16 აგვისტო, კვირა

      ტიბერიიდან წამოვედი და ხაიფას გავლით იერუსალიმისკენ მივემართები. ნაზარეთში შეჩერებას ვაპირებ. ახლად გაშენებულ ტყეს მშვენიერი გზა მიუყვება. სახიფათო გზაა და ამიტომ ჯარისკაცების მთელი რაზმი მიგვაცილებს, თან კერძო მანქანებიც მოგვყვებიან. გზა ტრანსპორტისთვის ყოველდღე დილის 8 საათზე იხსნება, შაბათის გარდა. გზა გადის ჰატინთან, სადაც ჯვაროსნებმა 1187 წელს სალადინთან დამარცხება იწვნიეს და წმინდა მიწა დათმეს. ჩვენ კანაც გავიარეთ, სადაც ჩვენმა მაცხოვარმა პირველი სასწაული მაოხდინა.[1] სოფელში გზა ბაღებს მიუყვება. დაბალი ღობეების იქით მწიფე ბროწეულები მოჩანს. ვარდისფრად გარუჯულ ბავშვებს გზაზე ხილი გამოუტანიათ, მაგრამ მანქანას არავინ უჩერებს. ხელმარჯვნივ სასწაულის აღსრულების ადგილას აშენებულ მართლმადიდებლურ მონასერს ვხედავ.

      ნაზარეთში ჩვენი ავტობუსი ბაზილიკასთან საკმაოდ ახლოს, მარიამის წყაროსთან გაჩერდა. ახა ამ წყაროს გარს აკრავს ყვავილების პატარა, საუცხოო ბაღი, რომელიც ერთმა ინგლისელმ ქალმა გააშენა და ნაზარეთს უძღვნა. გორაკზე, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მშვენიერი მართლმადიდებლური ბზილიკა დგას.

      წირვა ახალი დაწყებული იყო, რცა ბაზილიკაში შევედი. ღვთისმსახურება არაბულად მიმდინარეობდა. იქაური არაბული სკოლის გუნდი გალობდა. შესამოსელთა მცველმა უმალ შემამჩნია და საკურთხეველში მიმიწვია.

      ბაზილიკა იმ ადგილას დგას, სადაც ღმრთისმშობლის დროინდელი წყარო მოედინება. ხარები ადგილი აქ არის. აპოკრიფული ნაწერების მიხედვით, ანგელოზი მარიამს მაშინ მოევლინა, როცა იგი დილით ამ წყაროსთან წყლის ასაღებად მოვიდა. სხვა ვერსიების თანახმად, ხაება იოსების სახლში მოხდა. იქ ახლა კათოლიკური ბაზილიკა არის აღმარული.

      წირვის შემდეგ ყველანი ხელმარცხივ მდებარე პატარა ეგვტერში შევიდნენ, რამდენიმე საფეხური ჩაიარეს და წყალი აიღეს. წყაროსთან ჩასასვლელი ხალხისვის გარედანაც, ბაზრის მხრიდანაც ღიაა.

      აქ, ძალიან ძველი და საკმაოდ ოსტატურად შესრულებული ნახაებსა და ფრესკების გვერდით, კედელზე პრიალა ქაღალზე დახატული, იაფფასიანი სურათებიც უკიდიათ, ბაზრობებზე რომ იყიდება. სიამოვნებით ვათვალირებ. თითქმის ყველაზე ხარება გამოსახული. რა კარგი იქნებოდა, ხარების თემაზე შესრულებული ყველა ნახატის ასლი რომ მოეგროვებინათ და ამ კედლების მოსართავად გამოეყენებინათ. ეს ადგილი საამისოდ ყველაზე შესაფერისია. მხატვრობისთვის ხარებაზე უფრო რთული თემა არ არსებობს. მხატვარმა ოსტატურად უნდა გამოიყენოს ფერები და ჩრდილები მზთი გაბრწყინებულ ჰაერსა და ლურჯ ცას შეუხამოს. ეს თემა ინგლისელ მხატვრებს უყვართ. ფრა ანჯელიკოც[2] მახსენდება და შუა საუკუნეების პოლოელი, კრაკოველი მხატვრების.[3]

      სამწუხაროდ, აქაურობას დახვეწილი გემოვნების კვალი არ ატყვია. საკურთხეველს ფრანცისკელთა ჯვრით შემკული პატარა გუმბათი ადგას. ვინც ამ ბაზილიკის წარსული არ იცის, იფიქრებს, რომ დასავლელთა აშენებულია. საკურთხევლიდან ოდნავ მოშორებით, ჭერზე, სულიწმინდის სიმბოლოს, ქვისგან გამოკვეთილ მტრედს ვხედავ, თუმცა თავი არა აქვს. ამის გამო ძალიან შევწუხდი და ეს იქაურ არქიმანდრიტს ვუთხარი.

      თავაზიანმა არქიმანდრიტმა სტუმრად მიმიწვია და მასთან მთელ დღეს დავრჩი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] იოანე 2, 1-2

[2] ფრა ანჯელიკო (1387-1455) - იტალიელი დომინიკელი ბერი, მხატვარი.

[3] ავტორი, ალბათ, გულისხმობს კრაკოვის ფრანცისკელთა მონასტრის ფრესკას, „ხარებას“, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1450 წელს, ან ვაველის წმინდა მიქაელის ეკლესიის საკურთხევლის „ხარებას“, რომელიც შესრულებულია 1517 წელს (იხ. Historia sztuki polskej, ed. T. Dobrowolski and W. Tatarkiewicz, Krakow, 1962, I, გვ. 353, 413).

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 317

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters