კვიპროსის ყოფილი მიტროპოლიტი ჩემი ოთახების ქვემოთ ცხოვრობდა. მე მას რამდენიმე წლის წინ ლონდონში შევხვდი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ინგლისელ ხელისუფალთა წინააღმდეგ ბერძნების ამბოხებაში და სამშობლოდან განდევნეს. აჯანყების დროს კვიპროსის გამგებლის სასახლე დაიწვა; მისი მდიდარი კოლექცია ნანგრევებში ჩაიმარხა, მათ შორის, ბარძიმიც ქართული წარწერით, რომელიც კვიპროსში ქონდა შეძენილი. შესაძლოა, ეს იყო კვიპროსში ქართული სამონასტრო ცხოვრების ერთადერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი. ეს ამბავი ერთხელ გიბრალტარის ახლანდელმა ანგლიკანელმა ეპისკოპოსმა, სინიორ ჰაროლდ ბაქსტონმა მომითხრო.
ბერძნულად ვისაუზმე (ერთი ჭიქა შავი ყავით) და ეკლესიაში წავედი. მომცრო ეკლესია იყო. მოზაიკის იატაკს ჯერ კიდევ ეტყობოდა მაჰმადიანთა მიერ მე-18 საუკუნეში გამართული ხოცვა-ჟლეტისას დაღვრილი სისხლის კვალი. ერთ დროს მოხატული კედლები თეთრად იყო გადაღებული. ფრესკათა ფრაგმენტები აქა-იქ მოჩანდა. ამ ადგილას ჩვენი სახელგანთქმული პოეტი შოთა რუსთაველი იყო გამოსახული, მაგრამ ახლა იქ ვეღარაფერს ნახავდით. ალექსანდრე ცაგარელმა თავის დროზე აქედან ოცი ქართული წარწერა გადმოიწერა.[1] მე მხოლოდ ათი ვიპოვე. დანარჩენი დაზიანებული იყო. არქიმანდრიტმა ჩემი სამუშაოს მიმართ კეთილგანწყობილება გამოამჟღავნა და ისიც კი მითხრა, რომ გადაღებილი ფენის მოშორება და ძველი წარწერების გამოჩენა შეიძლებოდა. თუმცა ეს ძვირი დაჯდებოდა. ჩემს კვლევას არცერთი სამეცნიერო ორგანიზაცია არ აფინანსებდა, დამფინანსებელი საერთოდ არ მყავდა და ყველა ხარჯი თავად უნდა გამეწია, ამიტომ იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, რასაც შევძლებდი.
სანამ ფოტოსურათებს ვიღებდი, იერუსალიმიდან მოსულმა ერთმა კაცმა მიკითხა. ქართველი აღმოჩნდა, სირიის მოქალაქე, დიმო ცხონდია. იგი ნამდვილად თვით განგებამ გამომიგზავნე. ფოტოსურათების გადაღება საუკეთესოდ შეეძლო და ამიტომ ფოტოაპარატი მას გადავეცი. თავს ექიმებით ირჩენდა. იერუსალიმში ბევრი პაციენტი ჰყავდა. მორჩილებს დროდადრო კუჭი აწუხებდათ, ასე რომ. ექიმის ნაცნობობა თვით არქიმანდრიტსაც გამოადგებოდა.
მთელი ნაშუადღევი ფოტოსურათების გადაღებას მოვანდომეთ. წმინდა ჯვრის მონასტერი თითქმის ყველა მოგზაურს აქვს აღწერილი, ქართული ხელოვნების ძეგლებზე ვრცელი ნაშრომის გამოქვეყნებას მეც ვაპირებ, ამიტომ აღარაფერს გავიმეორებ.
ახლა კი ერთი რამ უნდა აღვნიშნო:
ეკლესიის ჭიშკართან საკმაოდ ახლოს არის კარი, რომლითაც მცირე ნაგებობაში შედიხართ. ის ადგილი მაჩვენეს, სადაც ოდესღაც იდგა ხე. რომლისგანაც წმინდა ჯვარი გამოთალეს. კედლებზე უამრავი, უმეტესად რუსული ხატი კიდია. ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა, ძალიან ძველ ნახატმა მიიპყრო. ეს წმინდა მიწის მარტივი რუკა გახლდათ. ქვეყნის კუთხე-მხარეები აქ იმავე ყაიდაზეა გამოსახული, როგორც მადაბას ცნობილ რუკაზე.[2] ამასთანავე, ჩვენ ისე მცირე რამ ვიცით პალესტინის წმინდა გეოგრაფიაზე და ისე ცოტა წყარო გვაქვს, რომ ამ ნახატის სერიოზული შესწავლა მეცნიერებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იქნება.
თუმცა აუტანლად ცხელოდა, ნაშუადღევს მონასტრის ბაღში ვსეირნობდი. უზარმაზარი ბაღში, მხოლოდ ზეთისხილის ხეები იდგა. ბაღის ბოლოს მღვიმეები მოჩანდა. ერთი მათგანი, საკმაოდ დიდი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გახლდათ. ალექსანდრე ცაგარელის ცნობით, წმინდა ჯვრის მონასტრიდან არც თუ ისე შორს წმინდა ნიკოლოზის ქართული ეკლესია იყო.[3] ალბათ, ამ ეკლესიას გულისხმობდა. დრო სწრაფად გავიდა, მზე ცის დასავალს უახლოვდებოდა.
შუადღის შესვენების შემდეგ მონასტერში ყველა მუშაობდა. ჩემს გაუჩინარებას ბერები შეეშფოთებინა. ბაღში მომავალი მორჩილი დავინახე. როცა თვალი მომკრა, აღარ მოუნდა ჩემი მიტოვება. მითხრა, აქ მარტო სიარული საშიშია, რადგან შეიძლება ყოველი კუთხიდან არაბი გამოგიხტესო. მინდოდა, მარტო დავრჩენილიყავი ამ მიწაზე, რომელიც ჩემი წინაპრების რუდუნებით, ლოცვითა და ასკეტიზმით იყო გაწმენდილი. მინდოდა, გულისყური მომეკრიბა, ფიქრს მივცემოდი და იმ ეპოქაში გადავნაცვლებულიყავი. მორჩილის თანხლება ხელს ძალიან მიშლიდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მასთან ერთად შინ უნდა დავბრუნებულიყავი.
მონასტრის კარის მახლობლად მთელი ოჯახი ჩამომჯდარიყო. თვით მოხუცი კაცი, ვისაც ყველა ჰაჯის (ვინც მექაშია ნამყოფი) ეძახდა, მისი მეუღლე, ორი ზრდასრულები ვაჟი და რამდენიმე ბიჭნა. ბიჭებმა თვალი მომკლეს თუ არა საჩუქრის სათხოვნელად გამოქიცნენ. მე მოხუცს გვერდით მივუჯექი. იგი მონასტრის პირველი მცველის შთამომავალი იყო, ვინც ქართულიც იცოდა და ქართველთა წარმომავლობაც. მან მითხრა: „ეს მონასტერი ჩვენს ყველა თანასოფლელს ძალიან მოსწონს, მაგრამ ჩვენ აქაურები არა ვართო“.
მისგან ბევრი რამის გაგება მინდოდა, მაგრამ საამისოდ ჩემი მწირი არაბულის ცოდნა არ კმაროდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფელში ზოგი ქართული წეს-ჩვეულება, ხოლო მათ დიალექტში ქართული სიტყვები იქნებოდა შემორჩენილი. ძველი დროის რაიმე კვალი იქნებ მათ გვარებშიც მეპოვა. მოხუცის ერთმა ვაჟმა, იბრაჰიმ სპირამ, მთხოვა, ჩემი სახელი ქართულად დამიწერეო. ჰაჯი ჰასანმა მან კი მითხრა, მალხაში ძალიან ძველი ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებია[4], არქიმანდრიტმა ფოტიუსმა იქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ამაზე წიგნიც დაწერაო[5].
ამ ცნობამ ინტერესი გამიღვივა. რაღაც ხელმოსაჭიდი გამოჩნდა: სოფლის ბინადარნი ერთ დროს მხოლოდ ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ, სხვაგვარად ეკლესია რატომ იქნებოდა? ჰაჯი ჰასანი შემპირდა, რომ სოფელში წამიყვანდა და თავის ნათესაობასთან რამდენიმე დღე მასტუმრებდა. მათთვის ფოტოსურათების გადაღება მინდოდა მაგრამ ვერ დავიყოლიე.
მთელი ღამე თოფის სროლის ხმა ისმოდა (ისევე, როგორც წინა ღამეს); ებრაელთა სახლებისკენ მთიდან ვიღაც ისროდა.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 241-247
[2] მადაბას (იორდანია) რუკა - ბიზანტიური ეკლესიის მოზაიკური რუკა, აღმოჩენილი 1897 წელს. თარიღდება VI ს-ით.
[3] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 123
[4] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 140-142
[5] ტექსტში ნახსენები ფოტიუს ალექსანდრიდისი (1830-1893) იყო ეკლესიის ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, რომელიც პალესტინის გეოგრაფიას სწავლობდა და ბერძნულ ენაზე თარგმნა ტ. ტობლერის ნაშრომი „იერუსალიმის ტოპოგრაფია“ (T. Tobler, Topographie von Jerusalem und seine Umgebungen, Berlin, 1853-1854, I-II)
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•