ანტიოქია. ბატონი კავუკდიანი გუშინ ჩამოვიდა. ერთმანეთი აქ გავიცანით, გერმანაიში მისი გაცნობის შესაძლებლობა არ მომცემია. ბატონმა კავუკდიანმა დამარწმუნა, რომ კაჯა პუნარიდან საკვირველ მთაზე წავსულიყავი, რომლის ნახვას ისედაც ვაპირებდი. ბატონ კავუკდიანს შუადღისას უნდა შევხვედროდი, მანამდე კი მონასტრის ძველი მოზაიკის სანახავად გავწიე. არქეოლოგიურ გათხრებს პენსილვანიის უნივერსიტეტი ატარებს იმ ადგილას, სადაც ანტიოქიის ძველი თეატრი (ან ტაძარი) იდგა. იქ ძალიან მნიშვნელოვანი მოზაიკა აღმოჩნდა. იმ მოზაიკას ქალაქიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ბანაკში ინახავდნენ. ადგილი, სადაც მოზაიკა იპოვეს, დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო. შევიტყვე, რომ ნაპოვნს სამად გაყოფდნენ: ერთ ნაწილს ამერიკასი წაიღებდმემ, ერთს - ლუვრში, ერთი კი აქ დარჩებოდა. იმედი შესასვლელთანვე გამიცრუვა: მოზაიკის ნახვა, თურმე, მხოლოდ ნაშუადღევს შეიძლებოდა. შიგნით შესვლა მაინც მოვახერხე ფრანგი ოფიცრის შემწეობით, რომელსაც ბანაკის ნახვა ასევე სურდა. ამგვარად, ძველ მოზაიკას ბერძნუი ითოლოგიითა და ხელოვნებით გატაცებულ ჯენტლმენთა ერთად ვათვალიერებდი. ერთად ვცდილობდით, მის აზრს ჩავწვდომოდით. აქაურობის დახვეწილ ექსპერტთან საუბრისას შევიტყვე, რომ ფრიდრიხ ბარბაროსათი[1] იყო აღფრთოვანებული და მისი საფლავის ნახვა უნდოდა. ფრიდრიხ ბარფაროსა ხომ ანტიოქიაში იყო დაბადებული და მის საფლავად მიჩნეული ადგილიც აქვე იყო. ფრანგ ოფიცერს შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო კატაკომბების სანახავად, მაგრამ მან მითხრა, აღმოსავლეთში ეკლესიებზე და მეჩეთებზე ბევრად უფრო საინტერესო ადგილების დათვალიერება შეიძლებაო.
იმ დღეს მე და ბატონი კავუკდიანი კაპუცინელთა წინამძღვარს ვეწვიეთ, შემდეგ ბაზრობა, უმთავრესად კი საოქრომჭედლო მაღაზიები დავათვალიერეთ. იქაურობა სრულებით არ მომეწონა.
სასტუმროს საფასური გადავიხადე, რასაც დიდი ჯახირი დასწირდა. ახლა კაჯა პუნარისკენ ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მძღოლმა, რომელსაც გუშინ შევუთანხმდით, ჩვენი წაყვანა აღარ ისურვა. რა თქმა უნდა, ფასის მომატება უნდოდა. ბევრი ვიდავიდარაბეთ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მე და ბატონმა კავუკდიანმა მოვახერხეთ, იქით მიმავალ თურქებს დავმგზავრებოდით. მანქანაში ოთხნი ვისხედით: მანქანის პატრონი, მისი მძღოლი, ბატონი კავუკდიანი და მე. გზაში ორჯერ გავჩერდით: ერთხელ დაფნეს თვალწარმტაც ჩანჩქერთან, რომელზეც ბატონმა კავუკდიანმა მითი მიამბო[2] და კიდევ ერთ ადგილას, სადაც ბუნება ასე მომხიბლავი არ იყო.
მგზავრობა სახიფათო და შემაშფოთებელი აღმოჩნდა. როცა სხვა მანქანამ გაგვასწრო, ბატონმა კავუკდიანმა ჩვენს მძღოლზე დამცინავად რაღაც თქვა, რამაც მისი აღმოსავლური თავმოყვარეობა შეურაცხჰყო. ჰოდა, მან მანქანა გააფთრებით გააქროლა. ორი, იდუმალად მომღიმარი, თურქის გვერდით ვისხედით და წარმოდგენა არ გვქონდა, რას ფიქრობდნენ. ბატონმა კავუკდიანმა მითხრა, ძალიან ცუდ დღეში ვარო. ამ გიჟური რბოლის დროს კაჯა პუნარში ჩასვლას ოაზისის გამოჩენისავით ველოდი. როგორც იქნა, იქამდე მივაღწიეთ.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] ფრიდრიხ I ბარბაროსა ჟღალწვერა (დაახლ. 1125-1190) - გერმანიის მეფე 1152 წლიდან, იმპერატორი 1155 წლიდან.
[2] ადგილი ანტიოქიასთან ახლოს (ახლანდელი ანტაკია, თურქეთი), მდიდარი ჩანჩქერებით, წყაროებით, არხებითა და დაფნის ხეებით, სადაც ბერძნული მითის მიხედვით, მშვენიერი ნიმფა დაფნე დედამისმა დაფნის ხედ გადააქცია, რათა მასზე შეყვარებული აპოლონის დევნისგან დაეხსნა. ეს ადგილი მრავალი ტაძრითაა სახელგანთქმული. 572 წელს ის მთლიანად დაინგრა და მივიწყებულ სოფლად გადაიქცა. დღეს იქ ანტაკიელების დასასვენებელი ადგილია.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•