დღიური

ლიტერატურა, გრიგოლ ფერაძე, იერიქონის ვარდები, ქველი, Qwelly, literature, grigol feradze, ieriqonis vardebi

      მხოლოდ 1936 წლის ზაფხულის მიწურულს მომეცა შესაძლებლობა, დიდი ხნის ნანატრ წმინდა მიწას ვწვეოდი. ჩემთვის ერთობ საინტერესო იყო იმ ქვეყნის მონახულება, რომელიც კაცობრიობის საშინელი ტრაგედიებისა და უდიდესი მიღწევების მოწმე გახლდათ. ეს ქვეყანა მიზიდავდა არა მხოლოდ როგორც ბერს, არამედ როგროც ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარსაც. მართლაც, პალესტინა განსაკუთრებით კი ბეთლემი, სადაც მაცხოვარი იშვა, იმ მეცნიერების აკვანიც იყო, რომელსაც მე წარმოვადგენ. 392 წელს სწორედ აქ დაწერა ნეტარმა იერონიმემ [1] პირველი გამოკვლევა ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის დარგში. ამ მხარეში ცხოვრობდნენ დიდი ქრისტიანი მწერლები, რომელთა შრომის ნაყოფი და მიღწევები მთელი ეკლესისთვის სანიმუშო იყო. დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნით დაინტერესებული ვიყავი, როგორც ქართველი. მშვენიერი და წმინდა გადმოცემის მიხედვით, საქართველოს ურთიერთბა წმინდა მიწასთან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დროიდან იღებს სათავეს.[2] საქართველოში ქრისტიანობა იერუსალიმიდან შემოვიდა.[3] ამასთანავე, საქართველოში ოდითგანვე იერუსალიმის ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკა გამოიყენებოდა.[4] ადრეული ცნობები წმინდა მიწაზე ქართველი მომლოცველებსა და ქართულ მონასტრებზე მე-5 საუკუნით თარიღდება.[5]

      ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში 162 ქართული ხელნაწერი იყო დაცული;[6] გარდა ამისა, როგორც წმინდა მიწაზე ნამყოფი ხალხის გადმოცემებიდან ვიცით, პალესტინის სხვადასხვა მონასტერში უძველესი ქართული საბუთები ინახებოდა.[7] ამიტომ ნამდვილად ღრდა, რომ გემში ჩავმჯდარიყავი და გეზი ამეღო წმინდა მიწისკენ, რათა ეს ყველაფერი მენახა, ფოტოსურათები გადამეღო და შემესწავლა. არეული დრო იყო. არაბებსა და ებრაელებს შორის გაჩაღებული მტრობა მუშაობაში ხელს მიშლიდა. ეს კონფლიქტი განსაკუთრებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისას მაბრკოლებდა. მაგრამ მაინც შევძელი, რომ თითქმის ყველგან მოვხვედრილიყავი, თუმცა დაგეგმილი სამი თვის ნაცვლად, ორი თვე ვიმოგზაურე. დარჩენი დრო, ანუ სამი კვირა, სირიაში გავატარე და ეს დრო ჩემი სამუშაოსთვის კარგად გამოვიყენე. მართლაც, კონფლიქტის გამო იქ უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა. ამ განსაკუთრებულ ვითარებაში ბევრ ისეთ საკითხზე დაფიქრება მომიხდა, რაზედაც ფიქრი მშვიდობიანობის ჟამს აზრად არ მომივიდოდა.

      ცნობილია, რომ ადამიანი საფრთხისას უფრო ადვილად ამჟღავნებს თავის ხასიათს და გულს უხსნის ხოლმე იმას, ვისაც მიენდობა, ან იმას, ვისგანაც დახმარებასა თუ თანადგომას მოელის. ამგვარ ვითარებაში უფრო ავლენს მადლიერების გრძნობას, თუმცაღა ბუნებით ნაკლებად მიმნდობია.

      ვარშავიდან 29 ივნისს, ორშაბათს, წამოვედი. კოლომიაში ვესტუმრე ქართველ პორუჩის, ვისთან ერთადაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. თვრამეტი წელი იყო, რაც არ მენახა. ოთხშაბათს, 1 ივლისს, ჩავჯექი ხაიფასკენ მიმავალ გემში, რომელსაც „პოლონია“ ერქვა. მგზავრთა შორის პოლონელი მასწავლებლების ჯგუფი იყო. სამი კვირით მიდიოდნენ პალესტინის, სირიისა და ეგვიპტის დასათვალიერებლად. სხვა მგზავრებს ეტყობოდათ, რომ მარტონი იყვნენ სამოგზაუროდ წამოსულნი. კოლომიიდან მიმავალ მატარებელში ერთი კცი გავიცანი, ვისაც დიდად ვემადლიერები. მიი რჩევა ხაიფაში ძალიან გამომადგა. ებრაელი იყო, მაგრამ ამას ყველას უმალავდა (მათ შორის, მეც).

      გემი სავსე იყო ებრაელი ემიგრანტებით, რომელნიც პალეტინაში სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდნენ. განსაკუთრებით ბევრნი პოლონეთიდან იყვნენ წამოსულნი.

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (345-420) - ეკლესიის მამა, ბიბლიოლოგი. მისი ხსენების დღეა 30 სექტემბერი.

[2] უძველესი ქართული წყაროების - „მოქცევაი ქართლისაი“ და „ქართლის ცხოვრების“ (VII-XI სს) - ცნობით, ელია წინასწარმეტყველის ხალენი და უფლის კვართი საქართველოში, მცხეთაშია დაფლული. იხ. „მოქცევაი ქართლისაი“, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, 1, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 127-128, 130; „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბილისი, 1955, გვ. 107-108.

[3] К вопросу об иерусалимском происхождении грузинской церкви, ეტიუდები ძელი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. IV, თბილისი, 1957, გვ. 358-363.

[4] დაემატება...

[5] დაემატება...

[6] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 143-194

[7] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 1-142; ნ. მარი, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, დასაბეჭდად მოამზადა ელ. მეტრეველმა, თბილისი, 1965; გიორგი ავალიშვილი, მგაზვრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი, 1976

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 705

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters