ზუსტად რვა საათზე თელ-ავივში ვიყავი. ჩემი მეგობარი გერმანელი ებრაელი, პოლონეთის საკონსულოს შენობი წინ რომ მელოდა, ჩემი პუნქტუალობი განცვიფრებული იყო.
...[1]
ჩემი შვებულების ბოლო თვე, სექტემბერი, სირიაში გავატარე. ეს ქვეყანა პალესტინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. სირიაში წასვლა იმანაც გადამაწყვეტინა, რომ არაბულ-ებრაული კონფლიქტის გამო სამუშაო ძალიან მიფერხდებოდა. ამასთანავე, პალესტინაში მოგზაურობა სახიფათო იყო.
სირიაში ყველაზე მეტად მაინტერესებდა ადრეული ქრისტიანული ძეგლები სიდონში, დამასკოსა და ალეპოში, ასევე ბეროეაში, ორონტესთან[2] მდებარე ანტიოქიაში, რომელსაც დღეს ასის ეძახიან, და, უპირველეს ყოვლისა, ორი სვიმეონის, მესვეტე წმინდათა[3] მონასტრების ნანგრევები. ქართველი ბერები სვიმეონ უმცროსის მონასტერში ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ.[4] ამ ადგილებით რამდენიმე წლის წინ მამა იოანე მესერიანმა, ბეირუთის იუზუიტური უნივერსიტეტის პროფესორმა დამაინტერესა, როცა ერთმანეთს ვენაში შევხვდით. იგი საკვირველ მთაზე ათი წლის მანძილზე გათხრებს აწარმოებდა, მონასტრის ნანგრევებში ქართულ ძეგლებს ეძებდა. ინტერესი ამან გამიღვივა. მინდოდა, გათხრები დამეთვალიერებინა და მისი აღმოჩენების მნიშვნელობა შემეფასებინა. ის გარემოება, იმ ადგილთა ნახვას რომ შევძლებდი, სადაც მარტვილების გარჯით ჩვენი ეკლესიის ისტორიის პირველი ფურცლები იწერებოდა, იქ წასასვლელად მაგულიეანებდა. ჩემი მოგზაურობის მეორე, საინტერესო მიზანი კაჯა პუნარში[5] დოქტორ იოჰანეს ლიფსუსის[6] მიერ დაარსებული ობოლთა თავშესაფრის მონახულება გახლდათ. კაჯა პუნარი მონასტრებისაკენ მიმავალ გზაზეა. ცხადია, გულით მინდოდა, ჩვენი ძვირფასი დოქტორ ლიფსიუსის მოღვაწეობის ეს მხარე გამეცნო.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] ტექსტი ნაკლულია.
[2] ორონტე - მდინარე, რომელიც მიედინება ლიბანის, სირიისა და თურქეთის ტერიტორიაზე.
[3] წმინდა სვიმეონ მესვეტე უფროსი (390-459), ცნობილი ქრისტიანი განდეგილი, განდეგილობის ერთ-ერთი სახეობის, მესვეტეობის, დამაარსებელი. წმინდა სვიმეონ მესვეტის „ცხოვრების“ ტექსტის თანახმად, მასთან სხვა ეროვნების ბერებთან ერთად, ქართველებიც მოღვაწეობდნენ. სვიმეონ მესვეტე უმცროსი (521-592), საკვირველმოქმედი, ანტიოქიის შავი მთის ცნობილი განდეგილი. წმინდა სვიმეონ უფროსისა და უმცროსის მიერ დაარსებულ მონასტრებში საუკუნეების მანძილზე ბევრი ქართველი ბერი მოღვაწეობდა.
[4] „ვგონებ, პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც შეძლო შუა საუკუნეების შემდეგ ენახა წმინდა სვიმეონ მესვეე მცირის მონასტრის ნანგრეები. სწორედ ამ მონასტერში დაირწა ქართული კულტურის აკვანი - V თუ VI საუკუნეში საქართველოში წამოვიდნენ მისიონერი ბერები, ხოლო XI-XII საუკუნეების მიჯნაზე აქ ცხოვრობდა ეკლესიის ცნობილი მამა, ეფრემ მცირე“. იხილეთ, წმინდა გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირველი, გამოსაცემად მოამზადა დავით ყოლბაიამ, ვარშავის უნივერსიტეტი, 2012, ვარშავა, გვ. 78.
[5] კაჯა პუნარი - ქალაქი სირიაში.
[6] იოჰანეს ლიფსიუსი (1858-1926) - ცნობილი ეგვიპტოლოგის, კარლ ლიფსუსის ვაჟი (1810-1884), ევანგელისტი მღვდელი და მისიონერი. ეხმარებოდა სომეხ ხალხს. 1895 წელს დააარსა Dautsche Mission, რომელიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, გამოსცემდა ჟურნალს Der Orient (1919-1936). მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გრიგოლ ფერაძის გერმანიაში სასწავლებლად წასვლის საქმეში.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•