გაზაფხულის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე ბაბუაჩემს თეთრი შლაპა ეხურა. მისი შლაპა, მზიან დღეებსა, თბილ საღამოებს, ოჯახური ექსკურსიების დადგომის დროს გვაუწყებდა. შაბათობით ყველაზე ადრე იღვიძებდა და მძღოლის მოლოდინში ბოლთას სცემდა. ცხრის ნახევარზე ყველანი მაგიდიდს გარშემო ვისხედით "პირველი სიგარეტი, პირველი ქალივით საყვარელია!" ამბობდა ბიძაჩემი
* * *
როგორც იქნა სახურავზე ავძვერი. ჭიანჭველების ბუდეს ჰგავდა ხალხით სავსე სკოლის ეზო. რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი დავცქეროდი უკაცრიელ სახურავებს, თბილისს, მთელ მსოფიოს... არავინ იყო ჩემს გარშემო, მხოლოდ ქვევით, მწერებივით ფუსფუსებდნენ ადამიანები. თავებ აქნევდნენ მადანაშაულებდნენ, ხელებს ჩემსკენ იშვერდნენ, მიყვიროდნენ... ბაბუას პიჯაკივით ხორკლიანი, მოღრუბლული ცა მიზიდავდა. იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე... კაცი კი მეგაფონში მბრძანებლობდა. "არ მომეკაროთ!" -- დავიყვირე მთელი ძალით "მე მეფე ვარ, მეფე!".
შავებში ჩაცმული კაცები ორ რიგად მიაბიჯებდნენ. არ იმჩნევდნე, რომ კოკისპირულად წვიმდა. ისე მიჰქონდათ კუბო, თითქოს ბუმბულივით უწონო იყო მათ მხრებს დაკიდებული ტვირთი. დასჯილი ატლანტების სიმშვიდით აბიჯებდნენ წვიმის გუბეებში. შორს, ნაცრისფერი ჯვრები და ტალახიანი გზაა. სიჩუმე და სველი ყვავილების სუნი.
უშველებელი გერმანული ველოსიპედით ჩამოვიდა ქალაქში. უკვე ბნელოდა და ისიც ერთ-ერთი აჩრდილივით გაუჩინარდა სახლებს შორის.
ერთ ჭიქა მანდარინის წვენს და ორ ხაჭაპურს ყიდულობდა ხოლმე. თეფშით და ჭიქით ხელში მარმარილოს კიბესთან მიდგმულ მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე და ვეღარავის ამჩნევდა. აუჩქარებლად, მადიანად ღეჭავდა ხაჭაპურის ნაჭერს და წვენს აყოლებდა. პირველი ზარი მაშინ ირეკებოდა, როცა ქაღადის ჭიქიდან უკანასკნელ ყლუპს მოსვამდა და ფეხზე წამომდგარი, თავის ოთხად დაკეცილ, შვინდისფერ ცხვირსახოცს ამოიღებდა.
მგზავრები ალაპარაკდნენ და თვითმფრინავი ყველასათვის უცნობი ქალაქისკენ გაფრინდა. ცოლი მიკვდებაო, ამბობდა მესამე რიგში მჯდომი მოხუცი. "ყოფილი დესანტი ვარ!", გაიძახოდა ღიმილით, თითქოს სჯეროდა საკუთარი სიტყვების. სტიუარდესაც უღიმოდა, რადგან ვერ გაეგო ხუმრობდა თუ მართლა მოეწადინა მოხუცს თვითმფრინავიდან გადახტომა. "პარაშუტი პარაშუტისტებს!" - წამოიძახა უკანა რიგიდა ხუმარა კაცმა.
ერთ ხელში გახუნებული პორტფელი ეჭირა, მეორეში კი თვითმფრინავის ბილეთი და პასპორტი. "სახლში მიფრინავს", -- გაიფიქრა საყურიანი ყნაწვილის შემყურემ და მზერა შავგვრემან მილიციელზე გადაიტანა, ლომების მომთვინიერებელივით რომ იდგა რკინის ნახევარწრესთან. "ამაში გაძვერი, კაცო!" - დაუყვირა მილიციელმა ლოყაღაჟღაჟა კაცს, რომელიც ხილით სავსე ვედროთი თვითმფრინავისკენ მირბოდა.
ხმაურზე მეზობელმა ქალმა კარის საჭვრეტელში გაიხედა. ხშირად აკვირდებოდა თემურ მნათობიშვილის მუხის კარს, რომლის მაინცდამაინც მოჯახუნება უყვარდა სახლის პატრონს. პენსიონერი ელენე მურვანიძე დარწმუნებული იყო, რომ მისი მეზობელი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც მუხის კარი, თეთრი ვილგა და ძვირფასი ავეჯი არ უნდა ჰქონოდა.
ექიმი იმ ელექრტოშუქით განათებული ქალაქიდა ჩამოიყვანა, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკე იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალი. სიცხისგან იწვოდა, ყველაზე მაღალ სასახლეში ვივხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. ქმარი დადუმდა თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორც იმ საღამოს.
ხმისამოუღებლად მომშტერებოდა. მსუქანი, დაბერილი ნესტოებიდან ჟღალი ბალანი მოუჩანდა. აქოშინებული ვიდექი მის წინ და კაცის ბანჯგვლიან მკერდს, ახლადგაპარსულ სახეზე მიმხმარ სისხლის წვეთებს ვაკვირდებოდი. გადმოიხარა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა. "მომკლავს" -გამიელვა თავში, როცა მისი ფერიჭამიებით დაღარული მსუქანი ცხვირი და გაქონილი ნიკაპი ახლოდან დავინახე.
თვალი გაახილა თუ არა, მაღვიძარას შეაცქერდა და მზერა მძინარე ქალის სხეულზე გადაიტანა, მერე ორიოდე წუთი ნესტისგან დალაქავებულ ჭერს მიშტერებული იწვა. "რა იყო გუშინ?"-- შეეკითხა საკუთარ თავს და მის ნახევრადმძინარე გონებაში უცნაური სახელები ამოტივტივდა. "აიამარი, ნაიამარი, რაიმატი, ნეირატი!". ვინ იყო ის კაცი, გვიან ღამით რო დარეკა? იქნებ ესიზმრა, მაგრამ არა, მოაგონდა, როგორ ელაპარაკებოდა ლანა უცნობს.
"დარიკო ვარ, გლეხის ქალი!" --- ჩაიღიღინა დიდედას დანახვაზე მეეზოვე ბაღდასარამ. მონაყოლიდან ვიცოდი, რომ ერთ თოვლიან დღეს (ამ სიტყვებით იწყებდა დიდედა ყველა ამბის თხრობას), დედაჩემს რძე გაუშრა და მას შემდეგ ბაღდასარას ცოლი მაწოვებდა ძუძუს. სწორედ იმ მსუქანი, მარადმწუხარე ქალის სახე წარმომედგინა, როცა დედაზე ვფიქრობდი
აივანზე ვიდექი და თვალ ვერ ვაშორებდი ქალის ფიფქებით დაფარულ ტანს, სახეს. ზღაპრული თოვლის დედოფალივით ლამაზი და მშვიდი საუკუნო ძილს მისცემოდა.
ნაწყვეტები ირაკლი ჩარკვიანის მოთხრობებიდან
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, ლიტერატურა, ნაწყვეტები, ფრაგმენტები, ჩარკვიანი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•