ჯგუფი შექმნილია ლაგოდეხელთათვის და მათვის ვისაც უყვარს ლაგოდეხი
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: რეგიონალური ჯგუფები
წევრები: 6
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 26, 2015
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიიის სიღნაღის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით სიღნაღის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.
თანამედროვე ლაგოდეხი უძველესი ისტორიული ტერიტორიის ადგილას აღმოცენდა, რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაშია, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ორგანული ნაწილია.
ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატეანეში » ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგგორგასალისა », რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი « ლაკუასტი », ანუ « ლაკვასტი » ( ფუძე –« ლაკვა »_ სულხან საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს) .
ლაკუასტის სახელით ცნობილია ციხე - სიმაგრე, რომლის ფრაგმენტიც ქალაქ ლაგოდეხში ყაზბეგის ქუჩაზეა შემორჩენილი. ისტორიული წყაროები ლაკუასტის ციხეს მეფე არჩილის (668-718) სახელს უკავშირებენ. ასევე ცნობილია, ის ფაქტიც, რომ VII საუკუნეში, ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია « მაჭის ციხე » ( თოღა) , რომელიც მდებარეობს მდ. მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
თვით ტოპონიმი « ლაგოდეხი » უფრო გვიან მე XI- ს - ში გვხვდება და XIX საუკუნის დასაწყისისთვის საბოლოოდ მკვიდრდება. 1831 წელს აქ დაარსდა სამხედრო დასახლება ამავე სახელწოდებით, რომელიც 1857 წელს სამოქალაქო დასახლებად გადაკეთდა. იმავე წლიდან საფუძველი ჩაეყარა დაბას, სადაც თანდათანობით ჩასახლდა ქართული მოსახლეობა.
ავტორი Mariam May. ბოლოს გამოეხმაურა: ზურა ჭუმბურიძე, სექტემბერი 28, 2012. 3 გამოხმაურება 1 Like
ექსკურსია ლაგოდეხის მოყვარულებო, გთავაზობთ ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დაგეგმვას. ასეთი არჩევანი გვაქვს: 1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 7 კმ; მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე. 2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 8 კმ; მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე…გაგრძელება
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 9:40am
0 კომენტარი
0 მოწონება
A dependable passing offense starts with understanding what your protection can sustain. Whether you are shaping a roster with College Football 27 Coins or adjusting your existing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 7:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Modern Warfare 4 has October 23, 2026 pencilled in for its full release, with PS5, Xbox Series X|S, PC, and Nintendo Switch 2 listed together. As of October 12, that date is still ahead. If you're already looking into…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ ლაგოდეხი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!