qwelly | novel | literature | borges | author | ბორხესი | ხორხე ლუის ბორხესი მოთხრობები | მოთხრობები | group | ლიტერატურა

ხორხე ლუის ბორხესი - შემქმნელი

   არასოდეს შეყოვნებულა ხსოვნის სიამეებზე. თავზე მეყსეული და ცოცხალი შთაბეჭდილებები ეღვრებოდა: მოწითალო ჭიქური მექოთნის ხელებში; ცის თაღი მოჭედილი ვარსკვლავებით, ანუ ისევ და ისევ ღმერთებით; მთვარე, რომლიდანაც ლომი ჩამოვარდა; მარმარილოს სიგლუვე მისი მგრძნობიარე თითების ლებნებქვეშ; ტახის ხორცის გემო, რომლის ჭამა მკვირცხლი, თეთრი ჩაკბეჩებით უყვარდა; ფინიკიური სიტყვა; ყვითელ ქვიშაზე დაცემული შუბის მრუმე ჩრდილი; ზღვის ან ქალების სიახლოვე; მძიმე ღვინო და თაფლით შერბილებული მისი სიმწკლარტე... ამ ყველაფერს შეეძლო დაეტბორა მისი სულის მთელი წრე. ზაფრაც განუცდია, თუმცა მრისხანებაც და გაბედულებაც, ერთხელ კი პირველი აცოცდა მტრის კედელზე. მძაფრი, ცნობისმოყვარე, სიფრთხილეს მოკლებული, კანონის არმცნობელი, მხოლოდ კმაყოფილების მიმღები და მეორე წამსვე გულგრილი - დაიარებოდა ქვეყნიერების ხან ამ და ხან იმ ნაპირზე, უყურებდა ადამიანთა ქალაქებს და სასახლეებს, აფუთფუთებულ ბაზრებში თუ მთის ძირას, რომლის დანისლულ მწვერვალზე იქნებ სატირებიც ისხდნენ. უსმენდა ჩახლართულ ისტორიებს, რომლებსაც ისე იღებდა, როგორც რეალობას, და არ კითხულობდა, ნამდვილია თუ გამოგონილიო. ნელ-ნელა მშვენიერმა სამყარომ მისგან დაშორება იწყო. შეუპოვარი ბურუსი მოდიოდა და ხელებზე ხაზებს უბინდავდა. ღამემ დაკარგა თავისი ვარსკვლავები, მიწამ - უწინდებური სიმყარე. ყველაფერი შორს წავიდა და გაბუნდოვანდა. როცა შეიტყო, რომ ბრმავდებოდა, შესძახა („სტოიციზმი“ ჯერ არ არსებობდა, ხოლო ჰექტორს შეეძლო დაუმცირებლად გაქცეულიყო): „უკვე ვეღარ ვნახავ მითოლოგიური ზაფრით აღსავსე ცას ან ამ სახეს, რომელსაც წლები გადაასხვაფერებს“. დღეები და ღამეები სხეულის ამ სასოწარკვეთაში გადიოდა. მაგრამ ერთ დღესაც გაიღვიძა, შეხედა (ამჯერად უკვე მშვიდად) გაბუნდოვანებულ საგნებს თავის გარშემო და აუხსნელად იგრძნო, რა შეიძლებოდა ადამიანს ეგრძნო ხმის ან მელოდიის ამოცნობისას, იგრძნო, რომ ეს მას უწინაც დამართნია და რომ შიშით უყურებდა ამას, თუმცა, იმავდროულად, სიხარულით, იმედით და ცნობისწადილითაც. მერე თავის მეხსიერებაში ჩაიძირა, რომელიც უსასრულო ეჩვენა, და მოახერხა, რომ იმ თავბრუსხვევიდან დაკარგული მოგონება ამოეზიდა, როგორც მონეტა - წვიმიდან. იქნებ იმიტომ, რომ არასდროს რეალურად არ შეუხედავს მისთვის, თუ არა მხოლოდ (შეიძლება) სიზმარში. აი, ის ხსოვნა: მავანმა ბიჭმა შეურაცხყო, ის კი მამასთან გაიქცა და ეს ეპიზოდი უამბო. სანამ ლაპარაკობდა, მამა ხმას არ იღებდა, თითქოს ყურადღებას არ აქცევს ან არ ესმისო. მერე კედლიდან ბრინჯაოს დანა ჩამოხსნა, ლამაზი, ძალმოსილებით დამუხტული დანა, რომელსაც ბიჭი უჩუმრად მიელტვოდა. ახლა ის ხელში ეჭირა და მისი ფლობის მოულოდნელმა სიხარულმა იმდღევანდელი შეურაცხყოფაც გადარეცხა. თუმცა ამ დროს მამის ხმა მოესმა: „დე, გაიგონ, რომ შენ კაცი ხარ“. მის ხმაში ბრძანება გაისმა. გზებს უსინათლო ღამე გადაეფარა. სხეულზე დანამიხუტებული ბიჭი ამ იარაღში ჯადოსნურ ძალას გრძნობდა. ციცაბო, ოკრობოკრო ფერდობს ჩაუყვა, რომელზეც მისი სახლი იდგა, და ზღვის ნაპირისკენ გაიქცა. ოცნებობდა: აიაქსი და პერსევსი ვარ და ბნელ, მარილიან ჰაერს ბრძოლებითა და ჭრილობებით ვავსებო. ახლა სწორედ ამ მომენტის სურნელს ეძებდა, დანარჩენი არაფერი იყო: გამოწვევის შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი მხრიდან, მოუქნელი შეტაკება, გასისხლული დანა. იყო მეორე მოგონებაც, იმ პირველიდან ამოზრდილი, ისევ ღამითა და ფათერაკის ჭაშნიკით აღბეჭდილი. ქალი, პირველი ქალი, რომელიც ღმერთებმა მისცეს, რომელიც მიწისქვეშა აკლდამაში ელოდა და რომელიც მან ქვის ლაბირინთების მსგავს დერეფნებში და წყვდიადში ჩამავალ ფერდობებზე ეძება. რატომ მოაკითხეს ამ მოგონებებმა? ან თუ მოაკითხეს, რატომ არა მწარედ და სინანულით, არამედ როგორც მხოლოდ აწმყოს წინმსწრებმა აჩრდილებმა? და მიხვდა, სერიოზულად გაკვირვებული. მისი მოკვდავი თვალების ამ ღამეში, სადაც ნელ-ნელა ეშვებოდა, სიყვარული და თავგადასავალიც ელოდა. არესი და აფროდიტა... რადგან ახლა უფრო და უფრო გრძნობდა ყველა მხრიდან მოახლოებულ დიდების მაუწყებელ ხმებსა და ჰეკზამეტრებს; ხმებს იმ ადამიანთა, რომლებიც იცავენ ტაძარს, ღმერთები რომ არ დაინდობენ; ხმას შავი გემების, სანატრელი კუნძულის მოსაძებნად რომ მიეშურებიან; ხმას „ოდისეასი“ და „ილიადასი“, რადგანაც მას ხვედრად ერგო ამ უკანასკნელთა დამღერება და ექოებად გავრცობა ადამიანური ხსოვნის პეშვებში. ჩვენ ვიცით ეს ამბები, ოღონდ არა ის, თუ რა იგრძნო მან თავის უკანასკნელ წყვდიადში ჩაშვებისას.

ნახვა: 565

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters