ხუთ წლის თუ იქნებოდა მაშინ, ანაზდად გაჰქრა სადღაც. მთელი სოფელი ეძებდა.. მერე გამვლელმა იპოვა ერთ პატარა ბორცვზე მარტოსულად ჩამომჯდარი და სახლში წაიყვანა...
არავის დაუტუქსავს, ყველამ გაიხარა. მხოლოდ პაპამ თქვა ფიქრიანად:
- ერთხელაც ცუდად დაამთავრებსო უთუოდ....
ის კი იჯდა მაშინ იმ პატარა ბორცვზე და თავისი ბავშვური გულით და უკვე დაღვინებული გონებით ფიქრობდა"რისთვის იბადებაო ადამიანი ნეტავი. "
გვერდზე გადაბრუნდა, გაჭირვებით აითრია დაფლეთილი სხეული და ხეს მიეყრდნო.
"არასოდეს ყოფილა ეს ჯავშანი ასე მძიმეო"- გაიფიქრადა კვლავ ფიქრებში ჩაიძირა....
ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა პირველად რომ დატოვა სახლი. რამდენი ფიქრი რამდენი კითხვა უტრიალებდა მაშინ თავში... სად არ ათრია მას შემდეგ ცხოვრებამ მაგრამ იმედი უცრუვდებოდა ყოველთვის. არც პასუხები ჩანდა სადმე და არც რამე ისეთი ეს ფიქრები გაეფანტა მისთვის. ართადერთი სიმართლე მათხოვრისგან გაიგო ოდესღაც:
- ცხენის ნალივით აგითრევს ცხოვრება, ათას ფათერაკსა და სიბინძურეში გაგხვევს და მერე დაგაგდებსო სადმე შუაზე გადამტვრეულს...
მართლაც გადამტვრეული ნალივით ეგდო ახლა იმ ხის ძირას და იმის თავიც კი აღარ ჰქონდა, რომ სატევარი ამოეღო და ამ ტანჯვისათვის ბოლო მოეღო..
- კაცი? კაცი თავის ხატად არ შეუქმნიაო უფალს! უკეთესი გამოუვიდოდაო უთუოდ- გაანდო ერთხელ გზაზე ამგზავრებულმა მღვდელმა...
მზემ გადაიწია, ტკივილიც დაუამდა თითქოს. ესაა სისხლის სუნი კვლავ უწამლავდა გონებას...
- მტერიც ცოდოაო ტიალი.. - წამოსცდა ერთხელ რატომღაც.. ვერც მაშინ გაუგო ვერავინ, ერთი ამოხედეს ნაწყენებმა და ხმა არ გაუცია არცერთს..
ისევ წამოიწია, მოავლო თვალი ბრძოლის ველს. ყორნები დასთამაშებდნენ ჯერ კიდევ გუშინ უებრო ვაჟკაცებს. შეზარა ნანახმა დაუძლურებული თვითონაც და ისევ ფიქრებს მინებდა...
სიყვარული?... ლამაზი იყო ბატონის ქალი. არც დაუჭერდა ალბათ ვინმე ვაჟკაცს სახელგანთქმულს ომებში. მერე ისიყო ყვავილი შეეყარა და მიიცვალა სრულიად ახალგაზრდა ჯერაც.
- არ გაიტეხოო გული- უთხრა სანამ ჯერ კიდევ შესწევდა საუბრის უნარი- ხომ მიყვარდიო მაინც, ასე ხოარ გათავდებაო ყოველი. იქნებ კიდეც გვიწერიაო ერთად ყოფნა სხვაგან.... სადმე...
ერთიანად გაწყვიტა ყვავილმა იმ წელს ბევრი. კანჭიც არ წამოსტკენია მაშინ, თითქოს ამ ხის ძირას მარტოდმარტო სიკვდილისთვის ამზადებდა განგება.
კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ბრძოლის ველს და კვლავ აეკვიატა ფიქრი: "მტერიც ცოდოაო ტიალი.. "
ერთხელ ხმალი გადაუტყდა ფიცხელ ომში, შეჩერდა მოწინააღმდეგეც სწორუპოვარი რაინდი უთუოდ, არ იკადრა უიარაღოზე ხმლის აღმართვა. დააგდო თავისი მახვილი და ხელდახელ ეკვეთნენ ერთურთს...
"ნეტა შვილი თუ მაინც დარჩა საცოდავს? თუ ისიც ჩემსავით გადაეგოო უშვილძიროდ... "
სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში, ალბათ მალე გავთავდებიო იფიქრა და კვლავ ბატონის ქალი გაახსენდა რატომღაც..
ხეივანში სეირნობდნენ მაშინ და ირგვლივ ლამაზი იყო ყოველი. თითქოს მზეც კი სხვაგვარად ანათებდა იმ დღეს. მოუბრუნდა უცებ, დააცქერდა თავისი დიდრონი, ლამაზი თვალებით და უთხრა:
- მე ალბათ შენთვის გავჩნდიო უთუოდ...
თითქოს სისხლის სუნიც შესუსტდა. ძლიერად მიეყრდნო ზურგით ხეს და ინატრა: "ნეტა ფოთლად შევეზრდებოდეო ამ ხეს, უთუოდ სახლისკენ წამიღებდაო შემოდგომაზე ქარი.. "
- უცნაური კაციხარო ფიქრიანი- შეჰბედა თანამებრძოლთაგან ერთერთმა ერთხელ- ცუდად დაამთავრებო უთუოდ...
ახლა კი იწვა მარტოდმარტო ამ ღვთისგან მივიწყებულ ალაგას და იმასღა ნატრობდა მალე ამომივიდესო სული ნეტავი..
უცნაურმა სიომ დაჰბერა უცებ, ენკენის თვეში რომ იცის ხანდახან. "რისთვის იბადება ადამიანი?" გაიფიქრა.. გაეღიმა და გათავდა...
ალეკო კვირიკაშვილი
ტეგები: Aleko_Kvirikashvili, Qwelly, literature, ალეკო_კვირიკაშვილი, ლიტერატურა, მოთხრობა, მოთხრობები, ფიქრები, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•