და დედოფალმა შვა ბავშვი სახელად ასტერიონ.
ვიცი, რომ მბრალდება ქედმაღლობა, შესაძლოა მიზანთროპია და თვით სიგიჟეც კი. ეს ბრალდებები (რომლებსაც დავსჯი, როცა დრო მოვა) სასაცილოა. კი, სახლიდან ნამდვილად არასოდეს გავდივარ. მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ჩემი სახლის კარები (უსასრულო რაოდენობის) დღედაღამ ღიაა ადამიანებისთვის და თვით ცხოველებისთვისაც. ვისაც სურს, ყველა შემოდის. აქ ვერ ნახავთ ვერც ქალურ მშვენიერებებს და ვერც სამეფო კარის ბრწყინვალებას, მხოლოდ სიმშვიდეა და სიმარტოვე. აქ იპოვით სახლს, რომლის მსგავსი არსადაა მთელს დედამიწაზე (ცრუობენ ისინი, ვინც ამბობს, ასეთი სახლი ეგვიპტეშიც დგასო). თვით ჩემი ცილისმწამებლებიც კი აღიარებენ, რომ მთელ სახლში ერთი ავეჯიც კი არ მოიპოვება. მეორე აბსურდია, რომ მე, ასტერიონ, ტყვე ვარ. ნუთუ საჭიროა გავიმეორო, რომ ჩემი სახლის კარი ღიაა? ნუთუ უნდა დავამატო, რომ კარს კლიტე არ ადევს? ერთ ნაშუადღევს, ქუჩაში გავედი და თუკი დაღამებამდე დავბრუნდი, ეს იმიტომ, რომ ადამიანთა სახეებმა შემზარა, უფერულმა, ხელისგულივით ბრტყელმა სახეებმა. მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ ბავშვის უმწეო წივილმა და მასების უმწიფარმა თხოვნებმა მიმახვედრა, რომ მიცნეს. ადამიანები ლოცულობდნენ, გარბოდნენ, პირქვე ერთხმოდნენ ჩემ წინ. ზოგიერთები ტაძრის საფეხურებზე ადიოდნენ, სხვები ქვებს აგროვებდნენ. ერთი ნამდვილად ზღვაში ჩაიმალა. დედაჩემის დედოფლობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვეულებრივ ადამიანებში ვერ გავერევი, თუნდაც ჩემს მოკრძალებას ეს სურდეს.
ფაქტია, რომ ერთადერთი ვარ. არ მაინტერესებს, რა შეიძლება გაანდოს ადამიანმა სხვა ადამიანებს საჯაროდ. ფილოსოფოსივით ვფიქრობ, რომ ვერაფერს იტყვი წერის ხელოვნებით. გაღიზიანებები და ტრივიალური წუთები თავშესაფარს ვერ პოულობენ ჩემს სულში, რომელიც შობილია სიდიადისთვის. ვერასდროს დიდი ხნით ვერ მომიხელთებია სხვაობა ანბანის ორ ასოს შორის. ერთგვარი დიდსულოვანი მოუთმენლობა მაკავებდა იმისგან, რომ კითხვა მესწავლა. ხანდახან ვნანობ, რომ ასე მოხდა, რადგან დღე-ღამეები გრძელია.
რასაკვირველია, გართობა არ მაკლია. ზოგჯერ ყოჩივით დავრბივარ ქვის დარბაზებში, მერე კი, თავბრუდახვეული, ძირს ვეცემი. ზოგჯერ ჩრდილში ვიყუჟები, შადრევანთან, ან ერთ-ერთი დერეფნის კუთხეში, თითქოს ვიღაც მომდევს. არის სახურავები, საიდანაც შემიძლია თავდაყირა გადმოვეშვა და გავსისხლიანდე. ყოველთვის შემიძლია ვითვალთმაქცო, ვითომ მძინავს, თვალდახუჭული ვიწვე და მძიმედ ვისუნთქო (ზოგჯერ ნამდვილად ჩამეძინება ხოლმე, ზოგჯერ კი იმდენ ხანს მაქვს თვალები დახუჭული, რომ გახელის შემდეგ დღეს უკვე სხვა ფერი ადევს). მაგრამ ყველა სხვა თამაშს მირჩევნია ის თამაში, რომელშიც თავს ვიკატუნებ, ვითომ მეორე ასტერიონიც არსებობს, სტუმრად არის მოსული და ახლა მიდამოს ვათვალიერებინებ სახლის გარშემო. მეფურად ვუხრი ქედს და ვეუბნები: "ახლა კი ჩვენს წინა გზაჯვარედინზე დავბრუნდეთ", ან "ახლა ამ გზით წავიდეთ მეორე ეზოში", ან "ვიცოდი, რომ ეს წყლის მილი მოგეწონებოდა", ან "ახლა შენ ნახავ ქვიშით სავსე ცისტერნას", ან "ახლა ნახავ სარდაფის განშტოებას". ზოგჯერ შეცდომას ვუშვებ და ორივენი გულიანად ვხარხარებთ.
მხოლოდ ეს თამაშები არ მომიფიქრებია - ბევრი ვიფიქრე თვით სახლზეც. სახლის თითოეულ ნაწილში ხშირად ვხვდები ხოლმე და ყოველი მათგანი სხვა ადგილია. არ არსებობს ერთი შადრევანი, ერთი შიდაეზო, ერთი წყლის ჭურჭელი, ერთი ბაგა, არამედ მათი უსასრულო რაოდენობა. სახლი ქვეყნიერებასავით ვრცელია, უფრო სწორად - თვითონაა ქვეყნიერება. მიუხედავად ამისა, ყოველ შიდაეზოს და რუხი ქვის თითოეულ მტვრიან გალერეას გავყავდი ქუჩაში, სადაც ვხედავდი ტაძარსა და ზღვას. არ მესმოდა ეს სანახაობა, სანამ ღამეულმა ხილვამ არ გამიმხილა, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის ზღვები და ტაძრები. ყველაფერი მრავალგზის არსებობს, უთვალავჯერ, მხოლოდ ორი რამეა ამქვეყნად ისეთი, რაც აშკარად ერთადერთხელ არსებობს: ზემოთ - ჩახლართული მზე, ქვემოთ - ასტერიონ. იქნებ მე შევქმენი ვარსკვლავები, მზე, ეს ვეებერთელა სახლი და - აღარ მახსოვს.
ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ ცხრა კაცი მაკითხავს, რათა ყოველგვარი ბოროტებისგან გავათავისუფლო. შორს, ქვის დერეფნებში, მათი ხმები ან ნაბიჯების ხმა მესმის და სიხარულით მივრბივარ შესაგებებლად. ცერემონია სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ისინი ერთიმეორის მიყოლებით ცვივიან ძირს, თუმცა ხელები არასოდეს მომთხვრია სისხლში. იქვე რჩებიან, სადაც ცვივიან, და ერთი გალერეა ყველა დანარჩენისგან სწორედ მათი სხეულებით განსხვავდება. არ ვიცი, რამდენი ყოფილან აქ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის მომენტში მიწინასწარმეტყველა, ერთ დღესაც შენი მხსნელი მოვაო. მას შემდეგ სრულებით აღარ მიჭირს მარტოობა, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი მხსნელი ცოცხალია და ერთხელაც აღდგება და მტვერს თავზე მოექცევა. თუ ჩემს ყურს ქვეყნიერების ყველა ბგერა ესმის, მაშინ მისი ნაბიჯების ხმასაც გავიგონებ. ვიმედოვნებ, წამიყვანს ისეთ ადგილას, სადაც უფრო ნაკლები დერეფანი და ნაკლები კარია. "ნეტავ რანაირი იქნება ჩემი მხსნელი, - ვფიქრობ, - ხარი იქნება თუ კაცი? იქნებ ხარი იყოს კაცის სახით? იქნებ ჩემნაირია?"
დილის მზემ ბრინჯაოს ხმალზე გაიბრწყინა. ამჯერად მასზე სისხლის კვალი არ ჩანს.
"ამას თუ დაიჯერებ, არიადნე? - თქვა თეზევსმა, - მინოტავრმა თავიც კი ვერ დაიცვა".
მარია მოსკერა ისტმანს.
ხორხე ლუის ბორხესი
ტეგები: Qwelly, literature, ბორხესი, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ხორხე_ლუის_ბორხესი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2025.
საათი: 10:37am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 10 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
© 2025 George.
•