14 ივლისი, სამშაბათი

      ეკლესიაში მეორეჯერ მივედი. დღეს ორი წარწერა კიდევ იპოვე: ერთი წმინდა საკურთხევლის ქვემოთ, მეორე ათონის მთის წმინდა დიონისეს მონასტრის მომხატველის - პანსელინოსის (მე-13 - მე-14 სს.)[1] მოხატულობის ქვემოთ. მისი ნამუშევრები, ტიპური ბიზანტიური სახეებით, დიდებული ტალანტისა და დახვეწილი ხელოვნების ნაყოფია და ფასდაუდებლადაა მიჩნეული. მოზაიკურ იატაკში შუალედებია, რომლებშიც ჩვეულებრივი ქრის ფილებია ჩატანებული. საფლავის ქვები ხომ არ არის? ზოგიერთ წარწერის კვალი ამჩნევია, მაგრამ მათი ამოკითხვა შეუძლებელია. შესაძლოა მათ შორისაა მონასტრის დამაარსებლის (ან აღმდგენელის) წმინდა გიორგი-პროხორესა (მე-11 ს.) და სხვათა სამარხები იყოს, რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ ახსოვთ. იქნებ ჩვენი სასიქადულო პოეტი, შოთა რუსთაველიც, აქ არის დაკრძალული. გადმოცემის თანახმად, რუსთაველმა სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარა. იგი ერთ დროს შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ კედელზე იყო გამოსახული.[2]

      ეს გამახსენდა და თვალი თეთრ კედლებს სევდიანად კიდევ ერთხელ შევავლე. არქიმანდრიტად მითხრა, რომ როცა ამ თანამდებობაზე გამამწესეს, ყველა ქართული წარწერის წაშლას ვაპირებდი, მაგრამ საპატრიარქომ მას ამის ნება არ მისცა. დაჟინებით მოითხოვეს, რომ აქ ეს წარწერები ქართველების სამახსოვროდ დარჩენილიყო.

      არქიმანდრიტმა მკითხა, ქართველებმა პალესტინაში მოწინავეობა რანაირად დაკარგესო? მე მივუგე, რომ ბევრი რამის გამო, რაც მათ თავს ერთბაშად დაატყდათ. წმინდა მიწაზე ქართველთა დაკნინება ამ ქვეყანაში თურქთა მმართველობის დამყარებისთანავე დაიწყო. ქართველები 1553 წელსვე იძულებული გახდნენ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი ფრანცისკელებისთვის დაეთმოთ. უფრო სწორად, ქართული მონასტერი ფრანცისკელებს თვით იერუსალიმის თურქმა ფაშამ მიჰყიდა. თურქებს ქართველები პოლიტიკურ მიზეზთა გამო სძულდათ. საქართველო თურქთა წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, გარდა ამისა, თურქებს მამლუქები[3] სძულდათ და ეს ქართველთა სიძულვილსაც ბადებდა, რადგან მამლუქები კავკასიელები (თუმცა გამაჰმადიანებულმა) იყვნენ, ქართველებს მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ.

      ამას სხვა გარემოებებიც ემატებოდა. მეთოთხმეტე საუკუნის შემდგომ მცირე სამთავროებად დაქუცმაცებულ საქართველოს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტრებთან გამუდმებული ბრძოლისგან ძალა ჰქონდა გამოლეული და ამის გამო ქვეყნის გარეთ მდებარე მრავალი მონასტრის სათანადო პატრონობა აღარ შეეძლო. მონასტრებს ვალები დაუგროვდა, გადასახადების გასასტუმრრებლად ფული არ ჰქონდათ და ამის გამო ქონება დაკარგეს. მონასტრების მძიმე მდგომარეობა, მაღალი გადასახადები და თურქ ხელისუფალთაგან დევნა, საქართველოში კარგად იცოდნენ და მათ დასახმარებლად ფულს აგროვებდნენ, მაგრამ მათ ვისაც ფული მოჰქონდა, მეტწილად ყაჩაღები ესხმოდნენ თავს, ხოცავდნენ და ძარცვავდნენ და წვავდნენ. ეს ტრაგედია აღწერილი აქვს იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს,[4] ვინც ამ ვითარების გამო ქართული მონასტრების სია შეადგინა. სამწუხაროდ, ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი[5] დღემდე ნაკლებად არის ცნობილი. გამონაკლისს წარმოადგენს მისი მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი, რომელიც მარი ბროსემ ჯერ ფრანგულად თარგმნა, მოგვიანებით კი ფრანგულიდან რუსულად. ჩვენი ემიგრანტები ამ ნაშრომის ქართულად თარგმნის აპირებდნენ, ჩვენი ძველი ისტორიის შესასწავლად აგრერიგად მნიშვნელოვანი ნაშრომი, მე მგონი, საქართველოში არც კი მოიპოვება.

      ახლა კი წარსულიდან აწმყოზე გადმოვინაცვლებ. მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ამბობენ, საბერძნეთის საპატრიარქოს ვალი 500 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ვალები რუსებსაც ჰქონდათ, იქნებ არც ნაკლები ვიდრე ბერძნებს. საპატრიარქოცა და რუსებიც იმედოვნებდნენ, რომ ომი რუსეთისთვის ხელსაყრელად დასრულდებოდა, ფულს წინდაუხედავად სესხულობდნენ, ძირითადად ებრაელებისგან. რომ არა ინგლისელი ხელისუფალნი, რომელთაც საპატრიარქოსა და რუსეთის წარმომადგენლობის შემოსავლები თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს და მათი ვალები გადაიხადეს, ბერძნებიცა და რუსებიც იძულებულნი გახდებოდნენ, თავიანთი ქონება აუქციონზე გასაყიდად გაეტანათ. რა საწყენია, რომ პალესტინაში არ იყვნენ ინგლისელი ხელისუფალნი, როცა იქ ქართული ტრაგედია დატრიალდა!

      ინგლისელთა ხელისუფლებას უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული თვით წმინდა მიწისთვისაც. ეს არც სიყალბეა და არც პირფერობა. პირიქით მათ საქმიანობაში დიდი სიყვარული პატივისცემა და თავგამოდება იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ რომელიც გარკვეულწილად ყველა ჩვენგანისთვის მეორე სამშობლო ინგლისელებმა კარგი სამანქანო გზები გაიყვანეს იერუსალიმში წყალგაყვანილობის სისტემა შექმნეს და ებრძვიან სიღატაკისა და ყაჩაღობას ამ ქვეყანაში.

      ნასადილევს მონასტრის სარდაფში ჩავედი. ჩვენ რასაც სარდაფს ვეძახით, ბერძნულ მონასტრებში არ არის. ისინი სარდაფად ქვედა სართულს იყენებენ. ბერები ზედა სართულზე ცხოვრობენ. ქვედა სართულს ფანჯარა არც ერთ მხარეს არ აქვს, ზოგჯერ ოთახებად არის დაყოფილი. ქვედა სართულის კედლები მონასტერს ყოველი მხრიდან გარს აკრავს და მონასტერში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი კარით, რომელსაც საღამოს 7 საათისთვის კეტავენ და დილით აღებენ. მეგონა სარდაფში რამე საინტერესოს ვიპოვიდი. არქიმანდრიტი და იერუსალიმიდან ჩამოსული ბერები ქვემოთ ჩამოყვნენ. მონასტრის წინამძღვარი აქ აშკარად პირველად იყო. სარდაფი მთელი საუკუნის (ან იქნებ უფრო დიდი ხნის) მანძილზე არავის დაუსუფთავებია. დაყრილი ხარახურისა და ნაგვის ფენების მიხედვით, მონასტრის ისტორიის აღდგენაც კი შეიძლებოდა ზოგი რამ, ძველი ჩაჩქანები და დაზიანებული იარაღი, ჯარისკაცებს დაეტოვებინათ. დამტვრეული მათარები და ძველი წიგნაკები, ალბათ, იმ დროიდან შემორჩა როცა ქვემოთ სკოლა იყო გახსნილი. ყველაფერი მტვერში, ქვებსა და მავთულებს იყო დაფლული. ანაფორა რაღაცას გამოვდე და გვარიანად გამეხა. და მაინც, აქ რაღაც უნდა ყოფილიყო, შესაძლოა, საფლავები ან ნამდვილი სარდაფი ქვედა სართულის ქვეშ. დაგეგმარების მიხედვით, ქვედა სართული სენაკებად უნდა ყოფილიყო დატიხრული. უწინ აქ, ალბათ, ბერები ცხოვრობდნენ, თუმცა კი საშინელი ნესტი და სიბნელე იყო.

Qwelly, გრიგოლ ფერაძე, დღიური, იერიქონის ვარდები, ლიტერატურა

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] მანუელ პანსელინოსი (XIII ს-ის ბოლო - XIV ს-ის დასაწყისი) - ცნობილი ბერძენი მხატვარი, მაკედონური სკოლის წარმომადგენელი.

[2] შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 1960 წელს მოიძა ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ, რომლის წევრებიც იყვნენ აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე.

[3] მამლუქი (არაბ. „თეთრი მონა“) - არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონა.

[4] დოსითეოს II (1641-1707) - იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი 1669 წლიდან.

[5] იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორია, ბუქარესტი, 1715, 12 წიგნად(ბერძნულ ენაზე).

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 543

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters