გულში ჩახედებაც კი რომ შეიძლებოდეს, მაინც ვერავინ დაინახავდა ესტატეს გულის სიდიდესა და სიდიადეს. ისევე როგორც მყინვარწვერიდან, ან სვეტიცხოვლის ეზოდან, ან ჯვრის მონასტრიდან, ან ენგურის ხეობიდან, ან ბიჭვინთის ყურედან მომზირალი მოიხიბლები და გაოცდები, ნაგრამ მაინც მცირედზე ცოტა გეცოდინება იბერიის შესახებ.
ბავშვები იმისდამიუხედავად რომ ასაკითა და ტანით პატარები არიან, სრულფასოვან პიროვნებებად უნდა მივიჩნიოთ იმთავითვე როდესაც ისინი ოცნება-ფიქრში მსჯელობას იწყებენ.
როდესაც მამა უთქმელად შემობრუნდა და სათიბისაკენ წაჰყვა გლეხებს, ესტატეს ცხელი ცრემლი წამოუვიდა. ტირილის შესაჩერებლად ზეცას ახედა, ღრმად ჩაისუნთქა და ვიღაცამ ჩასისინა „ჰა, შეხე ისევ ღრუბლებს მიაცქერდაო“. ხმაზე ვერ იცნო ესტატემ და თავად ანგელოზი, პატარა უფრთო ანგელოზი რომ იყო, ზეცისკენ მომზირალმა არც კი გახედა მთქმელს ამოსაცნობად. ესტატემ არ იცოდა რა იყო, მრისხანება, ან რა ანრისხებდა ხალხს.
ღრუბლის გაგონებაზე ღრუბელი გამოჩნდა ცაზე. თეთრ ხოლმალდს ჰგავდა, ლურჯ კაბადონზე გამორჩეულად, ამაყად, მარტოდმარტო იდგა თითქოს ზღვის წყნარ ზედაპირზე და ფსკერზე მდგომი ესტატეს შეძახილს ელოდა. ზეთვალაპრობილმა ბიჭუნამ ღრუბელს შეჩურჩულა: „მამაოს უთხარი მომენატრათქო, მამაოს უთხარი ყველა კარგადა ვართთქო, მამაოს უთხარი.... სოფლის ცხვარი მტაცებლისგან გადაარჩინათქო“. ესა თქვა ეტატემ და ახლა მიწას ჩახედა, ახლა იმაზე ჩაფიქრდა და მიხვდა რატომ ჰქვია მოძღვარს მამაო, სულიერი მამა, ღმერთს კი მამაზეციერი.
მაშინ ქვეყანაში ყველას უჭირდა, საოცარია და მდიდარსაც კი. ავმა დროებამ, რუსეთის იმპერიის ძალუმმა შემოტევამ, სახელმწიფოებრიობისა ტახტის დაკარგვამ, ამბოხებებმა და შეტაკებებმა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, ტაძართა გადალესვა-გადაღებვებმა, წარჩინებულ არისტოკრატთა და სასულიერო პირთა განსახლებამ, რუსეთისგან ჩვენი ეროვნული და ენობრივი ფასეულობებისადმი მიზანმიმართულმა ბრძოლამ, იმპერიისაგან დაგეგმილმა დენაციონალიზაციამ, ავადმყოფობებმა და გადასახადებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს ქვეყანა და საზოგადოება.
იმისათვის რომ ოჯახს ტანსაცმელი, საპონი, წამალი ან წიგნი შეეძინა საჭირო იყო მარჩენალი თხა ან ცხვარი გაეყიდა. გლეხკაცობაში კი მოზრდილთა თავდაუზოგავი შრომაც კი ვერ უზრუნველჰყოფდა საკმარის სარჩოსა და საბადებელს. ეს პატარა ესტატემაც კარგად იცოდა. კარგად იცოდა თუ რას წარმოადგენდა სოფლისათვის ეს ფარა და უფალს მადლობას სწირავდა მატი გადარჩენისათვის. მამაკაცები სათიბში ისევ ცელების ლესვას დაუბრუნდნენ. ბიჭმა კი ტყის საწინააღმდეგო მხარეს ცხვრების გარეკვა დაიწყო, სულ ძუნძულძუნძულით მიარბენინებდა . ტყეს კარგად მოშორებული და სოფლის სასაფლაოს მიახლოვებული წამდაუწუმ უკან რომ იყურებოდა, ახლა წინიდან ელოდა საფრთხე. ფარა კვლავ ერთივით შედგა და აბღავლდა... აბღავლდა ბავშვიც.. გმინავდა, წიოდა, ცხვრებს ზედ ახტებოდა, თან სახრეს იქნევდა. მუხლები უთრთოდა, ცრემლები სდიოდა. გაქცევაც უნდოდა, თან მგლისკენ იწევდა. ნადირი ცეკვავდა ველური ილეთებით, და თითო მალაყზე თითო ცხვარს აგდებდა, ღატაკი სოფელი მშიერიც რჩებოდა, პატარა ბიჭუნა ზაცასღა ვედრებდა. და მგელი გაჩერდა, მობრუნდა, ახედა. ორივეს ტუჩთაგან სისხლები სდიოდათ. პირუტყვი გარშემო ცახცახით კვდებოდა, ესაატატე იდგა და მინჯივით ტიროდა. სოფელი ყმუილით მოადგა საფლავებს, და მგელმა პირველმა დახარა თვალები, ნადავლი მოიგდო ზურგზე და გაიქცა, პატარა ვაჟკაცი მერეღა წაიქცა...
ამ ცხოვრებასა და შემდგომ, გაიაროს წლებმა და საუკუნეებმა (გლოცავთ) მაინც არ ავიწყდება ადამიანს ადრეულ ბავშვობაშიც კი მიღებული დიდი ემოცია. ზოგი ცხოვრობს კიდეც იმ წუთით, იმ წუთისგან, იმ წუთიდან, იმ წუთივით და იმ წუთში... იმ სოფელში, იმ სოფელივით, იმ სოფლისაგან... ამ წუთისოფელში, ამ, მხოლოდ ამ!
ამ, ამ... ასე იცის ძაღლმა... მე, მე.. ასე იცის ცხვარმა. მე ამ ცხოვრებაში ვიყო შესაძლოა ცხვარი... ზოგი შესაძლოა მგელიც, არამცთუ ძაღლი. და ოდენ წუთი, ჰა და ჰა წუთისოფელი გაგრძელდეს ასე. მერე კი საუკუნოდ ადამიანი ვხდები, უკეთესიც კი-ადამიანის სული. და უდიდესი საშუალებაა უკვე არსებობის, რომ ნათელში ყოს ყველა ადამიანის სული.
(მიყვარხართ ყველა...)
ნუგზარ ვანიშვილი
ტეგები: Qwelly, literature, ლიტერატურა, მოთხრობა, ნუგზარ_ვანიშვილი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•