19 ივლისს (ძვ. სტ. 6 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სისო დიდს!

სისო დიდი, siso didi, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      მეხუთე საუკუნეში, ეგვიპტეის ერთ-ერთ მონასტერში, იქ სადაც ანტონი დიდი მოღვაწეობდა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, მივიდა ერთი ჭაბუკი, რომელსაც თავისი ასაკის მიუხედავად, ამ წუთისოფლის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს იყო წმინდა სისო. სიჭაბუკიდანვე უფლის მონაზვნებაში მყოფმა სისომ, მძიმე ასკეტური ცხოვრებით სრულიად განიცმინდა სული და სხეული და უფალმა მას სასწაულთა ქმნის ნიჭი, მკვდართა აღდგინების ძალა და ეშმაკთა განდევნის მადლი მიანიჭა.

      მოყვასისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქონდა. მონასტერში მოსულ თითოეულ ადამიანს უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი სითბოთი და სიყვარულით ეფერებოდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: "ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია - საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა". ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: "მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს".

      როდესაც მოახლოვდა მისი უფალთან წარდგინების ჟამი, უეცრად სახე გაუბრწყინდა და იქვე მყოფმა მოწაფეება გაკვირვებისაგან ჰკითხეს - "რას ხედავ ღირსო მამაო?". წმინდა სისომ უპასუხა: - "წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანან ჩემს წინაშე". შემდეგ შეამჩნიეს, რომ იგი საუბრობდა, თითქოს ანგელოზთან და დროს თხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: "ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!" ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის ისევ გასპეტაკდა და ისეთი ნათელი გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, მონაზონი, მონასტერი

ნახვა: 1099

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters