"ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება": ასეთი იყო ორმაგი სათაური უცნაური ტექსტისა, რომელიც ხელთ ჩაუვარდა წინამდებარე ჩანაწერის ავტორს. თვით "ჰუმბერტ ჰუმბერტი" გულის აორტის დაცობის შედეგად პატიმრობაში გარდაიცვალა 1952 წლის 16 ნოემბერს, მისი სასამართლო საქმის გარჩევის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ჰუმბერტის დამცველი გახლდათ ჩემი ნათესავი და კარგი მეგობარი კლერენს კლარკი (ამჟამად ის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს ადვოკატია), რომელმაც მთხოვა, ამ მანუსკრიპტის რედაქტირება გამეწია. მისი კლიენტის ანდერძის ერთი პუნქტი ჩემს ბიძაშვილს უფლებას აძლევდა, მიეღო "ლოლიტას" გამოსაქვეყნებლად საჭირო ყოველგვარი ზომები. ბატონი კლარკის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ მის მიერ შერჩეული რედაქტორი ცოტა ხნის წინ დაჯილდოვდა პოლინგის სახელობის პრემიით მოკრძალებული ნაშრომისთვის ("შეიძლება თუ არა, თანავუგრძნოთ გრძნობებს?"), სადაც განხილულია ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა და ზნეობრივი სიმახინჯე. ჩემი ამოცანა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ის დაიყვანებოდა აშკარა შეცდომების შესწორებასა და ზოგიერთი ჯიუტი დეტალის აღმოფხვრაზე, რომლებიც, "ჰ. ჰ."-ს მცდელობის მიუხედავად, მაინც გვხვდებოდა ტექსტში (ეს იყო სამახსოვრო მითითებები გარკვეულ ადამიანებსა და ადგილებზე; წესიერების მოთხოვნები კრძალავდა მათ დასახელებას, ხოლო კაცთმოყვარეობა მათ დანდობას მოითხოვდა). ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს შესანიშნავი ჩანაწერები ხელუხლებლად გამოვაქვეყნეთ. ავტორის უჩვეულო ფსევდონიმი მისი შეთხზულია; თავისთავად იგულისხმება, რომ ეს ნიღაბი - რომელშიც თითქოს ორი მომნუსხავი, ბრიალა თვალი გამოსჭვივის - მისი მატარებელი პირის ნება-სურვილის მიხედვით, თავის ადგილზე უნდა დაგვეტოვებინა. "ჰეიზი" მხოლოდ ერითმება ნაწარმოების პერსონაჟის გვარს, ხოლო გოგონას სახელი იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული წიგნის ფარულ ქსოვილთან, რომ მისი შეცვლა წარმოუდგენელია. თუმცა, ამის ფაქტობრივი აუცილებლობა არც არსებობს (რაშიც მკითხველი თავად დარწმუნდება). ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ, მოიპოვონ ცნობები "ჰ. ჰ."-ს მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ 1952 წლის სექტემბერ-ოქტომბრის გაზეთებში; მისი მიზეზები და მიზანი საიდუმლოებით მოსილი დარჩებოდა, წინამდებარე მემუარები ჩემი სამაგიდო ნათურის წრიულ შუქში რომ არ მოხვედრილიყო.
ძველი ყაიდის მკითხველებს, ჩვეულებრივ, აინტერესებთ "ცოცხალი ნიმუშების" ბედი, რომელიც "მართალი მოთხრობის" ჰორიზონტს მიღმა იგულისხმება. საგანგებოდ მათთვის ვიმოწმებ ქ. "რამზდელის" მკვიდრის, ბ-ნ "ვინდმიულერისგან" მიღებულ მითითებებს. მან მოისურვა, უცნობი დარჩენილიყო, რათა ამ "ბინძური და სავალალო ამბის გრძელ ჩრდილს" არ მიეღწია იმ ქალაქამდე, სადაც მას პატივი აქვს იცხოვროს. მისი ქალიშვილი "ლუიზა" ახლა მეორე კურსის სტუდენტია, "მონა დალი" პარიზის უნივერსიტეტში სწავლობს. "რიტა" ახლახან სასტუმროს პატრონზე გათხოვდა ფლორიდაში. "რიჩარდ სქილერის" ცოლს მკვდარი გოგონა გაუჩნდა და მშობიარობას გადაჰყვა - 1952 წლის 25 დეკემბერს, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, "რუხ ვარსკვლავად" წოდებულ ერთ შორეულ დაბაში. ქ ნმა ვივიან დამორ-ბლოკმა (დამორი - სცენაზე, ბლოკი - ერთ-ერთი პირველი ქმრის გვარია) დაწერა თავისი ძველი მეგობრის ბიოგრაფია (კალამბურული სათაურით "ჩემი კულტი"), რომელიც მალე გამოქვეყნდება; კრიტიკოსების ნაწილი უკვე გაეცნო მანუსკრიპტს და ირწმუნება, ეს ავტორის საუკეთესო თხზულებააო. "ჰ. ჰ."-ს მემუარებში მოხსენიებულ სასაფლაოთა დარაჯები არაფერს იუწყებიან საფლავებიდან აღმდგარი მიცვალებულების შესახებ. ზოგიერთისთვის "ლოლიტა", უბრალოდ, "რომანია", ხოლო მასში აღწერილ სიტუაციებსა და ემოციებს, ასეთ მკითხველთა აზრით, აუფერულებს და გამაღიზიანებელ ბუნდოვანებას ანიჭებს ნართაული უხამსობები. ამასთან, ნაწარმოების მთელ ტექსტში ვერ იპოვით ვერც ერთ უგვან გამოთქმას; მეტიც, ჯან-ღონით აღსავსე ფილისტერი, თანამედროვე პირობითობების ზეგავლენით ყოველგვარი ზიზღის გარეშე რომ აღიქვამს ყველაზე ბანალურ ამერიკულ თუ ინგლისურ რომანში გამოყენებულ უამრავ უშვერ სიტყვას, შოკირებული იქნება მათი არარსებობით "ლოლიტაში". მაგრამ ამგვარი პარადოქსული ფარისევლის დასაწყნარებლად რედაქტორს რომ გაეზავებინა ან ტექსტიდან სულაც ამოეღო ის სცენები, რომლებიც გარკვეულად მიმართულ გონებას "მაცდუნებელ" სცენებად წარმოუდგება (იხილე ფრიად პატივცემული მოსამართლის, ჯონ ვულსის მიერ 1933 წლის 6 დეკემბერს სხვა, გაცილებით უფრო უხამსი წიგნის გამო მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება), მაშინ "ლოლიტა" საერთოდ არ უნდა გამოგვეცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის სცენები, რომლებშიც მოცლილი ურცხვი მკითხველი განუზომელ ავხორცობას აღმოაჩენს, სინამდვილეში ტრაგიკული ამბის მორალური აპოთეოზისკენ წარმართული განვითარების კონსტრუქციულად აუცილებელი ელემენტია. ცინიკოსი იტყვის, რომ ამის პრეტენზიას პროფესიონალი პორნოგრაფიც აცხადებს; ერუდიტი შეგვედავება, რომ "ჰ. ჰ." -ს მგზნებარე აღსარება სინჯარაში ატეხილ ქარიშხლამდე დაიყვანება; რომ ყოველწლიურად მოზრდილი ამერიკელი მამაკაცების არანაკლებ 12%-ისა - თუ დ-რ ბიანკა შვარცმანს დავუჯერებთ, ეს ყველაზე მცირე რიცხვია (ერთ კერძო ცნობას ვიმოწმებ) - იმ განსაკუთრებულ გამოცდილებას იძენს, რომელსაც ასეთი სასოწარკვეთით აღწერს "ჰ. ჰ." ხოლო ჩვენს შეშლილ მემუარისტს 1947 წლის იმ საბედისწერო ზაფხულს კომპეტენტური ფსიქოპათოლოგისთვის რომ მიემართა, არავითარი უბედურება არ მოხდებოდა. ეს ასეა, - მაგრამ მაშინ წიგნიც არ გვექნებოდა. დაე, კომენტატორს ეპატიოს, თუ ის კვლავ გაიმეორებს შეხედულებას, რომელსაც დაჟინებით ამტკიცებდა თავის ნაშრომებსა და ლექციებში; სახელდობრ, "უხამსი" ხშირად "უჩვეულოს"
იგივეობრივია, ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწარმოები ყოველთვის ორიგინალურია. მისმა არსმა უნდა შეგვძრას და განგვაცვიფროს, ესე იგი, ჩვენი "შოკირება" განახორციელოს. "ჰ. ჰ."-ს განდიდების არავითარი სურვილი არა მაქვს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ბილწი, სულმდაბალი პიროვნება ზნეობრივი კეთროვნების თვალსაჩინო ნიმუშია; რომ მასში შერწყმულია მძვინვარება და სიანცე, რაც, ალბათ, ჰუმბერტის უღრმეს ტანჯვას მოწმობს, მაგრამ მის ზოგიერთ გამონათქვამს მიმზიდველობას ვერ ანიჭებს. ჰუმბერტის უცნაურობა, რა თქმა უნდა, ტლანქია. ამერიკის ბუნებისა და მკვიდრთა შესახებ მის მიერ გამოთქმული ბევრი შეხედულება სასაცილოა. თავგადადებული პატიოსნება, რაც ჰუმბერტის აღსარებაში გამოკრთის, სულაც არ ამართლებს გმირის ეშმაკეულ დახვეწილობას. ის არანორმალურია. ის ჯენტლმენი არ არის, მაგრამ მისი მღერადი ვიოლინო ჯადოსნური ძალით აღვიძებს სინაზით სავსე თანაგრძნობას ლოლიტას მიმართ და, ავტორისადმი ზიზღის მიუხედავად, გვაიძულებს, თავდავიწყებით ჩავუღრმავდეთ წიგნს. როგორც კლინიკური შემთხვევის აღწერას, "ლოლიტას" უეჭველად ფსიქიატრიული ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებად ქცევა უწერია. უდავოა, რომ ათი წლის შემდეგ ტერმინს - "ნიმფეტები" - ლექსიკონებსა და გაზეთებში იპოვით. როგორც მხატვრული ქმნილება, "ლოლიტა" სცილდება მომნანიებელი აღსარების საზღვრებს, მაგრამ მის სამეცნიერო მნიშვნელობასა და მხატვრულ ღირებულებაზე გაცილებით მეტად ფასეულია წიგნის ზნეობრივი ზემოქმედება სერიოზულ მკითხველზე, რადგან კერძოობითი შემთხვევის ეს მტანჯველი ანალიზი ზოგად მორალსაც შეიცავს. უპატრონოდ მიტოვებული გოგონა, საკუთარი ცხოვრებით გართული დედა, ჟინისგან სულშეხუთული მანიაკი - ისინი ამ თავისებურად განუმეორებელი ნაწარმოების მარტოოდენ ხატოვანი პერსონაჟები როდი არიან; რომანი გვაფრთხილებს სახიფათო გადახრების შესახებ და მიუთითებს მოსალოდნელ უბედურებაზე. "ლოლიტამ" ჩვენ ყველანი - მშობლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები - უნდა გვაიძულოს, განუხრელი სიფრთხილითა და გამჭრიახობით განვახორციელოთ უფრო ჯანსაღი თაობის აღზრდა უფრო საიმედო სამყაროში.
ჯონ რეი
ფილოსოფიის დოქტორი
ვიდვორტი, მასაჩუსეტსი 1955 წლის 5 აგვისტო
იხილეთ წიგნი:
ტეგები: Qwelly, literature, განხილვა, ვლადიმირ_ნაბოკოვი, ლიტერატურა, ქველი, ჯონ_რეი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 2, 2025.
საათი: 9:48am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.
This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•