ედგარ ალან პო - აჩრდილი
ვიდოდიღათუ შორს აჩრდილთა.
დავითის ფსალმუნი
თქვენ, ამის მკითხველნი, ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ, ხოლო მე, დამწერი ამისა, ამ დროისათვის უკვე კარგა ხანს ვიქნები აჩრდილთა შორის. რაკი მართლაცდა გასაოცარი ამბები მოხდება და წარიხოცება მრავალი ჟამი, ვიდრე კაცნი იხილავენ ამ ძეგლს. და რა იხილავენ, ზოგნი ვერ დაიჯერებენ, ზოგნი დაეჭვდებიან, და რამდენიმე მაინც მიაკვლევენ საფიქრალი საგანს ამ რკინის სტილოსით ამოჭრილ ნაწერში.
შემზარავი წელიწადი იყო ეს წელიწადი და გრძნობები უფრორე ცხოველი გამხდარიყვნენ, ვიდრე თავად ეს შემზარაობა, რომლის სახელი არ მოიძებნება ამ მიწაზე. რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი გამოჩნდა და ყველგან, ზღვასა და ხმელზე, განრთხმულიყო შავი ფრთები ჟამიანობისა. და იმათთვისაც კი, ვინც ვარსკვლავთმრიცხველობაში გაწაფულიყვნენ, არ იყო ცნობილი, რა ავს გვიქადიდნენ ცანი; და სხვებთან ერთად ჩემთვისაც, ბერძენ ოინოსისათვის, ცხადი იყო, სადაცაა უნდა გასრულებულიყო შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი წელი, როდესაც ვერძის შემოსვლის ხანს პლანეტა იუპიტერი შერწყმოდა მეწამული ფერის წრეს საზარელი სატურნისას. ცათა ეს განსაკუთრებული ნათება, თუ დიდად არა ვცდები, გარშემობურვოდა არა მარტო ნივთიერ სფეროს დედამიწისას, არამედ მთელი კაცობრიობის სულსა და გულსა, წარმოდგენასა და ფიქრს.
ქაოსური წითელი ღვინის სურებთან, დიდებულ სასახლეში, შფოთსავსე ქალაქ პტოლომეადაში ვისხედით ჩვენ ღამით, შვიდნი, და ჩვენ სამყოფელოში მხოლოდ ერთი შემოსასვლელი იყო, მაღალი ბრინჯაოს კარი; კორინოსის მშვენიერი ნაოსტატარ-ნახელავი იყო ეს კარი, შიგნიდან ჩაკეტილი. შავი ფარდები ამ მოქუფრულ დარბაზისა გვიფარავდა მთვარის შუქისაგან, მოშავბნელებული ვარსკვლავებისაგან და უკაცრიელი ქუჩებისაგან - მაგრამ რა აღუდგებოდა წინ ბოროტის მეხსიერებას, მის ყოვლისმომცველ ძალას. ჩვენ გარშემო რაღაც იყო ისეთი, რომლის ზუსტად აღწერა არ შემიძლია - რაღაც მატერიალური და სულიერი, სიმძიმე ატმოსფეროში... გრძნობა სულთამხუთავისა... შფოთიანობა და ყველაზე უფრო საშინელი განცდა, ნერვიულებს რომ ეუფლებათ, როდესაც მათი გრძნობები ალესილი და ცინცხალია, ხოლო გონების ძალნი ძილს მისცემიან. სიკვდილის არტახები. შემოგვეჭდომოდა თავს, მოეცვა ჩვენი სხეული, სასახლის ყოველი კუთხე-კუნჭული, თასები, რომლითაც ჩვენ ვსვამდით; ყოველივე დახრილიყო და განრთხმულიყო, ყოველივე, გარდა იმ ცეცხლის ენების ლაციცისა, რომელიც შვიდი რკინის სანათურიდან ანათებდა, ჩვენს ლხინს.
