11 ივლისი, შაბათი

      იერუსალიმი ქრისტეს მიმართ კეთლგანწყობილი არ იყო. ამიტომ არც მისი მოწაფეების პატივცემელი და მოყვარული ყოფილა. თავადაც ხომ თქვა, რომ არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე უმეტესი.[1] ასე იქნება მის მეორედ მოსვლამდე.

      საპატრიარქოში სადილობამდე მივედი წმინდა ჯვრის მონასტერში წასვლას ვაპირებდი. ვფიქრობდი, ხვალ ნაშადღევს წავალ და სამ დღეს დავრჩები-მეთქი.

      ბერძენთა გადმოცემით, წმინდა ჯვრის მონასტერი იმპერატორმა წმინდა კონსტატინე დიდმა ააგო, მაგრამ ამის არავითარი საბუთი არ არსებობს. სინამდვილეში იგი მე-11 საუკუნეში ერთმა ქართველმა, პროხორემ, დააარსა. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ მან, შესაძლოა, იქ მანამდე არსებული მონასტერი აღადგინა. ქართული წყაროები ურთიერთსაპირისპირო ცნობებს გვაწვდის. მონასტერი აშენებულია იმ ადგილას, სადაც იდგა ხე, რომლისგანაც ჯვარი გააკეთეს. პილიგრიმულ ლიტერატურაში მოთხრობილია, რომ ეს ხე ლოტმა დარგო სინანულის სიმბოლოდ, სოლომონის დროს ის იერუსალიმის მშენებლობაზე გამოსაყენებლად მოჭრეს, მაგრამ სამშენებლო მასალად არ გამოადგათ, იერუსალიმის კარიბჭის (ალბათ, იაფას კარიბჭის) გვერდით იდო და გამვლელები მასზე სხდებოდნენ.

      ქართული გადმოცემის მიხედვით, პირველმა ქართველმა ქრისტიანმა მეფემ, მირიანმა (მე-4 საუკუნე), მონასტრის გვერდით ქართული სოფელი დააფუძნა, რათა ამ სოფლის მკვიდრთ მონასტერი დაეცვათ და ყოველგვარი მომსახურება გაეწიათ. ამ მიზნით იქ მან ქართული სოფლებიდან წაყვანილი ოჯახები ჩაასახლა. ეს სოფელი ახლაც არსებობს, მას მალხა ჰქვია.

      მთელი დილა საპატრიარქოში გავატარე. ნაშუადღევს სომხურ მონასტერს ვესტუმრე. ყველაფერი მაჩვენეს, გარდა ქართული ხელნაწერებისა, რომლებიც, მათი მტკიცებით, საერთოდ არ ჰქონდათ. არც განძსაცავი მინახავს. მთავარი ეკლესია მომლოცველებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. მათი აზრით, მთელ იერუსალიმში ეს ყველაზე ლამაზი ეკლესიაა უფლის საფლავის ეკლესიის შემდეგ. ეკლესია ძალიან დიდი კი არის, მაგრამ უგემოვნოდაა შემკული. წმინდა მიწაზე ლათინური მმართველობის ხანაში სომხებმა კათოლიკობა მიიღეს და ტაძარი ამ გზით შეინარჩუნეს. მე მგონი, მონასტერი ქართველებს სწორედ იმხანად წარსტაცეს. წინ რაღა დაუდგებოდათ, რომ ყოველგვარი ქართული კვალი მოესპოთ? ახლა ამბობენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართო და მათ პატრიარქს პანაგია უკეთია, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული. შუა საუკუნეებში ფრანცისკელ ბერებს უფლება ჰქონდათ, რომ ეკლესიის ერთ-ერთ საკურთხეველთან წირვა ჩაეტარებინათ. ალბათ, ისინი თავიდან მოიშორეს და არ გამიკვირდება, მათ ადგილს ანგლიკანელი მღვდელი თუ დაიჭერს.

      ეკლესიის კედლის გარეთა მხარეს ჯვრისფორმიანი ორნამენტების სიუხვეა. ეს ჯვრები ძალიან მაგონებს იმ ჯვრებს, საქართველოში პარხლისა და ოპიზის[2] ახლომახლო რომ ვნახე. მონასტრის არქეოლოგიური კვლევა ამ ჯვრების შესწავლით უნდა დაიწყოს. კაიაფას სახლის გვერდით, სადაც ახლა ეკლესიაა, ერთი ძალიან ბებერი ზეთისხილის ხე დგას. ამ ხიდან მოკრეფილ ზეთისხილს ეჩმიაძინში[3] აგზავნიან, სადაც წმინდა ზეთს ამზადებენ. ამან გამახსენდა საქართველოში გავრცელებული ერთი პოპულარული ლეგენდა, რომელსაც უმეტესად სოფლის მკვიდრნი ყვებიან: სომხებს იერუსალიმში წყარო ჰქონიათ, საიდანაც წმინდა ზეთი მოედინებაო. ეს ლეგენდა, სომხებს იერუსალიმში ვითომ სასწაულმოქმედი წყარო რომ აქვთ, გაუნათლებელ ხალხში სომხური ეკლესიისადმი პატივისცემას ზრდის.

      ჩემმა მეგზურმა მონასტრის წარსული სომხური თვალთახედვით მომითხრო და, რა თქმა უნდა, ქართველები არ უხსენებია (თუმცა, იერუსალიმში მათ უფლებას ამ მონასტერზე ყველა აღიარებს). მან შემომთავაზა, ყველაფერი აღმეწერა და გამომექვეყნებინა. „ო, არა, მე მხოლოდ თქვენს სტუმართმოყვარეობაზე დავწერ“, - მივუგე მე. მას უნდოდა, რომ ძალიან ესიამოვნებინა და მითხრა: „თქვენ ჩვენზე ბედნიერები ხართ, სამშობლო გაქვთ, ჩვენ კი მთელს მსოფლიოში ვართ გაფანტულები და ყველგან პატარ-პატარა კუნჭულები გვაქვსო“.

      მინდოდა, ის ღამე ისევ უფლის საფლავის ეკლესიაში გამეტარებინა, მაგრამ იმ დღის განცდებისგან ძალიან დაქანცული ვიყავი. მომდევნო კვირა უნდა დამეგეგმა: წმინდა ჯვრის მონასტრიდან როცა დავბრუნდებოდი, ერთი დილა მაინც უნდა დამეთმო ბიბლიოთეკისთვის და შემდეგ ბეთლემში წავსულიყავი. პარასკევს, სურსათის ქარავანს გავყვებოდი და იუდეის უდაბნოში წმინდა საბას მონასტერს მოვინახულებდი. შემდეგ მეტი დრო მექნებოდა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რამდენიმე კვირას მშვიდად ვიმუშავებდი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] მათე 10, 24.

[2] პარხალი და ოპიზა - მონასტრები ისტორიული საქართველოს რეგიონებში: ტაოსა და კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია).

[3] ეჩმიაძინი - სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის პატრიარქის, სრულიად სომხეთის კათალიკოსის რეზიდენცია.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 261

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters