გავიარეთ 1921 წელი, ეს ფანტასტიკური კიბე მრავალი საბედისწერო და საშიშარი საფეხურებით. ქართველმა პოეტებმა მაინც იგრძნეს ფონი, რომელზედაც უნდა ჩატარებულიყო ჩვენი ახალი ხელოვნების დიდი მისტერია. მივდიოდით რა მომავალ საუკუნეთა დღესასწაულზე, გვევალებოდა ვყოფილიყავით მათი პლანეტარული ქაოსის ნამდვილი გამომხატველი, ერთის მხრით და ნაციონალური სახეების მძებნელი, მეორეს მხრით. გასული წელიწადი არ იყო სანატრელად ტკბილი, რომ ენაზე დაედნო რომელიმე მეათე საუკუნის წელიწადს, მაგრამ არც იმდენად მწარე იყო, რომ მის მოახლოვებისთანავე ტკივილებით გავბრუნებულიყავით. ჩვენც ისე, როგორც მთელმა კაცობრიობამ, განვიცადეთ ეს ტკივილები, რომ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის დროს შევიძლოთ მისი სიტყვაუთქმელად ატანა. გასული წელიწადი დემონიურად მიუძღოდა წინ მრავალ სამგლოვიარო პროცესიებს და აქ, დიდი მწუხარების გამო, ხშირად გივიწყებდა შენ, პოეზიავ, – საკუთარ თვალს მომავლისაკენ. 1921 წელს აკლდა ეს ცალი თვალი, მაგრამ ის მან განგებ დაიბრმავა, რათა მეტი სიძლიერე მისცემოდა მეორე თვალს; ამნაირი გარეგნობით იგი ნამდვილი მეფისტოფელი იყო მარაოებით მოსიარულე, რომანტიულ, ფერუმარილიან სხვა წელიწადთა შორის. ქართველმა პოეტებმაც ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ ბედნიერების მოსაპოებლად სრულიად საჭირო არ არის ყველა გამვლელს და გამომვლელს ასიამოვნო, გვეზიზღებოდა ყოველგვარი შემთხვევითი საქმე, რადგან მრავალი გამოცდილებით დავიტვირთენით, გონებამახვილი ერუდიტები შევიქმენით, მართალია, შეუბრალებელი მოსამართლე ვიყავით წარსულისა და სასჯელისთვის ვქმნიდით სრულიად ახალ კანონებს, მაგრამ ვცდილობდით არ დაგვეტოვებინა სამართლიანობის საზღვრები. წარსულის მიერ დალაქულ ძვირფას ფოლიანტებს არ ვხსნიდით, არ გვინდოდა მათი შეურაცყოფა, მაგრამ ლუქახსნილ რელიკვიებს არასდროს ხელახლა არ ვბეჭდავდით. პოეტები სვამდნენ საუკეთესო ღვინოს, წარსულისაგან გადარჩენილს, მაგრამ თვალყურს ადევნებდნენ თავიანთ თავს, რომ ღვინო არ მოჰკიდებოდათ. მათ ყოველთვის ახსოვდათ მოვალეობა და აწუხებდათ მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩვენი საუკუნე არც ვალებს იხდის, არც თავდებად უდგება ვისმეს მევალეების წინაშე. აი, XIX საუკუნეც. მან XX საუკუნეს საჩუქრად მოართვა მხოლოდ ერთი ზარმაცი ცხენი, ჩვენს საუკუნეს კი გაქანებული მერნები – ლურჯა ცხენები სჭირდება. ეხლა ეს მერნები დგანან ახალი ეპოქის კარებთან და უცდიან გაბედულ მხედრებს. საქართველოში მხოლოდ ეხლა გვიახლოვდება სივრცე, შემოკლებული გიგანტური ნაბიჯებით: რადიო, უმავთულო ტელეგრაფი, აერო, ავტო, – მათი საშუალებით. საკითხი, რომელიც ეხლა ირჩევა ვერსალში, სამკვდრო-სასიცოცხლოა საქართველოსთვის. იგია ფონი, რომელზედაც საქართველოს ახალი პოეტი და გმირი შეჰქმნიან ახალ სიმღერებს, ახალ პოეზიას.
აქ პოეზიისათვის გაშლილია მეტად დიდ ასპარეზი. წარსულს ნურავინ თვლის უმნიშვნელოდ დაკარგულად. იმ უძველეს ღვინოსავით გამომდგარი ტრადიციის საფუძველზე, მასში ჩაცვენილ ნაძირალების ქიმიურად განადგურების შემდეგ, შეიქმნება ახალი პოეზია, ძველი რომანტიზმის განახლებული სულით (რომანტიზმი ყოველთვის იყო, არის და იქნება ხელოვნების ერთ უმთავრეს თვისებად) მოიფინება იგი მუსიკის სინათლითა და ფერადებით, აივსება ახალგაზრდული ძლევამოსილებით. მართალია, ჩვენმა დღეებმა არ იციან ნიუანსები, მაგრამ თანამედროვეობა აქანდაკებს თავის ხელოვნებას უშიშარი ხელებით, რომელიც გააოცებს ქვეყანას უდიდესი გმირობისა და რაინდობის მაგალითებით. ჩვენ ყოველთვის ვყოფილვართხალხთან, მაგრამ მომავალში მეტი სითამამით უნდა ვტრიალებდეთ ხალხში. იქ დაგროვილია უმრავლესი გრძნობები: წყურვილი სიყვარულის, წყურვილი ოცნების. ჩვენ მივსცემთ ხალხს ყველაფერს კეთილშობელურს, ახალ ეთიკას, ახალ წინასწარმეტყველურ განათებას პრობლემებისას, ჩვენ იქ მოვნახავთ ახალ ადამიანებს, რომელთაც ეზიზღებათ ყოველივე არაესტეტიური და მახინჯი, სწყურიათ თვითონ გაიქცნენ ხელოვნების საწარმოებად. ჩვენი დაახლოება ხალხთან გვიჩვენებს, როგორი სიხარბით ეწაფება იგი ყოველგვარ მხატვრულ სიტყვას. ხალხის სახელით, ჩვენ უნდა უარვყოთ კაფეშანტანების პოეზია; იგი დამახასიატებელია საშინლად დაცემის მდგომარეობის ხანისა, დეკადენსის. აქ პოეზია ხდება ”სკანდალების” ხელოვნებად, ისეთი ხალხის გამართობლად, რომელთაც არავითარი მორალური იდეოლოგია არ ახასიათებს, სრულიად უნდა გავთავისუფლდეთ აგრეთვე იმ კონსერვატიზმისგან, რომლითაც ნაწილობრივ შებოჭილია თანამედროვე შეგნება პოეზიისა. უნდა მოინახოს ახალი რიტმი სიტყვის მოძრაობისათვის და ერთი წამითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართულ პოეზიას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ისტორიული პროცესი. გასული წლის განმავლობაშიაც შფოთიანი საქართველო ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც მას შეეძლებოდა ცხოვრება პოეზიის ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიმდიდრეთ ჩასთვლიდა თავისსავე სულს და იქნებოდა დასახლებული მხოლოდ ღირსებებით. ამნაირად, იგი არ ეძებდა მას, რისი მოპოვებაც შეუძლებელი იყო. ნამდვილი პოეტები იყვნენ ხალხში და იცოდნენ, წინასწარვე გაზომილი ჰქონდათ თავიანთი მიზნები, შედიოდნენ რა ახალ ტაძარში, არ ცდიდნენ მას, რაც დაცდილია, რასაც ამბობდნენ სიტყვით, ასრულებდნენ საქმითაც და ყველაფერი ნათლად ამტკიცებდა ასეთი გამოსვლის თანამედროვეობას. საუკუნე მომწიფებულია მათთვის, ვინც მიდის ხალხში, საუკუნე გათენდა მათთან ართად და მათთანვე ჩაესვენება.
ქართველ პოეტებს სწყუროდათ მსოფლიო ხელოვანტა შეერთება. სურდათ ემღერათ ხელოვნების მსოფლიო ინტერნაციონალი, რომ ამ კოსმოპოლიტური მესსივით წავშალათ საზღვრები გუშინ და დღეს მეომარ ერთა შორის. ეხლა ეს მორიგ საკითხთაგანია.
ქართველ პოეტებს ისე, როგორც ყოველთვის, არც გასული წლის განმავლობაში აღიათ უღირსთაგან გადმოსროლილი ხელთათმანია.
რადგან საუკუნეების განმავლობაში თვლიდნენ სიამეყეს სიკვდილზე უმაღლესად, დიდებას ამა სოფლისას თვლიდნენ ამაოებათ და ახსოვდათ მხოლოდ დიდება მარადისი…
გალაკტიონ ტაბიძე
ტეგები: Literature, Qwelly, გალაკტიონი, განხილვა, პოეზია, ქართული, ცნობილი_ავტორი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
© 2026 George.
•