2 აგვისტო, კვირა

      მონასტრიდან დილაადრიან, წირვის შემდეგ წამოვედი. იერუსალიმში ერთ ბედუინს უნდა წავეყვანე, მაგრამ მე სხვა გზა ვარჩიე, რადგან წმინდა თეოდოსის მონასტრის[1] მონახულება მინდოდა. ეს წმინდანი პალესტინის სამ დიდ ბერთაგან ერთ-ერთი გახლდათ (მის გარდა ორნი იყვნენ საბა და ექვთიმე). უწინ აქ დიდი მონასტერი იყო, სადაც სხვებთან ერთად ბესები ცხოვრობდნენ. მათი წარმომავლობის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მათ წინაპრები ქართველები ყოფილან, სხვების აზრით - ბესარაბიელები, ზოგიერთი კი მათ თესალიელებად მიიჩნევს.[2]

      ახლა იქ მხოლოდ იღუმენი ლორენსი და ერთი მორჩილი ცხოვრობენ. იღუმენი მონასტერში არ დამხვდა. იგი მონასტრის მუზეუმისთვის თურმე ძველ ზარბაზნებს, ჭურვებსა და მსოფლიო ომის დროინდელ მსგავს ნივთებს აგროვებდა. ამის გამო მაჰმადიანმა არაბებმა ინგლისელ ხელისუფლებთან დაასმინეს, იარაღს ინახავსო. მას უფლებამოსილება შეუჩერეს. იერუსალიმში ყველა ქრისტიანი დიდად აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ ოთხმოც წელს მიტანებული მოხუცი ციხეში ჩაამწყვდიეს, სასამართლო დარბაზში კი გისოსებს მიღმა „მაჰბუცთა“, ანუ ბოროტმოქმედთა ადგილას პოლიციელთა ზედამხედველობით მოათავსეს. როცა იერუსალიმში ვიყავი, ის სასამართლო დარბაზი ვნახე, სადაც მოხუცი არქიმანდრიტის პროცესი გაიმართა. მონასტერში მას ახლა სხვა ბერი ცვლიდა. ამბობენ, მამა ლორენსი გაამართლეს და მონასტერში მალე დაბრუნდებაო.

      მონასტრის მთავარი ეკლესია ომის დროს დაინგრა და მისი ნაშთებიღა იყო შემორჩნეილი. მე სამლოცველოში შევედი, სადაც წმინდა თეოდოსია დაკრძალული. იქცევა სხვა ბერების ძვლებიც. ღვთისმსახურებას ახლა აქ აღასრულებენ. მონასტრის ბაღში ზარბაზნები, ზარბაზნის ძველი ჭურვები და დაჟანგული შაშხანები იყო მიმოფრქვეული.

      ბედუინის გამო ბევრი უსიამოვნება გადამხდა. გზადაგზა ფასს უმატებდა და თან მემუქრებოდა, თუ არ დავყაბულდებოდი, უდაბნოში მარტოს დამტოვებდა. გარდა ამისა, „სისხლის მიწაზე“[3] მან პირველივე სასტუმრო სახლში მოისურვა საგზლის მირთმევა, ჭამის საფასური კი მე გადამახდევინა. იაფას კარიბჭის გვერდით სიგარეტების დიდი შეკვრა იყიდა და მისი საფასურიც მე გადავიხადე.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] წმინდა თეოდოსი (429-529) - ცნობილი ასკეტი მეუდაბნოე მამა.

[2] J. Patrich, Sabas Leader of Palestinian Monasticism, Dombarton Oaks Studies XXXII, 1995, გვ. 251, 338; კ. კეკელიძე, ვინ არიან ბესები? ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბილისი, 1956, გვ. 84-98.

[3] სისხლის მიწა (არამ. „აკელ დამა“) - იუდა ისკარიოტელთან დაკავშრებული ადგილი იერუსალიმში (საქმე, 1, 18-19).

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 385

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters