ჭორებს რა დალევს ამ ქვეყნად. ერთხელ აკაკისაც აუგორეს ამგვარი ამბავი ილია ჭავჭავაძესთან უთანხმოება და გაწევ-გამოწევა გაქვსო. ესეც აკაკის იმ დროს გაუხმაურებელი პუბლიცისტური წერილი ილიასთან დამოკიდებულების შესახებ
"ახალგაზრდა მგოსანი, დღევანდელი ჩვენი ცხოვრების სულიერ საზრდოთი გაკაჭკაჭებული და ვერ გაწინასწარმეტყველებული, იმასვე იმეორებს, სამწუხაროდ, რაც ბრბოს, თავისის შეუგნებლობით წარმოუდგენია და ნამდვილი კი ჰგონია!...სვანის თქმისა არ იყოს, "ვისაც წვერები ასხია, ყველა რომ მღვდელი იყოს, მაშინ ჩემი ვაციც ხომ დეკანოზი იქნებოდაო". ვის როგორ ესმის სიტყვა: "ინტელიგენცია", "ახალთაობის კაცი", "საზოგადო მოღვაწე", "მეთაურობა" და ან სხვანი. მაგრამ მე კი გარჩევით მყავს ყველა გათვალისწინებული და მათი შესახები სასწორ-საზომიც სხვაგვარი მიჭირავს ხელში: დღევანდელი ჩვენი საზოგადო მოღვაწეებს შორის უთანხმოება და ხალხისაგან ანაზდად გაბურთავებული "მეც წავხდი შენც წაგახდინეობა" თუმცა ასე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც სიკვდილი და სიცოცხლე, მაგრამ იმავე დროს განსხვავებაც ასეთია მათ შორის, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის შუა.
საჯაროდ თავისთავზე საუბარი არც სასურველია კაცისათვის და არც მოსაწონი, მაგრამ ხშირად მოხდება ხოლმე, რომ გარემოება ჩაითრევს და გამოიწვევს საპასუხოდ. სწორედ ამისთანა მდგომარეობაში ვართ ჩვენც ახლა და ბრბოს აზრს, მე და ილიას შესახებ, მგოსნისგან ბეჭედ დასმულს, უპასუხოდ ვერ გავუშვებთ, მით უფრო რომ მარტო ჩვენ არ გვეხება და შიგვე უეჭველად უნდა მოყვენ სხვებიც საზოგადოდ.
ორმოც წელიწადზე მეტია, რაც მე და ილია ერთმანეთს ვიცნობთ და არაოდეს ერთმანეთთან პირადი უსიამოვნება და უკმაყოფილება არ გვქონია. პირიქით, გარდა სიამ-ტკბილი შეყრა-შეხვედრისა და ზრდილობიან, დარბაისლურ სიტყვა-პასუხისა ერთი-მეორისაგან არა გვინახავს რა, და ან კი რა გვქონდა გასაყოფი, რომ ერთმანეთში უთანხმოება მოგვსვლოდა? რა მაქვს მისთანა, რომ იმას შეეხარბოს? ან და რას ვეძებ მისთანას, რომ ილიას აქვს და მეც მომენატროს? მართალია, ერთსა და იმავე განყენებულ მიზანს საზოგადოს და არა საპირადოს მივყავართ თავისკენ. მაგრამ გზა სხვა და სხვაა და არ მოხერხდება, რომ ერთმანეთშ გადავეღობოთ და მსვლელობა შეუფერხოთ ერთმა მეორეს! "რომში ყოველი გზით შეიძლება შესვლაო", - ნათქვამია და თუ ჩვენც, ერთი მიზნის მიმდევარი, ორი სხვა და სხვა გზით მივდივართ ცალ-ცალკე - ის აღმოსავლეთის და მე დასავლეთის გზით, ეს არ ნიშნავს უთანხმოებას და მტრობას. და ან კი რა საჭიროა, რომ როცა ილია თავისი საკუთარი გზით მიისწრაფის, მეც მაშინ თან ვახლდე, მისი საგზალი მიმქონდეს და აბჟანდს დავუწევდე ხოლმე? ან როცა მე ჩემი გზით მივდივარ, რათ უნდა უეჭველათ ჩემ გვერდში იდგეს ილია ჭავჭავაძე?
ეს ვერ გაუგიათ, შემცდარ-აზრის შემდგენლებს! მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს, მეორე გარემოება უფრო გაურკვეველია: ილიას, როგორც გამოჩენილ მწერალს, გაურჩევლად "ვაშა-ვაშას" შეღაღადებენ. როგორც საზოგადო მოღვაწეს - ეთაყვანებიან გამოურკვევლად. მათი სწორ-მხედველობის ისარი გახიბლულია და "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების". რასაც ისინი გრძნობენ და როგორც ისინი მოქმედობენ, იმასვე მოითხოვენ ყველასაგან და თუ ვინმე გაუდგათ, სხვა გვარად ჰხსნიან.
აკაკი ილიას ყოველგვარ ნაწერს ქების ტაშს არ უკრავს და ყოველგვარ მის საზოგადო მოღვაწეობას არ ეთანხმება! სჩანს, რომ ემტერება და სძულსო. იგივე ჩემ შესახებაც ილიაზედაც ამას ჰფიქრობენ. იმათ ჰგონიათ, რომ სიყვარულის და მეგობრობისათვის, ერთის მხრით ყიზილბაშური სათვალთმაქცო თეთრი კბილების ჩენა, "ბაშუსტაობა" და [...][1] მედიდურად ბრძანება საჯაროთ და მერე კი ვიზანტიური საცბიერო თავის მოკატუნება და "კი, ბატონო, შენი ჭირიმეს" წამდაუწუმ გამეორებაა. თუ მტერზედაც კარგი ითქმის და მოყვარეზეც ძვირი, ვერ წარმოუდგენიათ!
იმას, ვინც ვერ მიმხვდარა, სად არის ტყული და სად მართალი, ავი და კარგი ვერ გაურჩევია და საზოგადო და კერძო ერთი და იგივე ჰქონია, ან რა მოეთხოვება და ან რა დაეჯერება? იმაზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ ნათქვამია: "რაც შეენდობა ერსო, არ მიეტევოს ბერსო!". რაც სოფლის მიტქმა-მოთქმას ეპატივება, ის არ დაეთმობა მწერლობას და ჩვენი მწიგნობრებიც რომ ცოტაოდენ სიფრთხილეს დაიჭერდნენ, არ იქნებოდა ურიგო!...ვისაც წვერები გამოუშვია, ყველა მღვდელი არ არის?! ვისაც კალამი აუღია, ყველა მწერალი და ვინც რამეს ამბობს, ყველა მართალი!
ეს არის მხოლოდ უეჭველი ჭეშმარიტება და როდესაც ჩვენი ქვეყანაც ამ ჭეშმარიტებას შეიგნებს, მაშინ თავის თავად გადავარდებიან გულსაკლავი ანდაზებიც და მანამდე კი, მეტი გზა აღარ არის, უნდა გავიგონოთ ხოლმე: "შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდესო".
აკაკი წერეთელი (1894)
[1] ხელნაწერში არ იკითხება
ტეგები: Literature, Qwelly, აკაკი_წერეთელი, ილია_ჭავჭავაძე, ლიტერატურა, პუბლიცისტიკა, ქველი, ჭორი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•