5 ივლისს (ძვ. სტ. 22 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ევსების

წმინდა ევსები, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმინდა მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი მწყემსმთავარი იყო იგი დაუზარებლა იცავდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოს, რის შემდეგაც არიანელები სისასტიკით დევნიდნენ. მათ წმიდა მღვდელმთავარი არაერთხელ გაუძევებიათ კათედრიდან და საპატიმროში გამოუკეტიათ. როდესაც არიანელთა მფარველმა იმპერატორმა კონსტანციმ 337-361 გაიგო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების ნებართვა ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის გამორჩევის თაობაზე, უბრძანა წმიდანს, მისთვის გაეგზავნა იგი. წმინდა მამამ უარი განაცხადა. სასტიკმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ ორივე ხელი გაუწოდა დესპანს და უთხრა: „მომკვეთეთ, მაგრამ კრების გადაწყვეტილებას, რომელშიც არიანელთა ბოღმა და უსჯულოებაა გამხილებული, არ მოგცემთ!“ მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია. კონსტანცის შემდეგ ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი 361-363 წლებში რომელმაც ქრისტიანთა აშკარა დევნა დაიწყო. მეომრის სამოსელში გამოწყობილი წმიდა ევსები ჩუმად დადიოდა და მოგზაურობდა სირიაში, ფინიკიაში, პალესტინაში და განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ მართლმადიდებლებს. იულიანე განდგომილის გარდაცვალების შემდეგ კეთილმსახური მეფე იობიანე 363-364 წლებში გამეფდა. ეკლესიურ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაივანა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მთავარეპისკოპოსმა მელიტიმ, ევსების რჩევით, 379 წელს ადგილობრივი კრება მოიწვია ანტიოქიაში. მას ესწრებოდა 27 ეპისკოპოსი, რომლებმაც აღიარეს I მსოფლიო კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო. იობიანეს შემდგომ იმპერატორი გახდა არიანელი ვალენტი 364-378 წლებში რომელმაც ევსების თრაკიაში გადასახლება და პატიმრობა მიუსაჯა. მეფის ბრძანება რომ მიიღო, წმინდა მამამ მრევლის მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით დატოვა ქალაქი. და სამოსატის კათედრაზე არიანელი ევნომიუსი დაადგინეს, მაგრამ ხალხმა არ მიიღო ის ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი. მალე მიხვდა,მწვალებელი რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარი ერის შემოკრებას. ტახტზე ასულმა იმპერატორმა გრაციანემ 375-383 წლებში არიანელთაგან შევიწროებული მართლმადიდებელი მღვდელმთავრები დააბრუნა გადასახლებიდან. და ევსებიც დაუბრუნდა სამპუსის და ეკლესიური ცხოვრების მართვა განაგრძო, დაახლოებით 380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში გადავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი გადააგდო ესროლა და თავი გაუპო უფლის გამორჩეულს. სულთმობრძავმა ევსებიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს ცოდვები და სთხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე იქნა გადმოსვენებული!

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 5 ივლისი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 7836

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters