ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 42-43).

      ცხოვრობდა ქვეყნად კაცი 70 წელიწადს და მთელი ცხოვრება ცოდვებში განვლო. დაავადდა ეს კაცი და არ ინანიებდა. როცა სიკვდილი მიუახლოვდა, ბოლო ჟამს ატირდა და თქვა: „ღმერთო! როგორც ავაზაკს ჯვარზე გაკრულს, მეც მომიტევე!“ ძლივს მოასწრო ამის თქმა, რომ სული ამოხდა. და ცოდვილის სულს ღმერთი შეუყვარდა და მისი მოწყალებისა დაიჯერა და სამოთხის კარს მიადგა.

      მიაკაკუნა ცოდვილმა კარზე და ზეციურ სასუფეველში შესვლა ითხოვა.

      კარიდან ხმა შემოესმა:

  – ვინ აკაკუნებს სამოთხის კარზე? და რა საქმეები ჩაუდენია ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში?

      მას ბრალმდებლის ხმა გაეპასუხა, რომელმაც ამ კაცის ყველა ცოდვილი საქმე ჩამოთვალა და არც ერთი კეთილი საქმე არ დაუსახელებია.

      კარიდან ხმამ მიუგო:

  – ცოდვილებს არ შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა. წადი აქედან.

      მაშინ თქვა კაცმა:

  – ღმერთო! შენი ხმა კი მესმის, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და შენი სახელიც არ ვიცი.

      ხმამ უპასუხა:

  – მე პეტრე მოციქული ვარ.

      მაშინ თქვა ცოდვილმა:

  – შემიბრალე, მოციქულო პეტრე, გაიხსენე ადამიანის სისუსტე და ღვთის წყალობა. განა შენ არ იყავი ქრისტეს მოციქული, განა შენ არ მოგისმენია თვით მისი პირიდან მისი სწავლებები და

      მისი ცხოვრების მაგალითი გინახავს საკუთარი თვალით? აბა, გაიხსენე, როცა ის წუხდა და სულით გლოვობდა და სამჯერ გთხოვა, არ ჩაგძინებოდა, არამედ გელოცა, შენ კი გეძინა, იმიტომ, რომ თვალები დაგმძიმებოდა და სამჯერვე მძინარეს მოგისწრო. ასევე ვარ მეც.

  – კიდევ გაიხსენე, როგორ შეჰპირდი მას, რომ სიკვდილამდე არ განუდგებოდი და სამჯერ როგორ უარყავი, როცა ის კაიაფასთან მიიყვანეს. ასევე ვარ მე.

  – და კიდევ გაიხსენე, როგორ აყივლდა მამალი და შენ იქიდან გამოვარდი და მწარედ ატირდი. ასევე ვარ მეც. შეუძლებელია, რომ არ შემიშვა.

      სამოთხის კარს მიღმა ხმა მიჩუმდა.

      მცირე ხანს დგომის შემდეგ ისევ მიაკაკუნა ცოდვილმა და სასუფეველში შესვლა ითხოვა.

      კარს უკან სხვა ხმა გაისმა და თქვა:

  – ვინ არის ეს კაცი? და როგორ ცხოვრობდა ის ქვეყანაზე?

      მას უპასუხა ბრალმდებლის ხმამ, კვლავ გაიმეორა ცოდვილის ავი საქმეები, და არც ერთი

      კეთილი საქმე არ დაუსახელებია.

      კარიდან ხმა გამოეპასუხა:

  – წადი აქედან: ასეთი ცოდვილები ვერ იცხოვრებენ სამოთხეში ჩვენთან ერთად.

      ცოდვილმა თქვა:

  – ღმერთო, შენი ხმა მესმის, მაგრამ შენს სახეს ვერ ვხედავ და შენი სახელიც არ ვიცი.

      უპასუხა მას ხმამ:

  – მე მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ვარ.

      სასო არ წარუკვეთია ცოდვილს; სამოთხის კარს არ მოსცილებია და ალაპარაკდა:

  – შემიბრალე, მეფეო დავით, და გაიხსენე ადამიანური სისუსტე და ღვთის მოწყალება. ღმერთს უყვარდი და ადამიანების წინაშე აღგამაღლა. ყველაფერი გქონდა – მეფობაც, დიდებაც, სიმდიდრეც, ცოლებიც, ბავშვებიც, არადა, ღარიბი კაცის ცოლი დაინახე და ცოდვა შეგიდგა, და

      ურიას ცოლი წაიყვანე, თვითონ ის კი ხმლით განგმირე. შენ, მდიდარმა, ღარიბს უკანასკნელი ცხვარი წაართვი და თვით ის დაღუპე. მეც იმავეს ვაკეთებდი.

  – კიდევ გაიხსენე, მერე როგორ მოინანიე და თქვი: „ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და ჩემს ცოდვას ვინანიებ“. ასე ვარ მეც. შეუძლებელია, რომ არ შემიშვა.

      მაშინ მიჩუმდა ხმა კარს უკან.

      მცირე ხანს დგომის შემდეგ ისევ მიაკაკუნა ცოდვილმა და სასუფეველში შესვლა ითხოვა. კარს უკან მესამე ხმა შემოესმა:

  – ვინ არის ეს კაცი? და როგორ იცხოვრა მან ქვეყანაზე?

      გაეპასუხა ბრალმდებლის ხმა და მესამედ ჩამოთვალა ადამიანის ავი საქმეები, არც ერთი კეთილი არ დაუსახელებია.

      კარიდან ხმამ უთხრა:

  – წადი აქედან: ცოდვილები ვერ შევლენ ცათა სასუფეველში.

      ცოდვილმა უპასუხა:

  – შენი ხმა მესმის, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და შენი სახელიც არ ვიცი.

      ხმამ მიუგო:

  – მე იოანე ღვთისმეტყველი ვარ, ქრისტეს საყვარელი მოწაფე.

      გაუხარდა ცოდვილს და უთხრა:

  – ახლა კი შეუძლებელია ჩემი არშეშვება; პეტრე და დავითი იმიტომ შემომიშვებენ, რომ მათ იციან ადამიანური სისუსტეებისა და ღმერთის მოწყალების შესახებ. შენ კი იმიტომ შემომიშვებ, რომ შენში ბევრი სიყვარულია. ნუთუ შენ, იოანე ღვთისმეტყველო, არ წერდი შენს წიგნში, რომ ღმერთი სიყვარულია და რომ ვისაც არ უყვარს, მან ღმერთი არ იცის? განა შენ არ ეუბნებოდი სიბერის ჟამს ხალხს ერთ სიტყვას: „ძმებო, გიყვარდეთ ერთმანეთი!“ მაშ, ახლა როგორღა შემიძულებ და გამაძევებ მე? ან უარყავი ის, რაც თვითონ თქვი, ან შემიყვარე და ცის სასუფეველში შემომიშვი.

      და გაიღო მაშინ სამოთხის კარი, იოანე მონანიე ცოდვილს გადაეხვია და ცათა სასუფეველში შეუშვა.

ლევ ტოლსტოი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობა, ნოველა, ტოლსტოი

ნახვა: 1661

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters