ქრისტესშობიდან მესამე საუკუნეში, რომში ცხოვრობდნენ ძმები - კოზმა და დამიანე. ქრისტეს რჯულით მონათლულმა მშობლებმა, შვილებიც ღმრთისმოსაობით გაზარდეს და მკურნალთა ხელობაში გაწაფეს. მაგრამ კურნება არა მხოლოდ კაცთათვის ცნობილი წამლებით შეეძლოთ, არამედ მათ თვით უფალი შეეწეოდა და სასწაულებრივი განკურნების ნიჭიც ჰქონდათ, როგორც უფლის მოიმედეებს. საეკლესიო ტრადიცია მათ უვერცხლო მკურნალებს უწოდებს, აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ განკურნების სანაცვლოდ სასყიდელს არ იღებდნენ, რადგან თვლიდნენ "ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით". როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
ქველმოქმედთა ცხოვრება ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდებოად რომში. ინფორმაცია მათი მოღვაწეობის და რაც მთავარია აღმსარებლობის შესახებ რომის სამეფო დარბაზებამდეც მივიდა, რის შემდეგაც საიმპერატორო კარმა მათი შეპყრობა გადაწყვიტა. მაგრამ როცა დამსჯელ-დამპატიმრებელი ჯარისკაცები ქრისტიანულ თემს "შეესივნენ" კოზმა და დამიანე ვერ იპოვეს. მაშინ გადაწყვიტეს სხვა ქრისტიანები დაეტუსაღებინათ, კოზმა და დამიანი კი მათი გამოსყიდვის საპირწონედ იქნებოდნენ შეწირულნი. ასეც მოხდა, მკურნალი ძმები ჩაბარდნენ იმ პირობით რომ დანარჩენ ქრისტიანებს გაათავისუფლებდა რომი. უფლის რჩეულნი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი სამსჯავრო მოუწყვეს სადაც მათ დაუფარავად აღიარეს თავიანთ სარწმუნოება.
იმ ხანად, უფლის განგებით, იმპერატორი მარკუს ავრელიუს კარუს ავგუსტუსი სნეულებით დაავადდა. როცა ვერცერთმა მკურნალმა და მჩხიბავმა ვერ უშველა, მაშინ ამაყმა იმპერატორმა განსაკურნებლად სწორედ ძმები იხმო. და პირობაც დადო, თუკი განკურნავდნენ, მაშინ მოინათლებოდა და ქრისტეს აღიარებდა. ძმება უწამლეს იმპერატორს და მანაც შეასრულა პირობა, ორთავე გაათავისუფლა (თუმცა იმპერატორის მონათვლის შესახებ არაფერია ცნობილი.)
მართალია სამეფო კარს გადაურჩნენ, მაგრამ შურს ვერა. მათმა მასწავლებელმა, რომლისგანაც ძმები ერთ დროს მკურნალთა ხელოვნებას სწავლობდნენ, გადატყვიტა უფლის მოსავნი თავიდან მოეშორებინა, რადგან ფიქრობდა რომ მათი ავტორიტეტი მისას დაამცრობდა. ამ მიზნით, ვითამდა სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად ისინი ტყეში წაიყვანა, მოკლა და ცხედრები მდინარეში გადაყარა.
P.S. უნდა შევნიშნოთ რომ სხვა არის კოზმა და დამიანე არაბები, რომლებიც იხსენიებიან 30 ოქტომბერს და კოზმა და დამიანე მცირე აზიიდან, რომელთა ხსენებაც არის 14 ნოემბერს.
ტეგები: 14 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, მკურნალი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა joenwalker_მ.
თარიღი: მაისი 25, 2026.
საათი: 5:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•