საპყარს!
გწერს შენი ბაყდარი
მივიღ შენი წერილი და ძალიანაც კარგად გამახსენდა იმ მოტორიანი ვირით თევზაობა. დავიმალეო, რო იკვეხი, ეგ რა, კაცობაში გეთვლება?! იმას რატო არ იხსენებ, სანადიროდ რო წამოვედი შენი გულისთვის იმერეთში. ბიჭოო, შე კაი ადამიანო და კაი უღურზე აწყობილო, აბა, კარგად დაფიქრდი, იმერეთში მწყრებსა და კურდღლებზე წამოსვლა რაში მჭირდებოდა, თუ არა შენი ხათრი. ხო გახსოვს, ჩვენს ტყეებში როგორ ვნადირობდი: შევიდოდი შუაგულ ტყეში, არც თოფი მჭირდებოდა და არც ხაჯალი. ვიდექი გულზე ხელებდაკრეფილი, ჩამაივლიდა დათვი, შამამხედავდა და, ერთს შეჰბღავლებდა, შიშით გული გაუსკდებოდა და მამქონდა სახლში. რამდენჯერ გიჭამია ჩემი ნანადირევი დათვის ხორცი, აბა გაიხსენე. ახლა იმერეთიც მე არ დამაბრალო, თოროო!
ამიტყდი: ზესტაფონში ძმაკაცი მყავს, ზესტაფონში ძმაკაცი მყავს.
- გყავს და გყავდეს, მერე ვინ გიშლის, უძმაკაცო კაცი რა კაცია.
- ძაღლი ჰყავს იმისთანა, გაფრენილ მწყერს იჭერს პირით.
- ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს.
- თოფები აქვს, ტყვიას ტყვიაში სვამს.
- შარჩეს მარჯვენა.
- ღვინო აქვს, მკვდარს გააცოცხლებს.
- ღვინო არ დაუძმაროს - მაშინ რა ვიცოდი, რა ღვინო ჰქონდა შენს ძმაკაცს, თორე ახლა კი ვიცი რო, ის ღვინო მკვდრისთვის რო ვინმეს ჩაესხა პირში, ისე, საცდელად, საწყალი მკვდარი სიმწრისგან წამოხტებოდა.
არ მახსოვს, რა დღეში მქონდა მეორე დილით ისედაც შენი დასაცინი თავი. მაშინ რო დავენახე შენი ძმაკაცის ღვინით თავგასიებული, რაზეც გინდა დაგენაძლევები, ფეხს აღარ გადმაადგამდა აქეთ. ძაღლი იყო და რას ჰგავდა, ცოფებსა ყრიდა.
- ნახე, ნახე, რა დღეშია, როგორ უნდა ნარიდობაო, სულ ცოფებიღა გადმოსდის პიროდანო - კვეხნით აგვიკლო შენმა ძმაკაცმა - ერთი სული აქვს, როდის ავუშვებ საყელოს და ნადირის კვალზე მივუშვებთო.
ეგეც დაგიჯერეთ. ძაღლია, რა ვიცი, ხო გეუბნები, თოფ-იარაღით არცა მინადირია, ისე ვხოცდი ნადირს და მეძებარი ძაღლისა რა გამეგებოდა.
გეხვეწეთ, ამ ხევ-ხუვებში ნუ მარბენინებთ, ძაღლი ხო გყავთ, წადით და თქვენ ინადირეთ-მეთქი.
ხო იყო ეგრე?
- რას ჰქვია, შენ არ წამოხვალო! - იწყინა შენმა ძმაკაცმა, - აქ ჩამოხვედი და არ უნდა ნახო, რა ჯიშის ძაღლი მყავს, რა ყნოსვა აქვს, როგორ ფეხდაფეხ იჭერს გაქცეულ კურდღელს.
შემრცხვა და დაგიჯერეთ.
გადავიკიდეთ თოფები, წავიყვანეთ ძაღლი და სოფელს რო გავცდით, აუშვა თავისი სანაქებო მეძებარი შენმა ძმაკაცმა.
დატრიალდა ძაღლი, აქეთ ეცა, იქით ეცა, მიწა დაყნოსა.
- ოხოხოო, ნახე, ნახე, როგორ ყნოსავს! - იკვეხნის შენი ძმაკაცი.
არ მინახავს ჯერ მეძებარი ძაღლით ნადირობა და მიკვირს.
- გიკვირს ხომ? მაგარია ხომ? - შემატყო იმან. უცებ ძაღლი მოსწყდა ადგილიდან და გავარდა.
- აბა, დავედევნოთო!
ვაი შენ, ჩემო თავო, არ გინდა ახლა ამ ძაღლის დევნა? რა ყოფილა ეს მეძებარი ძაღლით ნადირობა!
მირბის ძაღლი და მივდევთ ჩვენ.
აივლის გორას, ავყვებით.
ჩაირბენს ხევში, ჩავყვებით.
როგორც იქნა, გაივაკა და შარაგზაზე დაეშვა ერთი სოფლის მიმართულებით.
შევარდა სოფელში, ეს სამი თოფიანი გიჟიც შევყევით. დავრბივართ ორღობეებში თოფებით, ძაღლი არა ჩანს, ხალხი გაგიჟებული გვიყურებს, შეშინებულები სახლებში იმალებიან, ეტყობა, თავდასხმა ჰგონიათ. ვიღაცას მივაძახეთ, მეძებარ ძაღლს ხო არ ჩამოუვლია აქეთ-თქო.
- აგერ გეიცქა, ჩემო ბატონო - მიგვანიშნა.
- დიდი ხანია?
- იქნება ასე, ხუთი-ათი წუთი.
გავიქეცით იქით და სოფლის ბოლოს იმის კუდსღა მოვკარით თვალი.
გავვარდით იქით, გადავადექით გორს და რა?
ხო გახსოვს, იმ თქვენს სანაქებო მეძებარს წაუკუზნია ერთი გაძვალტყავებული ძუკნა ძაღლი და ისეთ ამბავშია, თითქოს მსოფლიოს იპყრობდეს.
- ვაცადოთ, აქ ხო არ დავტოვებთ, - თქვა პატრონმა. ის ლოდინიც ხო გახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა.
შუაღამისას სამი გიჟი ერთმანეთზე გადაბმულ ძაღლებს მივათრევდით ზესტაფონისკენ.
ხო მანადირე იმერეთში.
მოვრჩეთ, ჩემო საპყარ, მეძებარ ძაღებზე და მოტორიან ვირებზე მიწერ-მოწერას და სხვა რამე გავიხსენოთ, უფრო ღრმად გავუხსნათ სული ერთიმეორეს.
იცი რა, ხატვა რო ვიცოდე, დავხატავდი დიდ დევს. მარცხენა ჯიბიდან შენ ამოგაყოფინებდი თავს, მარჯვენადან - მე. დევის აქეთ-იქით თხილის ხეებს დავხატავდი, ძალიან მსხმოიარე თხილის ხეებს და ერთ-ერთ ხეზე შემოვსვამდი ნაცარქექიას, ვითომ თხილს კრეფს და ქუდში აგროვებს, მერე იმავე ნაცარქექიას დევთან მივახატავდი, ვითომ თხილით სავსე ქუდს დევს უწვდის. დევს გაღიმებულს დავხატავდი. შევარიგოთ რა, რა უნდა მაგათ შერიგებას, თხილით სავსე ერთი პატარა ქუდი.
ბაყდარი
ფრონტის ხაზი
1944
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•