24 აგვისტო, ორშაბათი

იერიქონის ვარდები, გრიგოლ ფერაძე

      კაიმაკანი იერუსალიმში ბრუნდებოდა. შემომთავაზა, რომ გავყოლოდი. უარი ვუთხარი, რადგან მკვდარ ზღვაზე წასვლას ვაპირებდი. ზღვა დაახლოებით ცხრა კილომეტრის სავალზე იყო და ფეხით წასვლა მინდოდა, მაგრამ გამაფრთხილეს, ეს ძალიან სახიფათოაო. ვერავის დავემგზავრებოდი, რადგან იერიქონში არც ერთი მანქანა არ იყო. სასტუმროს მეპატრონემ მირჩია, დახმარება მეთხოვა ჟანდარმერიის უფროსისთვის. კალიუმის ქარხანა მკვდარ ზღვასთან ახლოს ყოფილა და იქ ჟანდარმებს თურმე ყოველდღე აგზავნიდნენ. იქნებ მას უფლება მოეცა ჟანდარმერიის ტრანსპორტს გავყოლოდი. ჟანდარმერიის ოფიცერი პოლონელი ებრაელი აღმოჩნდა და ძალიან თავაზიანად შემხვდა. მასთან თითქმის ერთ საათს დავრჩი. რა თქმა უნდა, პოლონურად ვლაპარაკობდით. გამგზავრების უფლება მომცა და იმავე საღამოს მკვდარ ზღვას ვეწვიე. თუმცა ისიც მითხრეს, იერიქონში დაბრუნებას მხოლოდ ხვალ დილით თუ შეძლებთო. მაშ, ერთი ღამე იქ უნდა გამეთია.

      ჩემთან ერთი ებრაელი მოვიდა, რომელსაც მსოფლიოს ამ უკაცრიელ მხარეში სასტუმრო ჰქონდა. თავის ოთახების ქება დაიწყო. ოთახი 15 პიასტრი ღირდა. ამას ერთ-ნახევარი პიასტი მომსახურების ხარჯები, ანუ ათი პროცენტი ემატებოდა. ევროპაშიც ასეთი წესია.

      ჯერ ძალიან ადრე იყო და ღამის გასათევს არ ვეძებდი, ამიტომ ქარხნის პატარა დასახლებაში გავისეირნე და, თითქოს განგებამ გამომიგზავნა, ის არაბი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც წარმომადგენლობამდე მიმაცილა როცა იერუსალიმში ჩავედი. „მამაო, სასტუმრო რად გინდათ? - მითხრა მან, - პოლიციის განყოფილებაში ბანანის ფოთლებით გადახურული პატარა, კოხტა ქოხი გვაქვს, შეგიძლიათ, ღამე იქ გაათიოთ“.

      პატრიოტ არაბს უხაროდა, არაბულად რომ ველაპარაკებოდი. „ჩვენ ძლიერები ვართ, - თქვა მან, - ებრაელებს ამ ბრძოლაში ვაჯობებთ. ჩვენმა ხალხმა იცის, ისინი რანიც არიან. მერე ინგლისელებსაც გავყრით და დიდ არაბეთს შევქმნით!“

      მე, რა თქმა უნდა, მის რწმენას პატივს ვცემ და მისი გულისთქმაც შევიცანი. კაცობრიობის კულტურის აღმავლობას, მის პროგრესს ბრძოლა განაპირობებს, თუმცაღა, ბრძოლა სამართლიანი უნდა იყოს და არა მზაკვრული.

      არაბმა სასადილოდან ხაჭო და პური მომიტანა. ათ საათზე ყველა წავიდა დანიშნულების ადგილის დასაკავებლად. ჩემთან მხოლოდ ერთი ხანშიშესული არაბი დარჩა. ერთი თვის წინ მეზობლის ლეიბი მოუპარავს და ამის გამო დაუპატიმრებიათ. თავისუფლად მიდი-მოდიოდა, მაგრამ გაქცევას არ აპირებდა, თუნდაც იმიტომ, რომ შინ ასეთი პირობები არ იქნებოდა.

      ზღვაზე საცურაოდ გავედი. აქ არც თევზი, არც რაიმე სხვა არსება არ ბინადრობს და წყალი ისეა მარილით გაჯერებული, რომ კაცს შეუძლია, ზედ გაწვეს და დაისვენოს. ცურვის შემდეგ ჩვეულებრივი წყლის გადავლება აუცილებელია. მე კი დამავიწყდა მეკითხა, შხაპი სად იყო და ლოგინში ჩავწექი, მაგრამ მთელი სხეული ისე მექავებოდა, იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი და პატიმრისთვის მეკითხა, შხაპი სად იყო.

      სანამ ვბანაობდი, პოლიციის განყოფილების წინ მანქანა გაჩერდა. იქიდან ჯანდარმი გადმოვიდა და მითხრა, ბრძანება მივიღეთ, რომ იერიქონში დავბრუნდეთ და ხომ არ გამოგვყვებითო. ქოხი ისე მომეწონა, რომ დილამდე დარჩენა ვამჯობინე.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 431

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters