21 ივლისი, სამშაბათი

      დღეს საპატრიარქოს ბიბლიოთეკიდან რომ დავბრუნდი, დერეფანში ერთი მორჩილი დავინახე. გამიკვირდა, რადგან რამდენიმე თვის წინ ყველას (ჩემ გარდა) გამოემშვიდობა და ხაიფაში გაემგზავრა იქიდან ათონის მთაზე წასასვლელად. შეცბუნებულა, როცა გაუგია, რომ „გორნიაში“ (მონტანაში) მონაწილეობა მივიღე ღვთისმსახურებაში. „ახალი სტილის“[1] მიმდევრად და სულიერების უქონელ ერეტიკოსად მივუჩნევივარ. მითხრეს, რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილა განწყობილი და წინამძღვრისთვის უთქვამს, რომ ჩემთან ერთ ჭერქვეშ ვერ იცხოვრებდა. მის პროტესტს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ქალებზე, რომლებმაც, როგორც ამბობენ, ფული მოუგროვეს, ნამცხვრები გამოუცხვეს და რკინიგზის სადგურამდე ცრემლმორეულმა გააცილეს. იგი ათონის წმინდა მთაზე წასვლას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა დასაჯა: ყველაფერი მოპარეს - პასპორტის და ფულიც. გაუმართლა, წარმომადგენლობის წინამძღვარი იმ დროს ხაიფაში რომ იმყოფებოდა და ცოტა ფული მისცა. მორჩილმა აქ ერთი საათით დარჩენაც აღარ ისურვა და, როგორც მითხრეს, წმინდა საბას ლავრაში წავიდა.

      ცოტა ხანს დავისვენე და შემდეგ მცირე გალილეის მონასტრისკენ გავწიე. მცირე გალილეა ზეთისხილის მთის ერთი ნაწილია და სხვა არაფერი. ეს სახელი მას ეწოდა წმინდა მათეს სახარების თანახმად, რომელშიც ნათქვამია, რომ ქრისტეს მოწაფეები გალილეაში წავიდნენ და მთაზე ავიდნენ სადაც ისინი იესომ გაგზავნა.[2] დომინიკელი მამის დე ვოს ცნობით იქ ქართული წარწერაა შემონახული. ამ მონასტერში იერუსალიმის პატრიარქის კიდევ ერთი საზაფხულო რეზიდენციაა. გზა გეთსემანიაზე გადის და შემდეგ ამაღლების ადგილის გვერდით, „მამაო ჩვენოს“ მონასტრის მარცხნივ აღმართს მიუყვება.

      მცირე გალილეაში მდებარე მონასტერი ძალიან დიდ ადგილზეა გაშენებული და ორი სამლოცველო აქვს. ერთი პატარაა და ძალიან ძველი, მეორე კი უფრო დიდი, ნესტიანი და ბარაკისნაირი. შესაძლოა, ფაციფუცით აშენებდნენ რომ მომლოცველთა მასპინძლობა შესძლებოდათ. აქ ცხოვრობს მამა სერაფიმი, რომელმაც დიდი მთავრის მეუღლის, ელიზავეტას ცხედარი ჩამოასვენა. ადრე იგი იერუსალიმის ყოფილი პატრიარქის, დამიანეს[3] მოძღვარი იყო, ახლა კი ბერძნების ხარჯზე ცხოვრობს.

      სამწუხაროდ, მონასტერში ქართული წარწერები შემორჩენილი აღარ არის. სამაგიეროდ, მთავარ ეკლესიაში ძველი ჯვარია შემონახული, რომელიც ადრე გოლგოთაზე იდგა, სანამ სომხებმა უფლის საფლავის ეკლესია 1808 წელს ცეცხლს მისცეს. ეს ჯვარი შესაძლოა ქართული წარმომავლობის იყოს, რადგან გოლგოთა ადრე ქართველებს ეკუთვნოდათ. ხის ჯვარი ალაგ-ალაგ ამომწვარია, თანაც სიძველისგან და სანთლებისა და ზეითუნის ზეთის ლამპრების კვამლისგან გაშავებული.

      შინ როცა ვბრუნდებოდი, გზად „პოლონურ სახლში“ შევიარე. ეს სახლი ძველ ქალაქში მდებარეობდა და ადვილი საპოვნელი იყო, რადგან იქითკენ მიმავალ გზას ქუჩაზე გაკრული წარწერები მიანიშნა. ამ სახლს ახლა წმინდა ელისაბედის დები[4] უვლიან. იღუმენიამ, რომელიც პოზნანელი იყო, გულთბილად მიმიღო. ვარშავაში ცხოვრებაზე, პოლონეთსა და წმინდა მიწაზე არსებულ რელიგიურ ურთიერთობებზე ცოტა ხანს ვისაუბრეთ (მეჩქარებოდა, რადგან უკვე შვიდი ხდებოდა). იქ ერთი ძალიან საინტერესო ფრანცისკელი გავიცანი და გარეთ გამოსულნი გზას ერთად გავუდექით.

      გზაზე ეთიოპიელი ბერები გვხვდებოდნენ, რომელნიც ფრანცისკელ მამას ესალმებოდნენ. მან მიამბო, რომ ეთიოპელები ხშირად მოდიოდნენ წმინდა ელისაბედის დების სამლოცველოში, რათა ჩესტოხოვას მარიამის ხატთან ელოცათ. შავი მადონა სამშობლოდან ასე მოშორებულ უცხო ქვეყანაში მყოფ შავკანიანებს ძალიან ძვირფასად მიაჩნიათ!

      ხვალ წმინდა ელისაბედის დებთან სადილად ვიყავი მიწვეული და ბიბლიოთეკაშიც უნდა მემუშავა.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] ანუ „ახალი კალენდრის“ მიმდევარი, რომელსაც ნეობიზანტიურს უწოდებდნენ და რომელიც შემოიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1923 წელს.

[2] მათე 28, 16

[3] დამიანე I (1848-1931) - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1873 წელს დამიანემ მიაშურა იერუსალიმს და იქ ბერად აღიკვეცა. 1897 წელს იგი იერუსალიმის პატრიარქი გახდა.

[4] წმინდა ელისაბედის დები - რომის კათოლიკური ეკლესიის ქალთა რელიგიური საზოგადოება.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 557

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters