სომეხთა პატრიარქის პირადი მიწვევით, წმინდა იაკობ მოციქულის სომხურ საკათედრო ტაძარში განსაკუთრებულ წირვას, წმინდა იაკობის ლიტურგიას დავესწარი. პატრიარქის საწიგნის გვერდით ვიდექი, ლიტურგიის სომხურ ტექსტს ვუსმენდი და დიდი გულისყურით ვუცქეროდი, როგორ აღასრულებდნენ ამ ძველ ლიტურგიას, რომელზეც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ვწერდი[1]. ღვთისმსახურების შემდეგ პატრიარქთან სადილად მიმიწვიეს. პოლონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და პოლონელი სომხების ცხოვრებასა და ისტორიაზე ხან სომხურად ვსაუბრობდით, ხან ფრანგულად.
ნასადილევს გერმანელი ბენედიქტელების მიძინების მონასტერში[2] წავედი. მონასტერი ფრანცისკელთა ყოფილი ტაძრის შორიახლოს მდებარეობდა, იმ შენობაში, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა. სამწუხაროდ, მეთექვსმეტე საუკუნიდან ეს შენობა მაჰმადიანთა ხელშია.
ერთი გერმანელი ბერი მონასტერს მათვალიერებინებდა. სამლოცველოში პოლონელი მასწავლებლების ჯგუფს შევხვდი, ვისთან ერთადაც გემ „პოლონიით“ სასიამოვნოდ ვიმგზავრე. ეგვიპტიდან წამოსულნი რამდენიმე დღით წმინდა მიწას სწვევიან, აქედან კი პირდაპირ პოლონეთში გაემგზავრებოდნენ. მე მათ შევუერთდი. ექსკურსიას პლოკელი ფრანცისკელი, პალესტინაში ფრანცისკელთა ცენტრალური ოფისის მდივანი, მამა ბორკოვსკი უძღვებოდა.
მონასტრიდან გამოვედით და, თუმცა ცხელოდა, - ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული და მტვრიანი ქუჩებით გოდების კედლისკენ[3] გავეშურეთ. ებრაელებისთვის ესოდენ წმინდა ადგილის გვერდით, რომელიც არაბულ შენობებს შორის მდებარეობდა, ათი-თორმეტი, ან იქნებ მეტი, არაბი ყმაწვილი შევნიშნეთ, რომელნიც გულმოდგინედ ლოცულობდნენ, რომ შეეტყოთ, ჩვენ შორის ებრაელებიც იყვნენ თუ არა. მას შემდეგ, რაც არაბებს და ებრაელებს შორის შუღლი გაჩაღდა, არაბები ებრაელებს ამ კედელთან მისვლის ნებას არ აძლევდნენ.
ჩვენ შორის ებრაელები, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდნენ.
ერთ მრავლისმცოდნე ფრანცისკელმა „დიდი საიდუმლო“ გაგვანდო: ეს ძეგლი მალე ფრანცისკელებს გადმოეცემათო. კი მაგრამ რატომ? ამ ჭეშმარიტად ებრაულ წმინდა ადგილს ქრისტიანებისთვის, არქეოლოგიური ღირებულების გარდა, არანაირი ღირებულება ხომ არა აქვს!
პოლონელ მასწავლებლებს „კასა ნოვასკენ“ გავუძეხი, მომლოცველთათვის განკუთვნილი ფრანცისკელების სასტუმროსკენ, სადაც მათი უმეტესობა იყო დაბინავებული, რადგან „პოლონურმა სახლმა“[4] ყველანი ვერ დაიტია. მეორე დღეს სადილზე მიმიწვიეს. ნასადილევს ბეთლემისკენ სახედრებით ვაპირებდით წასვლას.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] Gr. Peradze, Les monuments liturgiques prebyzantins en langue georgienne, Le Museon, 45, 1932, გბ. 255-272.
[2] ბენედიქტელები - რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდა ბენედიქტე ნურსიელის სასულიერო ორდენის წევრები. მათ საკუთრებაში მყოფი მიძინების მონასტერი, რომელიც სიონის მთაზე მდებარეობს, 1898 წელს აშენდა პრუსიის მეფე ვილჰელმ II-ის მიერ გამოსყიდულ მიწაზე. მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ეკლესია აკურთხეს 1910 წელს.
[3] გოდების კედელი - იუდაიზმის უწმინდესი ადგილი, იუდეველთათვის მეორე ტაძრის დასავლეთი კედლის ნაშთი.
[4] პოლონური სახლი - პოლონელი მომლოცველების თავშესაფარი სახლი, დაფუძნდა 1931 წელს იერუსალიმის ძველ ნაწილში.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•