ბაყდარს!
გწერს შენი საპყარი
ეგ მართლა კარგი აზრი მოგსვლია მაგ გაბერილ თავში. წარმოგიდგენია, კაცო, პატარათავიანი მწერლები რაებს წერენ და შენ რო მწერალი გახდე, მაგხელა თავით რამდენ რამეს დაწერ. მარტო ის ამბავი რად ღირს, მე და შენ რომ მატორიანი ვირით ვითევზავეთ.
- რაა? აღარ გახსოვს? რა თქმა უნდა, აღარ გეხსომება, ცალკე მილიციაში გაგისივეს ცხვირი, ცალკე კიდე შენმა ცოლმა არ დაგაკლო ვაი-უშველებელი.
- ჩემი ბრალი იყო?!
- რა იყო ჩემი ბრალი, თევზაობა მე მოვინდომე თუ შენ. ყველაფერს რო მე მაბრალებ, ეგრე არ არის, ჩემო ძმაო, მერე რა, რომ დევის ჯიბიდან გავარდნილი ვარ, სუ ჩემზე რო ტეხთ ჯოხს, ერთი მარჯვენა ჯიბე ჰქონოდა იმ დევს გახვრეტილი და იმასაც ვნახავდით, ვინ იქნებოდა დევის ჯიბიდან გავარდნილი. არა, თევზაობა მე მოვიგონე, მაგრამ მატორიანი ვირით თევზაობა ხო შენი იდეა იყო. მუცელღორი ხარ და იმიტო. სწორედ მაგიტომაც არ უშვებს გიტლერი ჩვენს ჯარს გერმანიისკენ, შენი ეშინია, ეგ რო აქ შემოვიდეს, რაც საჭმელი გვაქვს, ერთ დღეში შეგვიჭამს და მერე გინდა შიმშილს გაუწყვეტია გერმანია, გინდა - სტალინის ტანკებსაო.
- მატორიანი ვირით თევზაობაც იმიტო მაიგონე, რო რაც შეიძლება ბევრი თევზი დაგვეჭირა. შენ არ ითხოვე ვირი, შენ არ გადაჰკიდე ხურჯინი, შენ არ ჩადე იმ ხურჯინში მოტოციკლის მატორი, შენ არ ჩადე ხურჯინის მეორე თვალში აკუმულატორი და შნურები, შენ არ გაუძეხ წინ ვირსა მდინარის მდორეებისაკენ, მე არ მოგყვებოდით უკან ზურგზე ანკესგადაკიდებული?
- მერე?
- რა მერე, მიაყენე ერთ კაი ტბორთან ვირი, რაღაცები გამოსჭიმე ვირის ხურჯინიდან ტბორამდე, მაგ ადგილიდან შორს დადექი, დენმა არ დაგარტყასო, მე გამაფრთხილე და ჩართე მატორი.
- ჩართე და რაც მოხდა, ხო გახსოვს მერე. აყარა ვირმა წიხლები და გავარდა ჩართული მატორით, მერე რა ხმა აქვს მოტოციკლის მატორს, დღესაც ყურებში მიდგას. აბა, ი საწყალ ვირს რაღა გააჩერებდა, სოფლის ბაზარი ხო დაანგრია, საბჭოს თავმჯდომარეს ხო თავი გაუტეხა, რა გააჩერებდა. სანამ ბენზინი ედგა, ტრიალებდა მატორი და ბოლოს მილიციაში რომ შევარდა, ჰა, ჰა, იქღა გაუთავდა ბენზინი. მე კი დავიმალე, მაგრამ შენ მაგხელა კაცი სად დაიმალებოდი.
ხოდა, მაგიტომაცა გბრეგვეს.
მოვრჩეთ ახლა, ხო გავიხსენეთ.
საპყარი
სოფელი
1944 წელი
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•