ექსკურსია
ლაგოდეხის მოყვარულებო, გთავაზობთ ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დაგეგმვას. ასეთი არჩევანი გვაქვს:
1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 7 კმ;
მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.
2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 8 კმ;
მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.
3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 4კმ;
მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.
4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 50კმ;
მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.
გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.
ტეგები: eqskursia, lagodekhi, nakrdzali, qwelly, ექსკურსია, ლაგოდეხი, ნაკრძალი, ქველი
მე ინიციატივას ვთავაზობ. ფირმაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ბევრი ტური აქვს .
(რა თანხებში აკეთებენ არ ვიცი).
ლაგოდეხში კერძო ექსკურსიაც გამოვა, და იქ ადგილზე რეინჯერებთან შეთანხმებით 1დღიან ლაშქრობაზე წასვლა.
მე მხოლო პირველი ვარიანტი მაქვს ნაცადი, რომელიც არც ისე რთული გამოდგა.
George said:
Mariam - eg shen sTavazob Tu rame firmaa ? ))
mariam zustad gaige rajdeba es da cvenebi cavidet dalian magari ikneba da gamagebine pasuxi
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 9:40am
0 კომენტარი
0 მოწონება
A dependable passing offense starts with understanding what your protection can sustain. Whether you are shaping a roster with College Football 27 Coins or adjusting your existing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 7:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Modern Warfare 4 has October 23, 2026 pencilled in for its full release, with PS5, Xbox Series X|S, PC, and Nintendo Switch 2 listed together. As of October 12, that date is still ahead. If you're already looking into…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•