18 ივლისს (ძვ. სტ. 5 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ათანასე ათონელს.

ათასე ათონელი, atanase atoneli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      მეათე საუკუნის პირველ მეოთხედში, 920 წელს, ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა ათანასე ათონელი (მონათვლამდე აბრაამი). მშობლები ჯერ კიდევ ყმაწვილობისას გარდაეცვალნენ და მისი აღზრდა ერთმა მონაზონმა იტვირთა. სიყრმიდან წუთისოფლისგან განშორებულ ადამიანთან ცხოვრებამ აბრაამს ლოცვის და მარხვის განსაკუთრებილი ძალა მიჰმადლა. როდესაც ღმრთისმოშიში მონაზონი გარდაიცვალა, აბრაამი ბიზანტიის საიმპერატორო რტახტზე სახელგანთქულ რიტორ ათანასესთან მოწაფედ გაგზავნეს. სწორედ ამ პერიოდში, კონსტანტინოპოლში ჩავიდა იღუმენი მიქაელ მალეინი (ხსენება 25 ივლისს), რომელიც კიმინის მონასტრის წინამძღოლობდა. აბრაამმა იღმენისთვის გაუმჟღავნებია საკუთარი სურვილი - უფლისთვის ცხოვრება მიეძღვნა. ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკში სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე. ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა - ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში - იმპერატორი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა იგი. წმიდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა რა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.

      მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით ათანასე განსაკუთრებულ მოღვაწეობაში იმყოფებოდა: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმიდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეჭამა პური და მცირეოდენი წყალი ეხმია, დიდმარხვაში საზრდელი ხუთ დღეში ერთხელ მიეღო მხოლოდ, უწინდებურად ჯდომით დაეძინა, კვირადღეებსა და საუფლო დღესასწაულებში კი ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა მწუხრიდან დღის სამ საათამდე. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს - მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. ახოვანი მოსაგრეობით იგი თანდათან მაღლდებოდა სულიერი კიბის საფეხურებზე და სრულყოფილების მწვერვალს უახლოვდებოდა.

      ათანასეში სამოღვაწეო ადგილისადმი სიძულვილის გაღვიძებას ცდილობდა ბოროტი სული. ნეტარმა მამამ გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა - უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმიდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა. ამ დროიდან მოყოლებული ათანასე საოცრად ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორაც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო. ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა. სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (იხსენიება 25 ივლისს) და ექვთიმეს (იხსენიება 26 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (იხსენიება 25 ივნისს)...

      წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება.

      წმინდა ათანასე განსაკუთრები გრძნობა წმინდა ქალწული მარიამის მფარველობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი ხშირად იცავდა და იფარავდა წმიდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა. ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. "ვინ ხარ და საით მიდიხარ?" - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. - "მე აქაური ბერი ვარ", - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. - "და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!" - "შენ ვინა ხარ?" - ჰკითხა ათანასემ. "მე დედა ვარ შენი უფლისა", - მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.

      მონასტრის საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა.

      როდესაც მოახლოვდა ღირსმა ათანასეს ამასოფლიდან განსვლის ჟამი, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: "დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 18 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1013

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters