გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი: ლუბა-ვ, ჩემო სიყვარულო... (პირველი ნაწილი)

5.

ისა სუპხარჩო, ვალიკოევიჩი რომ არ მყოლოდა?, სად მივდიოდი...
ზუროჯან, ძველო, თითო არაყზედ რა აზრის ხაარ, ო,
აბა რა ჰაზრის ვიქნებოდი, ჯანი გავარდეს, ჯანდაბას - მეთქი...
იმა დიეტურ სასადილოში?, ასე მეოთხე
ყლუმპვ! - ის შემდეგ, სუპხარჩომა თქვა, შამაიათი ნა - ძაან - კაი - გუნებარმა: მე მაინც მგონი რო რომელიცგინდა პრაფისორზედ უკეთ რომ ვცხოვრობ, სულაც იმ ხრონწი ბებერის ზასლუგაა, სწორედაც იმან დამაკვალიანა ფული რო ანგრე მაგრა მწყალობს, კიდე მოგიყვე, გინდა?
ბარე ოცჯერ - კი მოსმენილი მქონდა ისა
ამბავი, მაგრამ, რაღაცა ანდაზაა... ჰო,  ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, და შამაიასი გარდა?  კარგა ცხარცხარე კუპა- ტი და კარქი საცივი და კაიჯიგრისა ყაურმა გვედო აჯიკიანი, ხოლო ზაკუსკა აბა ნეტა რა სახსენებელია, ისედაცა ხო, იგულისხმება...
ბიჭო, ზუროჯან, ვდგავარ მაშინ მე ცარიელ - ტარიელი ჩვენი შამქმნელი ბელადისა ილიჩ ლენინის მოედანზედ და, ცხელა ისე რო? წკურწკური გამდის, ყველაფერსა და ფულის შოვნას ხო განსაკუთრებული შრომა შჭირდება, ძველო, და არ მოდის უცებ ის ჩემი და, ისა ჩემისა მეკვლე ვიღაცა ხრონწსცკი ბებერი ქალი სტარუშკა რაღა და, სულსუ პირველი სუტკაა ჩემი გაეშნიკობის და თანაც მაშინ ასეთი ლეიტენანტი და თანაც სტარში კი არ ვიყავ არამედ რაღაც მლადში სერჟანტიც კიარ ვიყა, მე, იტოგში და...
ეს რა რუსული აუტყდა მაინც და სლავიანურსა იშტაზედ, დადგა... ნადაელ, რაღა... და, განაგრძობდა, არაყ-სასუსნავთ ძალიანთსც გარდა? ბეზდელნიკი, ის: და, მეუბნევა რუსი იყო, კი, აშენდა იმისი ოჯახი და აქაური ზემლიაკობა, ის იყო ჩემი პირველი ისეთი მეკვლე რომ უკეთესს ვერცაც ინატრებ, მოკლეეთ, კაროჩე, მოვიდა ჩემსთან, და მეუბნევა: ტავარიშჩ... აბა მე რა იმისი ტავარიშჩ ვიყა, მთლადაც ბებიად მეკუთვნოდა, ჰოდა, ტავარიშჩ კუსოჩნიკ, ო, ო, გდე ზდეს ულიცა ვილიამინოვა, ო, და მეკი ვილიამინოვის ულიცა როგო არ ვიცოდი ოღონდც მაინც რომელი ოხრობისთვის მიეცა ქუჩას იმისი გვარი თუ მეტსახელი, ეს არ ვიცოდი და, მიუხედავად ყოვლის ამისა მე კი, დამწყებმა, არიფის ხელზე, ინსტრუქციულად მაინც ავუღე ჩესტი პატივსაცემად როგორ სესერას მოქალაქეს და თან ვეუბნევი ეტა კტო ტაკოი დლია ტებია კუსოჩნიკ შე სტარაია ბაბა იაგა და ჟენშჩინა - კაშჩეი ბესსმერტნი - მეთქი, სულ რუსულად, ეს, ჩესტიც მეჭირა, ა ზა ასკარბლენიე ლიჩნოსტი და ჰამაც დალ- ჟნასტნოი ლიცა სეიჩასჟევე პლატი ეგრევე შტრაფ ტრი რუბლია ატო პიატნატციტ სუტკა ჩაილურს - აქეთ მოგრჩება, მეთქი, იმან კი, პაჩემუ აბიჟაისშსია სინოკ ია ეტო ულიცა ველიამინოვა უ ადნავო პარნია სპრასილა ი ონ ოტვეტილ ჩტო ია ნე ზნაიუ, ბაბუსშკა, ვოტ ლუშჩე პადაიდიტე კ კუსოჩნიკუ ი ონ სკაჟეტ, ო, გამიშრაყელიდავლიოთთითოც,  "ყლუმპჰვ!", და: ტაკ ნაუჩილი ი ია კანეჩნა პადაშლა კ ვამ ი კაკ ნაუჩილი ტაკ ი სკაზალა ტავარიშჩ კუსოჩნიკ პადსკაჟიტე პაჟალუსტა გდე ეტა ულიცა ველიამინოვა ი რაზვე ზა ეტო ნეუჟელი შტრაფ ნადო პლატიტ,  ო?  და მაგრამ მე კი სუყველაფერი გავიგე აბა ტყუილა ხუარ გვასტავლიდენ რუსულს შკოლაში მთლად მესამედან მეთერთმეტე კლასშიცა და, მეც რუსულათე მივუგე, რაღა, ჩისტი ქართული იმან არ იცოდა და არაფერი, და მოვუჭერი, ასე, იმჩემის ბაბუშკუს, დამწყები კი - ვიყა მაგრამ მაინც ყისმათიანი და ამიტომაც მხნედ ძალიან - ოჩინ იმ ბაბუშკასა ია სკაზალა სამი - მანათი, ტრი რუბლია - მეთქი, ატო სეიჩასჟე არესტუიუ ი პავედუ ზა ნესპარტივნოე პავედენიე ვ უგროზისკე ი ტებია ტამ პაკაჟუტ გდე ნდრაკი ზიმუიუტ, მეთქი, ტაკ სკაზალა ემუ ია ზუროჯან, ძველო, ჯერ კიდე მაშინ მთლადაც ვიცოდი კარქი რუსული, და მეორე ხელით შვიშტოკი რო მოვიმარჯვევი და ძაანაც ახლო მივიტანე ჩემრუსულიან, პირთან, დაშინდა ხო იცი და, წაბმა დამიწყო, ია დუმალა ჩტო ტაკ ნუჟნა ობრაშჩატსაო, სინოკ, ო, ო, აქა კი თვით მე თლათ გადავირიე ვა პერვიხ ია ნე ტვოი სინოკ კაკ ნიბუდ ა ტვოი სინოკ ბელიგვარდეიცებში და ტროცკისტებში მაიკითხე მეთქი და, დავუშვი ჩესტი და შვიტკოკი ახლა ორივე ხელით რო უფროდაც მწარეთ მოვიმარჯვე და, ძალიანაც შაში- ნებულმა?, ხარაში, ხარაშოო, მითხრა იმან, მანამდისინაც მიტკლის ფერისამ, ვოტ ვაზმიტეო, და, თუმნიანი არ გამომიწოდა? თითოც დავურტყათ,   და, ორმაგულად რო ტყლუმპ  ტყლუმ პფპ? კაცო, ლუბა რო სუყველაფერში გამომიტყდა, არა?, გადმომიშალა რადგან, გული? უარი მაინც არ უნდა მეთქვა, ცოდოა ქალი, ხოლო სუპხარჩო?  განაგრძობდა:  ხურდა სად მქონდა, დამწყები ვიყა, ნაჩინაიუშჩი, რაღა, ი გავარიულუ სდაჩი ნეტუ სავსემ ნეტ - მეთქი, ტაგდა პაიდიომ, სინოჩეკ, ვ მაგაზინეო... დავახურდავებო, რაღა, მე კიდე ვუთხარი უტროცკისტებოდ და ასე შემდეგ კტო ტვოი სინოჩეკ არამედ ია ნასტოიაშჩი გრაჟდანინ მილიცანერ - მეთქი და პაეტომუ ნე იმეიუ პრავა პოსტ ასტავლიატ, მეთქი, ა სდაჩი სავსემ ნეტუუ, მეთქი, არა, არ უნდა უკუგდებურ-გამეწბილებინა და სუპხარჩო და ვალიკოევიჩ ახლა რატომ- ღაც ოთხნი იყვნენ, მოვიფშვნიტევი ჩემი სახე, სუყველასა გვააქ, და არა, არა, ერთი ყოფილა, განვაგრძე ფიქრი, ცოდოა - მეთქი გინდაც ქალი და ისიც გინაცდა გამონათხოვარი ადამიანია ისიც, ხოლო სუპხარჩო, მამა-კაცურად ადამიანი, განაგრძობდა, კი: იმანა კიდე, ბებრუხანამ, აბა თუმანი რათ უნდოდა, ჰაზრი - რამ მითხრა, ტაგდა ტი სტოი ი ია პრინესუ, ეტიმ ხურდითა ხლებ ნადო კუპიტ ი ნემნოჟკო მარგარინაო, მე კიდე ჩემის ჩემი გზა მქონდა, რას ეძახიან, ჰო პრინციპიალნური რაღა, და, ისევ ია ნიჩევო ნი ზნაიუ-მეთქი, წავიდოდა და, ეძებე მერე, და ისევე ისევ მივიტანე ზოგსაც ნაგანზე უფროც შაშიში შვიშტოკი პირთან, და, ზა ასკარბლენიე კულტა-ლიჩნოსტი ვეს ცელი ვზვოდა პადაიდიოტ სიუდა - მეთქი, და, სხვა რა გზა ქონდა და რო დაინახა რო ხურდას ძნელათ დაიბრუნებდა, მკითხა: ჩტო, ნიუჟელი ცელიხ ტრი რუბლია სტოიტ ეგ სლოვო კუსოჩნიკ ტოგდა კაკ უ მენია ტოლკო დვადცატ ტრი რუბლია, პენსია ა იზ ბლიზკიხ და მეჩემი კეთილები ვსე უმერლიო, არ ამიჩუყა, ბიჭო, გული? იმის ბლიზკებსა და მემაგის კეთილებს კიარა და, პაპიჩემ მევლუდას არ ჩავყოლივარ ჩვენ რო ვიცით, ეე, ჩვენ რო არ ვიცით, იქა, ჰხოდა, მიყურა ერთხანს ერთი პირობა, და რახან ასე პრინციპიალურათ გამოუსვლელსა პაზიციაში ჩავაყენე, იმ ყურებისას რაღაცები აწონ - დაწონა და დაუწონია თურმე იმ ბებრულს გუნებაში და, არა ჰყოფილა, სულაც შენსავით, მატმატიკოსობა? აასე, მითხრა, ტოგდა, ვოტ ტებე ეშჩო რაზ კუსოჩნიკ, ეტო შესტ რუბლეი, ი ეშჩო რაზ კუსოჩნიკ ეტო დევიატ რუბლეი ი ნა ასტავში რა რუბლ?  ნა რუბლ სვოლოჩ, ო, და სამი მანეთის მაგივრად რომ, უკვიტანციოთ თანაც, ათი სრული მანათი კარიერაული მოძრაობისა დასაწყისშივე რო გავაკეთე?, მე ისე მგონი რო ასე კარქა სწორედაც იმან დამაკვალიანა, კარქია ქალი გინდაც ბებერი ზოგ შემთხვევაში, ესაც ჩემ მეკვლეს გაუმარჯოს ოთხ ფიცარშუა აღარც იქნება ახლა ცოცხალი ისეთი ხრონწი ბებერი იყო და ოღონდა თავზე რაღაცა ძაან გაცრეცილი შლიაპკიანი კი იყო მაგრამ პოლიტბიუროსი პელშე კი არ იყო ისეთი ბებერი და თანაც პელშე უშლიაპკო იყო და იმაშიაც პელშე კი არ იყო რო სახალხოთ სულე უხამსი სიტყვა წარმოთქვ-იხმარა აქა, რომელშიც მე ვერ გამომტეხავთ არყი- ბოთლები გინდაც სამ -სამად მამშჩვენებოდა და მაგრამ ოღონდ მხოლოდღა რებუსათ გეტყვით, კი: ---ბკუ--ით ეთქვა და აქამომდისინ მაინც როეცოცხლნა, ამ ჭიქით იმას გაუმარჯოს თავის პელშეთი და იმათ ზედაც და დედაც ეე არა არამედ დაილოცოსა ამისა მასწავლებელი კუსოჩნიკობა რო უკარ- ნახა ისიცა ალბათ აღარაა მიაკვტნა სამვეს დედალიტურა კი არა და, თლათაც ვარესი, ჩვენ რო ვიცით, ის... მე მგონი, ხურუშჩოვს გულისხმობდა, თვით წყალბადთმპყრობელს ახლოვ-წარსულ - წასულს, ხო-გადმააყუდეს, ეტირა ყოფა, ცხოვრება, რაა?.. დავფიქრდიი, მწარეთ... რამ შეაყვარა ჩემი თავი უზნაჩოკოთაც და, არც შამსცდარა, ეგეფ... მაგრამ, გენაცვათ, ცხოვრება რა და რაია და რაა და? _ `ტყტყლუმპვჰვხხ!", მეშვიდეს მერე? _ გინდა არაყი? _სულაც წყალივით, მიდისდამიდის. შენ ოღონდ დაჰკარ... _ ბიჭო სუპხარჩო, - გამოვახედე და რაგინდაც თვრალმა მაგრამ მაშინვე ვცვალე ესჩემის გეზი რადგანაც იქვე ოფიციანტი მოგვჩერებოდა, _ პატივცემულო ვალიკოე- ვიჩ, შალვა - უმფროსო, ერთი ლიმონის ლიმონათი მაატანინე, კარგია გულსზე... და ჭაჭებსზეც, კი...

_ ცივი გნებავთ თუ ძალიან ცივი, შალვა- უმფროსო, _ აფიციანტმა.
_ ძალიან ცივი რა _ მე ცივმბირელი კი არა ვარ, პრასტოი ცივი მაიტანე...
_ აგრე იქნება.
ხოლო სუპხარჩო? _ უცნაურულსა სადღეგრძელოზედ, დადგა:
_ მოდი ეს, ქურდებს გაუმარჯოს...
_ რაჰ...
_ რა და, მე მაინც ძალიან მგონი რო ძაანაც სწორი არი ისა რო ქურდები რო მაინც არიან ამჩვე ქალაქსში რადგან ეგენი როარ იყონ, არა?, და როარ ქურდობდნენ, არა? მაშინ ხო მე მიცავს ჩემი მილიციაც აბა რაღა საჭირო იქნებოდა, რა _ არა? და მილიციაც როარ იყოს მაშინ ხო აი იმაში შამავალი ავტოინსპექციაც სულაც ხუარ იქნებოდა, არა?, და მეც ეს ხო ძალიანც ცუდი რამე იქნებოდა, რა, იტყვი, არა? ამ კოხტა ჭიქით ქურდებს გაუმარჯოს..., ჰიკ! რა უნდა მეთქვა..._ :

_ გაუ...
და, ხსნიდა მაინც:
_ და მაინც გაი / _ გასუდარსტვენი ავტო- ინსპექცია _ ქართულათ, /და ერთი იმისი პატრონიც მილიციაცა საჭირო აღარ იქნე- ბოდა და გაიც ხო სუმთლათ ისედაც ხუარ - იქნებოდა ამჩემის შოფრებს სუწესიერათ ხომრო ევლოთ და მაშინ ვიღასღა დასჭირ- დებოდა კვიტანციები და რეიდები და შიგ ბანკებში ჩასუნთქულება და მოდი ამით ამ გათხლეშილებ შოფრებსაც ალალ - გაუმარ- ჯოს...
_ გაუ...
_ და შენ რო იცოდე ზურიკოკჯან, ქელეხები და წლისთავებიც აბა როგორღა საჭირო არი შენთვინ რადგანაც აბა ისე ხო სუ ძირამდისინ ჩაგიჟანგდებოდა ისშენი კაი დანაჩანგალი ჩანგალისტო შენ და მოდი ამ ჭიქით, არა? ბანდიტებისგან დაბრედილ ხალხსაც გაუმარჯოს და ის მეტი სუფრები და პურმარილები და სეფა აბა როგორღა იქნე- ბოდა ბანდიტები რო არ ყოფილიყვნენდა მოდი ეს ჩვენსა მარჩენალ ბანდიტებსაც ჰოპ!, გაუმარჯოს, ჰიკ!!... – ვიღაცე მახსენებს ის შო- ბელ... ჰიკ!!!
ლუბასი შემდეგ, გინდ უშუალოდ
დაწუნებულის, ჩემსგან, ამისი ცქერა? თან, სუცოტა გასამნახევრებული სამნახევარი მაინც, იყო,:
_ მეკი მაგანებს ვენაცვალე ნაგანებსა და აბოიმებურ ღვიძლებ - ჭაჭებში,
ეჰ, ლუბავ, ლუბავ... თუმც ღვიძლჭაჭები?
_ ყელქვემოთაა, რომელსაც გინდა იმ ექიმს კითხეთ, რომელი სჯულის ქალებში გინდა... სუყველასათვის, ერთი არი ეს... ეგა ექიმებმაც კიიციან,
_ ჰამაც, ქურდებთან და ბანდიტებთან
ჩვენ გაიშნიკებს ხო აბა რაჭირი გვესაქმება, ესა ოპერებმა იკითხონ და უგალოვნურებ როზისკებმა, და ამიტომაც ყველა კარქ - კაი ჯიბგირს გაუმარჯოს, ეს,
მე კიდე, ლუბას, ჯიბგირებისაც კი
გაუმარჯოს - ის ნაცვლად, არა? _ სუ- ლაცაც სალამ,ს, ვეუბნებოდი,
_ და ზოგ ჯიბგირს რო ხელს ტაცებენ ახლომხედველი დრუჟინიკები, არა?, და ვირის აბანოში მიაბრძანებენ, არა? სულელებია ის ჯიბგირები შენ რა, იტყვი რო, _ არა? ეს მოხერხებულ ჯიგარ - ჯიბგირებს გაუმარჯოს, კი, მთავარია რო, საზრიანობა შიგტვინ
_ნათელსაშუბლში გქონდეს, აი, თითონ მე მერო ჰსაზრიანი არ ვყოფილიყავ? _

ვიღაცისაგან გამეგო, კი, კი, აესი სიტყვა... _
საზრიანი...
_ და მე ჩემისა ჩემისავევღ საზრიანობით მთლად უზვანიო რო ვიყა, არა? დავაი შალავ მლადში სერჟანტი გახდი - მეთქი და, გავხდი, მერე უთხარი ჩემსა თავსა, შენ გეუბნევი შე ოჯახქორო ბემურაზ - მეთქი, დავაი სტარში სერჟანტი გახდი - მეთქი და, გავხდი, არ გავხდი? მერე კიდევაა, ეფრეიტორი, მთელი სტარშინა, და მერე მაინც ისევაც კიდე? კი- დე ზედაცა? მოდი შალვაჯან, ჯერ ზრდილო- ბითვინ ჯერ მლადში ლეიტენანტი გახდი - მეთქი და რა, _ არ გავხდი? მთლად აფიცერი გავხდი, კი, გავხდი, გავხდი, ეე, გავხდი და სულაც გავატყავებ ვობლასავითა თითო კრუშკაზედ, მერე მაინც არ მავისვენე და მერე კიდე უთხარი ჩემსავე თავსა რო დაწინაურება აგრე არ უნდა და შე ოჯაქორო ბარეღამ სულაც ძალიან სტარში ლეიტენანტი გახდი_მეთქი და არ გავხდი? ყველაფერს გავხდი ვისაც ჩავავლებ უკვიტანციოთაც და, მერე კი, რო დავიხედე ამ პაგონებზე, არა? ზურიკ-ჯან? _ ჩემ თავს რა ვუთხარ პირდა- პირ პირში და შიგ სარკეში აბა თუ იცი...
_ რა უთხარ... მგონი ქუჩისკენ ვიხე-
დებოდი, ეგებ შემთხვევით ლუბაშამ, კი, ერთი მის-ურად-თავისებურად ჩამოიაროს, მეთ- ქი...
_ რა უთხარი მე ჩემსა თავსა და, ამა
დღეინდლურ სტარშ - ლეიტენანტსა დაა..., ჰა, ვეღარ მიხვდი?
_ რა, კაპიტანი გახდი - მეთქი?
_ არა შეჩემის ჩანგალისტო, ქელეხ- ჩიკობით... მე ჩემ თავს უთხარ, ბოლშე ნე ნადო,
_ ხვატიტ - მეთქი...
გამამივიდა, მაქსიმი გორკი...
თუმც, რაც სუპხარჩომ მწარეზედ მწარე სულაცა ძაანაც მწარე - გორკი არაყები? _ ჰსო... გადიოდა, დრო... თუმც ულუბაოდ, კი.


6.

თავი მქონდა რომ? რომელი აბა ნაკვერ- ჩხალების ნიაგარასთან მჭვარტლიანიც ზედ, თან,
კი, და, ქვასანაყით და წვეტიანი ლომითაც ძაან წვეტიანით რომ შერეოდა ჩასაჭედებლად ჩემ ბეჩავ თავში ვაჰ - პაჰხმელიისა რაღაცა მთლადაც დაუნდობლადა მოსასტიკე რაღაც წერაქვი თუ ძალაყინი?.. _ ვეჰ...
და გულისა - და ვითომ გადასაყოლებლად, ტელევიზორი კი - ჩავრთე მაგრამ, სიმღე- რასავით გაგრძელებული შემომესმა რთული სიტყვები: "მერე კი ბოროტებამ ისე გაააფთრა რომ დააარსა"... _

გამოვრთე, მყისვე. რა ენააქ, ზოგს...

. . .

აბა რა მეგონა რომ, ბანდიტებისა და ჯიბ- გირების და სულაც კაცისმკვლელის თუ ჩინ- გიზლენგების სადღეგრძელოებ - დალოცვები განაღ უკვალოდ შემრჩებოდა?
. . .
მაგრამ ნეტავი შახ თუ მატ-აბასების საი- გრძელო რათ არ დალია?
უცნაურულია, წუთისოფელი.
ასე მაგალითად ... ვაიმეთავი... .. 
მგონი, რაღაცა უნდა მეთქო... და რამ დამავიწყა...
დიდი ამბავი... მგონია, გორკიმ.
მეც, იმ სუფრაზედ, ბოზბაშიანსაც დიე- ტურში, მეც კიროვივით მოლაპარაკე ვიყა თუ რაი...
სხვა თემას ავირჩევ, გასახსენებლების
მეტები, რაა...
არადა, ცხელაც... და სიკტივკარში რო ხომაინც რომა მეახლაცხელი დავბადებული- ყავ, არ მიჯობდა, ის? _ იქ წელიწადში თურმეღა მხოლოდ ოთხი კვირაა, მზე... და ახლა ალბათ როგორა თოვს...
მე კი აქაცა ოქტომბერში? მგონია ვიწვი, ამა `მზიური საქართველოსი~?.. _ თავის მზიანა, სუყველაფერი, ნეტაი იმგრილ სიკვ- ტილკარში თუ რაღაცაა თუ აქირავებენ დანაჩანგალს, თუ ვერ კიდებენ სულაცა ხელს, რკინა ყინვაში ძაან ცივდება... ხოდა, ამაზე გამახსენდა, ერთი ნასტავლი ძაან, კაცი, მოვიდა ჩვენთან კულორტ შოვის თავით - ფეხამდე გამაჯანსაღებელ სანა- ტორიუმში ვისვენებდი ერთი ოცი წლის წინ, და, გაჯანსაღების მარტო სხვადასხვა შაშვალებები კი არა და, კულტურული თუ რას ეძახიან, ლექციები, ჰო, შიგადაშიგაც ალაგ - ალაგ გვეწოდებოდა, ასე მაგალითად არის თუ არა ცხოვრება რომელიღა მარიხ -ვარსკვ- ლავზედ ან აბა რომელი შამპუნი სჯოობ, ოღონდ თმებითვინაო, ვაიმე-თავი!, ხოლო ერთხელ კი ძალიან მცოდნე, კაი დიდთავა კაცი ვინმე ლექტორი-რამე თუ აგიტატორ-პროპაგანდისტ თანაც დოქტორი თუ დიქტორი ჩახლეჩილ ხმითა _ ვითომ, გორკი-სგან? მოგვიყვანეს და იმანა კი? მოგვმართა ყველას, ასაკისა და სქესისაც კი განურჩევლად, სუ ცალი თითით ჯერ შემოგვხაზა ტრიბუნიდანვე მთელი დარბაზი, და, ვისაც რაც გინდათ ისა მკითხეთ და სუყველაფერს ისე აგიხსნით რო ძაანაც სწორა გიპასუხებთოო, ვაჰ, გაგიგია? სუყვე- ლაფერი, მაგან კი არა თვით კარლიმარქსიმაც არ იცოდა მერე რაც მოხდა, და, დავიბენივით, დავშინდით თანაც ისეთის მცოდნის დანახ- ვაზე და უხერხულადაც ვიგრძენით თავები რადგან ჩვე-ჰარიფები ვიხსედითა ხოლო ის, ასე ძალიან მცოდნე? _ იდგა, ვაჰ როგორ იდგა ნაძვისხესავით და ყოველგვარი ამომწუ- რავი პასუხები კი სათამა-შოეფ- სა-და - სავით ჩამოჰკიდნოდა და აბა რაღა რა - უნდ გვეკით- ხნა თუკი იცოდა სუყველაფერი, ვაჰ ყველა- ფერი ნაცოდინარა და კიდევ კარგი, გარეთ რო წვიმდა_ის მერე რა რო კულორტია, წვიმაც კი იცის ხანდახან შოვში, და, ჩვენში ყველაზე როგორ თამამმა და გაბედულმა როგორც რომა, ეე... ჩაპაევივით, რაღა, ჰკითხა, ძაან ჩერესჩურ პატივცემულო, ეს ატმოს- ფერული ნალექები? _ როგორ მოდისო... და, ჩაეცინა იმ დიდსათავას, მეო, ეგეთი, ეგრეთ ჰადვილი რამის შესაკითხავი ლექტორი და აგიტატორი ვაარ განა რო, ო, ეგეთსა ჰადვილ რასმესა ვიღაცა ხარ თქვენ, მეკითხებიო? ჩაღუნა, იმან, პატარა თავი. კარგი ჰო, ჯანი გავარდესო, აიმ დიდთავამ, უიჰო! _ აი სწორედ იქიდამ მახსომს შოვური ძაღლის ნაკბენივით გამოთქმა - ესი, და ვიყენეფ კიდეც სხვადასხვა ქალსთან რასაკვირ- ველია ვუიმეთავი!.. _ ჰიკ...!.., იმან კი, პრო- ლეტარმა თუ პროპაგანდისტმა... ლექტორმა, რაღა, ოღონდ შენ ჯანი არ გაგვარდესო და, გიპასუხეფო, და ისე კოხტათ მიაყოლა რო თითებს დიდსა თავზეით იტრიალებდა და ისე კარქა გვებნევოდა რომ როო ატმოსფერული ნალექი და წვიმა და ღვარი და თქორი და თოვლ-ჭყაპი და ათასგვარი უბედურობა სწორეთ იქიდან მოდისო რო, რო დააწვება, არა, მზეო? აი ამა ჩვენსა დედამიწურსა წყლებდანესტსაო? დაო,..- არა, შემკითხი ქალი და დაო კიარ იყო, არამედ მაინც კაცი იყო თუმც პატარუა... მაგრამ ვის გიხსნით ნეტა, მარტო-კაღ, ვწევარ, ვაიმეთავი! თუმც კი არ ვწევარ არამედ ვგდივარ, დაო, დააო, რო ააორთქლებ-ჰააორთქლებსაო, არა?, დე- დამიწისა ნესტებსაო, არა?, დაო, და რო შაკრამს ზეცაშიდაო ღრუბლებადაო, არა?, და რო ისე რო დამძიმდებაო რომ რომა როო სულაც სუ-შავათ შაიკვრებაო? არა?, ო? ძმაო?, _ ვეღარ იჭირამს აორთქლებულებ- საო რუსი გინდა თუ ჭაობისა თუ ოკეანებებეე- ბებისაო ცვარებსაო ისი ღრუბლები და მოდის წვიმა, მოდის ზეცის ნუგეში ანაცდა თოვლი კრისტალური და, _ ჩაგვიფიქრდა აქ ილექტორი, კენტი ცრემლები მოადგა, თვალზე, მაშინ, სამშობლოც, იყვავილებ, დაო... მაგრამ კი, მერე, ისევაც მკაცრათ გაპრაფისიფისიონალებულმა? _ აბა სხვა რამე მოდით მკითხეთ, რაიმ-ძნელიო, აქ არა ვარო?, მაგრამ ისევ იმ პატარათავამ თითი ასწია და, შეიძლებაო? ვაჰ, ისევ შენა? _ გაიკვირვა თავიანმა პროპაგანდისტმა, _ ოღონდ ამჯერად რამე რთული-რამ, უნდა მკითხო, ვო, არა, ისევ პირველ კითხვასთან, თვალსაჩინაურ-ატმოსფერულსა ნალექებთან დაკავ- შირებითა, ო, პატივცემულოვო, ო,

 ვაჰ, განა მეტად თავით-ბოლომდე ამომწურავათ არ გიპასუხე? ეგ სიმარტივე ხომ ძაანც ძირ-ფესვიანად, ხო-ამოვ- წურეთო,
არაო, იმავ ტურისთავამ, მეო? ახლახან ჩამოველიო, ჯარიდანაო, პეხოტიდანაო, დემობილიზებული ვაარ და ყველაფერი თუგინდათ საბუთ-სვიდეტელსტვოებს გაჩვე- ნებთო, და თუმცა ფეხებიანსა პეხოტაში წასასვლელათ ბევრი კი ვიმალე მაგრამ ბოლობოლო ჩემი სახლისა გვერდით კრიშაში ანუ სხვენზე, ზურო/ გამამიჭირეს და რაშორს მიკრეს თავი, ტაიგ-ტუნდრებსა აღარ დასჯერდნენ და გადამატარეს იმეებზედა და, სულაც ძალიან სიკტივკარში ვიყავი ჯარში წაღებულიო, და იქ კი, ძაან პატივცემულო, მზე მხოლოთ ოთხი კინკილა კვირითღა გამოდის და ისიც მხოლოდღა ოდნავ ბჟუტამს და, რანაირად, მთელ ზამთარ-ზაფხულ სწორედაც იქრო ბესპრერივნა თოვს, აი იქა, ო? პატარა ხნითა, სიჩუმე დადგა? სუპოლუსური თოვლივითა გარინდებული, ისა ლექტორიც, ცოდნიანა? _ ყინულივით დგა, მთლად შეკუმშულად გაქვავებული, მერე კი რომელიღაცამ დამსვენებელმა სუფთა ჰაერში ჩავიფხუკუნეთ, მერე _ მეორემ, და, მესამ - მეოთხემმ და, პატარა ხანში, სიცილი ატყდა? ისა ლექტორი კულისებიდან სულაც  ონისკენ დაეშვა თავქვე ისე სასწრაფოთ რო ფეტრის შლაპა ზედ კათედრაზედ ობლადა დარჩა, ის დღე იყო და, აღარ გვინახამს, ზოგი ამბობდა რო წყალტუბოში გადაიყვანეს თავისი ნებით თუ საირმეში ანაცთუ სულაც აუორთქლებელ მძიმეტალახა ახტალაში აბა ამდენი სადრა მახსოვს მე და სად ვიცი აბა რაც გინდა ბევრიც უმაღლესები ლურჯ დიპლო- მებზედ მქონოდა, დამთავრებული, და აი, ანგრე აჯობა პატარათავამ როგო-ფსხვი- ლათე დიდთავიანსა, კი, ბეჭებზედ დადო, _ სიცილთდაყრამდე, და იმის მერე კარგა ვიცი რო მაღტოკაღ თავსა და გოგრაზე სულკი არაა თავიდათავი, საქმე, მთავარია რო, ენაზედ სიტყვა უნდა გადგეს, გამჭრიახული, ენას ისეთი სავარძლებისაც დასაჯდომათა დათრევაი და დამსახურება შაუძლია რო, პოლიტიკურის მაღალისა თანამდებობისც ანუ ავტო-ადვოკატური მაშ აბა მაშინ აბა რაღათღთ გაიძახიან სულგანუწყვეტლივ რო ეს ჩვენა ვაართ რაცა ვართაო მე და ესჩემის ბრალდებულებიო, სულ მართლები და მართლებიო სულაც მარადა და მარადაო,
მაგრამ, მე მგონი ესა ამბავი კულორტ შოვ- ში კი არ მოხდა არამედ მე მგონი სადღაც წიგნშია წამიკითხამს რაღა თქმა უნდა, თვალით, თუ სულაც ვიღაცამ მიამბო ოღონდ თვალით კი არა არამედ პირით კარგა არ მახსომს და ვერც ვიხსენებ რადგან ძალიან _ ვაიმეთავი!.. _ და, უცებ კაკუნი კი გაისმა და?
_ მისუსტებულზე, ჯერ კი-შევხტი და, მაგრამაც, მერე, ალბათ მეზობლის ბიჭი იყო და კაი ცივ პივაზე / _ ანუ ლუდზე, _ ფი- ლოლ./ ვუკრავ თავს - მეთქი, და, კი გავძახე რო, _ შემოდი ბიჭო, შემოდი - მეთქი მაგრამ, მააგრააამ? _
არ შემოვიდა?, ამ ჩემ ჩემისა დასამდნარ - სავით მაგრამ ცხელცხელცხელაურ_ როგო- რაულ სიკვტილკარში მზესავით, ზანგი? _ რადგანაც თმითა და კაბით შავის-რამ იყო, და, ის მერე რა რომ შავგვრიმანული თუნდ, თუმც, რა ლამაზი? _
ყელ-ზეით-ქვეით როგო ნანატრი?
მიხვდით, კი, ალბათ,
ვინა და
ლუბა.

. . .

       კიღამ ეგრევე წამოვხტი, ეს სამოცი წლის ტრუსებ-ამარა, კაცი, და, კიდევ კარგი რომ საზრიანი ვარ და, თხელი საბანი, საშემოდგომო, თუმც არ ცხელოდა მაგრამ მხრებამდე ავიფარე, და, ვიყავი ასე, როგორც ერთსა დროს ალბათ მომეჩვენა მაგრამ მთავარი ახლაც ის იყო, რომ ყელს-ქვევითად, დავფარულიყავ...
ხოლო ყელსზეით, შიშველი ვიყავ ამჩემ წარბებსა და ჩემსა ჟღალსა თმას თუკი არ ჩავთვლით, ანდა ესენი ისედაც რა ჩასათვ- ლელია, თვალები მქონდა, სამაგიეროდ, სალუბაოე, ჯერ კიდევ მაინც მოლურჯოდ მწვანე.
სალმებისა და გამარჯვებობებისათვის სადღა გვეცალა, ერთმანეთს ძაან შევცქეროდით, ოღონდ, მე მგონი კი არა და, სხვადა- სხვაგვარად, და, დაბრძანდით, მეთქი, მე-ზნეკეთილმა, არაო, მითხრა...ლამაზი იყო.

. . .


_ შენ, ზურაბ, _ მითხრა, _ სწორად ნამდვილად ვერ აღმიქვი თუმცა მთლად შენი ბრალი არაა ეს, რადგან ერთი რამ ნაკლი, ნამდვილადა მაქვს.
_ აჰ რასა ბრძანებთ...,_ თავაზიანმა, მე,
_ ჩემს ნაკლებს მე ნუ მასწავლი, ზურაბ,


. . .


_ ეე, ერთის წუთით თუ ჩემს კაბინეტში შებრძანდებით თუ შეიძლებოდეს... _ მაგრამ ვაიმებიჭო, კაბინეტი აბა რომელი სახსე- ნებელი, იყო, ჯერ ეგ ერთი რომ იმ სულ ძალიან პირველად ნაღდად და ალბათ მომეჩვენა, კი, ყველაფერი, და მეორეც რომ, სულაც გარეშე ოღონდაც ნამდვილ კაბინეტში მეგულებოდა და ამიტომაც მემყოფებოდა დანა - ჩანგალი,
_ რადგან ახლავე ერთნიმუტში გადავი- ცვამ...
_ არაა, საჭირო... ეგრე იწექი.
მამაკაცურმა პატივისცემამ იფეთქა, ჩემში:
_ როგორ, თქვენ ქალბატონი ფეხზე იდ-
გეთ და, _ და როგორ აშკარად ყელქვეითურ ფეხებისკენ, შევავლე აღელვებული თვალი და, თუმცა კიდევაც მეტად ავღელდი და მაინც როგორ მოვიმჩვარე, ყელზეით, ყელქვეით, როგორ ძალიან ლამაზი იყო, დავიჩურჩულე:
_ და მე კი, ვიწვე?
_ კი. ოღონდ კარგად უნდა დამიგდო ყური.
. . . ,
_ დიახ.
_ სანამ შენები ჩამოვიდოდნენ და შემოვი- დოდნენ, ორიოდ სიტყვას კიდევ გეტყვი.
_ :
_ სიდან იცოდა! ... სწორედაც იმ დღეს ველოდებოდი, ტაბახმელადან, ვითომდაც - ჩემებს. _
ისემც... რუსოსი გარდა.
დაფიქრებულმა, ცოტაოდენი ბოლთა დასცა, ორ-სამჯერ გაიარ-გამოიარა. მაგრამ ეს მგონი იმიტომ კი არა რომ თავისი ყოვლად- უზადო გარეგნობით თავს მაწონებდა, არა...
_ ფიქრობდა, სათქმელს.
შეჩერდა, მერე, მთელი ლამაზი მოყვა- ნილობებით თუ როგორ ჰქვია, მე კი, უიღბლო მაგრამ მთავარია რომ ყელქვეით ზოგ-იღბლიანი-კაგაბეშნიკივით? _ ფარული ვიყავ.
და, რომ შეჩერდა, ჩერების მერე ჯერ
შემცქეროდა რაღა თქმა უნდა თვალებით და ხოლო მხოლოდ შემდგომ ამისა მერე კი მითხრა თავისი პირით, რასაკვირველია:
მე სამი ძმა მყავს, ზურაბ, და თუმცა მთლადაც ჩემსავით არა მაგრამ მაინც არცთუ ურიგო საქმიანობით იყვნენ სამთავე, გატა- ცებულები, არიან კიდეც კარგად ამყოფოთ, ღმერთმა, ასე მაგალითად მათში უმცროსი, გრიშა ანთებული იყო ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობებისათვის და განსა- კუთრებით დასაწყისში ძალიან ყოვლად დაუზარებლად იღვწოდა ამ მხრივ და თუმცა ჩავარდნაც მოუვიდა მაგრამ სინამდვილეში იგივ საქმეს განაგრძობს ახლაც რადგან ჩუმ - კარგია მიუხედავად იმისა რომ როიალებს ხმამაღლივ აწყობს, მეორე ძმა კი ეგრეთ- წოდებულ თავისუფალ დროს სუმთლად ჩაფლული იყო მხატვრულ ლიტერატურაში როგორც ასეთში და ოღონდ მხოლოდ თავის კლიენტებს ანუ ფოტოსურათებისა გადაღების მნდომთ მოუწოდებდა თანადგომი- საკენ და ეს რაღაცაგვარ _ მაპატიე უცხო სიტყვისათვის უტოპიად ანუ წყლის ნაყვად ჩაეთვლებოდა ისევე როგორც სამთავე ძმას თავ-თავიანთ ლოკალური... აჰ, ისევ უცხო სიტყვა ანუ ქართულად შემოზღუდულსა ნიშნავს რადგანღა მხოლოდ კაბინეტურად ნაღვაწი საქმე ეგულებოდა თუმც თავდაუზოგავად და უანგაროდ და კიდევ კარგი ერთმა მოცლილმა რაც არი არიო და რომ აიღო და სულ ცალკ-ცალკეულად და ერთადაც კი /
"რაღაცას ურევდა"... /, და მხოლოდ სამი და მეტიც უფრო მოთხრობა დაწერა იმათზე, მათზე, შენ წაგიკითხავს რომელიმე?
_ მეე?.. ეეე... არა.
_ და მესამე ძმაც, თვითონ შალვა, მათსავით ასევე თუმც საქმიანი იყო ნამდვილად და მაგრამ მაინც ანუ მხოლოდღა ნაცნობებისთვის შრომობდა თუმც დიდად იმისათვის რომ იმ ერთი რამის სიყვარული ესწავლებინა დაფარვა რომ სჭირდება სამწუხაროდ-რომ იმ ერთი რამის დავიწყებულთათვის, და ამისათვის ძირითადად სულ სოფელ - სოფელ დაიარებოდა რადგან ის ერთი რამე სოფლად უფრო შეიმჩნევა, კი, და დაიარებოდა თუმც უშურველად მაგრამ მხოლოდღა შემთხვევითღა შემოხვედრილი ახალგაცნობილებისათვის და როცა მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობებისათვის იღვწი და იბრძვი რაცგინდ ხერხით ესაც მხოლოდღა ისევ და ისევ წყლის ნაყვა არი ქვასანაყში იმ საოკეანო საქმისათვის და ისინი რომ შეზღუდულად ცდილობდნენ თავ-თავიანთსას? _ ეგება კიდეც კარგი რომ როგორც გითხარი იმათი საქმე ეგებ ცოტათი გამოსწორდა რადგან იმა - მოცლილის გამოისობით ის მოთხრობები რადიოსა და სახ - ტელევიზიაში დაიდგა... ხომ მისმენ?
_ კი, კი როგორ არა და ძალიანაც მისასალმებელი ეს... ეე, და მაგრამ ვისი სახელობის ტელევიზიაში ესა ცოტათი ვერ გავიგე,

_ სახელობისა კი არა, სახელმწიფო ტელევიზიაშიც / _"ააა"... /კი დაიდგა ცოტათი შეკრეჭისა მიუხედავად მაგშენი ეშხიანური თმისა არ იყოს /"ვა ჰ"... / და მგონი თეატრებშიც კი და სულაც კინოფილმებადაც კი გადაიღეს და ამან ცოტათი უშველათ იმათ შემოზღუდული საქმიანობის გამჟღავნებას რადგან სიმართლე რომ ითქვას მკითხველზე გაცილებით მეტი მაყურებელი და შემყურეა ჩვენში როგორც მაგალითად შენ და ხოლო აგრეთვე სიმართლე რომ ითქვას არ იყო ცუდი ის ტელე-რადიო-დადგმები და წარმოდგენები ხოლო მათდამი მიძღვნილ ორ ტელესპეკტაკლში თვით ჩვენი როგორი საყოველთაო ეროსი მანჯგალაძე მონაწილეობდა და ამით ამათ გარკვეულად შეუწყო ხელი მათი ჩანაფიქრების გაზიარებას ხოლო ჩემზე კი თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ არ დაუძრავს თითქმის არც ერთი სიტყვა, თუმც არა, ორიოდ სიტყვა კი აქვს დაძრული ერთგან მაგრამ თუნდ ერთიც გვერდობითა, წიგნის? _ არ დასცდენია, კრინტი. გულდაწყვეტილი, ჩანდა. მე კი, ზრდილი და ხათრიანი, ის მერე რა რომ საერთო ჯამში მარტოკღ ვიწექი "ვაიჰ"!../ მაგრამ მაინც შევედი გულდაწყვეტილსა მდგომარეობაში-მის, გავამხნევე: _ დიდ ეროსის თუ ათამაშებდა რევი- ზორი... ე, არამედ რეჟისორი, გამოვიდოდა აბა რა იქნებოდა კაი წარმოდგენა და თვითონ ეროსიც რო დათანხმებულიყო მეც კი დავწერდი მაშვინ ისეთსა კარგსა დრამატურღიურსა რამესა რომ არამცთუ გინდაც სოციალისტური სახელმწიფო მხოლოდ ტელევიზია კი არა და მისი კარგი ხმით აღებული და დაპყრობილი და ანექსირებულ- იქნებოდა / _`საიდამ ვიცი, აგისიტყვა? ვეჰ... /თვით რადიოსი არამცთუ მხოლოთ ეთერი, ეე, არამედ მთელი აბესალომ და ეთერიც ეე, მუსიკალნური ოპერულათ აბესალომ და ეთერი და, ა, ეე, და აქედან კი გამომდინარე თეორემაულად ესა ნამდვილად არაა, ვერა იმა მოცლილისა დამსახურება რადგან მთლად პირველ რიგში სულაც თქვენსზე უნდა დაეწერა იმას მთელი, ეე, რრომანი, და, ა, იმას რომ თქვენზე გინდაც ძალიან ბევრკილოგრამებიან რომანი რომ დაეწერა რაცგინდა დიდი მოცლილობისას და ტუნეიადეცობისას / _ `ეს რა სიტყვები მცოდნია, კაცო..., / მაშინ თქვენზე, კი? _ მრავალსერიანებებს გადაიღებდნენ და მსახიობის მოძებნაც სულაც-არ არცკი დასჭირდებოდათ და ხმაც კი რომ არ ამოგეღოთ და ყრუ-მუნჯივით გაგევლ-გამოგევლოთ აქეთ და იქით არა არამედ უფრო აქეთ გინდაც თვით მხოლოდ კინოში კი არა არამედ სქელტანიანსა ბევრკილოგრამებიანს რომანში რომანს რომოუკვტა როგორიცგინდა პატრონი მე უმფრო იუმორისტობებიანი ჟურ- ნალები მომწონს როგორიცაა ნიანგ-კრაკა- დილი და სხვა და იქ კი თქვენი ხმისამოუღებ- ლობითაც კი სულ არაფერი დაშავდებოდა რა თქმა უნდა რაღა თქმა უნდა ამას და წითელფანქრისი ხაზისიგასმა რადგან ყვე- ლანი სწორედაც ისე და ასე იტყოდნენ-რო გოგოვ, შენ კი გენაცვალე გავლა - გამოვლაშიაო, და... – და აქ კი, შევცბი... რაღაცა მგონი მთლად ვერ ავაწყვე სათქმელი კარგად, რადგანაც ისე შემომცქეროდა რაღა უნდა თვალებით, კი, და მე კი პირით ვუთხარი რასაკვირველია რადგანაც როგორ შველად, ირმულა-შვებად გამახსენდა, კი, და რა გასამეორებელია ეს და თანაც სამჯერ მაგრამ სიმართლე არ იკარგება და პირით ვუთხარი აბა რითი რასაკვირველია,:

_ ვაჰ, იქა ერთგან ისა ეროსი რო-ჰთამაშობს ის ხო არაა ეგა შენი-ეროსი რო ჩიტი- რეკიაულათ ჩიტებს რო საკენკს უყრის გალიაში და კედელზე კიდე რაღაც სხვა არტისტების სურათები რო უკიდია...
დამცქეროდა, კი, როგორღაც მწარედ დაფიქრებული, კი.
_ ისინი არტისტები არ არიან.. არამედ კარგი მოცლილები. და, გამოცოცხლდაც,
_ თუმც, არტისტიზმიც საჭირო არის იმ ხალხისათვის თუმც ძირითადად მხოლოდღა ალაგ, კანტიკუნტად და შიგადაშიგ, თუმც, ზოგისთვის კი, განსაკუთრებულად მოცლილთათვის როგორ გაბმულად და მთლად ძირისძირამდე ერთიანად...
_ აჰ, ერთიანი ძალიან ცუდი ნიშანია,
_ მაგრამ ძალიან სახიფათოა, დიდად- გაბმული, არტისტიზმი...
_ გაბმით არტისტი რა, ცუდია? _ საბნი- დან კიღამ ამოვყავ ხელი, _ დამსახურებებს ანიჭებენ, ეს რა სუმუდამ ხალხის წინ იყო ეს რა, ცუდია?
_ გააჩნია, ნიჭს.
. . .
იდგა, ვიწექი.
_ წავედი, ახლა. დიდხანს ვერ მნახავ, მერე კი, ღმერთმა თუ ინება და იქამდე თუ მივაღწიე და ჩემი ნაკლი გამიქარწყლდება, მოვალ შენთან, კი. და მთავარს გეტყვი. მიგახვედრებ. და,
_ მე თითონ მოვალ!
_ ვერ მოხვალ. მე სხვა უბანში გადავდივარ.
მაგრამ კვლავ იდგა, კვლავაც იდგა, არ მიდიოდა, ჯერ, რა საზრიანი ქუსლები, ჰქონდა.

_ და ეგებ მითხრათ, რომ მითხრათ რომ ეგებ ერთ რამეს, ძალიან მთავარს, მიგახვედროო.
. . .
_ არ გამაცილო. და არ წამოდგე, ისედაც იცი, ყელსქვეით, რაც ხარ. თუმც, წარბებს- ზემოთაც, ანუ შუბლსა და ირგვლივა თავზე ვაიმე დედა ეს რა ძალიან საზრიანიაო, ვერ იტყვი. შენზე. კარგად იყავი,
დაა, წავიდა.
. . . . .

რა ნაკლი ჰქონდა მაინც, ასეთი... ეგება ის რომ გამოთხოვილიც რომ იყო, ალბათ.

7.
. . . 
. . . . . 
. . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . ,
      ასე, 63 - ს რომ გადასცდები, როგორ ძალიან
ჩქარათ გადის, დრო. საკვირველია.
ხოლო ასე 70 - ს რომ გადავცდი, არა? მთელი წელიწადი და მისი მგონია 12 თვე ისე ძალიან გარბოდა რომ, ბავშობაში უფრო ძალიან იწელებოდა და მეტი იყო ბიოგრაფიის თუ გეოგრაფიის თუ რაღაცა ქვია და ერქვა და საერთოდაც, ყველა სკოლისი გაკვეთილი 45 სრული კი არა რამდენ-მეტითიც, წუთი, მერე _ ლექციის წამებ - წუთები როგო ძალიან იჭიმებოდა რომელი კაი თანამდებობის კაცი გინდა იმასავით, კი, ხოლო ახლა კი, სწორათ არ ვიცი რადგან არ მახსოვს მაგრამ 83 - ს თუ ოთხოცდაოთხისს რომ ვუკაკუნებ? ერთი ის შემრჩა ჩემ სიმარჯვიდან ოღონდაც მარტო 63_მდისინ, რომ, დროს ამაში მაინც ძაან
მარჯვედ და თუმც დუნეთაც, მივერეკები, მოსვლაზე არი ყველაფერი ნარდის და კარტის არ იყოს და რაღაც თამაში იყო კიდე, აი, ექვსიანს ექვსიანზე რო მიადებდენ პატიოსნათ და ნულიანს კიდე ნოლიანზე რაღაცა ერქვა... ეჰ, იმ თამაშის სახელი კი არა, ხანდახან ჩემიც მავიწყდება თუმც არა მაგრამ ზურაბი, ზურა! ხანდახან ისიც კი არ ვიცი არამცთუ რა რიცხვია და რომელი დღე და თვეცკი მეშლება ხანდისხანობით, და მინამ... დომინო, კი, ჰო, ერქვა იმ თამაშს, კი, მაგრამ ნეტა დომინო რამ გამახსენა, მაგრამ ყოველთვის კი არ ვარ ასე, ხანდახან ძაან მინათდება ტვინიეძახე შენ და თუნდა შუბლი ეძახე და თავი ეძახე თუგინდ, და მოციმციმე კლეროზის თუ რაღაცა ასეთს ეძახიან თეთრიხალათის პატრონები, ამას, რადგან და მაგრამ ასე მაგალითად პენსიის მოტანის რიცხვი მაინც ხო კარგა მახსენდება კატის ნაკბენივით, და თუმც ხანა მოაქვს მეზობლის ბიჭს ის ჩემი დამსახურებული და ხანკი ვერა რადგანაც რაღაცა სიტყვას ახსენებს, კი, რაღაც ჟეშტი თუ ბიუჯესტი თუ რაღაცაო და რა უჭირს მერე ორ -სამ თვეს თუ გადა- აცილებს ბიუსტ- ჟეშტობით თუ რააცაა აბა ზოგმა რაღა ქნას მაგალითად ძმაკაც სუპხარჩოს სულაც არააქ ალბათ პენსია ძალიან იქა, რახანი არი მიწაში წევს, აბა ტყვილა სვა იმან იმდენი ცხარ-ცხარიარაყი და სხვადასხვა ღვინო და პივები და ნალივკები და ამისთანები და, მოკლეთ, ძაან ყოველმხრივ დაიმსახურა ის მითომაცდა ნაადრევი და რატომ ნაადრევი იმანე რო სვა და არ ესვა ახლა ასოცი წლის იქნებოდა და, 120 არი, ნაადრევი? ჩვენ წელთაღრიცხვით, მგონი, და სანამდე ევლო დედამიწისი ზურგზე მობეზრებაა ყველაფერი და კიცკი დახვთა თავის მიწა და ზედაც სულ გრანიტისი შემოღობვილი კაი ინდოეთისი აკლდამაო თუ რას ეძახიან მავზოლეასავით ჩემთან კიდე პენსიისისი ერთათ მეზობლისი ბიჭს რო მოაქ პენსია და მარტო ესი ბუიჯეტი კი არა და სხვა დიდ - რამეც ისეთი ძაან კაი ბიჭია თვეში ერთხელ და უკეთესიც იქნებოდა ასე ტყვი- ლათე როარ აცდენდეს დროს ეკლესიაო თუ სიონი როქვია დადის თურმე იქ და სანთელს ანთებს ტყვილა -უფულოთ კიარა და _ დაგიხატავენ, უფულოთ, კი _ და, კიდე რო კირო მომივა და გამინათდება როგორც ახლა, ა, მოციმციმეო კლეროსისაგან გონება - ჩემი, კივარიგეფ რო რაზე აცთენ ბიძია ამდროს თლათ ტყვილა-მეთქი, საქმეს მოკიდე ბაბუა- თქვა, ხელი -მეთქი და, მაგრამ, აპაა, გაგიგონია? ის კი არა და, რაღაც ჭკუებსაც მასწავლის ხოლმე თავისი ჭკუით, ვითომ, არაა გვიან, გამოფხიზლდიო მარა მე მთლათ მაშინათევე მეძინება, კარქია ძილი, ენერგია თუ მედია თუ მედიკო თუ რას ეძახიან, ჰო ვიტამინეფს, შოფს.
ჩემი წვეტიანი დანა-ჩანგლისი პუნქტი კიდე უჰ, რა კაიხანია ძაანაც ბევრი ლექციისი დროისი წინათ რომ ვიღაც ძალიან ახლობელს რო გადავაბარე ახლობელია რაა აბა და ძალიანიც კაი ბიჭია ის მერე რა რომ გვარ- დასახელი აღარ მახსომს და ჯერე ხანდისხან და პატარეთი რო დამივიწყა ძალიან, მერე, და არ მოქონდა ჩემი წილი და გონება რო მოშივებულზე გამინათდა რიონჰესივით და იმ მეზობლისი ბიჭს რო შევჩივლევი მიგვიანებს, თქვა? _ ის მერე რა რო ეკლესიაა თუ რაღაცაა ტყვილა რო დადის მარა სახე აქვს ისეთი რო, შეგეშინდება თუ არ იცნოფ და, დიდიცაა ტანიტანათ და მარა გული აქ ძაან კეთილი და, ამისი თქმა იყო ჩემიპირით და, იმეზობლისი ბიჭს, გუჯა ქვია და გიტარაზეცკი უკრავდა ადრე გონია და გიტარა არ ვიცი არა მარა პენსიასთან ერთად იჩემი წილიც დანა- ჩანგლისი კიმაქ ხოლმე, თვეში ასე 320 ის მერე რა რო, დაჭმუჭვნილები, ლარი, და იმის მოტანილ პენსიასაც თუ დავუმატებთ, გაქუცულს, იმას? _ 334 ლარი მაინც მაქ ანუ 10 ლარზედაც მეტი მაქ დღეში გინდ ტელეფონის გადასახადს თუ ბინისქირას და გაზები და ამისთანების თუ გამოვაკლებთ, მაინც სუცოტა 11 ლარი მააქ დღეში და რამინდა მეტი, მეხო ამდენი მათმატიკები და ამისთანები გონია სულაც ახალგაზრდობაში არ ვიცოდი და თურმე რა და რა არ შენაძლება ძილს, ტვინისთვის მოაქ ვიტამინები თუ რას ეძახიან, კი, ხოლო სასმელ - საჭმელიც იმ ბიჭს მოაქვს, ქირებსაც ისიბიჭი იხდის, გუჯა, მეზობლისი, კი, და ისე სწორათ იქცევა რო გინდ პალკოვნიკი ვიყო მე და ისი კიდე? _ მაიორი, გადაღლილია ხანდისხან ძალზე და მაინც მზრუნავს, გადმოგდებული აქ ენა ჩემზე ლაპარაკებით კი არა და აქა - იქ ძაან სირბი- ლებით, კი, და, ახია მაგაზე, მეტი იაროს ეკლე- სიებში და მარტო უბრალოთ კი არ დადის, რაღაცა ზვანიაც კიაქ იქ და რას ეძახიან, ჰო სტაქანოსანი თუ რაღაცაა ალბათ სტაქანებს უვსებს ღვინით ვინცხა მაგასავით სტაქანოსნებს და მე კივარ ასე, მაგისი _ არ მეკუთვნის თუ რა – მოსამსახურეობით სუ დოშ - ხიზილალას ვირთმევინები ხანდის- ხანობით და ხანდახან ბებერზე ცხელი რომომინდება იბიჭს სიღაციდან კაი ბორშიც და კატლეტი მოაქ შინაურული და ის რა ვიცი მე სიდან რახან აუ ნეტაი რამდენი წელი იქნება რო სახლიდან სუარ გავსულვარ, კი, კი, არამედ მარტო ოთახებში და ტუალეტში კი კაი ჯოხითი დავჩაკუნოფ და, ვინ თქვა სიბერე გლახააო, იმდენი კაი რამე მოაქ წლეებს? _ რომელი ერთი ჩამოვთვალო, დავიწყო სიდან: ე, ბოვშობაში და გონია მერეც ჩემი-ფრჩხილებს რო ვიკვნიტავდი, ახლა, პროტეზით, შევძლებ ამას? ჩამომაცილა ის მავნე ჩვევა, ანდა, ყოველ სამ თვეში ფეხსაცმელებს რო ვცვეთდი ხოლმე ახლა ჩუსტები ის რავიცი რამდენ ხანს მაგრამ დიდხანს მყოფნის მე მაგრამ სად ვიცი აბა ახლა მე მაგდენი და მათემატიკა, გალსტუკის ყრონჭში წაჭერაც მე არ მჭირდება და სუარაფერი თათბირეფზე თუ რევიზიებზე თუ რას ეძახოდენ მოთხოვნილობას_იმ, ს, და ჩემითვალებს რო ვიღამებდი სუ ცუდდაგლახა და გინდაც მთლად კაიკაი გაზეთებისი კითხვით რა ძალა მადგა, უცნაურია ახლა კი რწყვილი აჩკებით ვუყურებ ყოველს და ერთის მაგივრათ მთლადაც ორი მაქ აჩკებები მე ერთი ტელევიზორში ისეთი გოგოდაბიჭეფს სამისაჩერებოთ და მაგარ კინოებს რო აჩვინებენ კინოებია ისეთი რო რაცგინდა გულით დამეძინოს შვა-ყურებისას ძაან ხშირათე მაღვიძებენ ვინცხაშავების ბღავილები და მანჭვა - გრეხები ისეთი რო დახუჭულ თვალებსაც კირო მიკრთობენ, მეორეთი კი, აჩკებითი, გავყურებ, ქუჩას, მიდი-მოდიან, ახალიხალხი, ადამიანებს რაგამოლევს ჩვე - მთავრობების ხელშიაცკი, კაია, აჩკი, იმეზო- ბლის ბიჭს მექისე მოყავს კვირაში ერთხელ, და, მხეხს მარა რას მხეხს, ამსიბერეში ძალიანაცე შემიყვარდა ძაან მდუღარე ორთქლისდამყენი ძალიან, წყალი მაგრამ ისინი მოხარშულსც, მცნობენ, ვიბანავები, მათით, და მერე კიდე თავს კი მაინც ჩემით ვიმშრალეფ და ადრე თუ ჩემს აუ როგორად ახორხლებული თმისისი გასამშრალებლათ სამი დიდძალი კაიძალი სიგრძე-სიგანის პირსახოცი არ მყოფნიდა? და მთელ ნახევარ საათს - მაინც ვიმშრალებდი ჩემირიჟათმას? ახლა, ბატონო, ნახევარი პლაკოტი რო გადა- ვისვა და ისიც ნაზათ ორ - სამხელ თავზე ერთი წვეთისი ნატამალიც სუარ შემრჩება მოტიტვლებულზე რავა არა აქ სიბერეს მისი პლიუსები და პროცენტები და ამისთანები და მინუსები და გაყოფები ისედაც სულაც არც მინდა მე და, გამრავლებები ხო სუარ მჭირია, იყვენ ქალები თავისთვის და მეკიდე ჩემთვის, მარა,რაც გინდა კაიმყავდეს ის მეზობლისი  სულელი ბიჭი, სუსტი ვარ მაინც და ჩემიანებიც, ჩემი მკვიდრები, მაინც მინდა რომ მყავდეს, სახში, ხანდისხანობით მაინც, აი ესა, ეს, მაგრამ? სახელი რუსო შევარცხვინე მე, რუსოს და კუსოს და ამისთანებს მოუკვტა პატრონი და, რუსუდანას? აგერ რამდენი წელი და წელიწადები იქნება უკვე, არ ველაპარაკები და სახშიც არ ვუშოფ _ აკი მითხრა, კი, ერთხელ ვიღაცამ რაღაცა ერქვა, ვერა თუ სონა, რაერქვა კაცო, თუ... უიჰო, ჰო, ლუბა, ბოვშები კიკი კაი არიან მარა რო წამეიზრდებიან რაღაცა... ეე, სულეც სხვა რაღაცები ხდებიანო, რა სიტყვა მითხრა ნეტა, კაცო, მგონი რაღაც და რაღაცა დრ ერია, ეე... სა-ო... და დრ... მოკლეთ, სამხედროევდებიან თუ რაღა ცაო, მტერმა გაუძლო სამხედროების უფრო- სობას, პატარობაში კი? _ რაც მე იმასე ვეფერებოდი ისე ძაან რო რუსუდანასსი ნაცვლად სუსუ რუსოს ვეძახდი და მაინც სურო სუროგორ სუარ გამიმართლა აყოლიან, კი, ერთიმეორეს ირუსუდანა და ეჩემი მეზობლის ბიჭი გუჯა თუმც რა ბიჭია შვილიშვილები ყავს ორი უკვე მაგრამ ჩემთანე შედარებით ბიჭია და თელიამბავი და არიან ვითო დიდსაქმეში და ყოფილი რუსო შვილიშვილათე ყოფილი ჩემი აყოლია და იმასავით, გუჯასავით, კი, ტყვილა ხარჯავს დროს და დროს კიდო რა უჭირს, _ შეუსწავლია ინგლისური და ამისთანები და კაი ადგილას კი მუშაობს თურმე მარა რათ გინდა

_ სულ ვიღაცხანებს ეხმარება თურმე სულ
_ არა, ნათესავები რო მაინც იყვენ ეს კიდევ კიდო გასაგებია ნათესავი ხო სისხლია შენი და ხორცი და ბიძაშვილებიც მთლადაც თუ არა სანახევროთე მოგვარეები მაინც არიან შენი და გარე ბიძაშვილებსაც რა უჭირს ბო- ლოსდაბოლოს ძაან თუ გაჭირდა მაგრამ, თურმე, არა, თელათ უცხოებს ეხმარება სულაც და სულე და, ვუთხარი ერთხელ, ვორჯერ უთხარი და ბევრჯელ კიდო რო მოდი და გოგო დააბანდე - თქვა რუსო - მეთქი მაშინ ჯერ კიდევ რუსოს ვეძახოდი, დააბანდევი ფული რაცხა საქმეში მომგებიანს და თლათ წამყვანი პოლიტიკოსი თუ არა და, რაცხან - პარტიის წევრი მაინც გამოდი-მეთქითქვა და
- მეთქი, თვალები ტყვილა ხოარა გაქ,  ტელევიზორში მაინც ვერყუროფ რა მშვენიერიკარქათ ლაპარაკობენ, რაფრათ შვენიერ მომავლებს გვპირდებიან რო თლათ საამური ცხოვრება გექნებათ აწიდააწი ოცდაოთხსაათობით კვირაში შვიდჯერ და კიდომეტი, მთავარია რო სხვა ცრუპანტელა პარტიებს კინუ დაუჯერეფთო, ლაპარაკობენ ამას და არ დოუჯერეფ? ტანი იმათე არ აკლიათ და ტანისამოსი და ფერი და კაი აქვთ რაფრათ ფერი და ხორცი და ერთია მაინც იმათში ერთი ისეთი რომე რო ხუთ ადამიანს იწონის ერთად მარტო და ამას რო თავი გავანებოთ ვოთხი კაცი და ათი კაცუნე და ვარაშილოვი ვინ ოხერია... საიდამ მახსოვს... ეე, მოკლეთ საქართველოსავით თავისუფლათე მაინც გამეიჭრებოდა იმისაგან და, იმათ ბინები უშენებიათ? იქიდან ერთ-ერთს ორსართუ- ლიანი მარტო პადვალი და ზედაც აგარაკი რამ ბასეინიანი ნაქონებარა, თურმე, და ახლა მიწის მაღალ-ზედათეეფს აღარ იკითხავ? ბოლო სართულში ვერც ანავალან, თურმე, არყოფნით იმათ რაცგინდა კაი დიხანია და მარა სურო არსებოფს გამოსავალი იიოხერი და ლიფტებიც ქე მიიშენეს, თურმე, ეზო - ეზოში სუსაცურაო და საჭყუმპალო ბასეინები თანაც სავსეთი ნატახტარის წყლით აქვენ თურმე მარა ეს ნატახტარი ვერ გავიგე მე ტახტთან და ისიც ყოფილაანე იმდონ წყალს ნეტა სიდანე უნდა და იმ ნატახტარში ალბათე კაი კრესლოთ -საჯდომი იგულისხმება, ალბათ, და ის მერე რა რომე ხან როდაცლიან ჰაუზებსა თურმე ავსებას აღარ უცთიან და იბეტონზე პირდაპირ თავით ხტნებიან ან და ენარცხებიან თურმე ხანდისხან ტვინისი თურმე კინკრიხოთი მარა რათ გინდა ცოცხალებია, მაინც, და ამან კიდე, ამან კი არა, იმან, სულელ - ჩურჩუტა რუსუდანამ, ამის პასუხათ პასუხი კიარ მითხრა არამედ ამის სანაცვლოთე მოფერებითე მითხრა მითამ, რათ მინდოდა მე იმისი ლაციცება და გააზიზება და ფოფინი - ვითო, _ბაბუ, პატა- რათი რო შემიბერდი, რვა წლამდე თურმე სოფელში იყავ და სოფლად თურმე იზრდე ბოდი და ამსიბერეში რაუცნაურად დაგი- ბრუნდა ეს სოფლურიო, კი, სიტყვებიო, და ბავშვობაო აღმოგიცენდაო თუ რაცხაასეთი მითხრა კიდო, სიბერეშიო, და მარა მე ძაან ვიუცხოვიე იმისი ნათქვამი რა უნდა სოფელს ჩემ ამ შვაგულსა დედაქალაქში ჩემი სტოლისი დანაჩანგალს, თქვა, სოფლელები ემაგ მაგშენში მეიკითხე სუ სამითითით ქერო ამოუსვამთ პურს ლობიოში და ზედაც პრასი,
-მეთქი, ეს მე თქო-თქვა, მარა იმან კი? გაიღიმა და ნარიჟათმალზე, არ გადამისვა თავ- აგდებული, ხელი? სულელი აქვენ იმას და გუჯას ორვე ხელი და განსაკუთრებით კი მარჯვენა, იმით შველიან ვიღაც ქვრივ - ობლებს და თელათეცე უნპატრონოებს ოხრებს და ვოხრებს ფულს და ზედაც საჭმელსაც უზიდავენ თავისი ხელით ნეტაი გუჯა ჩემგან ხვარ ღუნავს გინდაც წვრილმანებს როგორიცაა ოხრახუში და ამასთანავე ვინცხა სულაც ცხვირმოუხოცელ თლათვობოლ ბოვშებს უზიდავენ საჭმელს მაგინი და კაი, ესი გუჯა რაცგინდა იყოს უცხოა და გადამთიელი და მთიელია გონია სულაც და მარა ხოა რაცგინდა იყოს კარის მეზობელი მაინც ჩემი და ეს რამ შეშალა, და რამაგისი საქმე არი, ეს, აბა ტყვილა ამბობენ თელი ხალხისი თავიდათავი თითან რჩეულები რო თქვენ ნუ შეიწუხეფთ ნურაფრითე თავს და თლათ ჩვენსავით აგაშენებთო ოღონდ მარტოკინ თქვენთქვენი ხმები მოგვეცით და ნეტაი ყველა შლაპაპინინი თუ რაცხა გვარია კაიდიდიძალი იმისთანა ხმა მქონდეს მე და, სულაც იმათე მიცემებებდი -იქნებოდა თელიჩემი, ხმას, ჯერ მარტო ისი რავალიკაი სანახავია ტელევიზორეფს შოჩოული კაი დღეეფსში რაკეტ-რაკეტებს რო ასროლიებენ იმაზე მეტიდიდებიც და ფულებითაც გამოშვებულები და ხოხო რა ხთება ირაკეტებით ქართულიცაში იმასე არი დამიზ- ნებული თელი პეხოტა და საპიორები და გაგისკდათ მიწა საპიორებზე და სხვათა შორის პეხოტაზე არუნდა თქვა ვიღაცა ხარ შენ, და ამისი პასუხათ იმე სულელმა რუსდანიამ კიდო გადმისვა თავზე ხელი, დასაწყ- ნარებლათ - ვითო და მარა მე მაინც მოვუთ- მინევი, ჯერ, ნათესავი და მერე როგორი თლათ შვილიშვილი იყო ის ჩემი და თელათეც, ჩემსავით, რიჟა, და მარა რა ვქნა სირიჟავეზე სიმართლე უმფრო ვარესათ მიყვარს და პირში ვუთხარი გოგო შეშტერო, ამერიკაში კირო წახველი და იქ დაამთავრე რაცხა კურსები ამ დასაწვავში რაღას დაბრუნდი ვერ დარჩი იქა პურის ფულიც ქეგქონებია და პრაფესიის და ამჩვენ განჩხრიკულ და მაშხალებით და რაკეტებით დასაწვავში რაღა ჭირდაჯახნაბამ მოგაბრუნა -თქვა ტელევოზორში იმასაც ხომკი უჩვინებენ და გადმოცემენრო იმ ჩვე - დასადგომ დაუდგა თვალი ნამეტნაური საამურობამდე ცხოვრებისიმდინ ხალხი ვერ ძლებს და თავსაც იკლავენ კაი ხშირ - ხშირათ აქა-იქა ზოგიერთები გამუდმებული შიმში- ლებითო და გაჭივრობითა და რაცხა ნემსებ- საც კი - ნაკვეხარიან და ირჭობენ თურმე ზოგი სადა და ზოგიც სადე ეგემოვნებასე გააჩნია, აქ, და, როუთხარი, მაგ გლახაკების ფული მე დამახარჯე ასე თუ გინდა ყარაჩოხლობა აბატყვილათე ხუარ გზდიდი - მეთქი, ფულ- დასახარჯის მეტი რა მაქ მე, აგერ მომბეზრდა ესი დღედაღამ წვანე ჩუსტებფოსტლები თუ რას ეზახიან და კაი ფეხსაცმელები მიყიდე - თქვა, აი, თითონე იმას კირო აცვია - მეთქი, ნუ თლათ ისეთს ალბათ სადანე მოიძიეფ მარა ცოტათი როგავდეს, მეთქი, და, არ დამი- ჯერებთ ვიცი მაგრამ, _ არ დამცინა, ვაჰხ? და, ღიმილები ეძახე შენე და მესამედაც კირო უნდოდა ამჩემი თავზე ხელგადასმა, ჩემზა, ვინაა შენი მოადგილე და თანაშემწე და ლაბო- რანტი თავზე ხელეფს რო მისოფ - მეთქი, შენა რომელი გოდ - რაჟდენია ხაარ ხარ-თქვა ასე ვუთხარი და, გავაგდე კარში არ აქს ჩემ სახლს კარებები თუ რა, და, მერე რამდენი მოვიდა ჩემთან, მაშვინ ქე მქონდა უკეთესური მახსომრობა და, მაშინვე ვცნობდი და ვნერვი- ანობდი ძალიან ისე? _ მარა ჯერ მაინც შევეკითხე ისევ სუტყვილა ხოარ ყრი ფულებს წყალში - თქვა, და, კირო დახარა ერთდროს ჩემსავით იცეცხლებძაან-მოკიდებული, თავი, კიდო კაი რო, დამნაშავეთ და უგალოვ- ნიკივით რო გრძნობდა თავის ირიჟათავს და ავნევრიანდი კიდევაც მეტად ძალიანი და ისევ უყვირე სირენებითაც რომკი დადიან, სხვები... ხო, სუ ფერშლები და იექიმები და თირა- პევტივები და ფერმარშლები და ვეტერინა- რები მადგენ ამჩემ თავს, ლამის თავზე და კიდოკაი რო, ცოტათი გვერდზე, მე კი ვიწექი წამლებისთვის კაკანათივით გამზადებული და კარქა რო გავხდი და მოვიხედე სუყველა ჩემი რიჟაიანა გავაგდე კარში იქ გადეხადა ფული თუქონდა ისეზედმეტი, მისი მესამე თუ მეოთხხელე მოსვლაც, კაცო, ასე დამთავრდა და აღარ დგამდა, შეშინებული ჩემისახში, ფეხს, მარა ერთხელ რო ძალიანევი დავი- ღალევი კინოს ვიყურე ისეთს რომე კირო გადიწვა და თლათ გადიწვაც და გედეიბუგაც თელიქალაქი ადამიანეფს და მაშინებს ვინ დაეძებდა, და, ისე მომაწვა ესი სკლეროზი თუ რას ეძახიან თელიხალხში, რო, ერთ ადგილას მომინდა უცეფი გასვლა აი იქა რო ჩვენ როვი- ცით სწორეთაც იქა და სუყველასე რო გვახასიათეფს და, მარა, ისე ვიყავი ნათელგო- ნება დამძიმებული იმე - კინოთი დამღუპ- ვარით რო მხარე მექცა და კარებები სულაც ძაანი ამერია და, კიდოკაი რო იმეზობლისი ბიჭ

