კაჯა პუნარი. უმშვენიერეს პატარა სახლში ვცხოვრობ, რომლის ყოველ მხარეს არაჩვეულებრივი თვალსაწიერია. ჩემ წინ ჯაბალ ბალუმი, იგივე კასიუსის მთა[1] არის აღმართული. კიპროსს გავცქერი და მის მიღმა განფენილი „მარადიული ნათებით“ ვტკბები. როცა ჩვენ უკუნი ღამით ვართ გარემოცულნი, კვიპროსში დღეა. „მარადიული ნათების“ ფენომენი ადრიანემაც[2] იხილა და ივლიანე განდგომილმაც[3]. დანარჩენი სამი მხრიდან სახლი მომცრო ბორცვებს, კლდეებს, მინდვრებსა და ტყეებს გადაჰყურებს. თავად ობოლთა თავშესაფარი პატარა სამთავროს ჰგავს, სადაც ბავშვები კიდევაც მუშაობენ და საქმესაც განაგებენ. ყოველ ბავშვს რაღაც ევალება. ერთმა ღორებს უნდა მიხედოს, მეორემ - ვენახს, მესამე - სახელოსნოს. თითოეულ ბავშვს საქმე აქვს მიჩენილი უნარისა და ვითარების გათვალისწინებით.
ბავშვები ამგვარად პასუხისმგებლობას ეჩვევიან და თავდაჯერებულობას იძენენ. იმასაც სწავლობენ, რომ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ. ეს აღზრდის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია.
აქაურობის მცირე ნაწილი გერმანელთა აღმოსავლურ წარმომადგენლობას ეკუთვნის, უდიდესი ნაწილი კი ქესაბელი[4] სომხებისგან აქვთ დაქირავებული. თუმცაღა წარმომადგენლობას ამ ქონების შესყიდვის უფლება აქვს. შენობები ქვეყნის ყველაზე იაფ ადგილას, სომხური მამულშია.
დღეს კვირაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ გრიგორიანი სომხების საკმაოდ დიდი თემი ცხოვრობს - ას ადამიანზე მეტი - რომელთა შორის ბევრი ბავშვია, მათ მღვდელი არ ჰყავთ. ბატონი კავუკდიანი ქადაგებებს თავად კითხულობს. მთხოვეს, რომ დღეს ბავშვებისთვის მოკლე სიტყვით მიმართა. გუშინდელი მოგზაურობის შემდეგ ცოტა დაღლილი ვიყავი, თანაც გამიძნელდებოდა იმ ბავშვებისთვის მიმემართა, ვისაც არ ვიცნობდი, მაგრამ დავთანხმდი. დირექტორის სახლში მოკლე ლოცვას ბატონი და ქალბატონი დემნიცები[5], ბატონი შნაიდერი[6], ალეპოდან სტუმრად ჩამოსული ინგლისელი ქალბატონი და ბატონ კავუკდიანის ორი უმშვენიერესი ქალიშვილი შემოუერთდნენ. ლოცვის შემდეგ, სახარების იგავებით შთაგონებული გავეშურეთ საკლასო ოთახისკენ, სადაც ბავშვები მელოდნენ. მათ წინაშე ანაფორით შემოსილი და გუშინდელი სახიფათო მოგზაურობის შთაბეჭდილებით აღვსილნი ვიდექი და კეთილი სამარიტელის ამბავს ვუამბობდი. ის გზა გავიხსენე, რომელზეც იესო ორი ათასი წლის წინ ლაპარაკობდა: „მიდიოდა ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში“[7]. დასკვნით ნაწილში ჩვენი თანამედროვე კეთილი სამარიტელის, ჩვენი ქველმოქმედი დირექტორის - იოჰანე ლიფსიუსის დავხატე.
საღამოს ხანს ობოლთა თავშესაფრის ბაღში, უზარმაზარ კლდეებს შორის, ერთ წყაროსთან ახლოს, რომელიც პირდაპირ მიწიდან მოედინებოდა, პატარა პურობა გვქონდა. ბავშვების სომხურად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ზოგი ბედუინად იყო გადაცემული; ისეთივე ტანსაცმელი ეცვათ, როგორიც მე დამასკოში სუვენირებად ვიყიდე. დასასრულ, ინგლისელმა ქალბატონმა ბავშვებს თითო პეშვი კარამელი ჩამოურიგა და მშვენიერი კვირა დღე დასრულდა.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] კასიუსის მთა (ბერძნ., არაბ., „ჯაბალ ალ-აკრა“), ადგილობრივი სახელწოდება - ჯაბალ ბალუმი, იალა დაგი - 1759 მეტრის სიმაღლის მთა სამხრეთ-დასავლეთ ანტიოქიაში, ცნობილია დაახლოებით 500 წელს წმინდა ბარლაამის მიერ აგებული მონასტრით. 1960-70-იან წლებში ანტიოქიასა და მის შემოგარენში არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლებს იკვლევდა და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი ემიგრანტი ვახტანგ ჯობაძე (1917-2007)
[2] ადრიანე (76-138) - რომის იმპერატორი 117 წლიდან.
[3] ივლიანე განდგომილი (დაახლ. 331-363) - რომის იმპერატორი 361 წლიდან, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (280-337) ბიძაშვილი, რომელიც განუდგა ქრისტიანობას.
[4] ქესაბი - სომხური ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, კასიუსის მთის ძირში.
[5] პოლ გერჰარდ დემნიცი - იოჰანე ლიფსიუსის გერმანული აღმოსავლური მისიის გამომცემლობის თანამშრომელი.
[6] გერჰარდ შნაიდერი - იოჰანე ლიფსიუსის გერმანული აღმოსავლური მისიის თანამშრომელი.
[7] ლუკა 10, 30.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•