ღუოდა ფერმიხდილი და უძრავი ზეაწვდილი ზოლები შუქისა; და სარკისებურ ზედაპირზე ჩვენი შავი ხის მაგიდისა, რომლის გარშემოც ჩვენ ვისხედით, ყოველი ხედავდა თავის ფერმიხდილ სახეს და თანამესუფრის დახრილი თვალის შფოთსავსე ბრიალს. და მაინც ჩვენ ვიცინოდით და ვმხიარულობდით როგორც შეგვეძლო, რისთვისაც შეიძლებოდა ისტერიული დაგვერქმია, ვმღეროდით ანაკრეონტის სიმღერებს - რისთვისაც შეიძლებოდა შლეგური დაგვერქმია, და ვსვამდით გაუთავებლივ - თუმცა კი სისხლს მოგვაგონებდა წითელი ღვინო. რადგან ჩვენ სამყოფელოში სხვასაც დაედო ბინა, ყმაწვილ ზოილეს. მკვდარი ესვენა, სუდარაში გახვეული, გენია და დემონი ამ შეკრებილობისა. ვაგლახ! ჩვენი მხიარულებისა არა ეცხო მის ასოთაგან რომელიმეს, გარდა მისი სახისა, ჟამმა რომ მოუღრიცა, და კიდევ თვალისა, რომელშიაც სიკვდილს სანახევროდ ჩაექრო ჟამიანობის ცეცხლი და თითქოსდა ჩვენი ლხინისადმი აღძრული ცნობისმოყვარეობა ჩაჩუმქრილიყო მასში; იქნებ, სწორედ ასე ემართებათ მკვდრებს მომაკვდავთა ნადიმის ხანს და თუმცა მე, ოინოსი, ვგრძნობდი მზერას იმისი თვალებისა და შავი ხის სარკისებურ ზედაპირს რომ ჯიუტად ჩავცქეროდი, ხმააწეული ვმღეროდი სიმღერებს ტეოსელი ძისას. მაგრამ თანდათან მიწყდა ჩემი მღერა, მისი ექო მიეახლა დარბაზის შავფერ ფარდებს, მიილია, დაინთქა მიმქრალი აჩრდილი - აჩრდილი-მეთქი, რომელიც შეიძლება დამავალი მთვარის შუქზე იყო გამოკვეთილი და ჰგავდა ძეხორციელისას, მაგრამ ეს აჩრდილი არ იყო არც კაცისა და არც ღვთისა, არც ამის მსგავსთა. დაბოლოს ფარდებს შერთული და მოზიმზიმე მოცილდა და აეკრა ბრინჯაოს კარის პირს.
მაგრამ იგი აჩრდილი იყო მქრქალი, თითქმის უჩინარი და ხელუხლებელი; აჩრდილი არც კაცისა, არც ღვთისა - არც ბერძენთა ღვთისა, არც ქალდეველთა ღვთისა და არც ეგვიპტელთა ღვთისა. და დარჩა აჩრდილი ბრინჯაოს კარზე, იმ კარზე, იმ კარის დიდებული თაღის ქვემოთ, უმოძრაოდ, სიტყვის უთქმელად იყო გარინდული. და კარი, რომელზეც დავანებულიყო აჩრდილი, რამდენადაც ზუსტად მახსოვს, სწორედ იმ სუდარაში გახვეული, ყმაწვილი ზოილეს პირდაპირ მდებარეობდა. მაგრამ ჩვენ, შვიდივემ, ფარდებიდან გამომავალი აჩრდილი რომ ვიხილეთ, ვერ გავბედეთ მისთვის თვალის გასწორება, თავაუღებლივ ჩავცქეროდით სიღრმეს შავი ხის სარკისას. დაბოლოს მე, ოინოსმა, წარმოვთქვი ჩუმად რამდენიმე სიტყვა; სამყოფელი ვიკითხე მისი და სახელი და აჩრდილმა ასე მიპასუხა: „აჩრდილი ვარ და პტოლომეადის ახლორე კატაკომბებშია ჩემი სამყოფელი, ქარონის მყრალ სრუტეს რომ ესაზღვრება, ელიზიუმის ბნელი ველების გვერდით“. და მაშინ ჩვენ, შვიდივე, შეძრწუნებული ზე წამოვიჭერით და ასე ვიდექით აკანკალებულნი, ათრთოლებულნი და გულჩაწყვეტილნი, რადგან აჩრდილის ხმა არ უნდა ყოფილიყო ერთი არსების ხმა, თითქოსდა ერთდროულად მრავალი გვესაუბრებოდა და მარცვალ-მარცვალ მონაცვლე ეს ხმიანი ქუშად ჩაგვესმოდა ყურში და მოგვაგონებდა ხმებს ჩვენი მრავალი ათასი წასული მეგობრისა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•