24 ივლისს (ძვ. სტ. 11 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კიევის განმანათლებელს, მოციქულთასწორ ელენეს

მოციქულთასწორი ელენე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      X საუკუნეში, კიევში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი ოლღა. ის იზბორსკების (დიდებულთა გვარი) შთამომავალი იყო და მითხოვილი კიევის დიდ მთავარზე - იგორზე. 945 წელს, როდესაც წმინდანის მეუღლე მოკლეს, შემდეგ კი სამეფო ტახტი სვიატოსლავის მცირეწლოვნობის გამო მმართველის გარეშე რჩებოდა, ხელისუფლება ოლღას ხელში გადავიდა. კერთპთაყვანისმცემელთა შორის გაზრდილი ოლღა, წარმართობას ნაზიარები და მათი წეს-ჩვეულებებით გაჯერებული, სასტიკად გაუსწორდა ქმრის მკვლელ დრევლიანებს - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, გადაწვა, მოაოხრა, მოსახლეობა ამოჟლიტა და კიდევ მრავალ ტყვედ ჩაიგდო. ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...

      ამ პერიოდში კიევში აღმართული იყო ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც პიველმა მართლმორწმუნე მთავარმა ასკოლდმა ააგო. ამ ტაძარში ღმრთისმსახურება სლავურად აღევლინებოდა, უკვე თარგმნილი იყო სახარებაც. წარმართობათი აღზრდილი ოღლა მარადჟამს ეძებდა ჭეშმარიტებას, მას მოსწონდა მართლმადიდებლების ცხოვრების წესი, ხედავდა, რომ ბიზანტიის ძლიერების ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის სულიერებაში წარმატება იყო. ასეთი ფიქრებით აღვსილმა საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს (იხსენიება 3 ივნისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი: "კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა!"

      ამის მოსმენის შემდეგ მოციქულთა სწორმა ელენემ ბიზანტიაში დარჩენა გადაწყვიტა ქრისტეს რჯულის უკეთ შესასწავლად. როდესაც სამშობლოში დაბრუნების დრო მოახლოვდა საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი კიევში გადააბრძანა და რამდენიმე ხუცესიც თან გაიყოლა.

      ქრისტეს შეცნობით და მისდამი სიყვარულით განმსჭვალულმა დედოფალმა კეთილმსახური ცხოვრება დაიწყო. მისი თაოსნობით კიევის წმიდა ნიკოლოზისა და წმიდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმიდა სამების და სხვა მრავალი ტაძარი აშენდა. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა: მისმა ძემ, სვიატოსლავმა ვერ მიიღო ჭეშმარიტება, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც. სხვა გზა არ ჰქონდა დედა-დედოფალს, ელენემ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.

      969 წელს წმინდა მოციქულთსწორი ელენე მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს (ზოგიერთი წყარო მიუთითებს 1007 წელს) იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმიდა ნაწილები დაიკარგა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 24 ივლისი, July, Olga, Qwellyland, განმანათლებელი, დედოფალი, თვენი, ივლისი, კიევი

ნახვა: 3274

ბლოგ პოსტები

RSorder-OSRS: A Reliable Choice – The Complete Guide to the Bandos Chestplate

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2026.
საათი: 12:44pm 0 კომენტარი

If you love playing games, Stop Grinding for Hours… Start Playing at Your Best! Visit RSorder today and use discount code “Lucky” to unlock your exclusive savings. Get the in-game currency, items, equipment, and resources you need to save time…

გაგრძელება

A facial cleansing brush or exfoliating facial scrub brush

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2026.
საათი: 10:18am 0 კომენტარი

The Beard Brush Manufacturer, also known as a facial cleansing brush or exfoliating facial scrub brush, is a delicate personal skincare tool designed to…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters