27 აგვისტო, ხუთშაბათი

      დილის ექვს საათზე საპატრიარქოში ვიყავი. შესასვლელის გვერდით ბაღში, ხალხი უკვე იკრიბებოდა. მსვლელობას სამი არქიეპისკოპოსი მიუძღოდა. მათ ოცზე მეტი არქიმანდრიტი მიჰყვებოდა. მსვლელობის თავში საპატრიარქოს დრაგომანიე, დიდი არქიმანდრიტი მიდიოდა. მას არქიეპისკოპოსები მიჰყვებოდნენ, შემდეგ კი ჩვენ მივდიოდით. არანაირი ჯვრები და დროშები, არანაირი გალობა. სისადავე და მსვლელობას განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდიდა. ღვთისმსახურება ათ საათამდე გაგრძელდა. ბაზილიკა ხალხით იყო სავსე. თითოეულ მღვდელს, რომელიც წირვაში მონაწილეობდა ყვავილების თაიგული მიართვეს. ეს იყო არა ზიარების წირვა, არამედ ღვთისმშობლის დაკრძალვის ცერემონია. თითოეულ ჩვენგანს უმშვენიერესი ჰიმნების კრებულიდან რომელიმე მორიგეობით უნდა ეგალობა. მე სამჯერ ვიგალობე. ჩემ გვერდით მდგარი დიაკვნის დახმარებით ბერძნულად ვიმღერე.

      ღვთისმსახურების შემდეგ თითოეულ ჩვენგანს დიდ ლანგარზე დადებული ყურძენი, ლეღვი და თითო დიდი ბლითი მიართვეს. მანამდე კარგი რახი (არაყი) დაგვალევინეს.

      ამის შემდეგ პოლონეთის გენერალურ კონსულთან გავემართე. ხელში ბლითი და ყვავილების თაიგული მეჭირა. ამ წმინდა დღეზე იმედს ვამყარებდი, რომ მრავალი რამ ამისრულდებოდა და ეს იმედები არ გამცრუებია.

      უმაღლეს კომისართან (პალესტინის გენერალ-გუბერნატორთან)[1] ერთმა ყველაზე დაახლოებულმა მდივანმა მითხრა, რომ მასთან ერთ საათში მივსულიყავი. მე მას ვეწვიე და იორდანის სანაპიროზე ქართული მონასტრისთვის მიწის გამოყოფის თაობაზე ვისაუბრეთ. თუკი მიწას აქ ყველა ქრისტიანს აძლევდნენ, ჩვენი ეროვნული ღირსებისა და ამ ქვეყანაში ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, გამონაკლისი არც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.

      ჩემ მიმართ დიდად კეთილგანწყობილმა მდივანმა მიმიყვანა სხვა მაღალჩინოსანთანაც, რუბი-ბეი აბდულ ვადისთან, ვინც რელიგიურ საქმეებს განაგებდა. იგი არაბი იყო, ომამდე თბილისში თურქეთის კონსულად მუშაობდა, იქაურ ვითარებას კარგად იცნობდა და იქ გატარებულ დროს გულაჩუყებული იხსენებდა. „თქვენი ქვეყნის დამპყრობელთა შორის არაბები ყველაზე ჰუმანურები იყვნენ. ისინი თბილისს ორმოცი წელიწადი განაგებდნენ“, - მითხრა ამაყად, რადგან ეს თვით ქართველებს უთქვამთ საქართველოში. რა თქმა უნდა, ის ჩვენ დასახმარებლად ყველაფერს იღონებდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა გვყოლოდა ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდოდა ან ქართველი ემიგრანტების წარმომადგენელი იქნებოდა. ამ პრობლემის მოგვარება გაძნელდებოდა: ჩვენს ემიგრანტულ წრეებს ამგვარი კულტურული ამოცანის აღსასრულებლად საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდათ, ხოლო საქართველოში, იქაური პოლიტიკური ვითარების გამო, ამ მიმართულებით რაიმის გაკეთება შეუძლებელი გახლდათ. ასეა თუ ისე, ამის თაობაზე ვარშავიდან წერილს გამოვგზავნი, რათა არქივში ქართველებთან დაკავშირებული ერთი საბუთი მაინც დაიდოს.

      ნასადილევს კატამონისკენ მიმავალ გრძელ გზას გავუდექი. სამწუხაროდ, იმ საფლავის ქვაზე, რომელიც წმინდა სვიმეონს მიეწერება, ვერანაირი წარწერა ვერ ვიპოვე. მონასტერთან ახლოს პატრიარქის მოადგილე, მიტროპოლიტი პალადიუსი ცხოვრობდა. ის ერთადერთი ეპისკოპოსია, არაბულად რომ ქადაგებს. რაკიღა იქ ვიყავი, ეპისკოპოსსაც ვეწვიე.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] სერ არტურ გრენფელ ვოუჩოპი (1874-1947) - ბრიტანელი სამხედრო, 1931-1938 წლებში იყო უმაღლესი კომისარი პალესტინასა და ტრანსიორდანიაში.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 301

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters