V საუკუნის პირველ ნახევარში, იერუსალიმის ეკლესიას წინამძღოლობდა ექვთმე დიდის თანამოსაგრე და მეგობარი, პატრიარქი იუბენალი (420-458 წწ). იუბენალის პატრიარქობას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთის ეკლესიაში რამდენიმე ერესი გავრცელდა და მათ წინააღმდეგ მებრძოლთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ პატრიარქი იუბენალი იყო. 431 წელს ქალაქ ეფესოში მოეწყო მსოფლიოს საეკლესიო III კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. ამ კრების თავმჯდომარე წმინდა კირილე ალექსანდრიელი იყო (იხსენიება 22 ივნისს). მის თანამოაზრეებს შორის იყო კი პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა - ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე - კაცობრივი - მთლიანად შთანთქა.
თავგამოდებით იცავდნენ ეკლესიას ერესებისგან წმიდა მამები და მათ შორის ღირსი იუბენალიც იყოს. უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს ქრისტიანული, მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების სეურევნელობისა და განუყოფელობის შესახებ. მიუხედავად ამისა ერეტიკოსები მაინც აგრძელებდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმიდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმიდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმიდა პატრიარქ ანატოლისა (იხსენიება 16 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმიდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა. ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა.
ტეგები: 15 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, პატრიარქი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Lutra_მ.
თარიღი: ნოემბერი 2, 2026.
საათი: 9:10am
0 კომენტარი
0 მოწონება
A contagem regressiva para World of Warcraft: Forever está chegando ao fim, e os jogadores têm poucos dias restantes para garantir os nomes de seus personagens. A Blizzard abriu o período de reserva antecipada em 27 de outubro, permitindo que…
გაგრძელება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ნოემბერი 2, 2026.
საათი: 6:06am
0 კომენტარი
0 მოწონება
In World of Warcraft Forever, choose Windshaper if you want a Horde Shaman or High-Order if you want an Alliance Mage: the stated Skyborne creation choices connect faction and class. Both begin on Zephras Isle for levels 1-12, so settle the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•