- ბაბუასთან შეველი და მივბანცალდი და
როგამოვაღე იმისი ზომის ტანსაცმელისი რაღაცაშკაფის ხისი კარები რადგანე ჩემი უბორნიისის კარებიც რაღაც იმფერი რაცხაც- ხისაა, კი, ტყეში რომოდის, და, მარა, იმეზობ- ლისი ბიჭი კი იყო ხათრიანული ბაბუა მარა იქ მაინც არა, არ მექნეინა და იქ შემიყვანა თქვენც ქერო იცით და იცით ეს კარქათ არა ერთხელ და ორჯელდა სამჯერ, და, გამოსულმა, არ დავინახე, იქავ, ყოფილი- რუსო, ირუსუდანა, ვითომაც ჩემი? და, დავკარი კიდოვ ცალი ფეხი არ მკითხოთ ახლა რომელიო მაგრამ იატაკისი პოლის ძირაზე რასაკვირველია და, დავატიებიე იმეზობლისიც ოთახი და გავაგდე კარში და თუმცკი არ იყო უქმე - დღე რაკეტებსაც არ სროვი- ლობდნენ და, სუარ წამსვლია მაინც გული და ჩემი ფეხით შემიყვანა ისევ იბიჭმა და ითავისი შვილიშვილივით კიცდამაწვინა ძაანე ფრთხი- ლათ ჩემიკრაონტზე და ისე ვიყავი გულ- მოსული რო რაც გინდა დანა ალესილი პირდაპირ პირს არ მიხსნიდა და, მარა იმან, ერთის წამითო, და, მაშინათვე, შემომიტანა კაიბორში და კოვზი დანასთან შედარებით აბა რა სახსენებელია და სულეც არ იყო პირბასრი და პირალმასი მარა შვენივრათ კარქათ გამიხსნა პირი, და, ჩემქვაბში კირო გადმოასხა იდარჩენილი, ხვალისთვის, ბორში?, დაავლო იმე ცალიერ ქვაბს თავისიხელი და, ახლავე მოვალო, ბაბუავო რომელი იყო ჩვენში ბაბუა და მეტსახელი სუვერ გავიგე, _ ამ წამს მოვალ ამას რუსიკოს დავუბრუნებ და გავა- ტანო და, რა შვაში იყო მაინც, აქა, რუსო!! _
? _ რიჟიკაისი... .
თუმც რუსუდანა, კი, რუსოსი ძახილდაძახილების ძველმა კაი - დრომ მოგჭამა აკი, ჭირი... დამიხედეთ მაგას! _ კაი, თუ ტუფლები და საათი არა, იძალიანი გაღლეტილებისი ფულით ერთი კაი კასტუმი მაინც ეყიდა, გალსტიკიანიც, ზედ, მე რა, რითი ვარ დენპუტატებზე ნაკლები ვითო, მე რა, რითი ვარ ისეთი ძაან უცხვირპირო რო ვერ გავიძახი თლათ უკეთესათ გაცხოვრეფთ - მეთქი, და, უკარქფინჯაკოთ ვინ შემიშვებს მე თლათ პარლამენტში კიარა და, უმფროსაც ვარესათე საამოურულ ცხოვრებაში, - ჰეჰ!!? – ასეთებია, ზოგშვილიშვილი, ეჰ, ... და, კიდევ კარგი რომ, ცოტანები არიან მაგისთანები და გუჯას- თანები, აბა ყოველი კიარ დადის ტუფლის საცვეთათ, ეკლესიაში, და, იმდენს და ძაან იძახიან ფხიზელი იყავ, ფხიზელ - იყავო, რომ,

ჩამეძინაც... მგონი.
. . .
. . . . . 
ვაჰ, კვლავ ისევაც დღე იყო, კი, კი, და მგონი. ვიღაცაც იყო ჩემოთახში, აჩკებს დავწვდი
ჩემი ჭკუით და, ძალიან კი მოვაფათურე სკამზე ხელი მაგრამ ნურას უკაცრავად, აბა სად იყო, და, შემომესმაც:
_ ტყუილად ეძებ. დაგიმალე.
რაღაც ნაცნობი ხმა იყო მგონი,კი, მგონია, კი, ოდესღაც, სადღაც გაგონილი,
_ ლუბა ვარ, ზურაბ, არ შეგეშინდეს. ვინმე უცხო არ გეგონო, მე.
. . .
რაღაც ლანდივით ძლივს მოჩანდა, რად დამიმალა... თვალთ - სასინათლო...
_ ნუ წამოდგები. შეგიძლია რომ, წამოჯდე. მანდვე,
წელს ქვევით, გვერდზე გავისვი ხელი, _ ჩაცმული ვიყავი.
და, წამოვჯექი. არცთუ ბებრულად, მაგრამ
ნელა...
_ ხომ გითხარი რომ, დიდი ხნის შემდეგ მაინც მოვალ - მეთქი.
ხან შევყურებდი ჩემი ჭკუით ჩემი თვალებით, უღონოთი, აჩრდილი იყო ოღონდ ცოცხალი და მეტყველი ლუბასი, კი, არც ვიცოდი თუ, მიხაროდა?, არ მიხაროდა?, და ძირითადად იატაკს ჩავჩერებოდი, ფოსტლებიანი ფეხები მედო, ზედ, მაგრამ უმწეო თვალების სანაცვლოდ სუყველაფერი კარგად მესმოდა, ყურებ - ად, ვიყავ.
_ მიმოკითხვები არ გვინდა და, და გინდაც
სულ არ გასულა დრო, განვაგრძოთ იმით, რაზეც შევჩერდით. მე რომ გითხარი ერთი ნაკლი მაქვს - მეთქი, არა აუარება ნაკლი ვის არ გვაქვს მაგრამ მე ძლიერ გამოსაჩენად თვალსაჩინო ნაკლს ვგულისხმობდი, ჩემსას,
_ რა ნაკლი... რომელი... იატაკისაკენ,
დავიძაბე.
და, მითხრა:
_ ცოტა ზედმეტად ლამაზი, ვიყავ.
გავხედე, კრძალვით... მე მგონი არ, არ მეჩვენებოდა, და ერთი მგონი ის გავარჩიე რომ თმა? მთლად თეთრი ჰქონდა, ისა

ყოველი კუნაპეტი ახალ - თოვლივით უქათ- ქადებდა, ხმა კი ისევე ძველ... ძველი კი არა, ახალგაზრდული ჰქონდა ძველებურადვე თამამი და დარწმუნებული და შემართული და დასაგდები. ყურის.
_ და მეც რა მექნა, აბა... გარეგნობას ხომ ჩვენით არ ვირჩევთ. და ერთის მხრივ როგორ გიზიდავდი მაგრამ მეორეს მხრივ კი ჩემი სათანადოდ მოსმენის თავი აღარ გქონდა შემომცქეროდი მოჯადოებული, ისე. ჭკუა სულ სხვაგან გაგირბოდა. ისედაც თხელი...
. . .
_ ახლა კი, მე საშენოდ და შენ კი საჩემოდ დაგვიდგა დრო, კი. რადგან ვერ მხედავ. და, გინდაც მხედავდე, გარეგნულად აბა რა დიდი იმდენი ყრია, ჩემში, ახლა... მაგრამ, ისევე, ის ვარ, იცოდე.
. . . . .
_ და მოდი, საქმეზე გადავიდეთ. შენ რა, დამუნჯდი?
_ გადავიდეთ, კი. _ ვთქვი მე და მაგრამ
აბა სად უნდა გადავსულიყავ, თვა- ლდავსებული, აბუეტი... ვაჰ, რა სიტყვები მომაგონდა!?
. . .
_ როგორც გითხარი, ალბათ გახსოვს რომ მე სამი ძმა მყავდა, და ახლაცა მყავს, კი,
მახსოვდა, როგორ არ მახსოვდა, ერთის
სახელიც მახსოვს, - ეროსი!.. სადღა იყო ისი არამცთუ მოციმციმე სკლეროზიც კი, სულაც აღარ იყო, თუ გული გულობს ქადა ორივე ხელით იჭმევა გინდაც რომ ჯამში ჩავარდესო,
_ კი.
_ და როგორც გითხარი ერთმა მოცლილმა სამთავე - მათზე დაწერა იმათზე აქა - იქური მოთხრობები რადგან გრიშა და შალვა დაბოდიალობდნენ ძალიან და ხოლო მე კი თუმცა მახსენა - მეთქი მაგრამ რად გინდა, ისე გაკვრით და ზედაპირულად რომ გინდაც სულ არ ვეხსენებინე, სჯობდა, და არ გეგონოს რომ ნარცისი ვიყავი და ვარ ის მერე რა რომ ჩემი მიწებებული როგორ ყოვლად ზედმეტი სილამაზით, იმ ყმაწვილივით აღფრთოვანე- ბული არ ვარ, სულ რომ არაფერი ნარცისი მაინც უფრო კაცი იყო, შესაძლოა რომ, კიდევაც ჟღალი მაგრამ თავი და თავი ჩემზე უნდა დაეწერა იმას მოთხრობა, თუნდაც კარებში ჯერ ხომ ქალს ატარებენ და მოთხრობა რად უნდა იყოს გინდაც თუთიის მძიმე კარზედ უფრო ნაკლები და მეორეც ის რომ იმას მიუხედავად იმისა რომ ბევრზე ბევრი დრო წყალში ჩაუყრია და მაინც, მოცლილობები და მოცალეობა რამდენიც გინდა იმდენი ჰქონდა ვითოსაქმესი, გამოლეულს,  გულნაწყენობა, მალაპარაკებს, - და მგონი მესამეც ის რომ... თუ, მეოთხეც?... შენ გეკითხები, მესამე თუ მეოთხე-მეთქი... აბა მე რა უნდა მცოდნოდა, სკლეროზმა კარგა გამიარა, სუმთლად კი არა... მაგრამ ხომ მუდამ არსებობს, კი, გამოსავალი - :

_ ეე, ანა-ბანა...
აქ თუმცა უხმოდ, მაგრამ როგორღაც ძალიან გულით გულიანა გაეცინა, კი, რადგან მე მგონი ძველსა ლოყაზედ შემოირტყა თავისი ხელი ხელი კი კარგამწარე ქონდა, კი, მეთქი, კიკი,
_ და ვიპოვე რაღა მეც, შვების წყარო, შემშველებლურად ხელისშემწყობი, ისემც რა გითხრა, შენ, მაგრამ განვაგრძოთ, როგორც გითხარი ჩემგან უნდა დაეწყო რადგან გრიშადან ანუ უმცროსიდან რახან დაიწყო მე მთლად უმცროსი ვიყავ გრიშაზედ, კი, და უმცროსიდან რომ შეუდგა ჩვენი ოჯახის, უფრო სწორად კი დედმამიშვილების ასე საქვეყნოდ გამოჯაყვას და ჩემთვის თუმც გადმოაგდო ორიღ-კინკილა წინადადება მაგრამ ჩვენს დედმამაზეც არ დასცდენია მოცლილიც, კრინტი, არ იყვნენ ისინი ასე ძალიან გადასაკარგი ხალხი ხოლო არამცთუ გრიშაზე არამედ ვასიკოსა და თვით შალვაზედაც კი უფროსივითაც კი გამოვდი- ვარ მაგრამ ეს მხოლოდ ერთ, ერთსა დარგში. სულ ვერ გავიგე სუვერაფერი, თუმც
სადღა იყო საერთო ჯამში ის მოციმციმე არამცთუ სკლეროზი არამედ როგორმართლა უტვინოდ გადაკიდებული ათეროსკლეროზიო როამბობენ ლუბას თმასავით თეთრ- ხალათიანები მაგრამ იმათ ხალათები ასე - ძაან არ უელვარებდათ, მაგრამ... მოკლედ, ძველი კლეროზის ბრალი არ იყო, ეს.
_ მე გიამბე შენ ჩემი სამივე ძმისა  სამთავეური მიდრეკილება და ამას იმათი დობით კი არ ვამბობ მაგრამ რაღაცა - მცირე ერია და ეყარა კი არა და, ძალიან იდო იმათში რაღაც ნამდვილად ყურადღებისა, და შენ წარმოიდგინე, მოწონებისაც, ღირსი, და რა მექნა მე იმათ შემყურეს, და პატივ- მოყვარეობით არა მაგრამ რაღაცა ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა - ს მიხედვით მე ძაან, ძლიერ მომინდა ისიც რომ ის ურჩევნია მამულსა უმცროსი სჯობდეს უფროსსაო და ახლა თუმცა ისეთი დრო დაგვიდგა რომ, ამა მართლაცდა გამოგონილსა გამონათქვამზე? რომ უმცროსები სჯობიან უფროსეებსაო? ისემც!!, და მე კი აბა რაღა მექნა - მეთქი, იმათ შემყურეს, რაღაცა უფრო განსაკუთრებული რამ რომ უნდა გამომერჩია და, ჩავუკვირდი თავს, ჩავუღრმავდი, აბა რა რისი მონაცემები ნეტა ისედაც რა მაქვს - მეთქი, და, წარმოიდგინე, ვიპოვნე კიდეც... აღმოვიჩინე. და, შენ რომ როგორ პირღიად მომჩერებოდი ჩემი ყოფილი გარეგნობა არ გეგონოს ეს, ის ნაკლად მქონდა რადგანაც ისე პირდაფ- ჩენილი შემომცქეროდი რომ ჩემი სიტყვები უსკლეროზოდაც ნაკლებ გესმოდა ვიდრე ახლა, და, ჩემს მონაცემებს, არად აგდებდი. რას! რომელს...
დუმდა, წყნარს იყო, სიწყნარესა, პატა- რათი... აი, გრიგალის წინ რომ იცის ხოლმე. ალბათ, იმას თუ ფიქრობდა და სწონიდა თუ, რომ, ეთქვა? არ ეთქვა?.. და, რომელი გრიგალი, გრიგალი არა მაგრამ დაბალის ხმითა, აი ესა თქვა, რაცგინდა იყოს მთავრობებისათვის, საგრიგალე, რამ:
მე თავისუფალი ვიყავი, ზურაბ.ვაჰ!.. დიდი ამბავი, აქა მემგონი, კლეროზი ისევ და ისთევლე მომერივა, კი, მაგრამ თავს ვძლიე, ფოსტლებში ვიყავ, მყარად ვიჯექი იატაკს მაგრად დაბჯენილი,
დიდი ამბავი თუ ლეონიდაე ბრეჟნევისაც
იმ ვოხერდროში ამისა გამო, თავისუფლების, კამერები და ფსიხუშკები თუ რაღაცებიც ამდაგვარები შემოიღეს რაც თავისთავად არ იყო კარგი მაგრამ ახლა - ხო თავისუფლები ვაართა ყველა, ყველანი, თუ არა გჯერავსთ თვით იმა სუქნურათ - სქელსა კანსტიტუციაში ჩაიხედევით ან რადიოში მოუსმინევით თქვენი ყურებით ჩემსავით თუ ხართ უსათვალოდაც ბრმა და სათვალიანადაცკი ნახევრადბრმა, არ გამაკვირვა? თავისუფალი არ ვიყავი ემაშინაც, ძალიან წინათ, მე? ბორკილი ამჩემი მაჯებს არ უნახავთ და ფეხზე თოკები და ბაწრები, მე რა, სუპხარჩო დამიჭერდა თუ რა, სხვა მილიცანრებთან კი საქმე მისდღემჩი არ მქონია, მარტოკა ხოლოდ ერთადერთხელ ერთხელაც ტროლეიბუსიდამ უკანა კარიდან რომ ჩავედი ჯერკიდე ასე მეხუთე - მეექვსე კლასის პიონერულათ მოსწავლე - ახალგაზრდობა რომ ვიყავი და მაჯარიმებდა კიდეც ერთიც ისეთიც მილი- ცანერი რო, ულვაშიანი, მაგრამ რადგან სკოლის ბუფეტის ფულიც შემოხარჯული მქონდა და მთლად უკაპიკო ვიყავ და იმას კი თავისის მხრიდან ჩემი კალინინის რაიონის ერთ - ერთ ქუჩაზე, მგონი ვიღაცა ძაან - ძნელაძის სახელწოდების მდებარე ქუჩაზე მილიციის მორაჭვულო - რამ ქვეგანყოფილებაში ჩემი წაყვანა თან ეზარებოდა და თან მე კი იმას /იმისი... / სამაგიეროდ კი სონასთან ნაყიდი მთელი სავსე ერთი მუჭა... ვაჰ, არ გამიტკბა ეს სწორ-ქართული? ძალიან სამსე მთელმუჭა გოგრი-სემიჭკა თანაც და ჰამაც შამწვარი როვუწილადე, გამიშვა, კი, კი, როგორც იტყვიან ოთხსავე მხარეს მიშასავითა, გორბაჩოვივითა მაგრამ
ეს აბა რა ანგარიშში ჩასაგდებია დანაჩანგალი კი არ არი, და, ესა ლუბა, გაფიქრებაზე, ამ, ჩემ გულში იჯდა?:
_ და შენი მოჩანგვლა სულაც არ მსურდა მაგრამ რა მექნა, თავისუფლებით ისე ძალიან რომ დამაჯილდოვა ისე, ღმერთმა? სამაგიეროდ, სილამაზეცკი მომისაჯა ისეთი რომ, მთლადაც კოპიოდ სადასამსჯელო, კი, რადგან იმის ნაცვლად რომ ჩემი სიტყვებისათვის კარგად დაგეგდო რომელს არა გვაქვს თითოც ნაკლი და შენი ეგ შენი ერთგვარი ყურები შენ ამის ნაცვლად ისე ძაან პირღიად გადაფჩენილი შემომცქეროდი რომ ბუზი კი არა, კარგა მოზრდილი ფარვანა რომ შეგფრენ - გამოგფრენოდა მაგშენ კუპატებ- მრავლადნაგემებ პირში? ვერც გაიგებდი, ეს იყო, საქმე? სილამაზეთი, დასჯილი, ვიყავ. რატო, დასჯილი... ვა, მარლენ დელონა თუ ლამაზია, იმიტომაც არ უკიდია თავისისახლის ალბათ როგოკარგ შპალერიან კედლებებებზე ისეთი მხატვრების სულ - სუ ფერებით ნახა- ტები ჩარჩოებიანა როგორებიცაა, ეე, ვან გოგი, გოგი, ჟორა, ეე, გოგენი, ჟორენი, ეე, შოპენი და იმათ მსგავსთა ფუნჯისი ოსტატების კუპიურები... აქ კი, ურევდა... და, იმის ნაცვლად რომ, გამოესყიდა ესი შეცდომა, აქა
- და ვითომც არაფერი და ეგ არის და ვან გოგის
რა იყო გორის ციხეო, განაგრძობდა, კვლავ, :
_ არა, სამთავ ძმა, ჩემი, როგორ არ იყვნენ თავისუფლები მაგრაამ ჩემთაან კი, შედა- რებით? მხოლოდღა ცოტათც მოთავისუფლოები იყვნენ, კი, მხოლოდ, მე კი, სილა- მაზისდამიუხედავად იმათზე მეტად, თავის- უფალი, ვიყავ, და, მართლა ნამდვილი თავისუფლება იცი შენ, რაა?
როგორ არ ვიცოდი... აი, პარლამენტების
წევრებსა რო ავარიების და ნარკოტიკობისაც შამთხვევებშიც კი და ურთიერთ მწარე - კბენებისა ენითაცა და თვალებითაც და ალმას
- კბილებითაც კი ხელშეუხებლობის უფლება
როაქვთ ნიღბებიანიც მილიცანრებებისაგან, არა?, თავისუფლება ძაან ისი არი რაარი აბა სხვა რა რომელიერთი ჯანდაბა და გამოთქმაცა აქვთ შესაფერისი, უზურპაციაო თუ პრეზუმპრეპარაციაო თუ შინაურულათ ოვაციაო თუ რაღაც ამგვარი ბრავოსნაირი, ააქვთა, კი, ესა კი, ლუბა, სულაც სუ სხვაგან დაფრინავდა, კი :
_ და ერთის შეხედვით ცოტათი ძნელად დასაჯერებელია, რადგან აბა სად შიში და სად თავისუფლება, მაგრამ, მართლაცდა სწორი, განუსაზღვრელი თავისუფლება სწორედ ღვთის შიშს, კი, მოაქვს ზურაბ, სწორედაც იმათდამი რომელთაც ძლიერ ეშინის უფ- ლისა რადგან ცუდს არას ჩაიდენენ და, ამაზე მეტი თავისუფლება, მართლმადიდებლურ

        ქრისტიანობაზე უფრო - სა და მეტს, ვერსად შეხვდები და აღმოაჩენ ეეჰ მე ამას ისე ვამბობ თითქოსდა გინდაც მთლად უცოდველი, ვიყო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, იმას კი მაინც ვცდილობდი, ჩემით, თუნდაც მაგ შენთან, რომ ჩემი თავისუფლებისაკენ... სწრაფვა როგორღაც ხმამაღალი სიტყვაა, უბრალოდ გეტყვი მიდრეკილება მინდოდა შენთვისაც კი რომ გადმომედო მაგრამ, როგორც გითხარი, სილამაზით დასჯილი ვიყავ და ამიტომ მგონი ამაოდ ვცდილობდი რომ მხოლოდ ყელზეით შემოგეხედა და გეგდო, ყური... - - - :
"ვაი-მეეე"...
და, როგორ გგონია, იმ მეორე დღეს შენზე ნაკლებად მოველოდი თუ?, ისე ძალიან მოველოდი ვაითუ რუსუდანს ჩემს გამოც ვაითუ სიცხემ მისცეს - მეთქი და, ხოლო ეს იმიტომ რომ ძაან სათუოდ რა იცი ეგებ მეკოცნინებინა კიდევაც ოღონდ ყელამდე, და ხომ ცოდვაა პირწავარდნილი ეს ისეთი რომ, მოდი ასე ვთქვათ და დავუშვათ, წარმოდ- გენითაც, კი, რადგან მინდოდა ამითი უფროც ჩამეთრიეკი, მაგრამ შენს რუსოს მაგის გამო რომ სიცხე არ მისცა, _ შენ რომ მხოლოდ განგებას ეძახი, იმან, და განგებაცაა, რაა აბა, ღმერთი, და, როგორ შვებით ამოვისუნთქე, დავუშვათა და თუნდა ფიქრებში რომ რო მომეცა შენთვის ამისი წარმოდგენა, ჩემს_ დაკოცვნისა, ანუ, ესეც ხომ ცოდვა იქნებოდა, ასე სწერია, შენ რომ დანა - ჩანგალზე ძალიან ბევრად ნაკლებად იცი, და ბაიბურში ჯერ რომ ვერა ხარ, იქ, ხოლო მართლა რომ მიგეშვი, შენ, ოღონდ მხოლოდღა ყელსქვეით, არა? _ გამოიჩენდი, ოსტატობას? ... _ , _ , _ ,,, _ :
"ვუიი, _მეეეე, ვაიავაიიჰ", ჰ...
. . . . . , და,  .
ახლა, წამოდექ.
წამოვდექი, კი, ოღონდ ჯერ ჯოხი მოვიძებნე ხელის ფათურით და,
ფეხზე ვიდექ, თანაც ხელჯოხით, და, სამსა საყრდენზედ? _ როგორღაც, მაგრამ, ჩემს პირობაზე მყარად, იმედით ვიდექ და ვიდექ, ხოლო ისა კი?:
_ და თუმც კიუნდა გცოდნიდა ის, რომ, როგორ ვუყვარვათ ღმერთს ყველანი, სუყველანი, კი, და შენისთანასაც კი ერთი ისეთი რამ მოგივლინა რომ, შენი მრავალი ცოდვებისაგან, ერთ-ერთში მაინც რომ შეიკავე შენი როგორი არ გეწყინოს და, უგუ- ნური, ძვირფასო, თავი, აბა თუ ხვდები, როგორ წყალობად რა მოგივლინა...
_ რა...
_ რა და, მრავალებთაგან, შენი ერთერთი ხშირ - ცოდვისაგან რომ შეგიოკა ეგ შენი თავი რადგან რუსუდანს, მაშინ როგორ ძალიან შენსას, შენი წყალობით?.. კიარა და, შენი უღვთობით ერთსაც როგორ მრავალ და წყეულგზისი განმეორებულ შემთხვევებში, სიცხეს უწევდა, და ისე კი იმა მოცლილსაცხომ თავისთან ერთგან გადმოწერილი აქვს მართლა წყალობით რომ ერთსა ცოდვას თუ ჩაიდენს, კაცი, სხვა ცოდვებიცკი უკლებლივ აეხორხოლავება და იმავ მოცლილ ავტორით გადმოწერილ ერთსაც ასე ვთქვათ გმირსა კირომ ეჩვენებოდა ეს ის რომ იმა ერთ - ერთ ვიღაცას, დაახლოებით შენისთანას, რა უჭირდა თუ, რომ იპარავდა, მპარავი რომ იყო, სამაგიეროდ კი იმითი ძლიერ იმხნევებდა თავს რომ კაცი არ ჰყავდა მოკლული და, მერე კი, ბოლოს ადამიანის მოკვდინებამდეც კი მივიდა და თანაც დანით და თანაც ყოვლად უცოდველის, და რა, გავამართლოთ რომ ზედაც ჩანგალი არ უხმარია? ხოლო შენ, ზურაბ, აბა თუ იცი კაცისკვლაში აბა რადარა და რომელ - რომელი, სახეობები, შედის...

_ როგორ არ ვიცი...  ხელჯოხი მოვი- მარჯვე, დანით, თოფით, და ავტომატი... ჩამოხრჩობები, დახრჩობები... გილიოტინა...
_ მხოლოდ ეგენი არა, ზურაბ, რადგან არა
კაც ჰკლა -ში ისიც შედის, რომ, საღვთო წიგნებით, გვეკითხებიან, და როგორ მკაც- რად, სიტყვით ხომ არ გიწყენინებია ვინმე, ო, ზურაბ...
. . .  ვაჰ...
 შენ კი, წარმოიდგენდი რომ ჩემდამი სიტყვით, ანუ მოკვლასთან მიახლოებით, სიტყვით რა-ძაან, მაწყენინე? რომკი გაიგე გამოთხოვების ჩემი, ამბავი, ვითომდაც პატი- ვი დამდე და ამისაგან ეგრევ შენობით - ზე რომ გადმოხვედი და ცოლად გაყოლა როგორ ქედმაღლურად, კი, შემომთავაზე შენ, შენს ცოლ-შვილს თავი რომ გავანებოთ, შენა იმ შენი მაშინდელი, რუსო-სიც, ღალატთან ერთად...-
. . .  , :
_ და კიც მიიღე, სწორედაც უფრო რუსო- სათვის, და თავს ბოლომდე არ ვიმართლებ მაგრამ დასჯაც ხომ შედის საღვთო წიგნებში, და მაინც, ეგებ სწორედ ამანაც მარგუნა მე, მოწამეებთან შედარებით რამდენად გინდაც განუზომლად ჩიად და, მაგრამ მაინც თავისუფალს, ეგ შენი თავი, მანამდესაც, კი, მარგუნა მე, ხოლოკი რუსო შენი სხვა დროსა თავშეკავებისათვის დაგაჯილდოვა ღმერთმა იმით რომ შენი რუსო კეთილმოწყალე და მზრუნველი გახდა ყოვლად უცნობი გაჭირვებულებისათვის, და, ეგებ იმიტომაც რომ, რომ შენცა, ზურაბ, თვალშისაცემი იყავ ჩემსა- ვით ოღონდ თუ ეს მე გინდ სიკუპრეთი, შენ მთლად ჟღალობით,_
ვაჰ, სადღა მქონდა გინდაც სიჟღალე,
ვაჰჰხ!!, _ :

_ და, თუმცა მე კი შენთვის გასაგებ ენაზე მოგმართავდი შენ, ენაცაბნეულს, თვით ის მაინც როგორ მაღალი სიტყვა, თუნდაც ქა,შ, ვეთი, შენ რომ გაგეგო ერთი ბგერითღა შევცვალე მხოლოდ, არა _ კი არ შეცვალე, მთლად სწორად არ გითხარ, და რა შეცვალე წმინდა ქაშვეთში, შეგიძლია რომ დღესვე გაიგო. თანაც, ორი გყავს ამისთანა... ხომ ხედავ, იმა ორითაც რომ შენისთანაც კი მაინც როგორ, კი, უყვარს, კი, თვით ღმერთს... და რომ გითხარი ცოდვები როგორ იხორხლებიან ერთმანეთზე, ძალიან, მეთქი, ისიც იცოდე რომ სიკეთეებიც დაიხუნძლებიან მწიფე მტევნებად _ ქართველები ვართ, _ ერთი- მეორეზე და, იმ შენი ერთი ცოდვისაგან ცოტა- გარიყვით, მაინც როგორ დაჯილდოვდები, და, ახლა კი, ჯერ, სანამ დაჯდებოდ-დაწვე- ბოდე, იმასაც გეტყვი რომ მე თვით სალო- სობამდე მართალია ძალიან ბევრი მაკლია მაგრამ, ცოტათი, ოდნავ წინასწარჭვრეტისა და შენი ფიქრების ამოკითხვისაც უნარი? _ ცოტათი, მქონდა, და ამაზე კი შენ რომ მხოლოდღა იმას ფიქრობდი ვაჰ ეს საიდან გაიგოო, ვაჰ, ჩემ გულში იჯდაო? ვერას ხვდე- ბოდი, ამას კი იმით ეგებ განგიმტკიცებ რომ კეთილისმყოფელი შენი, გუჯა, სტიქაროსანია და არა შენსავით თუნდაც ყოფილი, სტაქა- ნოსანი. ოღონდ, ქაშვეთზე, სხვასა ჰკითხავ, და, ახლა, კი, ჯერ, დაჯექ, ახლა.
დავჯექი, კი... ჯოხიც, საწოლზე მივი- ყუდე...
_ დაწექი, ახლა... წამოწექი. ვხედავ, დაგ- ღალე.
წამოვწექი. შარვალი მეცვა...
_ და ახლაც, სიბერეში, ზურაბ, არაა გვიან გონს რომ მოეგო, რომ არ ვუმუხთლოთ მთ- ლად საბოლოოდ, სიკეთისათვის, გამჩენს... რადგან ერთი რამ? მონანიება? _ ყველა ცოდვას, სპობს... დახუჭე თვალი...
თვალები დავხუჭე...
. . . . . ,
. . . . . . . , _
ჩამძინებოდა... და ესაც, მგონი... _ მგონი მეძინა... მაგრამ,
სიზმრებითა, თუ, უსიზმრებოდ თუ და თუ არამედ სულაც, კი, ცხადში?... _
ვეღარ ვიცოდი, ეს. მოხუცებული ვარ, კი...
გულზე რაღაცას ვგრძნობდი, თანაც... მოვისვი ხელი,
სათვალე იყო.
გადასარევი... და აბა და თუ რატო, გადასარევი?
რადგან სათვალე ძირითადად სკამზე
მიდევს, მაგრამ და მაინც საზმრად ყოფილა, ყოველივე ეს...  თუმცა სათვალე ძილში რად მინდა მაგრამ მე მგონი სიზმრად სათვალეს რომ ვერ ვპოულობდი? და სიზმრად იყო, ისიც, რომ ქალი ლუბა, რაღაცა გვარის, მემუსაიფებოდა და თანაც სათვალეები დამიმალა... მაგრამ, ასეთი ცხადი სიზმარი, კაცო!? და, მითხრა რაღაც, ჰო ორი ისეთი კარგი ვინმე გყავსო, თუ ამდაგვარი... ერთი, გუჯაზე მითხრა, ალბათ... მაგრამ ის ახლა სამსახურში იყო, ვერ მივწვდებოდი..., ხოლო, მეორე? _ აქ რეჩხი მიყო, ისეც ბებრულმა, გულმა... მაგრამ სათვალე აქვე მქონდა, და, ეგებ შინ იყოს, მეთქი, ჩემ თავსა უცებ ძალზე - ძალიან - მე - მეთქი, ეს, და... ეგებ... და, ვაი სირცხვილო მისი ტელეფონის ნომერი რომ აღარც მახსოვდა, და მაშინათვე ჯიბის კი არა არამედ იატაკისი წიგნაკი მოვიძიე იქავ მედო, როგორც ყოველთვის, იატაკისავე ტელეფონთან, კი, და, გადავშალე სადაც ჯერ -არს, იქ, და, დავურეკე; ტელეფონიც ხომ აქავე მიდევს, იატაკისი თავთან,  და როგორ ძალიან აღელვებით, ველოდი ზარს... უფრო სწორად, ზარის შეწყვეტას, და, შემომესმა, როგორ ნეტარი, :

_ გისმენთ.
_ შენ ხარ, რუსუდან? _ არ ვუჯერებდი, ვუჯერებდიც, ყურს.
_ ვაიმეე, ბაბუ... როგორ ხარ, როგორ გამეხარდა... ეს ისეთ შვებად შემომესმა, სულ მთლადაც დავდნი, ვიღას მახსოვდა ძველი წყენა- ისი, ახირებებით, ჩემი, და, შევევედრე:
_ რუსო...  ძველი მიმართვა! მისი ბავშ-
ვობის, დროინდელი... ძვირფასი როგორ, გავიმეორე, : რუსო, ერთი რამე უნდა გკით- ხო და თუკი იცი ხომ მეტყვი მაინც, სიმარ- თლეს... ის მერე რა რომ ცუდი... ვიყავი...
_ შენ ცუდი არ ხარ, კარგი ხარ, ბაბუ, რაც გინდა, მკითხე და, თუ შემიძლია...
აი, ახლა კი დამტკიცდება, სიზმარი იყო ის
- ესი ლუბა, თუ სინამდვილე... _
_ რუსო, ქაშვეთი უფრო სწორად როგორ- მე უფრო გამოითქმება?
_ კი, როგორ არა, _ მითხრა რუსომ, _ უფრო სწორად? ქა, შ_უ, _ე, თია... ქაშუეთი, კი, _
მართლა ყოფილა, კი!, ლუბა, კი!!, და, სიხა- რულისაგან, ისევ დავეჭვდი. ისეთი დიდი სიხარულისაგან? _ მაინც დავეჭვდი, დავი- ზუსტე:
_ ნამდვილად იცი, შენ?.._
ეგებ, ცდებოდა, ისე პატარა, ერთ დროს, იყო...
_ კი, როგორ არა. ნამდვილად ვიცი.

. . .
და, შემომაპარა ოღონდ პარვასავით კი არა არამედ როგორღაც შიშით იყო თუ სიყვა- რულით იყო და გინდაც ჩემისთანანა და მაინც უფროსისადმი პატივისცემა იყო თუ ისე ახლო, ის მერე რა რომ ყოფილი ნათესაობა იყო თუ რა იყო სწორად არ ვიცი რა იყო და ვერ ვხვდებოდი მაგრამ თქმით კი? მითხრა, არა, უფროღა შემეკითხა, ასე:
_ მოვიდე, შენთან?
_ აბა რა!.. რუსო!, _
_ ხუთ წუთში შენთან გავჩნდები, ბაბუ... ცრემლი შემერთო, ხმას,:
_ გიცდი.
და კინაღამ ისიც არ გავიფიქრე რომ მე რა
_ შენი უპატრონოები და გაჭირვებული ხოარ ვარ-მეთქი, მაინც ძველ სიჯიუტე-შენარ ჩუნებული ვიყავ, ბებერი,
და, მაშინვე შემრცხვა, თანაც სკლეროზის ბუნდღა - ნატამალიც კი არ მერია მხოლოდ თავში კი არა მთელ ჩემს იმ ბებრულს სხეულში, კი, _ რადგან რომ ძალიანაც შორს შვრება - აკეთებს მიკეთებს, რუსო, მე_მეთქი, და მთლად უცნობებს და უპატრონოებს თანაც, თუკი სწყალობს რომ უვლის-მეთქი, ყოჩაღ შენ, რუსო, გავიფიქრე, ბარაქალა, აბა სტილ- ნურსა ფეხსაცმელებს რა თავში ვიხლი ამ ოთხკედელშუა, მე, და ჰალსტუხებიც ფერად
-ფერადი სხვებმა იკეთონ, მე შენ გეტყვი და
გვაკლიან, თვალში, და კარგა ბლომად თუმც არიან, მაგრამ მეც მთლად უპატრონო სულაც არ ვყოფილვარ, რაც გინდა ცუდ ვყოფიყავ, შვილიშვილი მაინც როგორ, როგორ ნამდ- ვილი, ძალიან ჩემი, და, ჩემი ყოვლადსათაყვა- ნო, მყოლია, თურმე, და ჩემი გუჯაც, როგორ ჩემია, იმთავისი და ჩემი, კი, ღვთით, კი, ის მერე რარომ უცხო თვალისათვის მოწაი- ბანდიტო - რამ სახესავით თუმც გააჩნია, როგორი სათნო ყოფილა, თანაც, ჩემი, ჩემთვის, მე კი, უგნური...,
და, უცებ როგორ გამახსენდა რომ რუ-
სომ, სანამ დავემდურებოდი, ძალიან მითხრა რომ სიტყვა "გამოთხოვილი" თურმე გვიან შეძენილ შვილსა ნიშნავს რადგანაც დიდი სურვილითა და თხოვნით, ღვთისადმი, მოვლენილია, ამჩვენ ქვეყნად, და მათგან მთავარ გამოთხოვილს ამ სიტყვის ძველი შესატყვისი, "სამოელი" ერქვა, კი, თურმე,
რატომ მითხრა ეს, იმან ლუბაზე მთლად არაფერი არ იცოდა, მე მგონი, კი, კი,
და, ახლახან თურმე როგორ მართლად და ნათლად და ნაღდად თქმული როგორ, გამახსენდა, რომ,
სუყველაფრისი გამოსწორება შეიძლება, ო, თურმე, იმან, და,მონანიებით? ვტიროდი კიდეც თურმე ოღონდ ეს ძალიან ძლიერ სიხარულით, კი, და, მერე, ცრემლები რომ მოვიწმინდე, ჩემი ბებრული, და ალაგ ისე რომ ძალიან ყავისფრად დალაქავებული, მჯიღით, იმედისაგან, ისიც გავიფიქრე რომ, რა კარგია რომ, არიან მაინც, ამ დღევან- დელურ ცხოვრებაშიც, როგორი შვებადადამიანები, მეთქი, ვუცდიდი, რუსოს, და ხოლო მე კი, ხოლო მე კიდევ რაც შემეხება, ეგებ თავისუფლება ჩემს უნებურად ისე მიყვარდა, რომ, მოწიწებით ეგებ აქამდე სულაც ძალიან ვერიდებოდი ჩემს უნებლიედ, თურმე, და ჩემი ცხოვრება ისე განვვლე რომ, თუმც კი არ განვვლე, არამედ რუსოს ვუცდიდი, ახლა, ერთი ეგაა რუსოს სახელი და მეორე კი, ლუბა, გაგიგონია? არ დავიჯერო, აჰ, და ჩემი რუსო მხოლოდღა კი არა და, სხვებისათვისაც კი როგორ ძალიან კეთილისმყოფელს, ეგება იმ ჩემგან ერთიც ცოდვისა არ - დარღვევებით ებოძა, ეს, არა, ტრაბახა არ ვარ მაგრამ არამედ როგორ მადლიერი, და ხვდებით ალბათ, ვისითაც, კი, და, საღამოთი რომ მობრუნდება გუჯა, იმა- საც როგორი სიყვარულით, აღმოჩენილით, კი, და რა მადლიერებით, რაც მთავარია, მთლადაც უსიტყვოდ შევაცქერდები, გახარებული და გაკვირვებით მიხვდება, ყოველს, საზრიანია, ხოლო აქამდე? არ გადავმხტარვარ იმ ფიქრიდან რომ ჩემი რუსოსი და გუჯასი ასეთ - ასეთი ტკბილშეხსენებით მხოლოდ კი არა არამედ მართლაც რაღაც უცნობი ადამიანობის გაგრძელება იყო ეს და ამ გაგრძელებისა, ც, შემდგომ, იმასაც კვლავაც გავყვები რომ ეგებ ესი-თავის-უფლება არ ვმეორდები, სიყვარულმა გაორება სულაც არ იცის, ისე მიყვარდა - მეთქი ეგებ თავისუფლება რომ მასთან, თვით იმისადმი, უმთავრესისადმი ოღონდ რაღაცა მაინც ნაკლულ გაგებით შეხებას იმდენად ვერ ვუბედავდი, რომ, თავის დროზე რომ მათემატიკა ჩემთვის მთლად უცნობ ღვისმეტყველებაზე მაინც რამდენად კარგი და სასარგებლო და დიდიცა - რამ რომ მეგონა  ვაჰმე სულელი...,  და მათემატიკოსობას კიდევ რა უჭირს, სუპხარჩოსი რომ აღტაცებითი ამხანაგობა ძალიან დიდხანს შევინარჩუნე და მომქონდა კიდეც, ამით თავი ისე ძალიან რომ ფულის ყადრით დანაჩანგლობანას სპეციალისტობა ამოვირჩიე, კი, და მუდამ ჩემისთანა და ჩემნაირებისკენაც კი როგორ ძალიან მივილტვოდი, კი, ხოლო ეს კი, ახლა რომ ვნანობ ძალიან ამას, როგორი ყოფილ-მართლაცა და სკლეროზიანი სიყმაწვილიდანვე ოღონდ, როგორ წყალობად, მხოლოდ აქამდე, აი ამ დღემდე, მე,  ხოლო ესა კი, ეს შენ მიბოძე და მეწყალობა შენგან, შენ შესძელ ესა, ჩემ ნაცნობთაგან, ნაცნობებისათვის, გადაგვარებულ ჩემთვის, კი, ეს, ერთადერთმა, შენ, და თანაც ვითომ როგორ უცხომ რადგან გუჯა ხომ მთლადაც კარის მეზობელია და ხოლო რუსო? შვილიშვილი, შენ კი, რა გრჯიდა თუ არ შენი თავისუფლება, და სიყვარული ოღონდ მაღალი, შენიღბული, ღვთივ ბოძებული მიუხედავად იმისა რომ მაგ ემაგ შენი როგორი დამღით, სილამაზისა, მომევლინე, შენ, აი ეს ვინ შენა და... 

ლუბა ვ, ჩემო სიყვარულო...


2005 წელი, ისევ 17 აგვისტო

ნახვა: 637

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters