25 ივნისს (ძვ. სტ. 12 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პეტრე ათონელს

პეტრე ათონელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

      მეშვიდე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის ლაშქრის ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო შემდგომში წმინდანად შერაცხული პეტრე ათონელი. 667 წელს ბიზანტია ომობდა სირიელბთან, რის შედაგადაც წმინდა მამა სირიელთაგან ადტყვევებული სამარიის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც მრავალი წელი მოუწია დაყოვნება. ტყვეობაში ყოფნისას პეტრე ფიქრობდა რის გამო ისჯებოდა ასე, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი წარსულში. საკუთარი თავის კვლევა და სინდისის გაღვივება უფალმა წყალობით დაუფასა და მოაგონდა რომ წარსულში მონაზვნობის პირობა დაუდია, შემდეგ კი დავიწყებია. ამის შემდეგ პყრობილმა მკაცრი მარხვა დაიწყო, თან გულმოდგინედ ევედრებოდა მეოხებას ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს. ერთხელ, ძილში, წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა მას და ურჩია, სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან გამოეთხოვა შეწევნა. მეორე გამოცხადებით მღვდელმთავარმა იგი გაამხნევა და განამტკიცა, მესამეჯერ კი თავად სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან ერთად წარსდგა მის წინაშე. მართალმა სვიმეონმა ხელის შეხებით ცვილივით გაალღო პეტრეს ბორკილები, შემდეგ კი საპყრობილის კარები განიხვნენ და პყრობილი გათავისუფლდა. სვიმეონი მაშინვე გაქრა, წმიდა ნიკოლოზმა კი საბერძნეთის საზღვრამდე მიაცილა, უფლისთვის მიცემული აღთქმა შეახსენა და გაუჩინარდა. წმიდა პეტრემ რომს მიაშურა, მას მთელი გულით სურდა, მოციქულთა თავის - პეტრეს ლუსკუმასთან შეემოსა მონაზვნური სქემა. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედმა არ დატოვა იგი შეწევნის გარეშე - რომის პაპს გამოეცხადა ძილში და პეტრეს ბერად აღკვეცა დაავალა.

      იმ დღეს, საღმრთო მსახურებაზე რომის საკათედრო ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. მრევლთაგან ერთ-ერთი კი ჩუმად იდგა, თავი ძირს დაეხარა და მდაბლად ევედრებოდა უფალს. უცბად, ამბიონიდან რომის პაპმა თქვა: " მოვიდეს ჩემთან საბერძნეთიდან ჩამოსული პეტრე, რომელიც წმიდა ნიკოლოზმა გაათავისუფლა საპყრობილიდან!"

კლიტენი სასუფევლისანი პეტრე მოციქულს და მისი სახით ყველა მოციქულს გადაეცა, სწორედ პეტრეს წმინდა ლუსკუმასთან აკურთხა უფლისთვის სათნო პეტრე ათონელი, მონაზვნად აღკვეცა და შემდეგ უფალს მინადო იგი. წმინდა მამა გემით გაემართა აღმოსავლეთისკენ. გზაზე ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და აუწყა, რომ წმიდა ათონის მთაზე უნდა დამკვიდრებულიყო და იქ დარჩენილიყო აღსასრულამდე. როცა ხომალდი წმიდა მთას გაუსწორდა, თავისით გაჩერდა. პეტრე მიხვდა, რომ აქ უნდა ჩამოსულიყო. ეს მოხდა 681 წელს. ათონის ნახევარკუნძულის უდაბურ ადგილებში წმინდანმა 53 წელი გაატარა, ტანსაცმელი შემოეძარცვა, მაგრამ გრძელი თმები და წვერები უფარავდა სხეულს.

      მრავალი განსაცდელი დაითმინა ღირსმა მამამ: თავდაპირველად ეშმაკები შეიარაღებული მეომრების, საშინელი მხეცების სახით ეჩვენებოდნენ და მოშთობითა და დაგლეჯით ემუქრებოდნენ. პეტრე უფლის და ღვთისმშობლისადმი აღვლენილი მხურვალე ლოცვებით იგერიებდა მათ შემოტევას. შემდეგ ბოროტმა მზაკვრობას მიმართა: მშობლიური სახლიდან გამოგზავნილი ყრმის სახით ეჩვენა წმინდანს და ევედრა, დაეტოვებინა უდაბნო და შინ დაბრუნებულიყო. ცრემლად დაიღვარა განდეგილი, მაგრამ ესღა უპასუხა: უფლისა და ღვთისმშობლის ნებით მოვედი აქ და მათი კურთხევის გარეშე ვერსად წავალო.

      შვიდი წლის შემდეგ ეშმაკი ნათელმოსილი ანგელოზის სახით დადგა მეუდაბნოეს წინაშე და უთხრა „უფლის ბრძანებით, სოფელში უნდა გახვიდე გონებადაბინდული ხალხის განსანათლებლად და დასამოძღვრად!“ გამოცდილმა ბერმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, ღვთისმშობლის ბრძანების გარეშე ვერსად წავალო. ბოროტი გაუჩინარდა და ამის შემდეგ უკვე ვეღარ ბედავდა მასთან მიახლოებას. და აი, მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა ახოვან მოსაგრეს წმიდა ნიკოლოზთან ერთად და ამცნო, ყოველ მეორმოცე დღეს ანგელოზი მოგაწვდისო საზრდელს. მართლაც, ორმოცდღიანი მკაცრი მარხვით დამაშვრალ ბერთან უფლის ანგელოზს ციური მანანა მოჰქონდა და განამტკიცებდა მორიგი ღვაწლისთვის.

      ერთხელ ირემს გამოდევნებული მონადირე ამ უკაცრიელ ადგილებში გადაეყარა შიშველ ადამიანს, რომელსაც სხეულს თმები უფარავდა, წელზე კი ფოთლები ჰქონდა შემორტყმული. ის შეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ წმიდა პეტრემ შეაჩერა და თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრო. გაოცებულმა ერისკაცმა სთხოვა ბერს, მეც დამტოვეო შენთან, მაგრამ წმინდანმა შინ დაბრუნება ურჩია მას და ერთი წელი მისცა საკუთარი თავის გამოსაცდელად, თან ნანახის მოყოლა აუკრძალა.

      წლის თავზე მონადირე დაბრუნდა უდაბნოში ეშმაკეულ ძმასთან და სხვა მხლებლებთან ერთად. როცა ისინი მეუდაბნოის გამოქვაბულში შევიდნენ, ნახეს, რომ იგი უკვე გარდაცვლილიყო. მონადირე ცხარე ცრემლებით ატირდა და იქ მყოფთ მოუთხრო ღირსი მამის ცხოვრება. როცა მისი ძმა წმიდანის ცხედარს შეეხო, მეყსეულად განიკურნა. პეტრე ათონელი გარდაიცვალა 734 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები ათონზე, წმიდა კირილეს სავანეში განისვენებდნენ, მაგრამ ხატმბრძოლობის დროს გადამალეს. 969 წელს ნეშტი პატივით გადააბრძანეს თრაკიის სოფელ ფოტოკამში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 ივნისი, June, Qwellyland, ათონი, ბიზანტია, თვენი, ივნისი

ნახვა: 1398

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters