2014 წელს, 20 თებერვალს, ილიაუნის დაბადების დღის 8 წლის თავზე (ილიაუნს დაბადების დღე 15_ში აქვს, მაგრამ პროფესორებისთვის 20 იმართება ხოლმე აღნიშვნა), ახალი რექტორი აირჩიეს. არჩევნები ჩატარდა აკადემიურ საბჭოში, სადაც საბჭოს შვიდმა წევრმა (სულ 8 წევრია) ხმა მისცა გიგა ზედანიას ერთადერთ კანდიდატურას. სხვა არცერთი კანდიდატი არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. მოგეხსენებათ, აქამდე ილიაუნის რექტორი გახლდათ გიგი თევზაძე.
სრული პროფესორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია ილიაუნის დაარსებიდან აქ მოღვაწეობს.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია და მრავალი დაუვიწყარი ლექცია უჩუქებია ფილოსოფიით გატაცებული ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. არაერთი საჯარო მოხსენება თუ ლექცია ჩატარებულა მისი თაოსნობით და წამყვანობით.
მიულოცავთ მას რექტორობას და წარმატებულ საუნივერსიტეტო საქმიანობას ვუსურვებთ.
უფრო ვრცელი ბიოგრაფია, ოდნავ მოგვიანებით. ახლა მხოლოდ ცხელ ამბებს და მილოცვებს გთავაზობთ.
ტეგები: Iliauni, Qwelly, არჩევნები, ილიაუნი, რექტორი
ლევან ცაგარელი:
პათოსი არ მიყვარს და სენტიმენტები არ მახასიათებს, მაგრამ იმდენად გახარებული ვარ, რომ მაინც მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო:
ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და საკუთარ თავს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, აგვერჩია რექტორად ის, ვინც ჩვენ გვსურდა! მიხარია, რომ ეს მოხდა მშვიდობიანად და ცივილიზებულად, ზემოდან ჩარევის, დანიშვნისა და ”ეროვნული” დავიდარაბის გარეშე. მჯერა, რომ გიგა ზედანია იქნება ყოჩაღი და საქმიანი რექტორი, რომელიც გააგრძელებს საუნივერსიტეტო პოლიტიკას და ახალ მიღწევებს მოუტანს მას.
ზოგადად ძალიან მიხარია, რომ ვმუშაობ ილიაუნიში, სადაც დინამიკა არასდროს არ ჩერდება, ყველაფერი მუდმივად იცვლება და ვითარდება, სადაც მრავალფეროვნება და განსხვავებულობა არ განაპირობებს კონფლიქტებს, სადაც ფასდება ყველა ახალი იდეა და შექმნილია ყველა პირობა შემოქმედებითი თვითრეალიზაციისთვის. დიდი მადლობა ამისთვის მის დამაარსებელს, გიგი თევზაძეს, და იმ გუნდს, რომელიც ამ ადამიანმა შეკრიბა! ამ გუნდმა საოცარი მასშტაბის სამუშაო განახორციელა გასულ წლებში და ალბათ უნივერსიტეტი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის არის ახლა, რომ არა ბევრი მათგანის დაუღალავი ძალისხმევა. ამ გუნდის წევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ლელა ხომერიკს, რომელმაც შეძლო წარმოუდგენელი: მან პირველად საქართველოში აამოქმედა სწავლების ლიბერალური მოდელი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანების გარემოცვაში ვმუშაობ და მაქვს შესაძლებლობა, მათგან ბევრი ვისწავლო.
ილიაუნი ჯერ მხოლოდ 8 წლის არის, ძალიან ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, აშკარად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დიდი წინსვლა და არაერთი გამარჯვება გველის.
მე მიყვარს ჩემი ილიაუნი!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•