მეფეთა ცხოვრების მიხედვით, მეოთხე საუკუნეში იბერიის მეფე გახლდათ მირდატი, ძე ბაქარისა (იგივე ბაკურისა). მირდატი ბაბუის, თრდატ მეფის აღზრდილი იყო და სრულიად აღვსილი სიბრძნითა და სახელმწიფოებრივი გონიერებითა, უფლის მოშიშებითა და სიყვარულითა, ერისადმი თავდადების და მოვალეობის უდიდესი გრძნობით. მირდატი ყრმობის ასაკიდან გამოირჩეოთა მეფის თვისებებით, და არა მხოლოდ გარეგნულით.
ასეთ ახოვან, უშიშარ, მხნე, ბერძენ მეფეს განსაკუთრებული მიზანი ჰქონდა დასახული - ქართლის სამეფო გაეთავისუფლებინა და გაეძლიერებინა. მირდატი მტრად მოეკიდა ბერძნებს და სპარსელებს. დაიწყო ბიზანტიისგან მოტაცებული ტაო-კლარჯეთის დასაბრუნებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა - "ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა" - წერს მემატიანე, სპარსელებს კი ხარკს არ უხდიდა და არც საშინაო საქმეებში ჩარევდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ესოდენ დიდი იმპერიაბი, ქვეყნები და მართველები ეხვია, საკუთარი სამშობლოს გაძლირებაზე და დამოუკიდებლობაზე ფიქრს და შრომას თავს არ ანებებდა.
რაც დრო გადიოდა, მეზობელი დამპყრობლები მით უფრო ვერ ეგუებოდნენ საქართველოზე გავლენის შესუსტებას და დაიწყო ომები. სპარსეთის მეფემ დიდძალი ჯარი გამოგზავნა იბერთა მეფის დასასჯელად. მირდატმა "არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა", მოძალადეებს მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ, 410 წელს გარდაიცვალა. ასე დაამთავრა თვისი სიცოცხლე ქრისტიანობისა და საქართველოსათვის წამებულმა კიდევ ერთმა ქართველმა გვირგვინოსანმა. თავის ერზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მირდატმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო ეკლესია-მონასტრების შენება, რადგან გამუდმებით ბრძოლებში გართულს, ალბათ განზრახული ჰქონდა, რომ სამშობლოს განთავისუფლების შემდეგ მიეხედა ერის სულიერ-ზნეობრივ სატკივართათვის. საყვედურობს კიდეც ჟამთააღმწერელი: "არცა აღაშენა ეკელსიაჲ, არცა ჰმატა შენებულთაო", მაგრამ ღმერთმა გაამჟღავნა ქრისტესადმი მისი უსაზღვრო სიყვარული და საკუთარი სიკვდილის ფასად თავდადებულმა მეფემ აგვიგო ზეცაში ხელთუქმნელი ტაძარი, საიდანაც ისევე მხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის, როგორც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მტერთა წინააღმდეგ.
ტეგები: 21 ივლისი, Qwellyland, თვენი, თრდატი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•