ჩვენი გემი ხაიფას უახლოვდება. შორიდან მოჩანს კარმელის წმინდა მთა, სადაც წინასწარმეტყველი ელია, ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, ცხოვრობდა და მოღვაწეობა.
მთის უდიდესი ნაწილი კათლიკე ბერებს, კარმელიტებს, ეკუთვნით. აქ მართლმადიდებლებსაც მშვენიერი მონასტერი აქვთ და მიწის საკმაოდ დიდ ნაკვეთს ფლობენ. ხაიფაში მოგზაურობა დაგეგმილი არ მქონდა; იმავე დღეს იერუსალიმში მინდოდა წასვლა.
მატარებელში, რომელიც ნაშუადღევს იერუსალიმისკენ დაიძრა, ძირითადად, თელ-ავივში მიმავალი ებრაელები ისხდნენ. დაცვა გაძლიერებული იყო, გზაში თავდასხმა რომ არ მომხდარიყო. იმ ადგილას, სადაც გზა კლდეებშია გაჭრილი, თვითმფრინავი თავს დაგვტრიალებდა. მგზავრები ძალიან არ შეშინებულან. კუპეებში არაბებზე ლაპარაკობდნენ. თვალწინ გასაოცარი ხედი გადაგვეშალა. შესანიშნავად მოვლილი მიწის ნაკვეთების გვერდით, სადაც საუცხოო ბაღები გაეშენებინათ, ველური უდაბნო მოჩანდა. არაბების ნახევრად დანგრეული ქოხმახების მეზობლად ულამაზესი ვილები იყო წამოჭიმული. ერთი მომთაბარე არაბული ოჯახი რკინიგზის ლიანდაგთან დაბანაკებულიყო. ეს შიშველ-ტიტველი ადამიანები შესაბრალისნი იყვნენ, განსაკუთრებით მდიდრულად ჩაცმულ-დახურულ ებრაელთა გვერდით.
ტულ ქარემის გაჩერებაზე კუპეში ერთი ახალგაზრდა არაბი შემოვიდა. თავდაპირველად იქ მსხდომებს უნდობლად უყურებდა. მეც დამაცქერდა, ეტყობოდა, რომ ცდილობდა, შეეტყო, მეც ებრაელი ვიყავი თუ არა. მის შემაწუხებე მზერას ვეღარ გავუძელი და გამოველაპარაკე. ფრანგული კარგად იცოდა, რადგან განათლება იაფას[1] ფრანგულ კათლიკურ მისიონერულ სკოლაში ჰქონდა მიღებული და ქრისტიანობასაც უკეთ იცნობდა, ვიდრე თავის რელიგიას. ძალიან თავაზიანი აღმოჩნდა. მაშ, მისიონერების გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია. ამან ძალიან გამახარა. შემდგომში მისნაირ არაბებს კიდევ მრავალჯერ შევხვდი. რა თქმა უნდა, აშკარა ქრისტიანული მისიონერობა მუსლიმურ მოსახლეობაში სახიფათოა და ხშირად უშედეგოც, მაგრამ ბავშვების აღზრდით, შესაძლოა მათი რელიგიის ზღუდე ერთგვარად გადაილახოს. ამ ადამიანებთან ერთიერთობისას თავში სხვადასხვაგვარი აზრი მიტრიალებდა: დახვეწილი მანერების მქონენი - ხან ათზე მეტი უცხო ენა რომ იციან, შინაგანად უკეთესნი თუ არიან თავიანთ გაუნათლებელ თანამემამულეებზე? პირიქით, მათ უფრო ეჯავრებათ ევროპელები, ვიდრე იმ უბრალო ხალხს. ვფიქრობდი, განა უნივერსიტეტებში იმისთვის ისწავლეს, რომ იდეოლოგიურ მუშაობას აპირებდნენ, ან უნდოდათ, რომ თავიათნ ხალხს გამოსდგომოდნენ? არა, იმედი ჰქონდათ, განათლების წყალობით უკეთეს სამსახურს ვიშოვით და უზრუნველად ვიცხოვრებთო, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენში ხდება ხოლმე.
მებრალებიან ეს აღმოსავლელი ადამიანები, როცა ვხედავ, რომ ასეთი მონდომებულნი, თავდადებულნი და იდეოლოგიური მუშაობის მოყვარულნი, ქრისტიანულ სკოლებში იმგვარად არიან აღზრდილნი, რომ თავიანთ ხალხთან, მათ საუკეთესო სულიერ ძალებსა და წარსულის ტრადიციებთან სიახლოვეს კარგავენ.
ახლა თავზე ერთი კი არა, რამდენიმე თვითმფრინავი დაგვტრიალებდა. მაგარებლის ყველა ფანჯარა დახურეს. მგზავრები ერთმანეთს იმ არემარეში მომხდარ ნაირ-ნაირ ამბებს უყვებოდნენ. ამან ერთი წერილი გამახსენა, ვარშავაში ყოფნისას, იერუსალიმელი არქიმანდრიტისგან რომ მივიღე. იგი მწერდა, რამდენიმე კვირის წინ ამ გზაზე თვრამეტი ბომბი ჩამოუგდიათო. ჩვენი მატარებელი ერთ პატარა ნავსადგურში შეჩერდა. მალე იერუსალიმში ვიქნებით. მატარებელმა, რა თქმა უნდა, რამდენიმე საათით დააგვიანა, რაც არავის გაჰკვირვებია. ასეთ ვითარებას ყველა მიჩვეული იყო.
ეს ადგილი მთაგორიანია. თვალწინ „ქებათა-ქების“ სურათი დამიდგა, კლდეთა და მთათა სადიდებელი. ეს სურათები წამიერად სხვა მოგონებებით იცვლება და მახსენდება, ღმრთისმშობელი ხარების შემდეგ როგორ წავიდა ენ კერემში თავისი ნათესავის, ელისაბედის, მოსანახულებლად, რაზედაც ყველაზე დიდებული და უძველესი საეკლესიო საგალობელი, გასაოცარი Magnificat[2] შეიქმნა. ამ საგალობლის მელოდია ჩამესმის. სხვას ვერაფერს ვხედავ და აღარაფერი მესმის. მინდა, შევინარჩუნო ეს სასოება, ესოდენ ციურ სიმშვიდესა და სიხარულს რომ მგვრის. არაბი კი ხელს მიშლის. არადა, განუზომლად თავაზიანი და ჩემს გართობას ცდილობს.
ჩვენს კუპეში ბევრი მგზავრი შემოდის. აქ თავდასხმას არ უნდა მოველოდეთ. ჩემ წინ ერთ ხანშ შესული ქალი დაჯდა. ისეთი შესახედავია, როგორიც ჰოლანდიელი მხატვრების „მწუხარე ღმრთისმშობელი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დარდიანი და მტირალი დედაა. მის გამხდარ სახეს შეჭირვების, ჯაფისა და გამუდგმებული ჭმუნვის დაღი ატყვია; ყველაფერს კი ზეციური სიხარულისა და მოვალეობის აღსრულების შეგრძნება აგვირგვინებს. მისი გარეგნობა ელისაბედს მოგაგონებს. ვცდილობ, მისი გამომეტყველება გონებაში აღვიბეჭდო. ალბათ, ან სძინავს, ან ფიქრითაა გართული. იქნებ ყოველდღურ პრობლემებზე, ხარჯსა და მწირ შემოსავალზე წუხს. უეცრად იგი ჩემს არაბს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. არაბს სიცილი წასკდა და დიდხანს ვეღარ გაჩერდა. ძალიან მაინტერესებდა, ქალმა რა უთხრა და, რადგან არაბი არაფერს მეუბნებოდა, თავად შევეკითხე. „ისეთ არაფერი, - მითხრა მან სიცილით, - ამ სულელმა ქალმა მითხრა, მთის გადაღმა ბერები ცხოვრობენ, ყველა Mon Père[3] ერთნაირი შესახედავია და ეს Mon Pere აგრეთვე იმათნაირიაო“.
იერუსალიმშ როცა ჩავედით, ვნახე, რომ იქ არც ტაქსები იყო და არც ავტობუსები; თანაც უკვე შვიდი საათი შესრულდა. შვიდის მერე კი ქალაქში სიარული არ შეიძლებოდა. ბარგი სადგურის შემნახველ საკანში დავტოვე და რუსული სასულიერო წარმომადგენლობის[3] გზა ვიკითხე. დილამდე იქ უნდა დავბინავებულიყავი. მგზავრთა უმეტესობა დილამდე სადგურზე დარჩენას აპირებდა, ზოგს კი კერძო მანქანა ელოდა.
გზად მიმავალი პოლიციელმა გამაჩერა და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა. ბედად, პოლიციის განყოფილება რუსული სასულიერო წარმომადგენლობის შენობაში იყო განთავსებული. ასე რომ, წასასვლელი აღარსად ვიყავი. ამასთან, პოლიციელის თანხლებით ქალაქში გავლა სხვა დროს თუ უსიამოვნო იქნებოდა, ახლა მასთან ერთად სიარულმა იქ მიმიყვანა, სადაც მისასვლელი ვიყავი. საბედნიეროდ, მატარებლის ბილეთი თან მქონდა. ჩემი პასპორტიც ადასტურებდა, რომ ამ ქვეყანაში ახალი ჩამოსული ვიყავი და შეიძლებოდა, აქაური წესები არ მცოდნოდა. ერთმა ოფიცერმა თავაზიანად მიმაცილა წარმომადგენლობის კარამდე. მოგვიანებით მას კვლავ შევხვდი იერიქონში და იქაც რამდენჯერმე გამიწია ფასდაუდებელი სამსახური.
წარმომადგნელობაში ბერებს ვახშამი უკვე დაესრულებინათ და მეკარე კარიბჭის დახურვას აპირებდა. ჩემი წერილი ვარშავიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, ასე რომ, არ მელოდნენ. ბერი ჩემმა გარეგნობამ გააოცა. როცა ვუთხარი, რომ იღუმენის ნახვა მინდოდა და მათთან დარჩენას ვაპირებდი, მკითხა: „ვინ ბრძანდებით, მამაო?“ - „არქიმანდრიტი გრიგოლი ვარ, ვარშავიდან“. - „არქიმანდრიტი გრიგოლი?“ - ძალიან ნელა, დამარცვლით გაიმეორა. დიდი ყურადღებით მაკვირდებოდა, ალბათ, ცდილობდა, დაენახა რაიმე ნიშანი, რომელიც ჩემს გარეგნობაში არქიმანდრიტს ამოაცნობინებდა, მაგრამ რაკიღა ამგვარი ნიშანის პოვნა ვერ შეძლო (არც გრძელი თქმა მქონდა და არც გრძელი წვერი), ხელი ჩაიქნია და იღუმენის საძებნელად გაეშურა.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] იაფა (იგივე იაფო, იოპია, იოპე) - ისრაელის ერთ-ერთი უძველესი საპორტო ქალაქი.
[2] ლათინური საეკლესიო საგალობელი, რომლის ტექსტი წარმოადგენს ლუკას სახარების ლათნურენოვანი ვერსიის ფრაგმენტს (ლუკა, 1: 46-56). საგალობლის სახელწოდება (ლათ. „ადიდებს“). ამ სიტყვებით იწყება ზემოაღნიშნული ფრაგმენტი: „Magnificat anima mea Dominum“ (ლათ. „ადიდებს სული ჩემი უფალს“).
[3] „მამაო“ (ფრანგ.).
[4] რუსული სასულიერო წარმომადგენლობა (Русская духовная миссия) - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა იერუსალიმში, რომელიც დაარსდა 1847 წელს. წარმომადგენლობის მიზნებში შედიოდა წმინდა მიწაზე მართლმადიდებლობის განმტკიცება, იერუსალიმის მართლმადიდებელ საპატრიარქოსთან კავშირის გააქტიურება, ასევე დახმარების აღმოჩენა რუსეთიდან ჩასული მომლოცველებისთვის (მათთვის გასაჩერებელი ადგილებისა და საკვების შეთავაზება, მეგზურობის გაწევა და სხვ.). რუსული სასულიერო წარმომადგენლობა დღესაც მოქმედებს იერუსალიმში.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•