგუსი ესაა ფხიზელი დარაჯი ან უარესი - ფრინველი ხოხბების ოჯახისა; ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

       ამ განმარტების მიხედვით, წესით ხოხბების ოჯახის წარმომადგენლის სახელი არ უნდა შეერჩიათ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი პროგრამისთვის, მითუფრო რომ საქართველო ნამეტანი შორსაა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისგან და მაინცდამაინც არ აღმაფრენა არ სჩვევია ჩვენს არგუსს.

       გამოდის რომ ან გოლიათია, რომელსაც ბევრი თვალები აქვს და ყოველთვის ფხიზლადაა, ან უბრალოდ დარაჯი. 

       თუ გოლიათია, მაშინ ან ლექსიკონი ცდება, ან ჩვენი პროგრამისტები. ხოლო, თუ დარაჯია... თქვენ კაი ხალხნო...

       ახლა უფრო ადვილი ხდება გაუგოთ არგუსს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ის მრავალთვალა გოლიათია, რომელიც ყოველთვის ფხიზლადაა, ვინაიდან ყოველი სემესტრის დაწყების წინ ისე გულაინად თვლემს, რომ მეეჭვება მრავალთვალა გოლიათს ძველი საბერძნეთიდან, ოდესმე ასე ძინებოდეს.

       შესაბამისად, არგუსი არის დარაჯი! დიახ ამხანაგებო, ფხიზელი დარაჯი!!! მაგრამ მაჩვენეთ ერთი დარაჯი რომელსაც არ ჩასძინებია!!! ამიტომ ნუ ესვრით ქვას, ნუ სცემთ და ნუ გაკიცხავთ საცოდავ დარაჯს, რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ორი დიდძილიანობს პერიოდი აქვს, გაზაფხულის პირი და შემოდგომის შაუწელი. დააძინეთ ეს საცოდავი დარაჯი, მოასვენეთ და თქვენც დაისვენებთ. 

ტეგები: Argus, Blog, Iliauni, Qwelly, არგუსი, არგუსის შესახებ, არგუსის შესახებ მორალის გარეშე აზრით, გოლიათი, დარაჯი, ილიაუნი, მეტი...მრავალთვალი, ფხიზელი

ნახვა: 877

გამოხმაურებები!

Kakha ანუ შენ მაინც ოფოფები ხო? :D 

Kakha_მ თქვა:

მე ვფიქრობ რომ ლაშა ეს პრობლემა მალე გადაწყდება ანუ აღმოსავლეთიდან თბილი ქვეყნებიდან გადმოფრინდება აქეთ დედა სამშობლოში და ისევ დაბრუნდება თავის სმენაში  :D :D აი ბერძნული მითების კი რა გითხრათ არ მჯერა და მომკალით :D 

ზუსტად იცის ამ ჩვენმა დარაჯმა რა დროს უნდა იძინოს  :D :D :D

თა _ მო ყველაზე ტკბილი დილის ძილიაო, დაახლოებით ამ ლოგიკით აზროვნებს :D :D :D 

თა _ მო_მ თქვა:

ზუსტად იცის ამ ჩვენმა დარაჯმა რა დროს უნდა იძინოს  :D :D :D

რაღაცნაირად მაინც მიყვარს, მივეჩვიე :D

nino გოლიათს თუ მთლიანად ილიაუნს :D 

nino usenashvili_მ თქვა:

რაღაცნაირად მაინც მიყვარს, მივეჩვიე :D

უფრო გოლიათს :)

ლაშა_მ თქვა:

nino გოლიათს თუ მთლიანად ილიაუნს :D 

nino usenashvili_მ თქვა:

რაღაცნაირად მაინც მიყვარს, მივეჩვიე :D

RSS

ბლოგ პოსტები

U4gm Hero Siege When to Save Emergency Skills

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am 0 კომენტარი

Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters