იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) სათნოებათა კიბის აღწერისას, ერთ-ერთ საფეხურზე როდესაც მორჩილებისა და მოთმინებით მოღვაწეოების მაგალითებზე გვიყვება, იხსენებს ერთ მონასტერში, მორჩილი აკაკის ცხოვრებას. ეს იყო "ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა" - წერს იოანე სინელი. მონასტერი მდებარეობს ასიის ტერიტორიაზე.
მორჩილ აკაკის ძალიან ზარმაცი და ფიცხი ბერი შეხვდა მოძღვრად, რომელიც "არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას", მაგრამ მორჩილი აკაკი მოთმინებით იტანდა ყოველივეს და ასე გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. წმინდა იოანე საბაწმინდელი ამბობდა: "მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა".
9 წლიანი მკაცრი ასკეზის და მორჩილების შემდეგ, წმინდა აკაკი გარდაიცვალა. დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე.
ხუთი დღე იყო გასული, როდესაც აკაკის უდები მოძღვარი, იმავე მონასტერში დაყუდებულ ბერთან მივიდა და მეტად მწუხარემ ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალების ამბავი. ბერმა უპასუხა:
"გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი".
ეს რომ მოისმინა წმინდა მორჩილის მოძღვარმა, წამოიყვანა დაყუდებული ბერი და ახალ საფლავთან მიიყვანა. წმინდა მამამ აკაკის ჩასძახა:
"ძმაო აკაკი, მოკვედაა?"
სიკვდილის შემდეგაც მორჩილებით მოისმა პასუხი:
"ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა".
როცა ეს მოისმინა მრისხანე მოძღვარმა, დიდმა სინანულმა მოიცვა მისი გული და გონება "დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა". ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: "კაცის კვლა მიქმნიეს".
ტეგები: 20 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•