1.
ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუკვირ დები, მაშინ ისე ძალიანზე მეტად ძალიან ძლიერ უფრო მტკიოდა სუმთლად ძალათი ანატკივები თავი და დანამდვილებით არცკი მახსოვდა ის თითქმისა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი ერთი ძაანაც დიდმნიშვნე ლოვანი რამ, რომელიც წინა საღამოთი თუ ღამით ესაც არ მახსოვს,გადამხდა, ხოლო სუყველაფერი შესაძლოა სულ მთლად იმისი ბრალი არა მაგრამ, ის სააღრეულო დასაწყისი მაინც სუპხარჩოს ბრალი იყო,ისე ძალიან მისითაც კი მთლად არასოდეს ავმღვრეულვარ, მეორე დილით კი, გათე ნებისას დასტურრომ გამეღვიძა, კუჭ ამომჯდარმა, თავროგორმბურღავმანქა ნით ჩემივივ თავის რა მტკიცსალტეთი ისე მრავალგან ამოხვრეტილობითატკივებულ მა, სუპხარჩოსი, კი, დამსახურებით რაღაც აურაცხელად აუწონავი უსაზიზღრესი პირისგემოსი მოსაცილებლად ჩემი პატარა, მომცრო მაცივრის უსახელურო კარი რომ მაინც გამოვაღე, რა დავინახე, მე განწირულმა, საუბედუროდ რაღაც ძალიან კრემიანი ნამცხვარი და ძლივს, ძლივსღა რაღაც სასწაულით შევიკავე მთლადაც დაქოქილტანკებიანი თავი სუმთლად რომ მთლადაც არ გავფუჭებულიყავ, და, კიდევ კარგი, ცევიტამინი სულაც იქით იყოს და როგორ განმწმედი ნახევარი ლიმონი დავლანდდავჩითე მაგიდაზე და, ვწუწნე და ვწუწნე დაუცხრომლად და, მგონი, ცოტათი, ოდნავ, ვგონებ გადამიარა... რადგან მრავა ლულებიანად მსროლელი ტანკები ჯავშან ტრანსპორტიანმანქანებითღა შემეცვალა, ოოჰხ, სუპხარჩოვ, მე კი შენა და შენი საქციელი... მაგრამ რომელი მოკლე დეფისი და მსგავსი უბედურობანი სუპხარჩოს უნდა, რადგან გაცილებით უფრო ადამიანურად, ბავშვობიდანვე შეჩვეულები სუპხარჩოს ვეძახდით შინაურული ამხანაგები, დაბა დებიდან მოყოლებული შეღერებულსა ყმაწვი ლობამდე ის ჩემი კბილა კარის მეზობელი იყო იგი, შალიკო, ჩემი, და ხოლო მერე კი, იური დიული რომ დაამთავრა და მილიციაში რომ მოეწყო მაიორბიძის მეშვეობით მლადშ ლეიტენანტად, მერე და მერე კი თვით ჩვენი ოღრო და ჩოღროგზაურებ საგზაო პოლიციის კაპიტნობამდისინამდეც კი რომ მიაღწია 1979 წელს /იქამდისამდეც საბურთალოზე გადა ვიდა ოთხოთახიანში ხოლო იმ დროისათვის ოთხოთახიანი გრანდიოზული მიღწევა იყო კაპიტალურნსა ბინათმშებლობების დარგში ხოლო იმისი ყოფილი მეზობლები კვლავ ჩვენს მშობლიურად ინტერნაციონალისტურსა სოლოლაკში, დიაღაც, დავრჩით / მის სამსა ხურში ერთიორხელ მომიწია საშვებით შევლამ და წოდებთანამდებობით უმცროსი მელიტონები (მაშინ ჯერ კიდევ მილიცანრებს ასე ვეძახდით მოფერებითად ხოლო ახლაკ კი როგორაა პოლიცანრებიში ეს კი არ ვიცი, როგორაა,/ან ამხანაგო კაპიტანო სანდაც პატივცემულო შალიკო"ს ანდაც სულაც ვალიკოევიჩ"ს ეძახდნენ, ხოლო თანატოლ ხმელის/ ხმელეთის / კაპიტანები მხოლოდ შალიკოთიღა და შალათი მიმართავდნენ გააჩნდა თუთუ საქართველოსი რომელი კუთ ხიდან იყვნენ – დასავლეთის თუ აღმო სავლეთის, მთლად უფროსობა კი როგორ მიმართავდა თავიანთებებ კაბინეტებში ეს აღარ ვიცოდი აბა იქ მე ხომ აბაღ ნეტა ვინ შემასუნინებდა და ეგებ სულაც შე ჩემაობით მიმართავდნენ მაგრამაც, ჩემთვის? – მარტოებიღა თუკი ვიყავით, ერთიერთზე, და ანდაც ფიქრებში? – როგორ უცვლელა მტკიცედ სუპხარჩოდ დარჩა, და ხოლო ესი ზედმეტური მეტისახელი სკოლის მერხიდანვე შეარქვა რომელიღაც ჩვენმა კლასელმა რადგან მამაიმისი, შალიკოსი, ვალიკო, ჩვენი ყველასი ქ. თბილისისა ერთერთი კაი მოზრდილა რესტორნისა სულაც მთავარი შეფმზარეული იყო თავისი მრგვლურად თეთრაქუდიანა და ხოლო მისი ხელიდან გამოსულ კარქაშეკმაზულ სუპხარჩოს ყველა ისე აქებდა რომ, რომ, ნაბახუსევარ პახმელიაზედ განსაკუთრებულად ის უფ რო სჭრიდა ორლესულად ვინემ ვალიკოსი თუნდაც თვით დანასაშეფპოვრული და გინდაც თვითან ძალუმი ხაში და ზედ ლავაში და ლავაში სიტყვამ მოიტანა თორემ ისაც სინამდვილეში ზედ ორი 5050პიატდესიატ გრამი ჩვენ რო ვიცით, იის, მერე კი, დრომ რომ თავისი გაიტანა და მოითხოვა და თეთრქუდა ვალიკომ დანა და ჩამჩა და სუნნელოვანი წინ საფარი და შეფმზარეულისა სხვაც ატრი ბუტები შორს გადასტყორცნა ვით მარგა ლიტი უძვირფასესი და პაპიკვალიკომ მზარეულობას, თავი ძალიან მკვეთრად გაანება ისევე როგორც ზოგმა ქმარმა ზოგიერთ საყვარელს რადგან ორთქლებში ტრიალს და ბუღურ სიცხეს ჯერ რევიზორო ბით რევიზიული რევიზიებით წრიალი არჩია სხვადასხვა წერტებში რადგანაც ვალიკო სპეციფიური განათლებითაც აგრეთვ ეკონომისტი ხოლო შვილით კი მაშინ ჯერ კი დევ ლეიტენანტ შალიკოსი მამა იყო, კი, თან ერთადერთი და ღვიძლი მამილო, დიახ, ხოლო შალასკი , მისი წარსულის საპატივსაცემოდ, მეტიცსახელი ესი, ძალიან ძველსა ამხა ნაგებში, ძველ სუპხარჩოში ჩასაჭრელი ხახვივით, შერჩა, ისე კი, მართლა ისე კი არ იყო საქმე, გარეშე ხალხის თანდასწრებით, სულ პატივცემულო შალვას, ვეძახდით, ხოლოკი დრო რომ ისევ გავიდა და რევიზორ რევიზიონისტმა ვალიკომ საანგარიშო ჩოთქი თუ რაღაცა ქვია და რევიზორისა სხვაც ატრიბუტები /სათვალე, მკაცრი გამო ხედვა, ქაღალდთა შლისას ორი თითისი ნერწყვით დასველება და სხვა / თავის ეზოში მდგართ ხესა და ხეს შუა ჩამოკიდებულ ლეიბჩაფენილ ჰამაკში გადაცვალა / ახლაკი უკვე ორსართულიან ეზოიანსა კერძო სახლში ცხოვრობდნენ ჯერამაც კიდევ სუპხარჩოსისი სტარშლეიტენანტობის დროს ახალი დროითა და წელთაღრიცხვით და გრინვიჩის დროით და ასე შემდეგ, /, და, ერთსაც მშვენიერ /რაღა მშვენიერ... ისემც... / დღესაც დამირეკა და მე ვარ, შალ ვაო, და ნევრიანობა შემხვდა ერთი /ნევრი ანობას ჰაღელვებულსა ნევრიანობას უწო დებდა, შინაურულათ.../ მაგრამ თურმე სუ ტყვილა მინევრიანებია /მედგარ შალასი ნერვიულობა კი ძირითადად ის იყო და მდგომარეობდა რომ თუ წოდებით უმფროსი შედარებით ცივად მიესალმებოდა ანდაც სულაც არ მიესალმქალამანებოდა/, ხოლო უმფროსი ცუდ ხასიათზე იმიტომ ყოფილა რო თავისი უმცროსი ბიჭი, 12 წლისა ქართლოსა აუგიანი პაპიროზისი მოწევაში გამოუჭერნია კარქ ტუალეტში, შალიკომ ეს უკვე სუფრაზე /თუ, სუფრასთან?../ მითხრა, კარგა 67 ნაჭი ქარზე, მოკლედ, ვურტყით და ვურტყით სუპხარჩომა და მემ იმდენი, როომ, კვირით მწყურვალი ბეჰემოთი ვერ დალევს ნილოსის იმდენ H2Oს, რა გვენაღვლებოდარა, იმ რესტორნისა დირექტორი კვირაში ერთხელ უფასოდ ასმევდაჭმევდა პატივსაცემსა შალვას თან დოსტიანა – ერთი რაღაცა ჟიგულიმანქანა ჰყოლებია /თუ ჰქონე ბია.../ და სამაგიეროდ ისი მანქანა ჯარი მებისაგან შალასი მიერ ძაანაც მყარად იყო დაცული ხოლო კვირაში ორჯერ – იმ მანქა ნისი ნაწილების თუ მთლადაც მთელი მანქა ნის მომპარავებისაგან ერთ პროკურორსთან თანაავტორობით დაზღვეულქონდა ისე ზუსტად რომ გინდაც რომრო ზოგზოგ რუკებზე გრინვიჩის ზუსტი ხაზებივით პუნქტუალურად დაცული და კვირაში კიდე ორჯერ კარგ პურსა სჭამდნენ პროკურორი ანა, კი, თუმც პროკურორებს სად ჰყავთ ნაღდი დოსტები, მაგრამ ურთიერთჰანგა რიშიანი დოსტები იმათ ხომ, ნაღდათ მოეძევებათ დააა, მოკლეთ /თუმც რაღა მოკლე ესესი დააა.../, ისე დავითვერით, რომ ბარე სამჯელ სუპხარჩოსისა ნაცვლად კი, კი, სიყვარულობით მთლადაც ჯიგრის ყაურმავმეთქი, ღვინოძალიანგამოვლე ბულ, პირში, ვუთხარი, მერე კი, რესტორნიდან რომ შეღამებულზე რო გამოვედით, მე სამსახურში მააქ საქმეო, შალვამ, საღამოს ზუსტად 9 საათისათვის ჩემსა პუჭურა /და ბალი თანამდებობის/ ინსპექტორებს ჩემი წილი მოაქვთ ხოლმეო, შალამ, და, მაგრამ დაკვირვებით რომ მიმოვათვალიერეთ, მიდამო /ეს კარგად მახსომს/, საღამოაო? – იკითხა მერე, ეგება, ბიჭო, ხვარ თენდებაო, და სანამ ერთურთს დროებითურ დამშვიდობე ბისას კარგაძალუმად ვეხვეოდით და ვბუბ ნიდითა? უფროც შებინდდა, და საღამო იქნებოდა აბა რა იქნებოდაიყო აბა როდის იყო რომ გათენებისას უფრო ბინდდებოდა და, სუპხარჩომაც და გაჯიგრისყაურმებულმაც და ასეტრინა ნა ვერტელე მაც რაღაცა ტაქსი რომ გამოიჭირა /რაცგინდა რამთვრალს, გაუჭირდებოდა ესი საქმე, თუ რა.../, ჯერ თვითონ მივიდა საპასუხისმგებლო ძალიან, სამსახურში, ხოლო კი ფული ჩემთვისაც წინასწარულად გადაიხადა, სულაც არ იყო წუწურაქი ზოგ ჯიბეგამოფხეკილ აკადემი კოსივით, და, იმისი ჩასვლა და ჩემი გათიშვა, მთლად ერთი იყო ძალიანაც საღ 1ანივით და სულ ცოტახნით ჩემი სახლის შავსა ჭიშ კართან, სოლოლაკურთან, შევფხიზლდი სავით, თუ მგონი სულაც შოფერმა გამაღვინ ძა ვალიკოევიჩმა ეს მისამართი დამაბარაო, და, ის აღარ მახსოვს შინ მარტოკინღაღ ჩემით შევედი სოლოურად თუ, ანდა პირიქით, და, ჰოიი, მერე რამდენ ხანს, რამდენ გრძელ წუთსა აღარ ვიცოდი მომეჩვენა თუ, სიმარ თლე იყო, რაც თავს გადამხდა თუ არ გადა მხდა...
გიამბობთ, ყოველს.
გინდ ისე იყოს და, გინდაც ასე, ჩემო მანასე, ეეე, მოკლეეთ?
ჩემსა მეზობლად, ოთხ სახლსა იქით, კალ
მის ოსტატ ლერმონტოვისა ქუჩის რომე ლიღაც ნომერში, ქალი ცხოვრობდა? გაგიხარია.
ვიცი, რომ მაინც არ დამიჯერებთ, და მაგ
რამ მაინც ჯიქურად გეტყვით:
აი, რამდენადაც კი ჩვენი ჯიგრისა ხარჩო თუ რაღაცა ერქვა მოკლედ შალიკო ვალიკოე ვიჩი იყო არა?, ულამაზო? –ზუსტად იმდენად და მგონივგონებ, უფროდაც მეტადც, ლამა ზი იყო, მეზობლისისი ისიქალი, ის, კი, კი, და კიე, და, ვერ დავიჩემებ რომ სწორნამდვილად ასე იყო, მაგრამ თუნდ მოჩვენებით ძლიერულ ცხადად მომეჩვენა რომ ვითომ ჩემს ოთახ კაბინეტში იყო და, თუ იცით, რა მითხრა თუ მომეჩვენა რომ ასე მითხრა, ზურაბ, მკოცნე და მკოცნე რამდენიც გინდა ოღონდაც ყელსქვემოთ აღარ, აო, მეც რა მინდოდა მეტი, ზაფხული იდგა, გაშანშალებული ივლისის თვე და შინ მარტო ვიყავ თუგინდაც მთვრალი, მთელი ოჯახი ბახმაროზე მყავდა, და რაც არი არი, მოდი და ვკოცნი და ვკოცნიმეთქი, თუმცკი, ვშიშობდი ხოლო ეს იმად, რომ თუმც ძალიან დიდად აღვიარებულ მექალთანედ, კი, ვითვლებოდი, ჩემით თუმც არასოდეს გამომიჩენია მათდამი /ქალებისადმი/ ლტოლვა, მაგრამ იმდენად არ მასვენებდნენ რომ არ მრჩებოდა სხვა ბილიკი
– სხვა რომ არაფერი მამაკაცობაწაგვრილი
არ ვეგონომეთქი და, თავმოყვარეობის არ შესალახად მუდამ იმ ოღროჩოღროსა და ფართოდ ამოს, როგორს, ქალიანსაურ ფართო შარაგზას დავადგებოდი და თუმც არასოდეს მიტრაბახნია ამ ფრიადსდარგში ჩემი კაცუ რი წარმატებებით მაგრამ რამდენ ქალს, ჯუხტად თუ კენტად ისევაც მათი ენისა მოუთოკველობისა და გამო, მხოლოდ ჯერ მარტო თბილისში, აბა თუ იცით რას ეძახდნენ, რასა და –ნაზურალი,ს, ჩემი კუთვნილი საკუთარი სახელიდან, ზურა, და ახლა არაქართველებს აღარ იკითხავთ?, სსრკსი სხვადასხვა დიდდიდ ქალაქთა მკვიდრებს? რამოდენიმეს, ჩამოუკითხავს კიდეც ჩვენსა მზიურსა კავკასიეში, იმსიშორიდან, ქალაქ ჩემქალაქ თბილისშიაც ჩემს გულობიზა / ანუ ჩემთვის გურული, ზურაბ/ რამდენნი იყვნენ, ეჰაავ, ჰოიი, იმდენი რომე მეც, პროფესიით მათემატიკოსს ძალიან მიჭირს შედარებით როგორ მარტივი არითმეტი კულობითაც კი დათვლაჩამოთვალა იმათი, მათი, მეკი მაგათი, სად და სად აღარ მქონია კონსპირატიული კერძო თუ სახელმწიფო, სესერეკლური, ბინა, მაგრამ ბოლო დროს ისეთი რაიმ, რამ შევამჩნიე ჩემს ბედშავ თავზე დატეხილი, რომ ქალებისკენ აღარც ვიხედები უნებურული გამონაკლისის /ტელევიზორის მიერთა, ვთქვათ.../, გარდა, ეს იმიტომ რომ, ქვეყნად ყველაზე უძვირფასესი არსება, ჩემი, მიხვდით ალბათ რომ შვილიშვილზეა ლაპარაკი, – ჩემი როგორი ძალიან ჟღალი, წითლად მბზინავი ცეცხლოვანირამ ბედნიერება ჩემი, რუსო, სამი წლისა რომ გახდა, ეეჰ... მოგეხსენებათ, რომელი ბავშვი არ ავადმყოფობს მაგრამ რუსო სწორედაც მაშინ, მეორე დღესვე ხდებოდა ავად ნაზურალევთა რიცხვი თუ მოიმატებდა ან მხოლოდ განმეორდებოდა, მე ამას ჩემი რუსოსი ასე მეხუთემეექვსე ავადმყოფობისას მივხვდი, და ამიტომაც განგებასა თუ ბედს თუ რაღაცას ძლიერ შევთხოვე, რომ, თუ მე ვაშავებ, რუსოს რას ერჩი, მე, მე დამსაჯე ძალიანმეთქი, და ერთთაგანთან კვლავაც სუპხარჩოსი წყალო ბით რომ ისეთი მთვრალი მივტორღიალდი რომ არას დაგიდევდით ერთრამის გარდა / იცით თქვენ, რისაც.../ და მაგრამ აბა რომ არ დამცალდა? არც გაუგია იმ ჩემსაჩემისა ნაზურალას ისე დავეცი იმის კიბეზე და, თავის დარტყმისგან აღტყინებული ძაან გული ისე ღრმად და შარვალჩაუხდელადაც წამსვლია რომ, ნაღდი თუ არა კლინიკური სი კვდილი მაინცა მქონდა, ეს მეორე დილითვ შეშფოთებულმა დამირეკა სწორედაც იმან, ნაზურალნაჩემარმა, იმ დღეს ხომ სახლში სულაც არ ყოფილა და მეზობლებს საგულდა გულოთ უამბნიათ, ეს /მიცნობდა, რაგინდ კონსპირირებულს, ზოგი.../, და მე კი იმ მეორესვე დილით, ტვინშერყეულმა, მაინც როგორის დიდის სიამით ვიგრძენი რომ თუნდაც მხოლოდ იმ გადაწყვეტილებისათვის /იცით თქვენ, თუ რომელ მხრივის.../ ისე ძლი ერ რომ დავისაჯე, ბედისა თუ განგების თუ რაღაცა იმისა მიერ, და, როგორ ძალიან მიხა როდა, რუსო რომ ჩემით მორიგ ავად მყოფობას რომ გადაურჩა და მე დავისაჯე, როგორც წესია, თვით, და უკვე იმას ვგეგ მავდი რომ, შერყევა როდისგადავლილი, აბადა მორიგრომელს მივადგებოდი კარზე და მერე უფრო ღრმად, ოთახშისაწოლ, მაგრამ, იმავ დღეს, ანუ მეორე საღამოთი მწოლიარემ შევიტყვე რომ რუსოს 39 და 6 ხაზი ჰქონია სიცხე, და ის იყო და ის, რისირომელი ქალები კი არა და, ტელე ვიზორში როგორ ძალიან გახშირებულ, ხვლიკების დაგვირგვინებულ არშიყობასაც აღარ შევცქეროდი, მაშინვე ახალ ამბებზე" გადავრთავდი, არადა, ტელევიზიის თითქმის ყოველსა არხზედ როგორ ძალიან გაახშირეს თანდის თანობით ძაანაშკარად ერთობლიურად შედედებული ერთის მხრივ დონ ჟუან ტენო რიობა და რასპუტინობა ხოლო მეორესა მხრივ როგორ ყოველმხრივ დამხვდურობითი ეკატერინე IIობა და გინდაცე ჩვენი ლიზი კუნა მამაცაშვილობა, და, ისე მტკიცედ გადავწყვიტე რომ, ჯანდაბას, გაუშვი არამცთუ მამაკაცო გადაკარგული ვინმ და თავში ქვა უხლიათ და მთელ ჩემს ქალაქსა თბილისს ის ინგლისელი ერთსა ადგილას ძალიან უნებისყოფო მუზი კანტირამ თუნდაც ელტონა ჯონსი ვეგო ნოთ, მეთქი, რადგან რუსიკო, რუსო, ჩემი? მთელი მსოფლიოს ყველაფერიან ფერა დოვან ქალთ, ერთად აღებულთ ასიათასჯერ და რამდენად მეტადაც მირჩევნია და მე ძაან სულელს ადრე რამდენჯერ რომ მეგონა რო ვიღაცვიღაცა მყვარებიათქვა, მემეთქი, მე თქო, თურმე სრულიად არა, არარა, ეს.
რადგან ნამდვილი სიყვარული, როგორი წრფელად ამაზრზენი, სათუთი როგორ ყველაფრის როგორ გადამფარავი და როგორი სუფთა, რაისი ფიფქი, შვილიშვილისა, სწორედ მისადმი ყოფილა თურმე სულსუ მთავარი, უუმთავრესი, სიყვარული ეს, თუმც რაღა ფიფქი, ჩემი რუსიკო, რუსო ჩემი ფიფქივით თეთრი კი არა და, ჟღალია მეთქი ისე, ისე რომ, სულ ცეცხლად იწვის, თითქოს ეს ჩემი სიყვარული – მაღალი როგორ, მთლად ყოვლისმომცველ ხანძრადაც კი მოსდებია პაწია თავზე ხოლო მისი კი ძალიან ბაცი, ბაცი ძაან, ყოველი ჭორფლი, დიდ დაკვირვებით თუკი გაარჩევ, მთელი მსოფ ლიოს ქალებს ერთად აღებულთ, მირჩევნია და შეურცხვა თავი და დავასხი თავსხლაფი იმ შტერ სუპხარჩოს ისე ძაან რომ გამომათრო რომ აქეთ მეძახდა მამაიმისეულ ჯიგრის ყაურმას და სხვა რომ არაფერი მთიუ ლურსაცა ხინკალს და რუსულსაც ბორშჩს და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ აბა სვანურ სა რესტორანში კუპდარიანში, ჭვიშტა რიანში, მეგურულს აბა იქ რა, რა მინდოდა ჩვე ერთობლივად ფეხმოსატეხებს, და, რუსოს ძალიან მოსალოდნელ ავადმყოფო ბას გინდაც რომ მთვრალი, თუ გადავივიწ ყებდი? ეს მაინც არა, არ მეგონა / მაშვინ კი არა, ახლა,/, არადა, ძაან ბუნდოვნად თითქოს მახსოვდა რაღაცა ნაღდად აკრძალული, რუსოთი, ჩემ თვის, და, როგორც იქნა, 11ბალიან ღელვის მიერმა როგორც იქნა და რომ მოვიმარჯვევი ჩემი მობილური სულ ტყუილია, მობილურ ზე უკეთესი რამ არ მოგონილა მთელ ქვეყა ნაზედ მსგავსი არარა და არასფერი რაღაც ერთ ლარად რუსოს ხმა მესმის იმსიშორიდან, და იმანაც და სხვებმაც რომ მითხრეს მშვენივრადაა, ძაალიან უხდება აქაურობაო, დამშვიდდი, როგორ, და კიდევ რაღაც საათნახევარში რუსოც კი, ჩემი, რუსუდანჩემი, თავისით რომ გამომელაპარაკა და გასაბერ ბუშტებს ხომ დამახვედრებო, რომკი მკითხა, ბურთებს კი არა, ორთავე ნახევარ სფეროების მთლადაც გლობუსებსაც კი, კი, დავამატებმეთქი, ზედ, ძალიან ძლიერ გაეხარდა თუმცა გლობუსი ჯერ სულაც არ იცის რაა და როგორ ტევადია, და, დავმშვიდდი, მე, კიდევ კარგი რომ, მომეჩვენათქვა მე შეჩვენებულს აესე თუგინდაც ცხადად ეს მოჩვენება ასეთი ასე ცხადურად ვითომ აშკარა თუმც გაპობილი სიმთვრალესი პირო ბაზედა, მეთქი,...,და,ხოლო,ჩვენებით?
მომეჩვენა, ეს: მისი სახელი თუმც არ ვიცოდი მაგრამ თითქოსდა ჩემს პაწიაურ კაბინეტში არა და, სინამდვილეში რომ მომხდარიყო ეს, აბადა რა მეკაბინეტებოდა, თუმცა მათემა ტიკური მააქ კიდეც დამთავრებული, არამედ კარგა ძალიანზორბამისაღებიც, მააქ,ს... იყო ვითომდაც ის უცნობსახელიანი და, წარმოგიდგენიათ, მეგამოცდილსა, თუ რა მითხრა?შენ შეგიძლია მაკოცო ყველგან ოღონდაც მხოლოდ შუბლიდან ყელამდეო, და, მეც, აბა სუფსარქისი რა იყო და არამედ სუპ ხარჩოსაგან გამოსულელებულგამოთაყვა ნებულს სსულ დამავიწყდა რუსოს დაზღვევა ყოველგვარი ავადმყოფობისა და მაღალისიც ხისა და მარცხისაგან და, ასე არ უნდა ამისი შემოთავაზებამეთქი, და, მგონი ვკოცნიდი, თითქოს ვკოცნიდი ძალიან ცხადად, როგორ ძალიან, ძალიან როგორ, ტუჩებიი, ჰქონდა? დაგვალულისთვის, წყარო და წვიმა, ყელი ჰქონდა რომ?მოდილიანით უფრო აღწვდილი, თვით ნეფერტიტის, ძალზე ვკოცნიდი მე სწორედ იმას, მტკბობ იმას ნასუპხარჩოვანი, ნასაზურალას, ძლიერ ძაან, ხოლო მერე კი ქვემოთი ტუჩი, ისედაც როგორ ამობურცული ნაზის თითითა გადმო ვუწიე და ასე ვაკოცე, დაწაფულმა, ტუჩის სიღრმეში, და ხმა თუმც არ გაუღია, შევატყვე რომ ესიამოვნა ესიხერხი და, შაშვალება გამქე ზებლური, მამაკაცური, მერე კი ის თმა, მთლად კუპრად შავი საფეთქელთან, კი, ოდნავ, სულ ოდნავ მოვუ წიწკნე ოღონდ თითებით და ჰეე, რარიგად რამდენ მდედრობით ქალს რაოდენ კარგად მიუღია, ეს, მარტო კატებმა კი არ იციან ზრინვით კრუტუნი, მაგრამ ამაზე, ამ ნაცად ხერხზე არავითა რი გამოხატულებარამ, არ დამჩნევია, რაიმ ასეთი, და გაკვირვებისაგან ისე გამოვფხიზლდი რომ მსწრაფლ გამახსენდა რომ, ვცოდავდი, როგორ. და ისე შევკრთი, რომ მოვიმჩვარეც, ჩავქინდრე თავი, დავუშვი ხელი, კრიჭა შევიკარ.
ხოლო იგი კი სწრაფად წამოდგა, ლამაზად როგორ, და ლამაზადვე მივიდა როგორდა მოქნეული გავაზივითა!"სავით ჩემი წიგნების ჩემ თაროებთან რომელზედაც რომ ისჩემი შლაპა თავისთვის იდო და სწორედ კუთვნილ ადგილას, თავზედ დამხურა, ხელი ასწია, თითები თითქოს ოდნავ შეარხია გამომშვიდობებასავით და ხოლო მე კი ისევ ჩავქინდრე, ცოდვილი, თავი,
ხოლო იმან თქვა, აბა, კარგად, კარგად მეყოლე შე ქალთა რისხვავ,ზურაბ,ზურა,ვო. და, კაბინეტიდან რომ გავიდა როგორ მკაფიოდ შემომესმა რომ მიიჯახუნა ავტომა ტურსაკეტიანი ოქროსფერ თუჯზე ამონა ტვიფრ ჩემი სახელდაგვარიანი, მოჭრილ წიფლისა, კარი,
ვეჰ... ...
რამ მომაჩვენა.
მაგრამაც შლაპა ახლა, დღემეორეს, დღეს, კვლავ კაბინეტში,ზედაც რომ სწორად აინ შტაინის სურათსაზემოთ, მთლად ცილინ დრივით გაპრანჭული, იდო, კი, იდო, ხოლოკი შლაპას მე–სხვადასხვა და სხვა დროული, მესხვადასხვიე, ამ შემთხვევაში მაინცა მუდამ კარადაში ვდებ ზემო თაროზე, და მხოლოდ დისერტაციების დაცვაზე ვიხუ რავ ოღონდ აუდიტორიამდე და რაღა თქმა უნდა მხოლოდ თავზე და ახლა თვით აინ შტაინის ისედაც ჭკვიანს თავზე სერიოზული ასე შლაპა აბა ნეტა რამ დამადებინა? უცნაურია, წუთისოფელი.
რამ მომაჩვენა, ყოველივე ის. მაგრამაც, შლაპა? თუმცა, რომელს არ გვაქვს, რომელერთს არ გვააქ და არა გვაქვენ თითოღერ ნაკლი, და მაგრამ, შვებად, ჟუჟუნა კი არა და უჟუჟუნეს შხაპუნა წვიმად რომ გადამექცა შენ ხელოვნური ეძახე და, ნამდვილი შხაპი, და შევიმშრალე კიდეც თავიც და ტანიც და ერთიმეორე და სუპხარჩოსი გამოისობით ისე მძიმე ნაკვალევი მხოლოდღა ოდნავ, იოტად შემრჩა, და რომ ჩავიცვიც და სამსახურისაკენ დავადე ჩემი დაბანილი შამპუნით, თავი, სოლოლაკისა კუთვნილ ლერმონტოვისა სახელობის ჩემს კარგ ქუჩაზე, აღმართიან დაღმართიანზე (გააჩნია თუ სიდამ მოდიხარ თუ მიდიხარ,) ჩავაბიჯბიჯებვნაბიჯებდი, არხეინულად, და უცებ, სწორედ ის არ შემხვდა თუ დამხვდა თავის სახლთან, კი, თანაც, დოინჯებშემოყ რილი... მერე, აიღო მოქნილ წელიდან ცალი ხელი, კი, კერძოდ მარჯვენა, და ამოტრიალებული ხელისგული შორიახლოდან მომაბჯინა და, ვაიმე, იცით, ვაჰმე რა მითხრა?: რა იყო, ბიჭო, რას გავდი გუშინ. კარგა ლამაზი და ულამაზესი და კი არა და, ვარესიც, იყო, მაგრამ თუკი მე უცხო კაცს მხარში შეგიდ გებოდი და რის წვალებით, ვაივაგლახით ავიყვანდი მთლადაც მეორე მაღლივ სარ თულზე, ეს არ მეგონა, ბიჭოს, ჰყოფილა, კაბინეტსში!!?, და, თანაც უცნობ კაცს ხელს თუ ჩავუ ყოფდი შინაურულად, თუნდაც უმწიკვლოდ, გასაღებისათვის, ყველაფერი და, ეს არ მეგონა. დამეხურა, კი, უნდდამეხურა ჩემი, კი, შლაპა, და ძლივს შეგაგდე ზღურბლიდან ზღურ ბლზე. ხოლო კი ზღურბლი, ორგვარია, კი, გარეთა და შიგნითა, აქ არ სცდებოდა როგორც საერ თოდ, როდესაც თურმე ისეთურ მაგრად მაკოცნინა, კი, ყელიდან თავი, და, მერე... – ძლივს გავბედე მაინც მე რასპუტინმა და დონ ჟუანმა ტენორიომ და კოტე ღლონტმა და ასე შემდეგ, რამდენიმენი ვაართა მთლადაც, მარანიებიც, კი, მერე მაინცაღ რა გნებავდათ, ჩავქინდრე, თავი, და ისიც ხომ არ გეგონა რომ ოთახშიც შემოგყვებოდი და ლოგინსაც კოხტად გაგიშ ლიდი და, უარესიც... ხედავ? მერეო!? და კვლავინდებურად ორმაგ დოინჯად შემოიყარა მარჯვენა ხელიც. მიყურებდა, თან, დაცინვით, როგორ... ეს მე, ქალების რისხვულ ოცნებას... კი.
. . .
სამსახურში კი, მოწყენით ვიჯექ.
აინშტაინი მეკიდა იქაც (თუმც რა გამოთქმაა ეს, მოაგდებულო, ფიჰ...), ოღონდ უშლაპოდ.
მრავალგვარია, წუთისოფელი.
2.
უცნაურია, რაა აბა, და სულ არ მინდა შორ შორს წასვლა, ასე მაგალითად, პირადად მე?
– ხანდახან როგორ დიდად აკადემიური და ხანდისხან კიდენ – არყის ბოღლიწო პირდაპირი და გაქანებული თელათე, ანუ ლოთი, ურ,ვარ. მაგრამ ის ქალი, ტანფეხსახითა და განსაკუთრებით კი იმ ალმოდებული რაღაც მოჭროღოდ აბზინებული ირიბთვალების სილამაზითა როგორ მძვინვარი?
წამდაუწუმრად მახსენდებოდა. და, იმის, სახლთან, ძალიან, ძლიერ, ვაყოვნებდი, ბიჯს. ხოლო ერთხელ კი დიდუზრუნველად რომ მივაბიჯებდი ზედ რუსთაველზე ვაიმეე და, უცნაურია რაა აბა წუთისოფელი რადგან თავისსა სახლთან კი არა, ალექსანდრესი, ბაღის, წინ, შემხვდა. შემიჩერდა და, შევუჩერდიც, რაღა თქმა უნდა. კი მაქვს ამდენი ტაქტი, და მაგრამ დამბლაც. ერთხანს მიყურა ოღონდ ისე რომ, მე, ქალთაროგორსპეციალისტს, ჩამაქინდრინა, ჩემი, კი, თავი. თითქმის მთლად ჩემი სიმაღლისა იყო, ახლაკ მოკუნტულს, გლახაკსავით, მეს, ზემოდან მე მთლად სულაცქვემორეს, ვიცოდი ნაღდად, ამწვარი კეფით კარგად ვიცოდი, რომ დამცქეროდა. რადგანაც ვგრძნობდი. დამესმა, მერე:
შენ გამარჯობა არ იცი, ვინც ხარ?
ვინ ვარ... – ავხედე, შეშინებულმა.
აკი გითხარი ვინცა ხარმეთქი, ჯანი გავარდეს, გაგიმარჯოს.
პატივცემულო, სალამი. პატივცემულო და ასეთები შენს უფრო სობას დაუძახე ჯერ ეს ეგ ერთი და მეორეც ის რომ ამ ნაღდ ქართულზე, ანუ სოფლურ ჯანი გავარდესზე მესამეც ის რომ რაღა სალამით მომესალამე, არაა ეგ უკანასკნელი სიტყვა სალამ და ალეიქუმ მთლადაც ბოლომდე ქართული სიტყვა.
გამარჯვება, თ...თ... საღსალამათიანი.
აიი, ასე. თუმცა შენ შენსას ნაწილობრივ მაინც არ იშლი და ახლა მაინც შედარებით მთლადაც ნამდვილი წარმოშობითი ქართ ველი იყავ. ჩემი არ იყოს. რა უნდა მეთქვა. დიახმეთქი... ქართველი ვარა, აბა სხვა რა ჯანდაბა ვარ ვარ, გვარად ღლონტი ვარ, დედითყიფშიძე. მათვალიერა.
და, როგორც სუყველას, ალბათ შენც გქ ვია რამე სახელი. ეგება მითხრა...
კი როგორ არ მქვია მე სახელი!! წამოვი ძახე. დაბნეულვიყავ...
მაინც, რომელი?
ზურა! ზურაბი...
აჰა. და მე რა მქვია გაინტერესებს?
კი როგორ არა! და, ვითომ ავხსენ: დანამდვილებით...
ბაღში ჩამოვჯდეთ, და სწორედ იქ გეტყვი. ასე, ქუჩაში, უხერხულია... ისეთ ცხელ მერხზე, გავარვარებულს ისეთს, დასაჯდომზე, არც როდის ვმჯდარვარ, თუმცაღ ფერადი ოქტომბრის დამლევისა თუ გაქანებული ივლისისა დამლევი იდგა. ეე, და აბა თუმცა რაღა მეპოეტებოდა მაინც ერთგვარსაპოეტურად, გავიფიქრევი რომ ეს სექტემბერი უდავოდ იყო თბილისურისაც ბუნებისა დროებითული მიცვალებისა ერთი ცაწინა, შემოდგომისთვე და ისერიგად გადაბნეულმა, ეს პოეტობა როგორღა შევ ძელ, უცნაურია, წუთისოფელი. ძლიერ მეგონა რომ თავის სახელს დამისახელებდა მაგრამ სულ სხვა რამეზედ, ეე, ვინმეებზედ ჩამოაგდო არაწარმტაცი ყოვლად, სიტყვა, აი პროზაულს ზემოდან, კი, რომ ეძახიან განსაკუთრებით ლექსთ ოსტატები,: მამაჩემი მსოფლიო ომის მონაწილეა, მეორესი, მეშვიდე დღიდან იბრძოდა თურმე ხან სად და ხანაც, სად, ალბათ რამდენი მოწი წებული ტყვია და ბომბნაღმი და ჰაუბიცა და ამისთანები ასცდა ალბათ რადგან იქიდან მობრუნებულზე ჯერ ჩემი ძმა გრიშა და მერე კი მე გავჩენილიყავით, ხოლო უფროსი ძმები ჩემი,შალვა და ვასიკო, თუმცკი ომამდე მაგრამაც დიდძალიანსა ძნელძნელ წლებში, ოცდაჩვიდმეტსა და ოცდაცხრამეტში არიან კერძოდ, დაბადებულები, ხოლო მათთვის კი რაღა თქმა უნდა ასე გვიანი გაჩენა სურო არაფერს, სჯობდა რადგან თანაც რომ სრულწლოვანები რომ ყოფილიყვნენ იმ თავი სებებ დაბადებისა წლებში მაშინ ხომ ნაღდად გასკვანჩავდნენ ვირის აბანოს მექისეები რადგანაც სამვე ჩემივე ძმამ ძაანიციან ლაპარაკები და რომ სულ არას დაგიდევენ სუყველაფერზე მიდებმოდებით და ავი თუ კეთილხმოვანი ენები იმასაც ამბობენ რომ მე მთლადაც მათ გამოვემგვანე სწორედ ამ დარ გში ხოლო ჩემსაკი უფროს ძმებთან შედარე ბითე უცოდველი გრიშა კი მხოლოდღა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარებისათვის იბრძოდა მაგრამ იბრძოდა რა,და ფრონტზე კი არ იყო ჯვარი აქაურობას არამედ ძაან იღვწოდა და სხვათა შორის ვასიკოცკიც არ იქნებოდა დიდად მიუღებელი როგორც ასეთი ძლიერ საშიში მტერი საბჭსოცკავშირისთვის რადგან იმ დროში წარმტაცად კითხვას სულ არ უშ ლიდნენ თუკი ეს არ იქნებოდა არალეგალური ლიტერატურა ხოლო ვასიკოს ლიტერატურის არალეგალურობა სულაც კოჭებზეც ჰკიდიან რადგანაც მხოლოდ მხატვრულ ლიტე რატურას მისდევს მაგრამ აქავე უნდა აღინიშ ნოს რომ მხატვრული ლიტერატურაც შესა ძლოა დიდად გამოირჩეოდეს არალეგალურო ბით გინდაც ლეგალური და ხოლო აი შალვას კი, სამშობლოროგორამოჩემებულს, გი ლიოტინა არ ასცდებოდა თუკი უშოვიდნენ რადგან იმ ჩვენი დამქცევი რევოლუციის შემ დეგ ჯერ არ გვყოლია ისეთი მმართველი ვისაც რომ სამშობლოსადმი მოყვარულნი ეპიტნავე ბოდეთ და ვთქვი მეც რაღა, გილიოტინას და ზორბა ნაჯახს რა უნდა ჩვენში, მძიმეწონო სანთ, არამედ რაღაცა მჩატე ტყვიებს თუ გამოიმეტებდნენ ჩვენისთანებსათვის და შენ სუმბუქი ეძახე და, კიც სამუდამოდ მიგა სიკვდილებგაგასაღებდა და რა უნდა აბა ამასიტყვაშიგაგასაღებდასიტყვასა საღი, და თოკსაც არა ჰხმარობდნენ ურიგოდ და თანაც თოკი ჰეე, რამდენად მრავალ ჯერადია, და შენ რომ იცოდე მეც ბეწვზე ვარ გადარჩენილირა არის აბა მარადისობასთან ოციოდ წელი, მთლად არაფერი, ბურტყლისა მთლადაც მხოლოდ ბუნდღა, რადგან ჩვენა ოთხივე დედმამიშვილს მთლადაც სამსა ძმას და მე ალბათ შემატყე რომ ქალი ვარ შენ საზრიანი თვალები გაქვს,
მე კიდევ მასხრად აგდება მინდოდა?...
რადგან რადგანაც ჩვენ მთლად ოთხი ვეს, კეჟერაძეთა სრულიად კვარტეტს ცოტა მოგრძელო ენები გვააქვს, და რამდენ ხანს აღარ მიხმარია ნაღდი ქართული მაგრამ ახლავე გამოვასწორებ ჯანი გავარდეს!.. და, დამეკითხა:
გესიამოვნა, ზორბა ქართული?
კიჰ... მივუგე მე, ნეტავი რასა ჰგული სხმობდა,
განაგრძო, მაინც,
და იმას მტკიცედ ვამბობდი მაგრამ ტყუილს რომ მამაჩემს რამდენი ტყვია ასცდა მეთქი მაგრამ ერთი კი მაინც მოახვედრეს იმ წყეულებმა და სად თანაც, მკერდში, საორ დენოზე, სინამდვილეში რადგან ეს ჩვენი კვარტეტის გაჩენისათვის და ეს კი ნახევრად ავანსურად რადგანაც გრიშა და მე ჯერაც დაუბადებლები ვიყავით, გეხუმრე ბიჭო ეს მებაბუას მომმართა ასე, მე თუ არ ვიცი რა ხვითოებიც ვართ ჩვეოთხივე და აღარ ყოფილა საშველი და ისაა მაგრამ შიგან გამაგრება ხანდახან მაინც საჭიროა და რომ მიუტოვებიათ დაჭრილი მამაჩემი მამ რობითი სქესის მეომარწარმომადგენლებს, სამაგიეროდ ერთი ქალი, მოწყალების და, იმ ჯვარედინა ცეცხლში თურმე მაშინვე გადაშვებულა მამაჩემისა გარდა, ჩემდა გრიშასათვის!და, სულ ხოხვაფორთხვით გამოუყვანია უგონოდ მყოფი საბრალო მამა, სამამოობის კანდიდატი, ჩვენი, ხოლო იმმაშინჯერაც ორშვილადი, მხოლოდ, და მამაჩვენი რომ გამოკეთდა და ისევ ჩაება ფაშიზმთან ომში და კვლავაც ასცდა და ასცდა ჩაჯინებული ქვემეხებისა ჭურვები და ბომბ დამშენური თვითმფრინავების ბომბები ფეხოსანთა თოფთ სულაც რომ თავი გავა ნებოთ არადა როგორი თავის გასანებებლებია რადგანაც სწორედ იმათით ერთერთით არ დასჭრეს მკერდში მომავალი, კი, მშობელი ჩემი?.., მაგრამა, კაცი! მშობელი, და,მომა ვალია?!
..., უცნაურია ზოგი სიტყვები მაგრამ ნუ, ნუკი გამოვეკიდებით, მოკლედ, იმ ქალისადმი უღრმესი და დიდი მადლობა პირადი გულის ძაან საქმეში შეუტანია და როგორმენაირი მადლობისა გამოცხადებით, აღჭურვილა, პატრონტაშტაშაპპლოდისმენტურად მამა, კი, ჩვენი,
როგორ ერთბამად, მთლად ერთმხრივ როგორ ან განიცდიდა მოსაყოლ ამბებს და თანაც იქვე შაყირობდაც, კი,
უცნაურია აკიმეთქი, წუთისოფელი...
მაგრამ ძალიან ლამაზი იყო... კი, ისე როომ? ავოეეე!, ნამუს!!., სს!!!
ხოლო ომიდან მობრუნებულმა ეს დემობილიზებული რაღა სიტყვაა, მაინცდა მაინც დიდ სიხარულად არ აღიქვა გრიშას შეძენა, გოგო უნდოდა, ეს მე ვუნდოდი ძალიან, თურმე, ხოლო როდესაც ბოლოს და ბოლოს მეც, მთლად უმცროსი, დავბადებულ ვარ? მაშინვე იმ მოწყალების დის სახელი მიწოდა, ზურაბ, და ეს მანამდეც, როგორც გითხარი ისე ძალიან ნდომებია რომ კინაღამს გრიშასც არ შეარქვა მისი სახელი მაგრამ აბა რა კაცის და გრიშას სახელია აეს სახელი შენ თვითონა თქვი შენ საზრიანი თვალები გაქვს, ნუ მამეორებინებ,
მესიამოვნა, კი, სახელი ლიუბოვ! თუმცა კი, ისე, სიმართლე რომ ითქვას გრიშა ისედაც ბევრსაც ქალსაც ლიუბოვობდა, ხოლოკი მეკი როგორცკი გავჩნდი ფრენაფრენით და ლივ ლივქროლვით მიფრენილა სადაც საჭირო იყო იქა და ჯანი გავარდეს!სულაც არ უთქვამს თუ რისთვის და რატომ ჩააწერინა ჩემს დაბადების მოწმობაში ვიღაცა ჩემი ცოდვით სავსე ნოტარიუსიო თუ რა ჯანდა ბაას, ლიუბოვ... ეს ჩემისთანა ნაღდ ქართვე ლისათვის აბა ერთი რა სახელია ეს გეკითხები შენ ხომ გესმის ჩემი შენ საზრიანი ყურები გააქ...
მგონია, მართლაც ამიწითლდა... რა და, ყურები! არა, ზოგადად კი არ ვამბობ, რუსის ქალისთვის, მაგალითად, ეს მშვენიერი კარგი სახელი და სახელწოდებაა, მით უმეტეს რომ ძალიანც ბევრი გადაჭარბებით ასრულებს სახელს ლიუბოვ მაგრამ ისისი ქმედებები ნამდვილი ლიუბოვ იყოს? არააჰ, არა... ჩემი ლარისკა გამახსენდა, ჩემი გალოჩკა და მათთანანი... ლიუბოვ თუ არ ერქვათ, არა? იმიტომაც, კი, ვერ აკეთებდნენ ბიჭო და, საქმეს მაგრამ შენ? შენა გინაცდა საზრიანმა ლიუბოვ რომ დამიძახო? და, გადმოატრიალა, ხელისგულურად გაჭიმა პეშვი, ამა სილის და ალიყურის მასალას, ხომკი, ხომ კარგად ხედავ? არადა, ხელის გულიც, კი, ლამაზი ჰქონდა ძაან ისეთი? სულაც ტყუილად არ არსებობს ხელისგულზე რაიმერაიმ მოფერებითი შედარება... მხოლოდღა, მგონი, დაკოჟრილი", ფიჰ... და ამ ხელებით რომ, ისე გტკიცავ, რომაა რომ... მზე მაღლა იყოს..., შენ საზრიანი წარბები გაქვს / რა შვაში იყო! /, და, მე, ნაღდ ქართველ მანდილოსანს, / რისი მანდილი... მგონი შპილკაც არ ეკეთა თავზე, ბოდიშით, სარჭი, გადამიბირა, ალაგქარისას და ნიავისას თმა ისე ლაღად უფრიალებდა / რამდენად უფრო შემეფერება ჩემს შემთხვევაში სახელი ლუბა, ეს რაღაც მწყობრად იბერიულირამ რასიტყვაა, შესაფერისი ჰაირომ გიდი!.., ეს სულაც მსგავ სურად კოხტა შენარწყმი არის ლურსმან დამწერლობლურად ლურჯა ცხენისა და ლურჯულ სულაც არვეჟოსი ელტონ ჯონისა იმას დავასხი გინდაც ხმაზე თავსხ ლაფი და კლავიშებზე? უარესი, რა პირით უკრავს ანდა სულაც რაიმით ჯდება, მე კი, ნაღდ ქართველს, ლუსკუმი ღამის ფერის თმა მაქვს / მეპრანჭებოდა? არა აჰ, არა... უბრალოდ, ძაან მართალი, იყო, /, ხოლო ლუსი კი მომდევნობა? ბატივით ვაბნევთ, ზოგიერთებს,ვ,ბატონობ ბევრზე, აი თვით შენაც კი როგორ ბარტყივით ვითომ დაც კაიუცოდველი მიზიხარ გვერდით, ბა რიც ჩემია ქართლიმერული და და,ბა, რდნილი მთის მწვერვალები სადაც შენ ვერ ვერ მი, ბა! რბაცდები, და მაინც, ბიჭოვ ბარაქალა შენ ამდენს რომ მისმენ და არ გა მირბიხარ და ბარაქა შენსა სწორედ იმ კალოს ბარიშნებით რომ გქონდა შენა შე ბა ტისტვინას გასალეწი, რა ნახე მაინც იმათში ასეთი ბანდვა და ქსოვა იმათ არ იციან საქალებურო და არაფერი, ბა ნაკ აყრილო, შენ, იმდენად რომკი ეგება თლადაც რუსეთებშიაც კი დასძრწოდი კიდეც, შენ, შე დასაღუპო და დაღუპულო, იმდენად რომა საბა! ლზამოვ, შენ, ჩემი მარიშკა გამახსენდა, ჩემებ კატენკა და ნატაშკები, ჩემი, ეე, ჰო ბა... და რიშნები აღარ დამაცალა, და შენც ლუბათი უნდა მომმართო,
გაიგე, ვაჟკაც? დაიბეჭდევი ვითომც მაგ მაღალ და სინამდვილეშიკი დაბალ შუბლზე ჩემი ეს სიტყვა და მოწოდება საჩემთავისო, და გინდაც მთლადაც მხოლოდ ფიქრებში პოეტურობითრომ მაინც ლიუბოვრომ დამიძახო, იცოდე, მერე, ყოვლად ცხადში, აღარ მომიახლოვდე შენ საზრიანი ფეხები გაქვს, და ხოლო როცა...
და, აქ, დადუმდ
. . .
ვისხედით, ვდუმდით, მაგრამ ჩემს ყოფას დუმილი? არა, რაღაც სხვა ერქვა, ბევრა დაც უფრო? გადაფორიაქგადაბნეუ ლობა, და, ჩემის ჭკუით?, მე საზრიანი ჭკუა მაქ, კი, სხვა რამსთანებთან ძაან ერთად, მგო ნი ვიპოვნე, გამოსავალი: ნაყინი, გნებავთ? დამანამუსა:
აბა რაღა დროს ნაყინია, ამ ცხელსა გულ ზედ, ხვაშიადებზე გესაუბრები. მაგრამ ისეთი დაბნეული ჩანხარ შენ ახლა? რომელი ბრინჯი, და, დღეისათვის გკმარა, მერეც გნახავ, კი, ახლა, ნახვამდის, მაგრამ იცოდე, აღარ გამომ ყვე, გეყოფა მერეც ჩემსკენ წანწალი, ნურც წამოდგები, ისხედი ასე, ჯანი გავარდეს, გაუნძრევლად, მაგრე იჯექი, შენ საზრიანი საჯ დომი გაქ...
3.
რუსოსი გარდა, სუყველანი, სუყველა ფერი გადამავიწყა, ხოლო წოდებად პროფესიების განსხვავებისდა მიუხედავად ჩემს ღვიძლ ამხანაგს, ვალიკოევიჩ"ს შალ ვა"ს რომ თავი გავანებოთ სულაც სუპხარჩო საც კი ვეღარ ვუწოდვეძახდი, არ ვიცი მისი იმისი შთამბეჭდავი პაგონები /ლუბავ, ამბნევო, შენ ამას ასე არ იტყოდი ვითარც ქართველი, შენ სამხრეები"ად აღნიშნავდი მისსა გინდაცდა კაპიტანურსა პაგონებს, ნაღდათ... / იყო შვაში თუ რა იყო რომ მადისაღმძვრელი სუპხარჩოობითიც კიდა მავიწყა, და წოდებურად ამ დამსახურებულ საშვალოფიცერ მილიცანერისა, დმი, მაიო როვიჩ" მაინც მეთქვა მამისეული სუპხარჩოს ნაცვლად არამედ ყოვლადუცაბედად ბოზ ბაში" ვარქვი, კი, ასეთად ვუწოდე, იმასა კიდე ჩემგან უნიჭო ხუმრობა ეგონა მიმართვაესი, და მაგრამ როგორც მაინც ბავშვობისა, კი, ამხანაგმა მაინც ხმამაღლა გაიცინავა, და,
ბოზები და შაშუბეშები იმ შენ მატმატიკო სებში მოიკითხე ერთიმეორეში რო იყოფიან და აიც ასე მრავლდებიან", ო, წამოდი, თითო ბოთლი დავურტყათ, გაციებული შამპანუ რიი,
მაგრამ იმასთან, იიმასთან, თვითონ ეგებ
შეხვედრას როგორ ძალიან ველოდი და, ამიტომაც,
მე? არა მეთქი, მემ, ანგინა მაქვს თქვა,
მაშინ არაყი გადავხუხოთ, თავისი ლიმნით, ყოფას უტირებს დასწვავს გლანდებსო,
სად მაქვს გლანდები მე საწყალს, მეთქი, მოვიკატუნე ვითომ თავი, სიფხიზლისათვის, მემ,
მაშინაა, კაცოო,თათარიახნად, სა
ხელდაყელდახელოდ დაფიქრდა მგონია ბესო,დავიჯერო რომ, რამერამ დარდი არა გაქვსო? ხოლოკი არყით?მაჰხკლამო ისე რიგორც ძერჟინსკიმ ვერაგტროცკიო
/მგონია რაღაც ეშლებოდა რადგან ძერ
ჟინსკის ხსენებაზედ ისე შევკრთი რომ ზედაპირული ანალიზის თავი მომეცა მაგრამ ცოტახნით /, ხათაბალა რამ რომ გამახ სენდა? და, ჩემი დარდი, ჩემი ლამაზზე ულამაზესი და კიდევ ძალიან როგორ კიც მეტად ულა მაზესი და ხათაბალა რომ გამახსენდა ჯანი გავარდესმეთქი, თვითან ამ მემემ, და, ჟიგული"იებიან დუქნის პატრონის დედაც რა იყო არამედ მყარი ქვით ნაგებ დუ ქანს, კი, მივაშურეთ, კვლავ, და, წუთისოფელი, მაინც რაა?
ჩემი ტყუილის სანაცვლოდა აგერ იქით მას მაგრად შეხვეული ჰქონდა ყელი და არც მანამდეც იყო იგი ერთმიშა თუ გრიშა ტკბილმოუბარი მაგრამაღ ახლა მთლად ხრიალით ლაპარაკობდა, ზოგიერთივით, ანგინა მაქვსო. ანგინა არა, იხვისა ტოლმის ზედაც ბოზ ბაში და სუპხარჩო,მეხსიერება ნაცნობ ადგილას ანუ დუქანში? ნაცნობურადვე მილაგდებოდა. დაა, იმასაც მყისვე მივუხვდი რომ, რომა, სამუშაოსი დამთავრებისას, იმდენი მთვრა ლის შემყურე და დახარბებული, ზოგიერთ ფხიზლისც ლექსებს საცივგადასხმულ ბლოკნოტშია იწერდა რაღაცა ქვია, მგონი, ჰობი, თ, იმათ კი ესი უხაროდათ და იმისვ დუქანში, მთლადაც უფასოდ აჭმევდნენ წიწაკამოყრილ წვნიანსუპისაცშემცველ ხინკალსა და მოჟიპიტაურო არაყს და, ამით ძალიან იოხებდა გულს და აფასებდაც, ბითუ რი ხალხი, და სულაც არყით და პერიცათი გადამწვარი, კი, ჰქონდა, კი, ყელი.
რისი ანგინა... ჩემი არ იყოს.
მაგრამ საქმესა... ეე, დავუბრუნდეთ კი არა და, ჯიქურ მივადგეთ:
პირველი ჭიქა ძაან გვემწარა, მეორე ნაკლებ, მერე და მერე კი ყველაფერი და ანუ მათ შორის კი არაყიც კი თამამად მიდის, კი.
მესამე ჭიქის შემდეგ, მთლად პეპსი კოლად რომ ჩაგვეღვარა სათნო /ისემც, კი!.. / არაყი და ამიტომ თუ იყო რომ თურატომ და, შეყვარებებზე ჩამოვაგდე ლაპარაკი, კი, კი უნდა მიხვდეთ წესით, რატომც.
ეჰ, შეყვარება მწარეა" მეთქო, არაყი ახლა სეროფად მჟღენთდა.
ვააჰ რა სწორი ხარ, ეგა ისეთი რამეა რო?,
ო, კვერი დამიკრა ვალიკოსიძემ,შეიძ ლება მთლად ვარაშილოვიც კიყოფილიყო ძაან ბევრჯელაც შეყვარებულები თუკი ქალებში გაუმართლებდა ქალების მეტი რაა", ო, სუპ ხარჩომ. მერე კი, ასე IVV ჰალალი ჭიქის /ისემც... / შემდგომ, უცებ ამგვარი ჰიპოთეზა არ წამოაყენა?მე ვიცი, ზურა, გული მიგრძნობს ზურაბჩიკ ჩემო, ვიღაცისაგან რომ გამი გონია მართალია ის რომ მაგ ვარასშვილოვს და კაგანოვიჩ მთლადაც ერთი ქალი უყვარ დათო? და მერე, მაგ თაობაზე ჩხუბიც ხოარ მოსვ ლიათ, მეთქი. რას ამბობ, კაცო, ო, შეიცხადა, კი, ძალი ან, შალვამ, რამ დამიბრუნა მახსოვრობა, აკი არაყი გონებას თენთსო, ტყვილი ყოფილა, ის, ხოლო იგი კი, მთლადაც სუპხარჩო რადგან ჯერ მარილი და მერე დაფქვილი შავი წიწაკა მუხლებზე მაგრა დაეყარა, მაგრამ განაგრ ძელებდა ამ თემას, ჩემსას, კაგანოვიჩსა ეგა შენი მამით მგონია ეფრემოვიჩი თუ რაღაცაა სასისკზე გარჩიცად არ ეყოფოდაო,
კიდევ კარგი რომ ლუბა არ მყავდა, ჩემი
სუცოტა ნაცნობი მაინც, აქა.
და მაგრამ, მაინც გამოვასწორე, :
ვარაშვილოვი პირიქით იქით მაგას ცხვირი დან სულ ცხარე მდოგვებს ადენდამეთქი,
რას ამბობ, ბიჭო, ჩემ კაგანოვიჩ შენი ეგშე ნი ვარასშვილოვი განიერ მკერდსზე შრომის წითელა დროშის ორდენად თუ გამოადგე ბოდა, ო,
უმაღლესისა დამთავრებისა ემბლემ მკერდულა რამზე თქვა ესა, შალამ.
მაინც ეს როგორ როგორა მეთქი, როგორაო და, კაგანოვიჩი, ზდაროვიაო,
ო,
მორევას მარტო მდევური ჯანი არ ეყოფა თქვა, ნაექვსჭიქარზე, მაინც ლუბათი ერთგული, ვიყავ, ჩხუბში ღონეზე უფრო ძალიანაცა გადამწყვეტი ხერხებიათქო, რომელხერხებიც ამჩემანალა, ეე, ამჩემმა ვირისშვილოვმა მაგ შენ კაგაგის ძეზეც ბევრადად უკეთ იცოდათქვა, მემ, ხერხები თორე, ეგაც ხერხი და ნამგალი და უროა გინაც მზეზე და გინაც თოვლში, ო, ო, ვალენკოევიჩმა. ბიჭო, ჩვენი ერეკლე მომცროც ტანად თუ იყო, არა, პატარა? იმიტომაცე ხუთ კაგანიშვილს ხუთივ თავს ერთად იმიტომაც ვერ დააყრეინებდა, მეთქი.
ბიჭო, შე შტერო, ერეკლე პუჭურს აბა მითხარი მთავარ ცეკაში აბა რომელი ერთი კაგებეშნიკი, შეუშვებდა, ო,
რატოა ნეტავ, დაახლოებით ერთის საქმისა მიმდევრები და გამკეთებლები და მკისრებლები, კაგებეშნიკი და მილიცანერი რატომღაც სულაც ზემოდანასი გარდა რო აგდებულათაც კიდასცქერიან, ერთიმეორეს, არადა, ორივენი ხომ ძალოვანური სტრუქტუ რებისა არიან და, ჩვე ქართველებმა როარ ვიცოდეთ ასეთი შუღლი?ტეკასი მაინც ინსტრუქტორებივით ვიცხოვრებდით ჩვე სუყველანი, ვიჰ, და, დაამატაც ნაშვიდჭიქარზეც, იმ ოჯახქორმაქორს ხორცი უყვარს, თანაც ბარკალს შეექცეოდა მგონი ქათმისაც, ოღონდ ტყე მალი და პიმპილა ქორსა თუ უყვარს, ის არ ვიცი მე, ზოოლოგიური კი არა არამედ სულაც მათმატიკური მააქ, დამთავრებული, მე, ხოლოკი, ბესომ, მოკიდებდა ხელს მაგ საქმეს, ო?კაგანოვიჩის კიტელიდან ვარაშილოვის სამი თუ არა ორი კიტელი მაინც გამოიჭრებოდა, ხოლო თუ ბაბკენ პარტნოი, ო, ო, " სულაც ხუთიო,
რომელი ბაბკენ? მიქოიანი?მეთქი, ვიკითხე მე და,
არა შე ბოთე მიქოიანსა ანასტასიანი უფრო ერქვაო, ბევრათ, აო,
კაცო, რა დროა, მილიცანერი და, ცოდნა ასეთი, ენციკლოპედიააური?
თან, უსათვალოდ.
თან დააყოლა, აღარ იკითხავთ შეუსაბამისობა ისეთი რამ?ვარაშვილოვი, კაგანოვიჩთან? ამირანიაო,
აიი, ესა კი, მიჯაჭვულისა ამირანის მოხსენიება? ძაანაც ძალზედ ესიამოვნებოდა ალბათ კი არა, დანამდვილებით, ლუბას, ლიუ ბოვჩემსას... ! ავაიჰ, ეს რა გავიფიქრე, და გამახსენდა რაღა თქმა უნდა მისი გაშლილად დაჭიმული საალიყურე ხელის გული, კი.
ხოდა, გინდაც მიჯაჭვულ ამირანსა
მოერეოდამეთქი, შენი ეგშენი კაგანოვი ჩი?თქვა, თქომეთქი, მემ,
მაგრამ, შალიკომ?
ამირანა სულაც არ იყო მიჯაჭვული, ცეპებიანი სროკი კიარა თუთხმეტი სუტკაც თავის დღეში არა ქონია, ო,
კაცო შენ რომელ ამირანზე ამბობ შენ მეთქი.
რომელზედა და, ბუჩუკურზე, აღარ გახსოვს, ის? მესამე კლასში სადამდეც ჩარჩებოდა ჩვენ რიგში თავის სიდაბლით სუპირველ მერხზე როიჯდა, ო,
აჰხ, ვისზე ამბობდა, თურმე, ამას, ეს შალიკია,
ის იმისთანა ბუჩუკური, რადისტობისა ტეხნიკუმი /ლუბავ, ბოდიშით,სასწავ ლებელი... / რომ დაამთავრა, მეტრა 50 სანტიმეტრიღა იყო, ტანათ, თავფეხიანა,
და, შერიგება გადავწყვიტე, ლუბასებური
ქართულით, თანაც, სუ ტყუილად ვბჭობთ, ვალიკოსიძევ, ი ქალს სულაც ბერია ყოვლათ უაჩკებოდაც კიდაითრევდა, მეთქი, ხოლო აჩკები? მაგ რამ აჩკები სათვალეა, მეკი მაგისი..., კი როგორარა, იმათ მოწონილ ქალსა ლავრენტა სულაც არ შახედამდა, ო, სუ დიდი დიდი ხურუშჩოვი ღა ჩარეულიყო მაგათსა ქალურს საკითხში, ო,
და, სუბოლოს კი, იმაზე მაინც თითქმის შევთანხმდით რომ მაგათ იოსებ სტალინი თუ შაარიგებდა, იმისი სიტყვა მაგრა სჭრიდა, ო, და ხოლო თუ არ მოინდომებდა იმათსა აბაიუდნი შარიგებას / ლუბავ, ვაიმე... /, მაინც კი ნაღდათ კაგანოვიჩი დაითრევდა იმა
ქალსა, ო,
არამეთქი, მე, პრინციპული ვარ, ვარაშვილოვმა ისეთი მარჯვე გარეკაური თავისსა ზედაც შუაკაურთან, იცოდამეთქი, მე კაგანოვიჩზე ჩამოვდივარ ექვს ბოთლ
ღვინოს, თავისი / აქ უცენზურო სიტყვა ახსენა / იმეებიანავოო,
პაჟალსტამეთქი, და ლუბა მგონი აღარც მახსოვდა, სანიძლაოსთან დაკავშირებით, პაჟალსტა, მეთქი,რაა, სიმთვრალე,
და, გავმაზეთ, კი, ხელთ ჩამორთმევითაც
კი განვამტკიცეთ სანიძლაო, ეს, მედუქნემ ჩაჭრა ჩვენი ნიძლავი, რაღაც ზეზვა თუ ვახუშტა, ერქო,
მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოვუგეთ, რო
გამოვფხიზლდით, ერთიმეორეს, ნაძლივი ეს,
კაიძალი ხნის, გარდაცვლილიყვნენ, ადრე როგორნი მგზნებარენი, თანაც მთლად ორვე,
ვარაშილოვდაკაგანოვიჩი.
წარმოიდგინეთ, შეპილოვიცკი. კი. ხანდისხანობით, შალასა და მე, ერთის მხ რივ თვით მთლად უმაღლესებდამთავ რებულებს დიპლომითა და ამის განმსაზ ღვრელ დასტურულად ზედააც სამკერდ ნიშნურათ, მეორეს მხრივ კი აი ასეცკი შეუგ ნებლადაც კი გაგვყავდა, დრო,
ცვალებადია, წუთისოფელი. და ამიტომაც ჩემი ნასტენკა გამახსენდა, ჩემი შუროჩკა, მაგრამ რათ გინდა
გინდ ყოფილიყვნენ და გინდაც არა,
ლუბასი შემდგომ... და, თუ, მანამდე? ეეჰ, მოკლედა კი, კი.
და ქართველებიდან ხომ, მგონია ალბათ ყველა ქართულ სახელის / დალი და ლალი, მაყვალა, ლონდა და ასე შემდეგ... / მატარებელი შლიაპკოსანნი, მათგან ერთი კი, სვანეთში სულაც არნამყოფი რადგან თბი ლისში დედაქალაქურად დაბადებული სახელად მაინც თვითან გვაშაყან, იცკი, ცვალებადნია, წუთისოფლისა არ იყოს სულაც, საკუთარ სახელ თუმც მშობლე ბისა მეშვეობით ავტ სახელებიც, კი.
4.
რუსო I ს, და როგორ თუ ეს მხოლოდ მარტოღა მხოლოდ რუსუდანების, არამედ დედამიწურსა მთელს პლანეტაზედ ჩემთვის ყოვლად, კი, უუპირველეს ყველაზე უმფრო I სა, შემდგომ და შემდგომ, ლუბასი კვლავაც ნახვა დანახვა და ლაპარაკი ოღონდ მხო ლოდღა ცალფად იმისი და მხოლოდა ჩემსკენ ძალიან მჰსურდა, მე.
და ჩემი პუნქტისა სახელურზედ წარწერა
აღწერას ან ჩქარა მოვალს ვკიდებდი, და, ალექსანდრეს ბაღისაკენ ფეხაჩქარებით მივაბიჯებდი, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, არცა იქა და არცაც თავისი სახლის წინ, ჩანდა, ვერ დავლანდე, კი ...
ექვსმა გრძელმა დღემ, როგორც იქნა და, როგორღაც, განვლო, რაც გინდ გიჭირდეს დრო ხომ სუმუდამ, ხო მაინც გადის, თავისი გაბმულ ერთულობითა ძალიანაც, კი, და ერთი პირობა, ლუბაძალიანმოწყურებულს, მა, იმანაც გამკრა მოდი ბიჭოვშეძველო რომელსამე ვინმ ძველსა აქეთ შემტრფესი ანუ ჩემსკენ მოწყურებულსა ბარიშნას გადავაყოლებ, მეთქი, მთლად დაკოდილსა თუ არა და, კარგა ჩხვლეტილ, გულს, მაგრამ მაშინვე ამისთანებთან / საქციელებთან / დაკავშირებული რუსოსი მოსალოდნელი ავადმყოფობა ისე მგმირავად გამახსენდა რომ ძლიერ დამზრინა მთელ თავფეხში და ხელებიც კი გავასავსავე, არა, არ მეთქი, და, ამიტომაც, წარმოიდგინეთ, ტელევიზორსაც არ ვუყურებდი იმ გაფუჭებულს / ეს მორალურად... / და ვერც რადიოს ვუგდებდი, ყურს, არადა, ულოგარითმო სიტყვათკითხვა აბა რომელი მათმატიკოსის საძირითადო საქმე არი თუმც შესამჩნევად გვირევიან გამონაკლისებიც, და,
ვათვალიერებდი, საფურცვლ ჟურნალ
გაზეთებსა /სარკე, ბომონდინეტა რასა ჰნიშნავს, ალია24 საათს", / მაგრამ სულ ტყუილა რადგანაც სულაც ყოველნაირი გართობისათვის
დახშული იყო, ჩემი და აბა სხვა ვისი ისე
ძალიან, თვალი და გული.
ლუბასი გარდა, თუნდ გამქრალისა.
რუსო ჰაერზე, ტაბახმელაში ჰყავდათ ვითო
ჩემებურთ...
ხოლო მეშვიდე დღეს კი, კვირაძალს, ვითომდაც დასვენების, ა,ს, კვირაუქმეს / ისემც... /, კვლავაც რომ ვიდექ როგორ ძალიან დაძაბული რომელიღაცა ალექსანდრეს თუ ალექსანდროვის შემშფოთებელი ბაღისა წინა, უეცრად ჩემდაშალვასი იმბოზბაშისა სკოლას შევავლე, პირველს, თვალი, გასახსენებლად საჭიროა, ბავშობა, მაინც,ჩემს სამოც წლური გადასახედიდან თუნდაც იმასთან შედარებისათვის თუ როგორ დავბრძენდი და ათასგვარ... ეე, ჰო დასკვნებში, გამო ვიწაფე, მოსაგონრად კი თუნდაც ამიტო კარგია მაინც, ბავშობაისი, მოხუცთათ თვისაც კი სუყველასათვის საყოველთაოდ გამოსავლელი /ხრონწ ბებრისა, თვის, აცკი, კი,/, ის მერე რა რომ უცაბედობით ვეცე მოდით ხანდისხანობით ხანაც თავით და მაგრამ ახლა ხომ ფეხზე ვდგავართ შედარებით ახალგაზრდები ოღონდაც მე კი,
ულუბაოდა, ჩემ მარტოკინა თავიანა, და
ძველ წარსულში თუმც უმაღლესისა დამთავრებისა აღსანიშნავი მყარი დიპლომი
/ აქაცა, ისემც?.. / და მისი ასლიც და ნიშანიცა სამკერდე სამოციოდე წლის უკან / თუწინ?.. / არ მქონდა მაგრამ ბავშვობა ერთგვარად მაინც კარგი იყო რახან კამ ფეტებ ნაძვისხიან ნამცხვრებიანი, და,
ვააიმ!, "
თურმე ბავშვობა სინამდვილეშიც რარიგ მთლად კარგი და გადასარევად შესანიშნავი ყოფილა თურმე! რადგანაც, ამ მე მ, სწორედაცა რომ ბავშვობისისი დროინდელი სკოლისა წინ გალამაზებულსა დიდად, როგორ, უ იმისოდ კი მანამდე როგო უბრალო მერხზე? თვით ლუბა იჯდა ჩემი როგორად სათაყვანო და მწვალებელი, ინკვიზიციაც კი ყოფილა ხანდისხან... ეე, ბედნიერულად მწვალებ ლური და, ეე... თან როგორ შმაგი! და ელდანაცემი ბედნიერებით კარგა მაგრადაც მოვიფშვნიტე შესამოწმებლად ამ ხალხე ბიან უკაცრიელსა უდაბნოში ოაზისურად ხოარ მეჩვენა მეთქი, ლუბა, მოვიფშვ ნიტევი ჩემი თვალების ორთავ თვალისა სინათლე იგი ეგება ხომ არ მეჩვენებათქო, და ამიტომაც უფრო რკვევითი დასამა ჯერებლოთ საბოლოოდ რომ დავრწმუნებუ ლიყავ რომ სხვა კი არა არამედ თვითონ თავად ის, თვით ის, ნანატრი ძალიან როგორ, ძაანზე ძალზედ და ძლიერ როგორ და უფროდც მეტად, ძაან აშკარად დავინახე, კი, იჯდა იგი, იის, ისა ერთი და ერთადერთი /ოღონდ სრულ წლოვანებში/, შორიდანაც კი მთლად უსაშველო სილამაზეთი მჭახედ აღსავსე, და ისევაც რომ გავიფიქრე თავრეტდასხმულმა ისევაც ხოარ არ მეჩვენება, თქო, მაგრამ ხელი ასწია, თავისი ხელი პეშვით თავისკე, და მგონია რომ სულაც მარჯვენა თუმც ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ ხელის საჩვენებელი თითის სამოთხჯერ მთლად თავისკენ, კი, სწრაფი მოკაკვით მიმიხმო როგორ ხმისაც სულაცე ამოუღებლად, ეს მე, მისი განწყობის მარკო პოლო თუ რას ეძახიან, თვით მისკენ, კი, კი. ვიღას მახსოვდა მიწისქვეშა გადასას ვლელი, მოხმობა ეგრე არ უნდა მეთქი /არ უნდათქვა/ და, მეც ხმისჩავარდნით ხმაამოუღებლივმ ზევიდანურად გადავჭერი ჩვენი მთავარი პოეტის პოეტ შოთასი რუსთა ველის მთავარი პროსპექტი ჩვენი მთავარი ქალაქ დედაქალაქ ქ. თბილისისა მაგრამ, გადასულს, ვიღაცამ მძლავრად დამქაჩა, მხარზე და ჯერ მივიხედე და მერე შევ ბრუნდიც ხოლო ისიკი მილიცანერი იყო, ლუბასისაკენ მიმავლისაკენ სადაბრკო ლებლო, ზღუდე, მილიცანერი მთლად უბრალო, ერთი ზოლიც კი არ ჰქონდა ძველ ევასავით შიშველ პაგონზედ, და მაგრამ მაინც ჩემდამი საპატივცემულო მისალმებაც არ მოუცია არ აღუღია ხელი... ვაჰ, დამავიწყდა რას ეძახიან, ძველი ქართულით, მგონია ჩესტი, და ხოლო ამისა ნაცვლად ცერისა და საჩვენებელი თითებისა ურთიერთულა გახახუნებით ფულის მიცემა მანიშნა, ეს კივიცოდი, ესი ჟესტი და ჟესტიკულაცია, და ლუბასაკენ აჩქროლებულს მე ისიც არ დამიწყია და წამომიწყნია რომ სულაც არა მივდებ მოვდებივარ რომ ამა უბნის შალვა უფროსი კოხრეიძე, თვით კაპიტანი გენე რალური /მილიცანერი აკი რიგითი იყო მხოლოდ და მხოლოდ მხოლოდღა როგორც ასეთი როგორც ახლახან მოგახსენეთ ოღონ დც ორი თითითა კარგა დამწყები,/ შალვა უმფროსი რომ არამცთუ მხოლოდ თანა კლასელი და მეგობარი არამედ ნაღდი ბიძაშვილიც იყო ვითომ მკვიდრულად, ჩემი, იუარებდა ამას თუ რა, საქმე საქმეზედ რომ მისულიყო შ. კოხრეიძე და, ამის ნაცვლად, აჩქარებულმა, სამი მანათი ჩავუკუჭე ერთისა ნაცვლად იმან კი ხურდა არ დამიბრუნა რასაკვირველია და მეც აბადა რომელსა ხურდას ვიხლიდი თავში რადგანაც ლუბა, როგორ,ეე... ჰო!თავს დივაზედ ულამაზესი კიბეების თავთ, ცოტათი მარცხნივ, მისით როგორსა დამშვენებულ მწვანე, კი, მერხზე /მუდმივი ფერი! /, ვთქვი უკვე მაგრამ ჩემსავით აკი სიმწვანეც ხომ მეორდება გაზაფხულობით ჩვენს გასახარად, პოზიტიური, და კვირტები, რამე, ხოლო კი ლუბა, იმა თავისსა სილამაზესთან როგორ ძალიან კვალიანად განუყოფელი, ისა და მისი ზე სილამაზე? ორთავე, ისხდა.
. . .
და საალიყურე კი არა და, მთლადაც ძალიან კეთილსაგანწყობო ხელისგული ორ ჯერ მსუბუქად დაჰკრა, კიკი, ზურმუხტის აფერ წილსა მერხზე, ზემოდანა კი ალბათ ცა ფირუზ როგორ მთლად ფირუზფრრადა განათებული ალბათ დაგვცქეროდა, მე კი, ენისა დამბვვას თუ როგორაა, ძალიან ვსძლიე რადგან შევძახე, ჭკუა ძლიერ ნასწავლმა, ასე: გამარჯვება ნუ მოგიშალოთ და, გაგიმარჯოთ! ნაშუადღევის მშვიდობისა!! და საათზედაც დავიხედე, მონდომებულმა, პირველის ოცი წუთიასი მშვიდობისა! და, აღელვებისაგან უგუნურმა, ც, ეს დავაყოლე: ძილი ნებისა!!! / !!! ?/... ვაიჰ... ჩაეცინა, კი, მაგრამ ორივე ჯიბეთში, კი, განირიყა ორთავე ხელი, და: გაგიმარჯოს, კი, მაგრამ ნუკი მიწყენ და, ჯერ კიდევ თითქმის უცნობს და მე კიდევ შენთვის ჯერ კიდევ უცხო / რაღარა უცხო,: "თვალს ავახელ? ზედ წამწამზე მიზიხარ", იყო, /, ხელს ახლა სულაც ვერ ჩამოგართმევ, ხოლო თუ კარგად გაგიცნობ და, ჩაეღიმა, აქ, მთლად ურიგო არ აღმოჩნდები და არ ცაც ვითარც წყალწაღებული ანუ შენივ გამოთქმით როგორც მინიმუმ არ აღმოჩ ნდები ექსკლიუზიურად / აბა რომელი ჩემი გამოთქმა ეს ეკლსზურული თუ როგორიცაა, იყო / საშუალოზე მთლადაც ბევრადა და უარესი? მაშინ ნამდვილად ჩამოგართმევ, ხელს,
მე კიდე, სულელს, პახმელიაზე /
ნაბახუსევზედ! /, ისეც წამომელანდა თუმც არა მყარად, ვკოცნიდი, მეთქი... და უცებ ეგრევ სწორქართულითა წამოიწყოვა უდაბნოსისი ძალიან ცხარე მზისადარმა და ზედაც მთვარის ეეე, ჰო უნაკლო შუქმა და ზედაც კიდევ აუარება წვრილ მსხვილ ვარსკვლავთა მეპატრონემ განსაკუთრებით ელვადაელვად ჭროღა, თვალებში, მომმართავდა, მე, ოღონდაც სხვაგან იხედებოდა, მე რავიცი სად, ქვეყანა და ჩვენი პროსპექტიც ფართო, დიდია, და კინაღამე, ც, ვიეჭვიანე, მაგრამ ნამდვილად მომმართავდა, მე, რადგან მიმართვა მოწო დება ჩემდამი იყო რასაც მოწმობდა წინადადე ბის ბოლო სიტყვა ჩემი სახელი: რა ხელობისა ხარ შენ, ზურაბ, აქ კი, როგორ არ მქონდა მეთავმომ წონვარს, სათავმოსაწონრად სასატრაბახო, კი: მათემატიკოსი, ელექტრონიკულ დარგში. ამაზედ? მითხრა: ჩვენსა არამცთუ მხოლოდ ელექტრო ნიკულ არამედ ლაზერულსაც კი, საუკუნეში, ტყუილი ვერა საკადრისია. რაღა იმა დღეს გამოვედი უმაღლესისი უსამკერდ ნიშნოდ, თუმცა პერანგს ხომ არ უხდება არავითარი ყოველგვარი სამკერ დეები, არამედ ზამთრის შალვარ პინდჟაკის ფინჯაკისისი მარცხენა ბორტზე /თუ, გემბანი... / მაქვს დაბნეული /თუ, მიბნე ული... / ძაანაც მკვიდრად ბორტგემბანისა
/ასე არა სჯობს? ან ერთი ან მეორე, / კომუნისტურად მარცხენაული მხრისა / ფრთისა/ შიგნითა მხრიდან, დაფარულისა, ენკავედეურ ყაიდისა ფარულ სამაგრით მიხრახნილიც კი ძალიან მყარად, მე პირა დულის ჩემი ესჩემი უმაღლესობა და იმისაცა
/უმაღლესობის / მოწმობაესი. არამედ ისი/
რადგან შორს იყო. ის ფინჯაკი. კი. / რატომ ტყუილი! ყველაფერს ვფიცავ, სულსუ ყველაფერს მართლა გახლავარ, თ, მათემატიკოსი. შემხედა, იმან /თუ ამანრომელი არი
სწორიქართული... / : ჯერ ეს ეგ ერთი, შენი დიპლომით სულარ არ და ვერ განისაზღვრება დღევანდელი საქმიანობა, შენი, ვაიმე, ჰოხ ჰო, რა ძალიანი შემომყურებდა? და მით უმეტეს, მათემატიკოსს ჭურჭლეულობის გამქირავებ პუნქტში კი არა როგორც შენ, შენსა აბრაზედ, გიწერია არამედ წერტში აბადა რაღა გამუშავებს,
შემოსავალი ნამდვილად მეტი იყო
ჩემიპუნქტში ვიდრეღ გინდაც ჩემზედაცაკი უფრო ძლიერი, მათმატიკობა,
და, მეორეც ის, არასოდეს დაიფიცო, აღარასოდეს, არაფერი და მით უმეტეს ის რომ, განსაკუთრებით, სუყველაფერი, ჩვენი ქართული სარწმუნოებით მიუღებელი არის ყოვლად, ეს, სუყოველგვარი ფიცი და შეფი ცება, და, მესამეც ის, რომ, შენ ყველაფერი და მით უმეტეს სუყველაფერი, იცი?, თუ რაა და რა და რაა?
არა... ძალიან დავირცხვინე, ლოგა რითმებში ძაან ვკოჭლობდი, და მაგრამ მეტის მონდომებით, ამ მხოლოდღა "არას, გადავაჭარბე: არა, პირიქით...
. . .
და მაინც, შვებავ, მდინარესავით მოტეხილო, მთის ბავშვიდანურს, როგორ მხსნელსა, მივადექი, კი: იცით, მე ამ ნომერსა პირველ სკოლაში ვსწავლობდი და დავამთავრე თანაც კიდეც, ამაში აი... ზურგსუკან ყურთან გავიშ ვირევი, ცერი. მართლა? ეს ხომ ისედაც სახელოვანი სკოლა იყო. დიახ, ძალიან, აღვფრთოვანდი, იყოოს ვერა მივაქცივევი ავტო ყურად ღება, კი, და საქართველოს ისტორიაშიც გადავიჭერ, მათმატიკოსი: ამ სკოლაში კი, კიც სწავლობდნენ კი ერთ დროს ერისი მამა სამშობლოსი კარგი ილია ჭავჭავაძე /ერისა კაცი იყო ნამდვილად, მეცა ერთერთი ერისაგანი როგორად მიხსნა... /, ბარათაშ ვილი, ეე... ..., რომელიღაცა ყიფიანი, ეე... / და აქ შევბორკდი, თუმც რაღაც ბევრად უფრორე გრძელი სია ძაან ეკიდა, კი, მარმა რილოსი დაფაზედა ოქროსფრად, თეთრზე, /, და მგონია აგრეთვე კოტე ახმეტელი თუმცა იგი მგონი მეტრო მარჯანიშვილთან ცხოვ რობდა და ამიტომ უფრო ოცდამესამე სკო ლაში უნდა შეეყვანათ მშობლებს, და, ეე... ავირიე, მთლად, და, როგორ სწორედ გამახსენდა!, რა სწორი ვიყავ!!: და კიდე მე და კიდენ ვალიკოევიჩ სუპხარჩო და კიდო ავთოია ბუჩუკური თავის ძმიანა!.. და, როგორ შევცბი!? იგუდებოდა პირდაპირ, როგორ... გულზე სულაც იმ საალიყურედ გასალაწუნებელსა თავის ხელისგულს სულაც პირიქით, თავისსავ გულზე ჯერ იკაკუნებდა და ხოლო ამან რომ სულ ვერ უშველა? ახლა მთლად მუშტად იქცია მარჯვენა ხელის მტევნისქვემოთა და, სანოკდაუნოდ არა მაგრამ ზომიერმაგრა კიირტყამდა, კი, სულმოსათქმელად, და მერე ისევ თავისი ის კუპრივით თმა, მაგრამ რომელსაც იმ კუნაპეტში, გადასარევი, ყოველი ღერი, მთლად სულ ყოველი, თავის თავადობით მკაფიოებდა, ჩემთვის გან კუთვნილ საალიყურე ხელისგულითა და თითებით, როგორღაც მართლაც მტკი ცასავით რადგანაც ძაან აიფრიალა მედაბ ნეულის მართლაცდა მახლას, მეტდცდამ ბნევ, სილად, და, როდის როდის, ჩაწყნარდ სავით, ჩაშოშმინდა, კი, და ორი თითით, სიზუსტისათვის საჩვენებლითა და შუა თი თით შეიწმინდა თვალის ცრემლები აბა სხვა რისი... თუმცაღა, ჩემით, დიდად მცინარმა?,
მაგრამ ეს სულაც არ მხარებია, და, ბოლო
ბოლო, ბოლოსდაბოლოს მითხრაც, კი, ასე:
შენ რა გითხარი... როგორ მაცინე.
. . .
მთლად უნებურად, კარგიც გამოვდექ.
ეგება, მართლაც მაკოცნინა... ხომკი არსებობს წინასწარულიმეტყველება, მარჩიელობა, შელოცვა, რამე"...
. . .
მერე ისევაც აუკიაფდა ის წვრილა წვრილა ელვაელვები და ვარსკვლავები თავის თვალებში, და, მკითხა ასე, სიცილ აშკარად დაგუბებულმა: და ისე შენნი ვალიკოევიჩ და ბუჩუკური სწორად შენსავით ხომ არ დამდგარან, მათემატიკნი! არა, პირიქით... რას ამოვიჩემე, კაცო, ესიპირიქით"... შალიკო, ეე, შალვა გვარით თუმც გახოკიძე იურისტია / აბა მილიცანერიას ხოარ ვეტყოდი,/, ხოლო ავთანდილ ბუჩუკური თანამედროვე ჩვენს მწერლობას, პრემიალურებს, ემსახურება განვითარების წვლილის საქმეში...
გამაწყვეტინა, მაგრამ როგორ!!? :
ბურთულებიან კალმისტარებს რო ტენის, მიტო?
არა, მიტო კი არა, ავთო არი ის... და,
დამარტყა კიდეც სიდან იცოდა!!? მისი სამწერლოც, ღვაწლი.
გადასარევი. უცნაურია, წუთისოფელი. ძალიან დიდათ. ჯანიც გავარდეს.
. . .
და, როგორც იქნა, ვთხოვე: რაღაცა მინდა გითხრათ, მაგრამ... თუ შეიძლება იქითა სკამზე გადავჯდეთ ძალიანა გთხოვთ თუ შეიძლებოდეს, ხალხს და მანქანებს და ტროლეიბუსებს რომ ვუყურებ და რია რია, მართალია მთლად უცაბედად მაგრამ მაინც ძალიან მიშლის ხელს მე ეს და შესაბამისად ძალიან ვიბნევი მართლაც ბრინჯივით ძაან ხომ გჯერავსთ ჩემი აბა ტყვილი რა საკადრისია, და... ეე, დაფი ცება... კარგიით?
მითხრა:
სხვაგან რომ ვიყო, გადავჯდებოდი. მაგრამ აქ რომ არ შემიძლია?
რატო...
ქაშვეთისადმი, ზურგით ვერ დავჯ დები... ზურგს ვერ შევაქცევ, და, დაამატა,
რაგინდაც პროფესიონალი მათემატი კოსის, ხათრითაც კი.
. . .
. . .
და, მაშინ რა ვქნათ. მუდამ არსებობს გამოსავალი, ო, მითხრა, აი, თუ გინდა ცხვირსახოცი ჩამოიფარე თავიდან თვალებზე, ვითომდაც ცუდად ამაღლებული წნევა გაქვს და ერიდებიო, მზეს. წნევა კი არა და, და მარტენის ღუმელის ასპირანტურა კი არა და არამედ მთლად ცეცხლად ქცეული ნიაგარასი სადოქტორო სრულიად თავში ოღონდ სადისერტაციაო სამეცნიერო საბჭოსი ტვინთ ჰაზრთ კომისიით ჩაფლავებული, მქონდა ეს არა მსგავსი ნიაგარა ჩემ თავში ჩემ თვალებისაგან, ჩემ თვალებისა გამოისობით, კი, რადგანაც, როგორ, ლამაზი იყოო, ვეჰ..., თავს დამტყდარი, მეხთატეხა... რადგან? : ტუჩ კბილი გინდა თუ ნაპერწკლებად ელვებიანი თვალები გინდა თუ დაძაბული როგორ თხელ ცხვირი გინდა თუ წარბები გინდა განზე სულ ოდნავ გაფრენილი თუ თმის კუპრობის მიუხედავად როგორი მაინც ნათელი შუბლი გინდა თუ მაინცროგორად თლილი ყელი გინდა და გსურს და გადასარევი, მაგრამ ყელს ქვემოთ? ვიხედებოდი, ვერ. მერე მისაკენ ძალიან მივაბრუნე ჩემი გადატვირთული თავი და, რაღაც გამო სავალი წერტილივით ის მოვიფიქრე, რომ, ჩემი ხელისგული მარცხენა ღაწვ საფეთ ქელზე ისე ავიშვირე, როგორც ოთხკუთხა ტყავით აფარებული ცალთვალურმხრიულ ცხენებსა აქვთ აფარებული რაიმ ზედმეტმა რომ არ მიიქციოს მათი შრომითი ყურადღება და როგორცაც ეს განსაკუთრებით კინოებში ოღონდ იმათ თუ ორმხრივა აქვთ ყურად ღებისი არგასაფანტავი შაშვალება ეს, მე მარცხნულათე, მხოლოდ ბოლშევიკივით მქონდა აბა და რა მემენშევიკებოდა და, წამო ვიწყევი ჩემი სათქმელი ოღონდ შორიდან, ოღონდაც ეგრევ შეკითხვითა, აი ასეთით:
თქვენ იციით?, როგორ ძალიან მიყვარს
ბუნება მე ქალბატონო, ძალიან ლუბა?
ვაპარებდი, კი, გამბედაობას, თუნდაც უ
ლიუბოვ ოდ მაგრამ ლუბა ხომ აკი თავად
ლიუბოვ იდან, კი, კი იყო, და ამ გინდაცდა მოკლე თუნდ ლუბა თი, რაღაცა თუმც მოკლოურ სა ბოლოსდაბოლოს, ეს რა კარგი რამ რამე მოვიფიქრე ის რომ ლუბა ხომ აკი კი მეთქი ლიუბოვ იდან, სიყვარულისგან არის რაკი წამოწყებული ხოლო სიყვარულს რა დაიჭერს, რომელი ზღუდე ანდა მესერი,
კოლონიებშიც კი მრავლდებიან, ფაქტი არი, ეს... მაგრაამ,რუსო! ... ბუნებაზე კი, ძალიან მხოლოდ, ვილაპარაკებ მარტო.
სიამოვნებით მოგისმენთ თუ თქვენს მიერ აღწერილსა ბუნებაში მთლად ფეხ შიშველსაც შემატოპინებთ, რადგან მეც თქვე ნებრ თქვენი არ იყოს ძლიერ მიყვარს ბუნებები როგორც ასეთი. ისევაცკვლავაც სადამ ცინაოდ, მენიღბებოდა? საასაგდებოდ? აბა მაშინდა ბუნებები როგორც ასეთი რა გამოთქმაა, და, არ დამიჯერებთ ვიცი მაგრა მაც ასე წამოვიწყე
და მეც ძალიან მიყვარს ბუნებები რო გორც ასეთი...
ვაიჰხ!! , ვახხ!! გავლენებისა ქვეშ ვიყავ მე პლანგიატი, აგერ ახლა არ დავიწუნე, გამოთქმა ესი?... და, წარმოიდგინეთ, მაინცა მხნედა განვაგრძე, მაინც: როდესაც დავუშვათ ქართლის სანა ხებში, ან გინდაც იმერეთის თუ გურიის და იგივე რაჭის სანახებში / " " " "რატომ იგივე, სად გურულები და სად რაჭველები" "
" ", მაგრამ განვაგრძე, მხნედ, მე მუშტრებთან ხომ გაცილებით შეუპოვარი, ვარ, ფასდაკ ლებაზე, და სულ არ უნდა აღარ გამომადგეს, მედგრობა, ჩემი? : / ანდაც ქართლკახე თისა სანახებში /ერთფეროვანი ხომ არ გავხდი... / და გინაც ფშავხევსურეთის ჭიუხებში / კარგიაჰ! / და ასე შემდეგ მივემ გზავრებით / ერთობლიურსა გამგზავ რებას, ვაპარებდი თან!!. /, მე ძალიანაც სრულიად მიყვარს სრულიადური ქართლის სანახები ხოლო იმათში განსაკუთრებით ნოსტე /რადგანაც წარმოშობით იქაურები ვართ მე და გიორგი სააკაძე რომელიც 5 კაგა ნოვიჩს და 14 ვარაშილოვს ერთად აღე ბულებს, მოერეოდა ოღონდ უიმათდაცვოდ ავტომატიანების /, რადგანაც მაშინ როდესაც ძალიანაც პოზიტიური ჩემი ქართლის სანა ხებში მივემგზავრები გინდაც მატარებლით და გინდაც ფეხით და მით უფრო რომ ჩემთვის ძალიან სასურველთან ოღონდაც ჯერ ფეხით და მერე ხელებით და რამდენი სხვა ოღონდ სპრინტერულ მანძილებზე / ზედმეტი ხუარ მომივიდა!!,?../ იქა კი, ტყეში, როგორ ძალიან კარგია მაჟალო, პანტა, ნიავი ფრთამალი და გულაბი მსხალი და აგრეთვე რეჰან სტაფილო აბა რა სახსენებელია არამედ გემრიელი ხინკალი ღორ ძროხის ხორცით თანაბრად როგორ აღრეული ეე შეზავებული ზედ პიმპილათი კარგა მოყრილი, რამე, ეე... და მაგრამ ღორმუცელა რომ არ ვგონებიყავ, ეე, უგემრიელესი უმი კომბოს ტო ცივად ჩაშუშული,და, შევარჩიე მთავარი სათქმელისა მოლეკულა რამ, შევა პარე, და პატარძლის ხელით დაკრეფილი ხაშლამა, ეე, არამედ მაჟალო, კვრინჩხი, პანტა, მაყვალი და სხვაც კენკროვანი კალო რიული კულტურები..., და, ჩამოვიფარე თვალებზე ცხვირს აბა რად უნდა ძალიან ლურჯი ცხვირსახოცი და აკი მეთქი თვალებზე აბა ნცხვირს რაუნდა მაგრამ ლამაზად მუქ ლურჯ და შიგადაშიგ ჭყეტე ლაცაკი ცხვირსახოცჩამოშვებული მთელ სახიანა, ცხვირსახოციანადაც ვიყავი და ვიყავ აგრეთვე კდემამოსილიო თუ რას ეძახიან მოცლილები, და სუნნელოვანი აი ია და სხვადასხვანაირ ფერად ფერადი ყვავილები, ძახველაო თუ რას ეძახიან, სოკო, თქვენ... ქმარი თუ გყავთ?
მომესმა, მყისვე, გულასაძგერი: მე გათხოვილი ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინათ, უკვე. სამაგიეროდ, მომესწრო ვაჟი, ოცდარვისაა,
გადავკვირდი, კი, ჩამოვითხლიშე ცხვირ სახოცი ისსე მსწრაფლად რომ, სახისა გარდაც ცხვირიც ძალიან გადამიწითლდა თუმცა ცხვირიც ხომ სახისაა, კი, შუაგულურად, თანაც, მაგრამ თვით ცხვირზე გაცილებით რამდენად მეტად, სხვა რამრამითი დაკა ვებული როგორ, ვიყავ! : კი მაგრამ, როგორ, თქვენ თვითონ
ძლივსღა გავხართ ოცდარვა წლისას და მაშინ თქვენ რამდენისაღ, წლ... მაგრამ აქ უცებ როგორ ზალპმნურად შევიკავივე უტაქტო თუ ტემპო თუ რას ეძახიან, მოკლედ, ესავტო, თავი, რადგანაც ჟურნალ ვერნისაჟიდან ძალიანაც ვიცი და დამამახსოვრდა რომ არ შეიძლება, ძალიან დიდად დაუშვებელია რომ ოცდახუთს ზემოთ ჯენტმენისაგან თუ რასეძახიან არავითარი ქალისათვის, შეკით ხვა ესი, ხოლო ამას მთლად 28 წლისა ბიჭი ჰყოლია, და აქედან კი გამომდინარე ხომ იქნებოდა სუცოტა ალბათ 45ს, სად გამო მადგა მათემატიკა მაგრამ სულაც გამომად გებოდა საკითხირამ შესაკითხავი ეს რა ასაკის ხარ, ანუ რამდენი წლისა? ეს ტომასათვისაც კი არ მიკითხავს, არც დჟილდასათვის, თუმცა ორნივეორვთავენი სუყველაფერს, კი, ზედმეტებსაც კი მიამ ბობდნენ კიდევ კარგი რომ დაბალის ხმითა უჩემშეკითხვებოდ ყოვლად, ასემეორე შესვენებისას ალბათე დრო რომ გაეყვანათ, ხოლო მე, რარიგ როგორ შეწუხებული ვიყავ და თქვენ თითონა თქვით აბა ეს რაღა და რიღასი შესვენება იყო ის ისიები თუკი თავზედაც ზეწარგადაფარებულს ცხვირსა ხოცივით... ეე, არამედ ყაბალახივით შორაპნისისი სანახებში, დაც ხოლო იქა კი, პადმა სკოვიეში, ტომა ხაზგასმით მიყვებოდა თუ სად და როგორ უბწკინა მეზობლის ვიტკამ და თურმე ასე როგორ დაიწყო იმათი მეკი იმათი... იმათი მზარდი სუყველაფერი, ხოლო აქა კი, ამა შეკითხვის წამოწყებითობის გასაქარვებლად, ცხვირსახოცი კვლავც ჩამოვიფარე და ასე ბრმულად, კი, მიმოვიხედე, და რადგან ქალებში მოხერხებული ვიყავ ძალიან ინტერნაციონალურად, ოღონდ ამ ბოლო უკანასკნელსა წელიწადეებამდე, სულ აღარ მჭირდებოდა ინტერნაციონალიზაცია და საიუზ ნერუშიმიი, და ამიტომაც მთლადაც ქართულმოხერხებულადავე ავუგდე მე
მას მეჩემი ეს ჩემის სიტყვები, კი: რა მშვენიერი ბუნებაა, აჰ... მომესმა, მშვიდი:
ეგ ცხვირსახოცი მაინც ჩაიდე ჯიბეში და, ისე აღნიშნე, ეს... ისე კი, ორმოცდაექვსის გავხდი უკვე. თუ არ გჯერა და, ნებაა შენი. ჰა? ხო,ხო, და, რა სისულელე
წამომცდა, ბიჭო? : ეგრეც ვიცოდი... მაგრამ არსებობს გამოსავალი ყოველთვის, მუდამ, თავში ჭკუა თუ გიჭყავის ჭკვიანს, და გავაგრძელე, ვითომც, ეგრეც ვიცოდი რომ წლებს განგებ მოიმატებდით, და თანაც რამდენს... ისე კი, თქვენი ოცდათორმეტის პირობაზე (სადღა მახსოვდა, გამონათქმისა სწორებისათვის, იმისი ვაჟი და ტოროლა და იხვისი ტოლმა,) რა ახალგაზრდულად გამო იყურებით, და თანამედროვედ და აგრეთვეც სხვა სხვადასხვაგვარი ღირსშესანიშნაობები ( ვაჰხ!, ყელსქვეითობა არ გონებოდა, რამე,... ) ... ეე ...და, გამახსენდა, სხვაც მშველელური, თქვენი ექვსი წლის ვაჟი ალბათ როგორი ახოვანია...
რაღა ახოვანი, მაგხელა კაცს ცოლი ჯერ
სულაც არ ჰყავს და იმედია, გამოსწორდება ჩვე თბილისისა ჩვენი გლდანური სანა ხებისათვის და მოიყვანს თავისზე ალბათ მეტადაც სულელს, აქ ხუმრობდა, კი, და მერე ზედაც როგორი მძაფრი ხუმრობა / თუ, ცინიკიზმი!.. / დააყოლა, საბედ ნიეროდ, ძალიან ბევრი შვილიშვილი მყავს,
ძალიან ბევრი? ეს მაინც როგორ,..
მთლადაც ურძლოდ?.. მთლად, გადავ ვოცდი... ორმოცდაექვსისავით...
უამრავი, კი, ხოლო ერთერთს კი, გინდაც დაუსწრებელს, შემომაცქერდა, გამიღიმა, მგონი რომ წრფელად, რუსო კი არა, რუსუდან ჰქვია, და ახლა ქუჩისაკენ გაიხედა, პიონერთა და მოსწავლეთა სასახ ლიდან კი? ბავშვები წყვილად გამოდიოდნენ,
და, შენი თუმცა სამართლიანი ეს მაინც როგორ, ო, რომ გაიკვირვე, ეს როგორა და ეს იმიტომ რომ, მიყვარს, ბავშვები. ყველა, სუყველა, სუფთაა ყველა.
. . .
ძალიან დიდად მისასალმებელი... ეე, კი არა, ეე, როგორაა... ჰო! საგამარჯვობა გამარჯვებაული არის ეს. დიახ... მაგრამ,
ეს რა ოხრობად! თანაც, ლუბასაკენ,
სანდა, თ თქვენ, საღოლთ,
თფუიჰ!!! ვაიმეჰ... ...
ალეიქუმურ მაინც დაგეყოლებინა კიდევაც უნდა, შენ, აღმოსავლეთურსალა მური...
რა სალამური...
რა სალამური და, მინდვრის ფლეიტა, ჩვენი.
. . .
თქვენ ალბათ ძალიან ძალით მოგიტაცეს, თ.
არ უშვა ყურში, არ შეიმჩნია. სამაგიეროდ?
მიმოიხედა:
რა მშვენიერი ავტობუსია. ბუნებასავით. სად ბუნება და, სად ავტობუსი... თუმც,
ექსკურსიით თუ მიდიხარ... სწორებთან ერთად... მაგრამ აბა ვინ მაცლიდა, ფიქრს, განათხოვარი,:
და რა კარგი ქალი ზის, არა? მესამე ფანჯრის სანახებში...
მაგრამ მე ჩემსას ძაან ვფიქრობდი, წარმო იდგინეთ სუყველაფერი გადამავიწყდა, ამ სკოლისწინა სანახებში ერთი მინამდე უფრო მთავარი არსებაც კი, კი, რადგან ისე მეგონა თუ, რომ წარმატებით ვანუგეშებდი და მოვაბრუნებდი ყოვლად მჩქეფარი ცხოვრე ბისაკენ, მიტოვებულს, თუმცა ამას ვინ მიატოვებდა თანაც გრძელ წლეების წინ / თუ, უკან... თუ, სულერთია წინა უკანა... ეეჰ!
კიდევ კარგი რომ, გრამატიკული სულაც
არა მაქვს დამთავრებული მაგრამ ეს ლექსი მაინც საიდან გამოჩინდრიკდა? უცნაურია, ჩვენ რომ ვიცით, ის... /, და რახან როგორ ბევრულად და არავითარ შემთხვევაში ბებრ ულად და ჩემებურად რას ჩამაცივდა ესიოხერი პოვეზია, ისედაც თავისა არ ეყოფა ზედაც მაგისის... ეე, ავოეეე, ისე კი, მაგრად, და მოკლეთ, პოეზიურიც არის ოღონდ კიდევ კარგი რომ მხოლოდ ხანდახან თანდათან მზარდი მაგრამ მზარდი არა ის... მკლებ პოეზია, თუმცა სადაა აბა სხვაგან ასეთი რუსთაველი და მთასუფთა, თუნდაც, მთლადაც სულაც ვერ ამ რითმებსა და კუპლეტებსში? სულაც არ ვიყავ უიმა თებოდ აგზნებული არამედ ჩემით ისედაც ვიყავ აღტყინებულიო თუ რას ეძახიან მაგრამ ეს მხოლოდ ბაცად ღვარჭნილი პროზული დარგით, თურმეღა, და მაგრამ მაინც შეუ პოვარმა, მე, მისი ნუგეში მომინდა მაინც, გათხოვილის და გამონათხოვის და მყარად გადაწყვიტე... რა და, ისე გაგავმხნევდი ჩემის აზრების /რითმაა, ესიც?.. / და ჩემისა გადაწყვეტილებით, როომ, თან, წარმო იდგინეთ როგორღაც მაინც აშკარად ნაკლებ ვღელავდი, რაგან ადრე წარუმატებლად გათხოვილიყო და ჰყოფილა? – ჩვეულებრივი, პროზაული, ის მერე რა რომ თმათვალები რო მუდამ შავჭროღად უელვარებდა,ნაკლებ ვღელავდი კი არა და, ვმფარველობდი, ც, კი, ჩემი სულის და გულის კი არა და გინდაც ტოროლა, და, მივმართე უკვე შინაურულად აკიღა თურმე განათხოვარ და გინდ სხვისით და გინდაც თავისით გამონათხოვარ, ქალს, ვერ შეშვენით, კი, ჩემიდანურა კიდანური მოწიწება და ლათაიები და პარდონები და ხელთათმანიან ხელზე კოცნანი, ამის თანებთან? პირდაპირი უნდა იყო და გადაჭრა უნდა, ბასრი მაკრატლით, როგორც ძალზე მარტივი, ნებისმიერი თეორემა. :
შემოსავალი, რამდენი გაქ... ას რვა მანეთი... ფიჰ... და, ხოლო სხვა რამე, ლევი? / ტოლსტოის ლევი არ გეგონოთ, სხვა რამეს ჰნიშნამს... /
არა, არაფერი. და, დააყოლა, ოღონდ
ჯერ ზედაც არ მიყურებდა, მეცნიერ მუშაკს, აბა რა ლევი უნდა მქონდეს.
ვაა...
. . .
. . .
მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისა ოხერი,
რომ, თავს ვეღარ ვსძლიე, ოღონდ ერთ
კუთხით, დაა, საბრალოს, ვუთხარ:
ეგ არაფერი, ლუბა ჩემო, რადგან ყველაფრის გამოსწორება შაიძლება...
მაგრამააც, აჰ! ნურას ი და უკაცრავი
პასუხია და, გათხოვებისა თან მომდევნო ატრიბუტების გამოსწორება მაინც როგორ იქნება, არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია და პლატონურობა ფილოსოფიის ერთ ერთი მიმდევარული, ს მაჩანჩალასაგან, სახელისაგან პლატონ, არამედ ყოვლად უფილოსოფოს ულექსებოდაც და ფსიქო ლოგიით? პრაქტიკული ვაარ, აი ეს იყო მთავარი, ჩემში, და, ამ ფიქრებით გულ მოცემულმა, კიდევაც უფრო მხნედ განვაგრ ძე: ეე, და მაგრამ ჩემო ლუბა, მიუხედავად იმისა რომ გამოთხოვილიც ყოფილხარ უკვე მაინც მოგიყვან ცოლად ამ ერთ ორ თვეში. ჯანი გავარდეს. აქ? ალიყური ისეთი რომ, ცხვირსახოცი და კი არა და, ძალიან სველი პირსახოცი ვერ მიშვე ლიდა და გინდაც ძლიერ დამბალი მურთაქა რომ მიმედო ყბაზე, გამოჟონავდა მაინც, სიწითლე იგი, ჩემი... და, კიდევ კარგი, რაღაც მანქანა ტროლეი ბუსს დასჯახებია ოღონდ კარგასუმბუქად და მთელი ხალხი, დიდ პატარა? ინცინდენტს იყო, შემოხვეული. ვიღას ეცალა, ჩემთვის. ლუბა კი, ადგა, დამხედა და: არ გამაცილო. და შენ რომ შენ ხარ, შენც უნდა გქონდეს რაღაცა თავმოყვარეობის ნატამალი. იჯექი, ეგრე. და, დამაფიქრდა ნაღვლიან მზერით, ოღონდაც თავზე, და რატომ ნეტა მაინცდამაინც თავზე, რადგანაც ესი შემდეგი, მითხრა: ეეჰ, საბრალოვ, მთლად დაკარგულო, ერთ დროს როგორი საზრიანი საჯდომი გქონ და, ეჰ... და, წავიდა. მიდიოდა და მთლადაც მიჰქონდა, ყველაფერი. მე კი, საჯდომებ როგორ გადასწორებულთ, გამხსენებოდა,არ? რომ,: ცვალებადია, წუთისოფელი.
გურამ დოჩანაშვილი
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and Humanitarian Issues
During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•